მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ყველაზე მდიდარი ქართველი - მიხეილ ლომთაძის წინსვლა გრძელდება
რა ქონებას ფლობს ყველაზე მდიდარი ქართველი - მიხეილ ლომთაძის წინსვლა გრძელდება

ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე Forbes-ის შემ­დეგ მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში Bloomberg-მაც შე­იყ­ვა­ნა.

ყა­ზა­ხუ­რი ფინ­ტექ პლატ­ფორ­მის “კას­პის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი Bloomberg-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის სი­ა­ში 448-ე ად­გილ­ზეა და მისი ქო­ნე­ბა 6.48 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. ეს კი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ექს-პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რე­ი­ტინ­გში 6.05 მლრდ დო­ლა­რის ქო­ნე­ბით 491-ე ად­გილ­ზეა.

რაც შე­ე­ხე­ბა Forbes-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინგს, აქ მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე 6.3 მლრდ დო­ლა­რის ქო­ნე­ბით 482-ე ად­გილ­ზეა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი 4.8 მლრდ დო­ლა­რის ქო­ნე­ბით 652-ე პო­ზი­ცი­ა­ზე.

ყა­ზა­ხუ­რი ფინ­ტექ პლატ­ფორ­მის “კას­პის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეა Forbes-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში 2021 წლის აპ­რილ­ში მოხ­ვდა. იმ დრო­ის­თვის რე­ი­ტინ­გში ლომ­თა­ძე 804-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო და მისი ქო­ნე­ბა 3.8 მი­ლი­არდ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში კი ლომ­თა­ძე 5.1 მლრდ ქო­ნე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­და. შე­სა­ბა­მი­სად, Forbes-ის რე­ი­ტინ­გში და­წი­ნა­ურ­და და 804-ე პო­ზი­ცი­ი­დან 592-ე ად­გილ­ზე გად­მო­ი­ნაც­ვლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, “კას­პი“ ყა­ზა­ხე­თის უდი­დე­სი სა­გა­დახ­დო და ფინ­ტე­კუ­რი (ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის) კომ­პა­ნი­აა. მას ყო­ველ­თვი­უ­რად 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "კას­პიმ“ ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი IPO გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბირ­ჟა­ზე გას­ვლი­სას “კას­პის“ სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო, ერთი წლის თავ­ზე კი კომ­პა­ნია უკვე 27.71 მლრდ დო­ლა­რი ღირს.

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქ. ბა­თუმ­ში 1975 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

მერე ჩვენ რა? თავისთვის აქვს ჩვენთვის კი არა

www
2

ანუ კრიზისი დაძლეულია? გაიხარეთ, ძალიან დავმშვიდდი. ხვალაც გვაცნობეთ, შეიძლება რამდენიმე მილიონით გაიზარდოს კიდევ. აი, მეც ავიღებ თვის ბოლოს 420 ლარს.

ავტორი:

რა ქონებას ფლობს ყველაზე მდიდარი ქართველი - მიხეილ ლომთაძის წინსვლა გრძელდება

რა ქონებას ფლობს ყველაზე მდიდარი ქართველი - მიხეილ ლომთაძის წინსვლა გრძელდება

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის შემდეგ მილიარდერების რეიტინგში Bloomberg-მაც შეიყვანა.

ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 448-ე ადგილზეა და მისი ქონება 6.48 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ქონება. "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში 6.05 მლრდ დოლარის ქონებით 491-ე ადგილზეა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერების რეიტინგს, აქ მიხეილ ლომთაძე 6.3 მლრდ დოლარის ქონებით 482-ე ადგილზეა, ბიძინა ივანიშვილი კი 4.8 მლრდ დოლარის ქონებით 652-ე პოზიციაზე.

ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 2021 წლის აპრილში მოხვდა. იმ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზე იყო და მისი ქონება 3.8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 2021 წლის აგვისტოში კი ლომთაძე 5.1 მლრდ ქონებით ბიძინა ივანიშვილზე მდიდარი ბიზნესმენი გახდა. შესაბამისად, Forbes-ის რეიტინგში დაწინაურდა და 804-ე პოზიციიდან 592-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

როგორც ცნობილია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2020 წლის ოქტომბერში "კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა. ბირჟაზე გასვლისას “კასპის“ საბაზრო ღირებულება 6.5 მილიარდი დოლარი იყო, ერთი წლის თავზე კი კომპანია უკვე 27.71 მლრდ დოლარი ღირს.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქ. ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. გააგრძელეთ კითხვა