სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განზრახული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება... არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც" - სუს-ის უფროსი საქმის ახალ დეტალებზე
"განზრახული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება... არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც" - სუს-ის უფროსი საქმის ახალ დეტალებზე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას ხე­ლის შეშ­ლა იგეგ­მე­ბო­და, რის გა­მოც, უწყე­ბამ სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს „გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო­თი“ მი­მარ­თა, რათა პა­ტიმ­რის ეტა­პი­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი იყოს.

ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სუს-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა კი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმ ეტა­პამ­დე მოხ­დე­ბა, სა­დამ­დეც ამის სა­ჭი­რო­ე­ბას გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­ნა­ხავს.

"გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, ბრი­ფინგზეც მი­ვუ­თი­თეთ, რომ საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 351-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას შეთ­ქმუ­ლე­ბის გზით. რა თქმა უნდა, ინ­ფორ­მა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა კონ­კრე­ტულ პირ­თა ჯგუ­ფის მიერ გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას, ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია.

ჩვენ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ეს საქ­მე და­წყე­ბუ­ლია სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ეს არის უბ­რა­ლოდ საქ­მე­ში გა­მა­ვა­ლი ერთ-ერთი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნო­ნი­ე­რად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი და წარ­დგე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, რა­მაც თა­ვის­თა­ვად, საპ­რე­ვენ­ციო ხა­სი­ა­თის როლი შე­ას­რუ­ლა, ამით მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, მომ­ხვდა­რი­ყო ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში, ინ­ფორ­მა­ცია მი­ვე­ცით გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ბლო­კი­რე­ბას, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას ხე­ლის შეშ­ლას, მათ შო­რის, არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბო­და სის­ხლისღვრაც. სხვა­თა შო­რის, სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი მის­ცეს კონ­კრე­ტულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პი­რებ­მა ამ ჩა­ნა­წე­რებს, რამ­დე­ნად გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, ამ ჩა­ნა­წე­რის ფი­გუ­რან­ტმა პი­რებ­მა არ უარ­ყვეს ამ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა, ვე­ლო­დე­ბით მათ და­კი­თხვას. მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე, მათ ამის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვთ, თუმ­ცა, უახ­ლო­ე­სი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი გა­მო­ი­კი­თხე­ბი­ან მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი სის­ხლის სა­მარ­თლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, თუმ­ცა, ეს ვა­რა­უ­დია, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა უფრო მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, უნდა გა­მო­ი­კი­თხონ მოწ­მე­ე­ბი, ეს პი­რე­ბი და შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლე­ბა და­დას­ტუ­რე­ბით ვი­სა­უბ­როთ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ და­ემ­თხვა არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა.

"ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, და­კი­თხვე­ბის, ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვექ­ნე­ბა უფრო მეტი არ­გუ­მენ­ტი იმი­სა, რომ ვამ­ტკი­ცოთ თუ რო­მე­ლი პირი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში. ის გა­მოთ­ქმუ­ლი აზრი, რომ მა­ინც და მა­ინც არჩვე­ნე­ბის წინა დღეს გა­მო­აშ­კა­რავ­და, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ჯა­რო ეთერ­ში გა­სულ იმ გან­ცხა­დე­ბებ­თან, რომ­ლი­თაც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი აა­ნონ­სებ­დნენ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ცუ­დად გახ­დო­მას და შე­სა­ბა­მი­სად, მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, სწო­რედ ამ სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქ სა­უ­ბა­რია სწო­რედ ამ პრო­ცე­სის ხე­ლის შეშ­ლა­ზე და ეს იყო აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა წე­რი­ლით, „გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო­თი“ არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ იმა­ვე დღეს მი­მარ­თა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, რათა პა­ტიმ­რის ეტა­პი­რე­ბის­თვის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის იყო გან­თვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, რათა მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლა
5

გვირაბს რომ თხრიდნენ მეც დავინახე.ვაზისუბნიდან დაიწყეს და რუსთავის ციხემდე გაიყვანეს,რუსთავის ციხიდან კი თავისუფლების მოედნამდე. კიდევ კარგი რომ უსმენდნენ,თორემ ხომ დავიღუპებოდით მიშა რომ გამოსულიყო და დოლარი გაემყარებინა?კრიმინალები კი იძულებით ემიგრაციაში გაეშვა? ღრმაწყლოვანი პორტი რომ აეშენებინა,ხომ დაგვღუპავდა? დასავლეთის მიმართულება კიდევ?აბა პუტინის წყენა შეიძლება კაცო? კიდევ კარგი უსმენდნენ და ჩვენც გვისმენდნენ!!!

თამუნა
6

ჭკვიანი, მცოდნე გაწონასწორებული ბ. გრიგოლ ლილუაშვილი...წარმატებები თქვენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"განზრახული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება... არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც" - სუს-ის უფროსი საქმის ახალ დეტალებზე

"განზრახული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება... არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც" - სუს-ის უფროსი საქმის ახალ დეტალებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლა იგეგმებოდა, რის გამოც, უწყებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს „გრიფით საიდუმლოთი“ მიმართა, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს.

ლილუაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებას შეეხება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმის მასალების გასაიდუმლოება კი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე იმ ეტაპამდე მოხდება, სადამდეც ამის საჭიროებას გამოძიება დაინახავს.

"განცხადებაში მითითებული იყო, ბრიფინგზეც მივუთითეთ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 351-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას შეთქმულების გზით. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მოპოვებული იქნა კონკრეტულ პირთა ჯგუფის მიერ განზრახვის შესახებ, რაც ავტომატურად იწვევს გამოძიების დაწყებას, ეს ნორმალური პროცესია.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს საქმე დაწყებულია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ეს არის უბრალოდ საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისათვის, რამაც თავისთავად, საპრევენციო ხასიათის როლი შეასრულა, ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებით თუ უნებლიედ, მომხვდარიყო ამ გაუგებრობაში, ინფორმაცია მივეცით განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას, მათ შორის, არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც. სხვათა შორის, სხვადასხვა ინტერპრეტაციები მისცეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა ამ ჩანაწერებს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ველოდებით მათ დაკითხვას. მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოცხადებაზე, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ, თუმცა, უახლოესი საათების განმავლობაში, ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საუბრის შინაარსი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, თუმცა, ეს ვარაუდია, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოიკითხონ მოწმეები, ეს პირები და შემდეგ შეგვეძლება დადასტურებით ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ის ასევე განმარტავს, თუ რატომ დაემთხვა არჩევნების პერიოდს საქმის გამოძიების დაწყება.

"ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში, დაკითხვების, ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე გვექნება უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ ვამტკიცოთ თუ რომელი პირი შეიძლება გამოიკვეთოს აღნიშნულ საქმეში. ის გამოთქმული აზრი, რომ მაინც და მაინც არჩვენების წინა დღეს გამოაშკარავდა, ეს დაკავშირებული იყო საჯარო ეთერში გასულ იმ განცხადებებთან, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური პირები აანონსებდნენ დაკავებული პირის ცუდად გახდომას და შესაბამისად, მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას, სწორედ ამ საუბრიდან გამომდინარე იქ საუბარია სწორედ ამ პროცესის ხელის შეშლაზე და ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი. გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით, „გრიფით საიდუმლოთი“ არსებული საფრთხეების შესახებ იმავე დღეს მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის, ტრანსპორტირებისთვის იყო განთვალისწინებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რათა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.