საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის მიზანს" - კობახიძე
"სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის მიზანს" - კობახიძე

სუს-ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთხელ მო­ე­ფი­ნა ნა­თე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის იმი­ტი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კის ნამ­დვილ მი­ზანს - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ბო­რო­ტე­ბა, ეს არის რე­ვან­შის­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, შექ­მნას არე­უ­ლო­ბა და ქა­ო­სი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე გან­მარ­ტავს, სა­ხელ­მწი­ფო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და არა­ვის მის­ცემს ამ­გვა­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ბო­რო­ტე­ბა, ეს არის რე­ვან­შის­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, შექ­მნას არე­უ­ლო­ბა და ქა­ო­სი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

სა­ხელ­მწი­ფო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და არა­ვის მის­ცემს ამ­გვა­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მად­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს და მის თი­თო­ე­ულ შე­სა­ბა­მის თა­ნამ­შრო­მელს ამ გეგ­მის დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­სა და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის.

არა­ვინ, ვინც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე შე­ტე­ვის მი­ტა­ნას, არ დარ­ჩე­ბა და­უს­ჯე­ლი. კა­ნო­ნის წი­ნა­შე და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა უმ­კაც­რე­სად აგებს პა­სუხს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთხელ მო­ე­ფი­ნა ნა­თე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის იმი­ტი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კის ნამ­დვილ მი­ზანს. და­გეგ­მი­ლი იყო ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის სი­მუ­ლი­რე­ბა, რათა უწყე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო, მო­ეხ­დი­ნათ სა­ა­კაშ­ვი­ლის სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა, რა­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბის შან­სი უნდა მი­ე­ცა. რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ ასეთ მცდე­ლო­ბა­საც სა­ხელ­მწი­ფო სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას და­უ­პი­რის­პი­რებ­და. დღეს ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტი­რე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბა ისე­თი­ვე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი, რო­გორც მისი ქურ­დუ­ლი შე­მო­პარ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის - „მთა­ვა­რის“ მიერ სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, რა­მაც კი­დევ ერთხელ ცხად­ყო, რომ წინა კვლე­ვე­ბი­სა და ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის მცდა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის, არა­მედ უხე­ში გა­ყალ­ბე­ბის შე­დე­გი იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს აყალ­ბებ­დნენ არ­ჩევ­ნებს, ახლა კვლე­ვე­ბი­სა და ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, თუ ამ სამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტი­რე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბით, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­თა და არე­უ­ლო­ბის გეგ­მე­ბის შედ­გე­ნით იკვრე­ბა წრე, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბო­როტ ბუ­ნე­ბა­სა და მის რე­ვო­ლუ­ცი­ურ და დესტრუქ­ცი­ულ გეგ­მებს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს”,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
1

ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე შეუძლებელია, არაფრით განსხვავდებით თქვენ ნაცებისგან.

აკა-კა
0

დემხობა არა ის! გეშინოდეთ სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალის! წადით მაღაზიებში, ბაზრებში, საწვავის გასამართ სადგურებზე, ნახეთ ფასები. ხალხი წყობიდან თუ გამოვიდა პოზიცია-ოპოზიციას ძალიან რთულად და ცუდად ექნება საქმე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის მიზანს" - კობახიძე

"სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის მიზანს" - კობახიძე

სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში.

სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის.

არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში.

ასევე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის - „მთავარის“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას.

დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს”,- აღნიშნა კობახიძემ.