სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ნაშოვნი დიდძალი ქონება, მასშტაბური ქველმოქმედება და ახლა უკვე პოლიტიკური ამბიციაც - ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებენ?
რუსეთში ნაშოვნი დიდძალი ქონება, მასშტაბური ქველმოქმედება და ახლა უკვე პოლიტიკური ამბიციაც - ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებენ?

სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კურ ლან­დშაფტს ცვლი­ლე­ბებს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. მი­ზე­ზი კი მე­წარ­მემ და მე­ცე­ნატ­მა რუ­ბენ ვარ­და­ნი­ან­მა მის­ცა, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მზად არის რეს­პუბ­ლი­კას გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 53 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის მი­მართ სიმ­პა­თი­ას უარ­ყოფს და უარს ამ­ბობს მა­ღალ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სიხ­ში­რე, მის პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს. ექ­სპერ­ტულ სფე­რო­ში ვა­რა­უ­დო­ბენ - ვარ­და­ნი­ა­ნის ფი­გუ­რის გა­მო­ჩე­ნა მოწ­მობს, რომ სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კა, შე­საძ­ლოა "ქარ­თუ­ლი ვექ­ტო­რით“ გან­ვი­თარ­დეს.

ვარ­და­ნი­ა­ნის კონ­ცეფ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბას, რომ­ლე­ბიც "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან არა პი­როვ­ნე­ბებ­ზე, არა­მედ იდე­ე­ბის გარ­შე­მო“.

"ჩემ­თვის არ­სე­ბობ­და არ­ცახ­თან (იგი­ვე ყა­რა­ბა­ღი) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "წი­თე­ლი ხაზი“. როცა დავ­კარ­გეთ არ­ცა­ხი - უფრო სწო­რედ, თით­ქმის დავ­კარ­გეთ (ჯერ არ დაგ­ვი­კარ­გავს, მაგ­რამ ახ­ლოს ვართ), - არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. პირ­ველ რიგ­ში, ჩემს თავს ვუ­თხა­რი: რუ­ბენ ვარ­და­ნი­ან, შენ შე­გიძ­ლია გა­აგ­რძე­ლო ქველ­მოქ­მე­დე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბა, წყნა­რად იცხოვ­რო შენს ოჯახ­თან მოს­კოვ­ში ან ლონ­დონ­ში; ძვე­ლე­ბუ­რად მი­ხე­დო მე­წარ­მო­ე­ბას და იყო სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნი, მაგ­რამ შენ­თვის სომ­ხე­თის გვერ­დი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­და­ფურ­ცლო - მეთ­ქი... მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი კი ასე­თი მქონ­და - აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ში“, რაც სომ­ხეთ­ში ხდე­ბა".

ბიზ­ნეს­მე­ნი ახლა ზუს­ტად ამ სცე­ნარს მიყ­ვე­ბა, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნებს არ­წმუ­ნებს, რომ არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის ან რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბით. ასე­ვე არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წევ­რი არ არის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ ცდი­ლობს მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას და აცხა­დებს, რომ მას­თან ზო­მი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად არის.

ვარ­და­ნი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მის სა­ფუძ­ვე­ლი, სხვა­დას­ხვა ვა­რა­უ­დე­ბით, მის მიერ და­წყე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და საქ­ველ­მოქ­მე­დო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს მცი­რე პრობ­ლე­მაც: ის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლიც რუ­სეთ­ში აქვს. ამას კი პროგ­რე­სუ­ლი სომ­ხე­ბი ალ­მა­ცე­რად უყუ­რე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ­გვა­რი ვერ­სი­აც გა­ნი­ხი­ლეს, - ვა­ი­თუ, "მო­მა­ვა­ლი მე­სია“ რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს და დათ­ვია ჯიხ­ვის ტყავ­შიო, თუმ­ცა თა­ვად მე­წარ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ბევრ უაზ­რო ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მათ ურ­ჩევ­ნი­ათ ეძე­ბონ შავი კატა ბნელ ოთახ­ში.

მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

ნე­ვა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპერ­ტი რა­ფა­ელ ოგა­ნე­სი­ა­ნი მტკი­ცედ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სომ­ხე­თი "რა­ღაც დო­ზით ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის პროგ­რესს მის­დევს“, თუმ­ცა ვაი, ჩვენს პროგ­რესს.

"თა­ვი­დან დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დით ვარ­და­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბებს. ის ნამ­დვი­ლად ახ­სე­ნებ­და პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის ინი­ცი­ა­ტი­ვას, თუმ­ცა ამის არ­ცერთ დე­ტალს არ ასა­ხე­ლებ­და. მაგ­რამ ისიც თქვა, რომ არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რო­ბით ან პრე­ზი­დენ­ტო­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ შე­მიძ­ლია არ შე­ვა­და­რო მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში“, - ამ­ბობს ოგა­ნე­სი­ა­ნი.

ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს სხვა­ო­ბე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კა, ორი­ვე ბიზ­ნეს­მე­ნი პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი რყე­ვე­ბის ფონ­ზე გა­მოჩ­ნდა.

"თუ სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, კავ­კა­სი­ურ­მა ქვე­ყა­ნამ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტში კრა­ხი გა­ნი­ცა­და“, - აღ­ნიშ­ნა ოგა­ნე­სი­ან­მა.

ექ­სპერ­ტის აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვადა სავ­სე იყო თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბით. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი პარ­ტი­ის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გაჩ­ნდა. ივა­ნიშ­ვილ­მა ამ გა­რე­მო­ე­ბა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ი­ნა­ხა, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა შან­სი და და­ა­არ­სა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

  • შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ თუ არა, რომ მსგავ­სი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გაჩ­ნდა სომ­ხეთ­შიც?

ვარ­და­ნი­ა­ნის მოს­ვლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი რომ ატ­მოს­ფე­რო არ­სე­ბობს, ამა­ში ოგა­ნე­სი­ა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია. ის გვახ­სე­ნებს, რომ ცოტა ხნის წინ ფა­ში­ნი­ა­ნის პარ­ტი­ამ "სა­მო­ქა­ლა­ქო შე­თან­ხმე­ბა“ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლა­ქებ­ში მარ­ცხი გა­ნი­ცა­და.

"სომ­ხეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მოთ­მი­ნე­ბა ეწუ­რე­ბა ფა­ში­ნი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის მი­მართ, მი­თუ­მე­ტეს როცა ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ზე ვლა­პა­რა­კობთ. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამომ­რჩევ­ლის ნა­წი­ლი ჩა­მო­შორ­და ფა­ში­ნი­ანს, ვარ­და­ნი­ა­ნის მოხ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი სრუ­ლი­ად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია“, - ასა­ბუ­თებს ექ­სპერ­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვარ­და­ნი­ა­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მსგავ­სად მსხვი­ლი კა­ლიბ­რის ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მას­შტა­ბურ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა, მე­ცე­ნა­ტობს და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ფი­ნან­სებს ხარ­ჯავს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ვარ­და­ნი­ანს აღუდ­გე­ნია ძველ თბი­ლის­ში, მე­ი­დან­თან მდე­ბა­რე წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სომ­ხუ­რი ტა­ძა­რი.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ უც­ნო­ბია რა დროს და რა დო­ზით გა­მოჩ­ნდე­ბა პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე მე­ცე­ნა­ტი, თუმ­ცა ჯერ ად­რეა იმის ვა­რა­უ­დი, რომ ის ფა­ში­ნი­ანს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

"ფა­ში­ნი­ა­ნის შეც­დო­მე­ბის ფონ­ზე, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ვარ­და­ნი­ან­მა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი უარ­ყოს, რო­მელ­შიც ამ­ტკი­ცებს, რომ ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის პო­ზი­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ე­რის კონ­კუ­რენ­ტი გახ­დეს. მო­მა­ვალ­ში თუ ბა­ტო­ნი რუ­ბე­ნი გა­და­წყვეტს სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ერ­თოს პო­ლი­ტი­კა­ში და ფა­ში­ნი­ანს და­უ­პი­რის­პირ­დეს, მან პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­ის­წავ­ლოს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მე­ბი და თა­ვი­სი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ისე მო­ახ­დი­ნოს, რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სომ­ხუ­რი ვერ­სია“.

