სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ინფორმაცია არის ტყუილი" - განათლების სამინისტრო 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებას პასუხობს
"ეს ინფორმაცია არის ტყუილი" - განათლების სამინისტრო 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებას პასუხობს

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თბი­ლი­სის 119-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თეა ბრეგ­ვა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 27 ოქ­ტომ­ბერს აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად თა­მარ თა­ბუ­აშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, რის გა­მოც ბრეგ­ვა­ძეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვა­და­ზე ადრე შე­უ­წყდა. ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის მხრი­დან სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­თვის ხე­ლის­შეშ­ლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მი­ა­ნე­ბა 119-ე სკო­ლის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს 119-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე თეა ბრეგ­ვა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეს ინ­ფორ­მა­ცია არის ტყუ­ი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, გან­ვმარ­ტავთ, რომ თეა ბრეგ­ვა­ძე არას­დროს ყო­ფი­ლა 119-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ის გახ­ლდათ ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და დრო­ე­ბით ას­რუ­ლებ­და დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ ქა­ლაქ თბი­ლი­სის N119 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, პა­ა­ტა რაზ­მა­ძეს, 2020 წლის 8 სექ­ტემ­ბერს ამო­ე­წუ­რა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან და­დე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 6-წლი­ა­ნი ვადა, რის შემ­დეგ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლა დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, თეა ბრეგ­ვა­ძემ, რო­გორც დი­რექ­ტო­რის არ­ყოფ­ნის, ან დი­რექ­ტო­რის მიერ თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა პირ­მა.

სა­მი­ნის­ტროს მიერ, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ თბი­ლი­სის 119-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა თა­მარ თა­ბუ­აშ­ვი­ლი. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვა ან დი­რექ­ტო­რის/დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნა იწ­ვევს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის/მო­ად­გი­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტას, რა­ზეც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი თეა ბრეგ­ვა­ძე.

ამ­დე­ნად, ქალ­ბა­ტო­ნი თეა ბრეგ­ვა­ძის მიერ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სპე­კუ­ლა­ცია მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხის შე­სა­ხებ, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა. ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის მხრი­დან სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­თვის ხე­ლის­შეშ­ლა და მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­ლი­ტი­კურ ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის 119-ე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ. ისი­ნი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თეა ბრეგ­ვა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

რო­გორც თეა ბრეგ­ვა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი არ გა­ნუ­მარ­ტავთ, თუმ­ცა თა­ვად ამ ფაქტს პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი“ მის მხარ­და­ჭე­რას უკავ­ში­რებს. ბრეგ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის ნაც­ვლად დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი და­ნიშ­ნეს.

მირანდა
44

და რატომ პასუხობს განათლების სამინისტრო? სკოლების და ბაღების დირექტორებს კი არა, დამლაგებლებსაც ოცნების ოფისი ნიშნავს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ეს ინფორმაცია არის ტყუილი" - განათლების სამინისტრო 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებას პასუხობს

"ეს ინფორმაცია არის ტყუილი" - განათლების სამინისტრო 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებას პასუხობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 27 ოქტომბერს აღნიშნული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამარ თაბუაშვილი დაინიშნა, რის გამოც ბრეგვაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა კატეგორიულად მიუღებელია.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“,- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის 119-ე სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

როგორც თეა ბრეგვაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა თავად ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებსა და "ნაციონალური მოძრაობისადმი“ მის მხარდაჭერას უკავშირებს. ბრეგვაძის ინფორმაციით, მის ნაცვლად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დანიშნეს.