მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზეა დადებული..." - რას ამბობს ალექსანდრე მილორავა სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?
"ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზეა დადებული..." - რას ამბობს ალექსანდრე მილორავა სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

სუს-ი ცდი­ლობს, რომ ჩვენ არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა მოგ­ვა­წე­როს, თით­ქოს ამას ვგეგ­მავ­დით, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. იგი სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­ნა­წე­რებ­ში იგი არ ფი­გუ­რი­რებს და მის სა­ხელ-გვარს იყე­ნე­ბენ.

„არა­ნა­ირ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა. მივ­მარ­თავ, რომ ან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ან კომ­პე­ტენ­ცია და ის ხმა და­ა­დონ ჩემს სა­ხელ და გვარს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ჩე­მია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ.

ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყო­ველ­თვის გან­ვი­ხი­ლავ ხერ­ხებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ და მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჭრილ­ში, შე­სა­ბა­მი­სად არა­ხა­ლია, რომ არ გვსურს გლ­და­ნის ცი­ხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა, ამ პო­ზი­ცი­ას ღიად ვა­ფიქ­სი­რებთ. რა­საც სუს-ი ცდი­ლობს მოგ­ვა­წე­როს, რომ ჩვენ არე­უ­ლო­ბას ვგეგ­მავთ, თით­ქოს­და ვგეგ­მავ­დით ცი­ხე­ში შეჭ­რას, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი სხვა ადა­მი­ა­ნის ხმა­ზე არის და­დე­ბუ­ლი, არ ვიცი ის ადა­მი­ა­ნი ვინ არის. ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ მე არ ვარ", - აცხა­დებს მი­ლო­რა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
3

ეს ტყუილები არ გინდა ეხლა ჩემი ძმა 

ლადო
10

ზუსტად ვიცი, ნაცები ამ არჩევნებს როგორც ბოლო იმედის და სიკვდილ სიცოცხლის საგნად აღიქვამთ! ისიც გამიგია ბობოლა ნაცებისგან რომ ყველაფერზე ვართ წამსვლელიო! ასე რომ მადლობა სუს-ს და შესაბამის უწყებებს რომ ფხიზლობენ და არ გაძლევენ ქვეყნის არევას! ნაცებს მხოლოდ ერთი მიზანი გამოძრავებთ, ყველაფრის ფასად მოხვიდეთ მთავრობაში და ქვა ქვაზე ნუ დარჩნილა, ხალხი და ქვეყანა გამოსაყენებლად და სახმარად გინდათ თქვენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზეა დადებული..." - რას ამბობს ალექსანდრე მილორავა სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

"ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზეა დადებული..." - რას ამბობს ალექსანდრე მილორავა სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

სუს-ი ცდილობს, რომ ჩვენ არეულობის ორგანიზება მოგვაწეროს, თითქოს ამას ვგეგმავდით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩანაწერებში იგი არ ფიგურირებს და მის სახელ-გვარს იყენებენ.

„არანაირ გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, ჩემთვის სასაცილოა. მივმართავ, რომ ან ტექნოლოგიები გააუმჯობესონ ან კომპეტენცია და ის ხმა დაადონ ჩემს სახელ და გვარს, რომელიც რეალურად ჩემია. აქედან გამომდინარე, სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.

ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის განვიხილავ ხერხებს, როგორ შეიძლება გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჭრილში, შესაბამისად არახალია, რომ არ გვსურს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებთ. რასაც სუს-ი ცდილობს მოგვაწეროს, რომ ჩვენ არეულობას ვგეგმავთ, თითქოსდა ვგეგმავდით ციხეში შეჭრას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზე არის დადებული, არ ვიცი ის ადამიანი ვინ არის. ყველა მიხვდება, რომ მე არ ვარ", - აცხადებს მილორავა.