ექ­სპერ­ტი შე­და­რე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტს იშ­ვე­ლი­ებს. პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სომ­ხეთ­ში მოხ­და რე­ვო­ლუ­ცია, რის შე­დე­გად "ავ­ტო­რი­ტა­რი ლი­დე­რე­ბი“ - სერჟ სარ­გსი­ა­ნი და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე - "დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რე­ფორ­მის­ტებ­მა“ "ტახ­ტი­დან ჩა­მო­აგ­დეს“. მერე კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის შეც­ვლას ცდი­ლობ­დნენ.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მე­ო­რე ვა­დის დროს თვი­თონ გახ­და ავ­ტო­რი­ტა­რი ლი­დე­რი. მან ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კავ­ში­რი და­კარ­გა და ვერ შეძ­ლო მათი სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ მიზ­ნად და­ე­ყე­ნე­ბი­ნა, შე­დე­გად მის­მა პარ­ტი­ამ მან­და­ტი და­კარ­გა. 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ფა­ში­ნი­ა­ნი სომ­ხებს დაჰ­პირ­და, რომ ბევ­რად მტკი­ცედ იმოქ­მე­დებ­და და "ფო­ლა­დის რე­ვო­ლუ­ცია“ და­ა­ა­ნონ­სა. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მსგავს ავ­ტო­რი­ტა­რულ თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ნიშ­ნავს“, - მი­იჩ­ნევს ოგა­ნე­სი­ა­ნი.

და თუ ფა­ში­ნი­ა­ნი მო­ახ­დენს "ფო­ლა­დის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ ინი­ცი­რე­ბას და მი­ი­ღებს ფარ­თო მმარ­თვე­ლო­ბას, მა­შინ ის დრო­დად­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კავ­შირს და­კარ­გავს, რი­თაც, თა­ვის მხრივ, შექ­მნის სივ­რცეს, სა­დაც პო­ტენ­ცი­უ­რი "სომ­ხუ­რი ოც­ნე­ბა“ წარ­მო­იქ­მნე­ბა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

რეჟისორი და სცენარი ერთია. 

ცატე
1

გავუცვალოთ და ვნახოთ, თუ ივანიშვილმა სომხეთიც ასე გააბრწყინა და მსოფლიო გააკვირვა, ზნაჩიტ მართლაც პელეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსეთში ნაშოვნი დიდძალი ქონება, მასშტაბური ქველმოქმედება და ახლა უკვე პოლიტიკური ამბიციაც - ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებენ?

რუსეთში ნაშოვნი დიდძალი ქონება, მასშტაბური ქველმოქმედება და ახლა უკვე პოლიტიკური ამბიციაც - ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებენ?

სომხეთის პოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლილებებს უწინასწარმეტყველებენ. მიზეზი კი მეწარმემ და მეცენატმა რუბენ ვარდანიანმა მისცა, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის რესპუბლიკას განვითარებაში დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის ბიზნესმენი რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ სიმპათიას უარყოფს და უარს ამბობს მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე, მისი ბოლოდროინდელი განცხადებების სიხშირე, მის პოლიტიკურ ამბიციაზე მეტყველებს. ექსპერტულ სფეროში ვარაუდობენ - ვარდანიანის ფიგურის გამოჩენა მოწმობს, რომ სომხეთის პოლიტიკა, შესაძლოა "ქართული ვექტორით“ განვითარდეს.

