პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე... მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი" - ანზორ მელია
"ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე... მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი" - ანზორ მელია

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ზუგ­დი­დე­ლე­ბი მე მი­ჭე­რენ მხარს. და­მიდ­გეს ჩემი კონ­კუ­რენ­ტი, ერ­თად გა­ვი­ა­როთ ქუ­ჩებ­ში და ვი­საც უფრო მეტი მო­წო­ნე­ბა ექ­ნე­ბა, ვნა­ხავთ მა­გას, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ზუგ­დი­დის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ან­ზორ მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს ზუგ­დიდ­ში, ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სჯე­რა, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­ვეს­წა­რი ამ დღეს. ვი­ყა­ვი ჩემი მშობ­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზე. მი­ვე­დი, ვუ­თხა­რი მშობ­ლებს, რომ დამ­ლო­ცეთ-მეთ­ქი. უნდა გე­ნა­ხათ, მან­ქა­ნე­ბის რიგი დად­გა, ხალ­ხი მორ­ბო­და და ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბებს მი­სურ­ვებ­და, მკოც­ნი­და და მეხ­ვე­ო­და. ეს არის სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია.

მწამს, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ, მაგ­რამ ეს მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია. თუმ­ცა, მა­გათ მა­ინც იცი­ან, ვის მხა­რე­ზეა უპი­რა­ტე­სო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ზუგ­დი­დე­ლე­ბი მე მი­ჭე­რენ მხარს. და­მიდ­გეს ჩემი კონ­კუ­რენ­ტი, ერ­თად გა­ვი­ა­როთ ქუ­ჩებ­ში და ვი­საც უფრო მეტი მო­წო­ნე­ბა ექ­ნე­ბა, ვნა­ხავთ მა­გას.

მი­ხა­რია, რომ ზუგ­დი­დის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ვარ. თავს შევ­წი­რავ ზუგ­დი­დე­ლებს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ხალ­ხს ყოფა-ცხოვ­რე­ბა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. მე ამი­ტომ მო­ვე­დი ზუგ­დიდ­ში, იმი­ტომ მი­ვა­ტო­ვე ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რომ მხო­ლოდ კა­ბი­ნეტ­ში ჯდო­მით ქვე­ყა­ნა არ აშენ­დე­ბა. ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე უნდა ვიბ­რძო­ლო ისე, რომ გლეხს, ქა­ლა­ქელს მივ­ცე ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა და ზუგ­დი­დი და­ვამ­სგავ­სო ჩემი სიყ­მაწ­ვი­ლის ზუგ­დიდს, სა­დაც სი­კე­თე, მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ჩქეფ­და. უარი უნდა ვუ­თხრათ ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბას, ქვეყ­ნის ორად გა­ყო­ფას. ეს სა­ზი­ა­ნოა მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლი ერის­თვის. მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მე მიყ­ვარს ზუგ­დი­დი და მინ­და, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი იყოს ჯან­მრთე­ლად და ბედ­ნი­ე­რად, ამას ვუ­სურ­ვებ. ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლის გა­მარ­ჯვე­ბაც", - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
13

მიყვარს ბატონი ანზორი! თავისი საქმის მეფე და ნამდვილი ინტელიგენტი! ძალიან არ მინდა პოლიტიკაში ვხედავდე 🙏💗

საინტერესოა.
2

კი მაგრამ, შენი კონკურენტი, მის პატრონს არ დაულოცია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე... მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი" - ანზორ მელია

"ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე... მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი" - ანზორ მელია

დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ მაგას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდში, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.

"ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი. უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა და ყველა წარმატებებს მისურვებდა, მკოცნიდა და მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია. თუმცა, მაგათ მაინც იციან, ვის მხარეზეა უპირატესობა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ მაგას.

მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ. თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს ყოფა-ცხოვრება შევუმსუბუქო. მე ამიტომ მოვედი ზუგდიდში, იმიტომ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე, რომ მხოლოდ კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება. ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო ისე, რომ გლეხს, ქალაქელს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ჩქეფდა. უარი უნდა ვუთხრათ ასეთ დაპირისპირებას, ქვეყნის ორად გაყოფას. ეს საზიანოა მთლიანად ქართველი ერისთვის. მე მიყვარს საქართველო, მე მიყვარს ზუგდიდი და მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად, ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც", - განაცხადა ანზორ მელიამ.