საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს"- იაგო ხვიჩია
"ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს"- იაგო ხვიჩია

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, პრე­მი­ერს ვე­თან­ხმე­ბი - ადა­მი­ა­ნის სხე­ულს მის­გან ვე­რა­ვინ და­ი­ცავს, მაგ­რამ იგი­ვე პრინ­ცი­პი მა­ში­ნაც მოქ­მე­დებს, როცა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის გამო ცი­ხე­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გყავს და ქვეყ­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას არ ეს­მის, რომ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის მისი სხე­უ­ლი, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თქვა, - ეს გან­ცხა­დე­ბა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ “გირ­ჩის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ა­კე­თა.

ამას­თან, რო­გორც ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, კრი­ტი­კის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­ტექ­სტი, რა­ზეც სა­უ­ბა­რი მი­დის და პრე­მი­ე­რი იმის გამო გა­აკ­რი­ტი­კო, რომ მან მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარს დას­ცი­ნა.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს თვით­მკვლე­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს?! თუ კაცი თავს იკ­ლავს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე უფრო მძი­მე მო­ი­ფიქ­რო, რი­თაც მას შე­ა­ში­ნებ და ამას აუკ­რძა­ლავ. აქ პრობ­ლე­მაა არო­გან­ტუ­ლო­ბა, რო­გორც ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უყუ­რებს. სი­ტყვა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ ადა­მი­ანს თვით­მკვლე­ლო­ბის უფ­ლე­ბა აქვს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას სი­სუ­ლე­ლედ ეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ სი­ტყვა­თა ეს ერ­თობ­ლი­ო­ბა სი­სუ­ლე­ლე არ არის“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, „კა­ნონ­ში წე­რია, რომ ადა­მი­ანს თვით­მკვლე­ლო­ბის უფ­ლე­ბა აქვს და თუ ადა­მი­ა­ნი გა­და­წყვეტს, რომ თავი უნდა მო­იკ­ლას, შე­უძ­ლია მო­იკ­ლას, ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ვერ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

რაებს მიოედ მოედები 

უცნობი
0

იაგო ტირი?....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს"- იაგო ხვიჩია

"ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს"- იაგო ხვიჩია

გაგიკვირდებათ და, პრემიერს ვეთანხმები - ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს და ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის მისი სხეული, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს კონტექსტი, რაზეც საუბარი მიდის და პრემიერი იმის გამო გააკრიტიკო, რომ მან მოშიმშილე პატიმარს დასცინა.

"როგორ შეიძლება ადამიანს თვითმკვლელობის უფლება არ ჰქონდეს?! თუ კაცი თავს იკლავს, როგორ შეიძლება რაიმე უფრო მძიმე მოიფიქრო, რითაც მას შეაშინებ და ამას აუკრძალავ. აქ პრობლემაა აროგანტულობა, როგორც ამ პოლიტიკურ პროცესს პრემიერ-მინისტრი უყურებს. სიტყვათა ერთობლიობა, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, შეიძლება ვიღაცას სისულელედ ეჩვენება, მაგრამ სიტყვათა ეს ერთობლიობა სისულელე არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.