ვარდანიანის კონცეფცია ითვალისწინებს იმ ძალებზე დაყრდნობას, რომლებიც "გაერთიანებული არიან არა პიროვნებებზე, არამედ იდეების გარშემო“.

"ჩემთვის არსებობდა არცახთან (იგივე ყარაბაღი) დაკავშირებული "წითელი ხაზი“. როცა დავკარგეთ არცახი - უფრო სწორედ, თითქმის დავკარგეთ (ჯერ არ დაგვიკარგავს, მაგრამ ახლოს ვართ), - არჩევანის წინაშე დავდექი. პირველ რიგში, ჩემს თავს ვუთხარი: რუბენ ვარდანიან, შენ შეგიძლია გააგრძელო ქველმოქმედება, საქმიანობა, წყნარად იცხოვრო შენს ოჯახთან მოსკოვში ან ლონდონში; ძველებურად მიხედო მეწარმოებას და იყო სომხური წარმოშობის ბიზნესმენი, მაგრამ შენთვის სომხეთის გვერდი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაფურცლო - მეთქი... მეორე ვარიანტი კი ასეთი მქონდა - აქტიური მონაწილეობა მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში“, რაც სომხეთში ხდება".

ბიზნესმენი ახლა ზუსტად ამ სცენარს მიყვება, თუმცა ადამიანებს არწმუნებს, რომ არ არის დაინტერესებული პრემიერ - მინისტრის ან რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობით. ასევე არცერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ არის. აღსანიშნავია, რომ არ ცდილობს მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ წასვლას და აცხადებს, რომ მასთან ზომიერი თანამშრომლობისთვის მზად არის.

ვარდანიანის პოლიტიკური პლატფორმის საფუძველი, სხვადასხვა ვარაუდებით, მის მიერ დაწყებული საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ინიციატივები იქნება. თუმცა არსებობს მცირე პრობლემაც: ის რუსეთის მოქალაქეა და ბიზნესის ნაწილიც რუსეთში აქვს. ამას კი პროგრესული სომხები ალმაცერად უყურებენ. ჟურნალისტებმა ამგვარი ვერსიაც განიხილეს, - ვაითუ, "მომავალი მესია“ რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოგვიგზავნეს და დათვია ჯიხვის ტყავშიო, თუმცა თავად მეწარმემ განაცხადა, რომ ადამიანები ბევრ უაზრო ვარიანტს განიხილავენ და მათ ურჩევნიათ ეძებონ შავი კატა ბნელ ოთახში.

მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ნევადის უნივერსიტეტის ექსპერტი რაფაელ ოგანესიანი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ სომხეთი "რაღაც დოზით ქართული პოლიტიკის პროგრესს მისდევს“, თუმცა ვაი, ჩვენს პროგრესს.

"თავიდან დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით ვარდანიანის განცხადებებს. ის ნამდვილად ახსენებდა პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლის ინიციატივას, თუმცა ამის არცერთ დეტალს არ ასახელებდა. მაგრამ ისიც თქვა, რომ არ იყო დაინტერესებული პრემიერობით ან პრეზიდენტობით. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია არ შევადარო მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში“, - ამბობს ოგანესიანი.

ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვაობები და ადგილობრივი სპეციფიკა, ორივე ბიზნესმენი პოლიტიკურ სცენაზე ხელისუფლების დიდი რყევების ფონზე გამოჩნდა.

"თუ საქართველოს შემთხვევაზე ვისაუბრებთ, კავკასიურმა ქვეყანამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში კრახი განიცადა“, - აღნიშნა ოგანესიანმა.

ექსპერტის აზრით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა სავსე იყო თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებით. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში სააკაშვილისა და მისი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკმაყოფილება გაჩნდა. ივანიშვილმა ამ გარემოებაში შესაძლებლობა დაინახა, გამოეყენებინა შანსი და დააარსა პარტია "ქართული ოცნება“.

  • შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ მსგავსი გარემოებები გაჩნდა სომხეთშიც?

ვარდანიანის მოსვლისთვის პოლიტიკური რომ ატმოსფერო არსებობს, ამაში ოგანესიანი დარწმუნებულია. ის გვახსენებს, რომ ცოტა ხნის წინ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, მნიშვნელოვან ქალაქებში მარცხი განიცადა.

"სომხეთში მოსახლეობას მოთმინება ეწურება ფაშინიანის მმართველობის მიმართ, მითუმეტეს როცა ომის შემდგომ პერიოდზე ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, რომ ამომრჩევლის ნაწილი ჩამოშორდა ფაშინიანს, ვარდანიანის მოხშირებული განცხადებები კი სრულიად რაციონალურია“, - ასაბუთებს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ ვარდანიანი ივანიშვილის მსგავსად მსხვილი კალიბრის ბიზნესმენია, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ ქველმოქმედებას ეწევა, მეცენატობს და განსაკუთრებით დიდ ფინანსებს ხარჯავს ქვეყანაში განათლების სფეროს განვითარებაში. საინტერესოა, რომ სომხური მედიის ინფორმაციით, სწორედ ვარდანიანს აღუდგენია ძველ თბილისში, მეიდანთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სომხური ტაძარი.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია რა დროს და რა დოზით გამოჩნდება პოლიტიკურ სცენაზე მეცენატი, თუმცა ჯერ ადრეა იმის ვარაუდი, რომ ის ფაშინიანს დაუპირისპირდება.

"ფაშინიანის შეცდომების ფონზე, არ გამიკვირდება, რომ ვარდანიანმა ის განცხადებები უარყოს, რომელშიც ამტკიცებს, რომ ის თანამშრომლობისთვის პოზიტიურად არის განწყობილი და ამჟამინდელი პრემიერის კონკურენტი გახდეს. მომავალში თუ ბატონი რუბენი გადაწყვეტს სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკაში და ფაშინიანს დაუპირისპირდეს, მან პოსტსაბჭოთა საქართველო უნდა შეისწავლოს, გააანალიზოს სააკაშვილის შეცდომები და თავისი პარტიის პოზიციონირება ისე მოახდინოს, როგორც ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების“ სომხური ვერსია“.

ექსპერტი შედარებისთვის რამდენიმე პუნქტს იშველიებს. პირველ რიგში, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში მოხდა რევოლუცია, რის შედეგად "ავტორიტარი ლიდერები“ - სერჟ სარგსიანი და ედუარდ შევარდნაძე - "დემოკრატიულმა რეფორმისტებმა“ "ტახტიდან ჩამოაგდეს“. მერე კი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დემოკრატიული ლიდერები პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლას ცდილობდნენ.

"სააკაშვილმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ, მეორე ვადის დროს თვითონ გახდა ავტორიტარი ლიდერი. მან ქართველ საზოგადოებასთან კავშირი დაკარგა და ვერ შეძლო მათი სოციალური კეთილდღეობა პრიორიტეტულ მიზნად დაეყენებინა, შედეგად მისმა პარტიამ მანდატი დაკარგა. 2021 წლის არჩევნებზე ფაშინიანი სომხებს დაჰპირდა, რომ ბევრად მტკიცედ იმოქმედებდა და "ფოლადის რევოლუცია“ დააანონსა. ეს სააკაშვილის მსგავს ავტორიტარულ თვისებების გამოვლენას ნიშნავს“, - მიიჩნევს ოგანესიანი.

და თუ ფაშინიანი მოახდენს "ფოლადის რევოლუციის“ ინიცირებას და მიიღებს ფართო მმართველობას, მაშინ ის დროდადრო საზოგადოებასთან კავშირს დაკარგავს, რითაც, თავის მხრივ, შექმნის სივრცეს, სადაც პოტენციური "სომხური ოცნება“ წარმოიქმნება.

ავტორი: ანრი კურტანიძე