პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად ისტორიაში, FDA-მ ელექტრონული სიგარეტების მარკეტინგის ავტორიზაცია გასცა
პირველად ისტორიაში, FDA-მ ელექტრონული სიგარეტების მარკეტინგის ავტორიზაცია გასცა

12 ოქ­ტომ­ბერს, აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ თამ­ბა­ქოს ახალ პრო­დუქტს - ნი­კო­ტი­ნის მი­წო­დე­ბის ელექტრო­ნულ სის­ტე­მას (ENDS) კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ნე­ბარ­თვა მი­ე­ნი­ჭა. ამ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა R.J. Reynolds (RJR )-ის მიერ შექ­მნი­ლი Vuse Solo მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც იყე­ნებს თამ­ბა­ქოს არო­მა­ტის მქო­ნე სი­თხეს.

“კომ­პა­ნია RJR-მ წა­რად­გი­ნა ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ეს პრო­დუქ­ტი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სტან­დარ­ტებს”, - წე­რია აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენს იმი­სათ­ვის, რომ ყო­ველ­მა თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­მა გა­ი­ა­როს FDA-ს ავ­ტო­რი­ზა­ცია და ბა­ზარ­ზე გას­ვლამ­დე მი­ი­ღოს მეც­ნი­ე­რუ­ლი შე­ფა­სე­ბა. მწარ­მო­ებ­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თამ­ბა­ქოს არო­მა­ტის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ამ­ცი­როს თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მავ­ნე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა (ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­დე­გად)”, - გა­ნა­ცხა­და მიტჩ ზე­ლერ­მა, FDA-ს თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­აგ­რძე­ლებს RJR-ს თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის მარ­კე­ტინ­გის მო­ნი­ტო­რინგს და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კომ­პა­ნია არ შე­ას­რუ­ლებს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ მო­თხოვ­ნებს და გაჩ­ნდე­ბა სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არამ­წე­ვე­ლი და ახალ­გაზ­რდა მო­იხ­მარს, ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის ზო­მებს და გა­ა­უქ­მე­ბენ მი­ნი­ჭე­ბულ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, Premarket Tobacco Product Application (PMTA) ფარ­გლებ­ში, ახა­ლი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტის მარ­კე­ტინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­დუქ­ტი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მო­თხოვ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, RJR-ს მიერ წარ­დგე­ნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით, ამ­ცი­რებს მწე­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას მავ­ნე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი. ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვებ­მა კი აჩ­ვე­ნა, რომ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის აე­რო­ზო­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლებ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს წვად თამ­ბა­ქოს­თან შე­და­რე­ბით.

უფრო მე­ტიც, აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნი­ხი­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­საძ­ლო სარ­გე­ბე­ლი არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე და ხელ­მი­საწ­ვდომ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი ბე­ნე­ფი­ტე­ბი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა.

თუმ­ცა, ად­მი­ნის­ტრა­ცია საფრ­თხე­ებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. FDA-ს ცნო­ბით, 2021 წელს ახალ­გაზ­რდებს შო­რის თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და­ახ­ლო­ე­ბით 10% იყე­ნებს ელექტრო­ნულ სი­გა­რეტს, სა­ხელ­წო­დე­ბით Vuse. ამ ფაქტს ად­მი­ნის­ტრა­ცია დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თამ­ბა­ქოს არო­მა­ტის არმ­ქო­ნე ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­ბა­ლია, რად­გან ისი­ნი უპი­რა­ტე­სო­ბას ხი­ლის, კან­ფე­ტი­სა და მენ­თო­ლის არო­მატს ანი­ჭე­ბენ. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, მათ და­ი­წყონ თამ­ბა­ქოს არო­მა­ტის მქო­ნე ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა, რაც შემ­დგომ­ში შე­იძ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­წე­ვის და­წყე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აღ­მოჩ­ნდეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ამ­ყა­რებს FDA-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრო­დუქ­ტის შე­საძ­ლო სარ­გებ­ლის შე­სა­ხებ, რად­გან ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მო­წყო­ბი­ლო­ბის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა არ იწ­ვევს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის მხრი­დან თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის ინი­ცი­რე­ბის რის­კე­ბის ზრდას.

მარ­თა­ლია, მო­წყო­ბი­ლო­ბამ მი­ი­ღო FDA-ს მიერ პრო­დუქ­ტის აშშ-ს ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუმ­ცა, სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­დუქ­ტი არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო ან “FDA-ს მიერ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი”.

