საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ
"მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ

დღეს ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა. ხუ­თი­ვე თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“(41) და ოპო­ზი­ცი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“(5) მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი.

"მთა­ვა­რის" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის თა­ნახ­მად კან­დი­და­ტებ­მა შემ­დე­გი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღეს:

თბი­ლი­სი - ნი­კა­ნორ მე­ლია (51) და კახა კა­ლა­ძე (49);

რუს­თა­ვი - და­ვით კირ­კი­ტა­ძე (53) და ნინო ლა­ცა­ბი­ძე (47);

ქუ­თა­ი­სი - ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე 53) და იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი (47);

ფოთი - გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა (53) და ბექა ვა­ჭა­რა­ძე (47);

ბა­თუ­მი - გი­ორ­გი კირ­თა­ძე (51) და არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი( 49).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზუს­ტად მე­ო­რე ტუ­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "მთა­ვა­რი არხი", რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცია IPSOS-სთან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ეგ­ზიტ­პოლს IPSOS-ის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რებ­და.

"მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე IPSOS-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან, მისი თქმით, პარტნი­ო­რებ­მა უხე­შად და­არ­ღვი­ეს კონ­ტრაქ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

"მთავარმა" ეგზიტპოლის ჩატარება საკუთარ თავს - სააკიანის ლაქია გვარამიას დაავალა. მან ერთ დღეში ჩაატარა „გამოკვლევები“ თავის ტელევიზია „გლავკანალში“ და მის კაბინეტში ნამოღვაწარი შედეგებიც დადო. ცდომილება შეადგენს 20-30 პროცენტს ნაცების სასარგებლოდ.

გვარამია, რატომ მაიმუნობ და იმასხარავებ თავს?

პ.ს. ზიზღისგან ნაცებმა მთლიანად დაკარგეს თავის-თავზე კონტროლი. მე თუ ტყუილს ვამბობ, მაშინ ვის დაუკვეთეთ ეგზიტპოლის ჩატარება?

 

მაია
14

გვარამია და სრულიად სანაცეთი ცოტათი ახლოს მაინც რომ იყოთ რეალობასთან, მერწმუნეთ კიდევ გექნებოდათ შანსი.... რა გგონიათ ამ მუდმივი ტყუილებით, ცილისწამებით და უზნეობით აბრმავებთ ხალხს? ისევ იმას ურეცხავთ ტვინს, ვინც თქვენს სექტაშია... მოკლედ ვიტყვი, სანამ იქნებით ნაცები , იქნება ოცნებაც. იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობას თქვენ უბრალოდ და უპირობოთ სძულხართ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ

"მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ

დღეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურში მონაწილეობენ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების“(41) და ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის“(5) მიერ წარდგენილი კანდიდატები.

"მთავარის" ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კანდიდატებმა შემდეგი მხარდაჭერა მიიღეს:

თბილისი - ნიკანორ მელია (51) და კახა კალაძე (49);

რუსთავი - დავით კირკიტაძე (53) და ნინო ლაცაბიძე (47);

ქუთაისი - ხატია დეკანოიძე 53) და იოსებ ხახალეიშვილი (47);

ფოთი - გიორგი უგულავა (53) და ბექა ვაჭარაძე (47);

ბათუმი - გიორგი კირთაძე (51) და არჩილ ჩიქოვანი( 49).

აღსანიშნავია, რომ ზუსტად მეორე ტურის წინ ცნობილი გახდა, რომ "მთავარი არხი", რომელსაც "ქართული ოცნება", საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია IPSOS-სთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მანიპულაციაში ადანაშაულებს, ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებდა.

"მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე IPSOS-სთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი თქმით, პარტნიორებმა უხეშად დაარღვიეს კონტრაქტი.