სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის შედგა კორუფციული გარიგება... ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო" - რა ინფორაციას ავრცელებს გვარამია?
"კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის შედგა კორუფციული გარიგება... ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო" - რა ინფორაციას ავრცელებს გვარამია?

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მედ მერს, კახა კა­ლა­ძე­სა და Ipsos-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს შო­რის კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის ამო­ცა­ნა ეგ­ზიტ­პო­ლის ჩაშ­ლა იყო.

ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, Ipsos-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ტე­ლე­კომ­პა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ხვალ, 20:00 სა­ათ­ზე ეგ­ზიტ­პოლს მა­ინც შეს­თა­ვა­ზებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ დამ­კვე­თის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ერ­თოდ რამე გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. კომ­პა­ნია Ipsos-ს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩათ­ვლი­და, რომ მო­ნა­ცე­მი არას­წო­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა, უნდა ჰქო­ნო­და კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვენ­თან, უნდა ეთხო­ვა, ან მო­ე­თხო­ვა გას­წო­რე­ბა შე­დე­გის, ან ეს თუ არ მოხ­დე­ბო­და, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მა­ინც არ ჰქონ­დათ და უნდა შე­ე­წყვი­ტათ კონ­ტრაქ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ.

ამის ნაც­ვლად, ჩვენ ვი­ხი­ლეთ Ipsos-ის გან­ცხა­დე­ბა, ოღონდ ვი­ხი­ლეთ მას შემ­დეგ, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გვამ­ცნო ეს. ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა, "ოც­ნე­ბამ" რამ­დე­ნი­მე წუთ­ში Ipsos-ის მიერ შე­დე­გე­ბის და­დე­ბი­დან, რაც ცხა­დია, რომ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია და ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა. ამი­ტომ ჩვენ და­ვი­წყეთ მოკ­ვლე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის, რო­გორც "იფ­სოს­თან" ასე­ვე ჩვენს წყა­რო­ებ­თან, მათ შო­რის არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ და­ვად­გი­ნეთ შემ­დე­გი: 2021 წლის 6-8 ოქ­ტომ­ბერს, შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია კომ­პა­ნია "იფ­სო­სის" ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან, რო­მე­ლიც კუ­რი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზიტ­პოლს და იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე ოლი­ვი­ე­რო მარ­ჩე­ზეს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა თბი­ლი­სის მე­რო­ბის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტის კახი კა­ლა­ძის მიერ. კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პა­რიზ­სა და რომ­ში. ამ წუთ­ში, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს კო­მუ­ნი­კა­ცია იყო პი­რა­დი.

ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­და კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ეგ­ზიტ­პო­ლის ჩაშ­ლა და მარ­ჩე­ზეს მხრი­დან ღია გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა იყო, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არხი" აყალ­ბებს ეგ­ზიტ­პო­ლის მო­ნა­ცე­მებს, ან ჩა­ე­შა­ლათ და ეთ­ქვათ, რომ ჩვენ აღარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ "მთა­ვარ არხთან", - აღ­ნიშ­ნა გა­ვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Დაშრეტილი წყარო
1

Სანდო წყარო ელისო კილაძე???? Თქვენი გამოძიებული საქმეები არგაიშვა. Მე, რომ ამ მთავრობის ვიყო 41წ საერთოდ აგიკრძალავდი 500მეტრის რადიუსში ტელევიზიასთან გავლას!!!!!! 

სიმართლე
1

როდის უნდა მოვიშოროთ ეს ნაძირალა მატყუარა გვარამია ,რომელიც 24 საათის განმავლობაში ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არის დაკავებული.ასეთი ადამიანებისთვის რაიმე სასჯელი არ უნდა არსებობდეს?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის შედგა კორუფციული გარიგება... ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო" - რა ინფორაციას ავრცელებს გვარამია?

"კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის შედგა კორუფციული გარიგება... ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო" - რა ინფორაციას ავრცელებს გვარამია?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის კორუფციული გარიგება განხორციელდა, რომლის ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე ტელეკომპანია მოსახლეობას ხვალ, 20:00 საათზე ეგზიტპოლს მაინც შესთავაზებს.

"საერთაშორისო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთის თანხმობის გარეშე საერთოდ რამე გამოექვეყნებინა. კომპანია Ipsos-ს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ მონაცემი არასწორად გამოქვეყნდა, უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია ჩვენთან, უნდა ეთხოვა, ან მოეთხოვა გასწორება შედეგის, ან ეს თუ არ მოხდებოდა, გამოქვეყნების უფლება მაინც არ ჰქონდათ და უნდა შეეწყვიტათ კონტრაქტი დაუყოვნებლივ.

ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ Ipsos-ის განცხადება, ოღონდ ვიხილეთ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გვამცნო ეს. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, "ოცნებამ" რამდენიმე წუთში Ipsos-ის მიერ შედეგების დადებიდან, რაც ცხადია, რომ გამაოგნებელია და ძალიან საეჭვოა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა აღნიშნული საკითხის, როგორც "იფსოსთან" ასევე ჩვენს წყაროებთან, მათ შორის არამხოლოდ საქართველოში.

ჩვენ დავადგინეთ შემდეგი: 2021 წლის 6-8 ოქტომბერს, შედგა კომუნიკაცია კომპანია "იფსოსის" ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და იტალიის მოქალაქე ოლივიერო მარჩეზესთან. აღნიშნული კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახი კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა პარიზსა და რომში. ამ წუთში, ჩვენი ინფორმაციით, ეს კომუნიკაცია იყო პირადი.

ამ კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა კორუფციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა და მარჩეზეს მხრიდან ღია განცხადების გაკეთება იყო, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ "მთავარ არხთან", - აღნიშნა გავარამიამ.