“თამ­ბა­ქოს ყვე­ლა პრო­დუქ­ტი არის ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლი და იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არამ­წე­ველ­მა ინ­დი­ვი­დებ­მა არ და­ი­წყონ თამ­ბა­ქო­სა და ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა”, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მწე­ველ­თათ­ვის თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ორ თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე გას­ცა მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცია, მათ შო­რის: IQOS-ის მო­წყო­ბი­ლო­ბა­სა და SNUS-ზე. “თამ­ბა­ქოს პან­დე­მი­ის” ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით კი, ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­აგ­რძე­ლებს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი­სა და თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლო სარ­გე­ბე­ლის გან­ხილ­ვას და შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ბა­ზარ­ზე ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უფრო მეტი პრო­დუქ­ტი ვი­ხი­ლოთ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პირველად ისტორიაში, FDA-მ ელექტრონული სიგარეტების მარკეტინგის ავტორიზაცია გასცა

პირველად ისტორიაში, FDA-მ ელექტრონული სიგარეტების მარკეტინგის ავტორიზაცია გასცა

12 ოქტომბერს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ თამბაქოს ახალ პროდუქტს - ნიკოტინის მიწოდების ელექტრონულ სისტემას (ENDS) კომერციალიზაციის ნებართვა მიენიჭა. ამ პროდუქტს მიეკუთვნება R.J. Reynolds (RJR )-ის მიერ შექმნილი Vuse Solo მოწყობილობა, რომელიც იყენებს თამბაქოს არომატის მქონე სითხეს.

“კომპანია RJR-მ წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს პროდუქტი შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტანდარტებს”, - წერია აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

“აღნიშნული ავტორიზაცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს იმისათვის, რომ ყოველმა თამბაქოს ნაწარმმა გაიაროს FDA-ს ავტორიზაცია და ბაზარზე გასვლამდე მიიღოს მეცნიერული შეფასება. მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თამბაქოს არომატის მქონე პროდუქტებს აქვს შესაძლებლობა, შეამციროს თამბაქოს მომხმარებლების მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარება (ტრადიციული თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლების შედეგად)”, - განაცხადა მიტჩ ზელერმა, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორმა.

მისივე განმარტებით, ადმინისტრაცია გააგრძელებს RJR-ს თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებს მარეგულირებელ მოთხოვნებს და გაჩნდება სანდო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოწყობილობას დიდი რაოდენობით არამწეველი და ახალგაზრდა მოიხმარს, ისინი მიიღებენ შესაბამის ზომებს და გააუქმებენ მინიჭებულ ავტორიზაციას.

ადმინისტრაციის განცხადებით, Premarket Tobacco Product Application (PMTA) ფარგლებში, ახალი თამბაქოს პროდუქტის მარკეტინგის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს. შესაბამისად, RJR-ს მიერ წარდგენილი მოწყობილობა, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ამცირებს მწეველის ორგანიზმის დაქვემდებარებას მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი. ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ავტორიზებული პროდუქტის აეროზოლი მნიშვნელოვნად ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს წვად თამბაქოსთან შედარებით.

უფრო მეტიც, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განიხილა მოწყობილობის შესაძლო სარგებელი არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე და ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მოწყობილობის პოტენციური ბენეფიტები დადებითად შეაფასა.

თუმცა, ადმინისტრაცია საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. FDA-ს ცნობით, 2021 წელს ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შესახებ ნაციონალური კვლევით დადგინდა, რომ სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 10% იყენებს ელექტრონულ სიგარეტს, სახელწოდებით Vuse. ამ ფაქტს ადმინისტრაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს არომატის არმქონე ელექტრონული სიგარეტების მოხმარება ახალგაზრდებს შორის დაბალია, რადგან ისინი უპირატესობას ხილის, კანფეტისა და მენთოლის არომატს ანიჭებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნაკლებსავარაუდოა, მათ დაიწყონ თამბაქოს არომატის მქონე ელექტრონული სიგარეტების მოხმარება, რაც შემდგომში შეიძლება ტრადიციული მოწევის დაწყების გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდეს.

აღნიშნული მონაცემები ამყარებს FDA-ს გადაწყვეტილებას პროდუქტის შესაძლო სარგებლის შესახებ, რადგან ეს მოწყობილობა ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, შესაბამისად, მოწყობილობისთვის ავტორიზაციის მინიჭება არ იწვევს ახალგაზრდა თაობის მხრიდან თამბაქოს პროდუქტების მოხმარების ინიცირების რისკების ზრდას.

მართალია, მოწყობილობამ მიიღო FDA-ს მიერ პროდუქტის აშშ-ს ბაზარზე კომერციალიზაციის ავტორიზაცია, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არის სრულიად უსაფრთხო ან “FDA-ს მიერ აპრობირებული”.

“თამბაქოს ყველა პროდუქტი არის ზიანის შემცველი და იწვევს დამოკიდებულებას. მნიშვნელოვანია, რომ არამწეველმა ინდივიდებმა არ დაიწყონ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მწეველთათვის თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირების მიზნით, ადმინისტრაციამ ორ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობაზე გასცა მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის ავტორიზაცია, მათ შორის: IQOS-ის მოწყობილობასა და SNUS-ზე. “თამბაქოს პანდემიის” ნეგატიური შედეგების პრევენციის მიზნით კი, ადმინისტრაცია გააგრძელებს ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელის განხილვას და შესაძლოა, მომავალში ბაზარზე ზიანის შემცირებისთვის განკუთვნილი უფრო მეტი პროდუქტი ვიხილოთ.

R