სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარს ვამბობ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობასა და ანალიზების ჩაბარებაზე"- რა მიმართვას ავრცელებს ექსპრეზიდენტი
"უარს ვამბობ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობასა და ანალიზების ჩაბარებაზე"- რა მიმართვას ავრცელებს ექსპრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კონ­სი­ლი­უმ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტს და შიმ­ში­ლო­ბის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს.

ამის შე­სა­ხებ მის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც მის­მა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა #12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­აც­ნო.

"რო­გორც იცით, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი მთავ­რო­ბის მიერ და­ნიშ­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უმ­თან, ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით - არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. დღეს ვას­რუ­ლებ ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მად­ლო­ბე­ლი ვარ კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბის და სამ­წუ­ხა­როა, რომ მთავ­რო­ბამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მათი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია. დღე­ის შემ­დეგ აღარ მი­ვი­ღებ შიმ­ში­ლო­ბის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ მკურ­ნა­ლო­ბას და აღარ ჩა­ვა­ბა­რებ ანა­ლი­ზებს.

მე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­ნა­ი­დან ჩავ­თვა­ლე, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ბო­ლო­ოდ მი­ე­მარ­თე­ბო­და ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის­გან დაც­ლის­კენ. თუნ­დაც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა ვცა­დოთ ამის შე­ჩე­რე­ბა და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი შე­მობ­რუ­ნე­ბის­კენ. პირ­ველ ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ამ მარ­თლაც მი­აღ­წია სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას და ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში მე­ო­რე ტურს, ხოლო რამ­დე­ნი­მე­ში პირ­ველ ად­გილ­ზეც გა­ვი­და. შემ­დეგ ჩვენ გავ­ხდით ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი პრო­ცე­სის მომსწრე, სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა. ხვალ არის მე­ო­რე ტური და ის გა­დამ­წყვე­ტია ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, ჩვე­ნი მო­მავ­ლი­სა და ჩემი სი­ცო­ცხლის­თვის. მე მინ­და იცო­დეთ, რომ ჩემი სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა მთლი­ა­ნად მიბ­მუ­ლია თქვენს ხვა­ლინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. დღეს ჩემი შიმ­ში­ლო­ბა სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ მაქვს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის იმე­დი და ე.ი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხვა­ლის იმე­დი.

გთხოვთ, დღის ბო­ლომ­დე და ხვალ დი­ლი­დან გა­და­ურ­ე­კოთ ყვე­ლა ნა­თე­სავს, ახ­ლო­ბელს, ვინც არ აპი­რებ­და არ­ჩევ­ნებ­ში მის­ვლას და გა­ი­ყო­ლოთ თან. ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, მინ­და გთხო­ვოთ ხვალ სა­ღა­მოს შე­იკ­რი­ბოთ ხე­ლახ­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან, რათა და­ვიც­ვათ ხმე­ბი. ივა­ნიშ­ვილს უნდა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გაგვტე­ხოს და დაგ­ვი­მორ­ჩი­ლოს, თქვენს ხელ­შია ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დიც და ჩემი ბე­დიც.

მე ღრმად მრწამს გა­მარ­ჯვე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­რი­გე­ბის და გამ­თლი­ა­ნე­ბის; ჭრი­ლო­ბე­ბის მო­შუ­შე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ვი წინსვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის. ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი“, - ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

6 წელი კდიე სამოთხეა შენთვის 

გიო
0

მეტი სადარდებელი ნურც გვქონოდეს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"უარს ვამბობ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობასა და ანალიზების ჩაბარებაზე"- რა მიმართვას ავრცელებს ექსპრეზიდენტი

"უარს ვამბობ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობასა და ანალიზების ჩაბარებაზე"- რა მიმართვას ავრცელებს ექსპრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ მის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.

"როგორც იცით, ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით - არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.

მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისა და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ. პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და ე.ი გამარჯვებული ხვალის იმედი.

გთხოვთ, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა დავიცვათ ხმები. ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს, თქვენს ხელშია ახლა საქართველოს ბედიც და ჩემი ბედიც.

მე ღრმად მრწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების; ჭრილობების მოშუშებისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლისა და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.