პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეჟიმის დროს ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი -  ხვალ თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა
"რეჟიმის დროს ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი -  ხვალ თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა

ჩვენ არ ვით­ვლით არც თა­ვებს და არც იმას, ვინ, რამ­დე­ნი მოვა, - ასე უპა­სუ­ხა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, არის თუ არა ხვა­ლინ­დე­ლი შეკ­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის­თვის იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, თუ რამ­დე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“.

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი შეკ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯერ კი­დევ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­ა­ნონ­სა.

„წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, მე­ო­რე ტუ­რის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი აქ­ცია იქ­ნე­ბო­და მე­ო­რე ტუ­რამ­დე და სწო­რედ ეს არის. ასე იყო რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც, რო­დე­საც მე­ო­რე ტური გვქონ­და. ბევ­რი ვართ, შევ­ხვდე­ბით, კი­დევ ერთხელ შე­მო­ვუ­ძა­ხებთ ერ­თმა­ნეთს, რომ მარ­ტი­ვია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ნგრე­ვას შო­რის. მარ­ტი­ვია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შუღლსა და სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლაქს შო­რის. მარ­ტი­ვია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სკო­ლე­ბის, ბა­ღე­ბის გა­ყიდ­ვა­სა და პი­რი­ქით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-აშე­ნე­ბას შო­რის. არა­ვინ არა­ვის წი­ნაღ­მდეგ არ არის. პი­რი­ქით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი­დევ ერთხელ ვა­ნა­ხებთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვართ. ჩვენ ვართ აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დე­და­ქა­ლა­ქის წარ­მა­ტე­ბა­ზე, ეს არის ჩვე­ნი ხელ­წე­რა“,- გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მისი თქმით, სწო­რედ ერ­თი­ა­ნო­ბით მო­ი­პო­ვებს 30 ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა ოლ­ქში და­მა­ჯე­რე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბას პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

მან ასე­ვე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, თით­ქოს ხვა­ლინ­დელ აქ­ცი­ა­ზე იძუ­ლე­ბით გა­მოჰ­ყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი. ზარ­ქუ­ას თქმით, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ხდე­ბო­და.

„ეს რე­ჟი­მის დროს იყო, ხე­ლის გა­დაგ­რეხ­ვით მოჰ­ყავ­დათ ხალ­ხი და ძა­ლით აკ­რე­ვი­ნებ­დნენ ტაშს. გახ­სოვთ წა­გე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ კონ­ცერ­ტით და სიმ­ღე­რით რომ არ­თობ­და მო­სახ­ლე­ო­ბას, ეს იყო რე­ა­ლო­ბა და ფაქ­ტი. ხვალ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ ერთხელ შე­მო­ვუ­ძა­ხებთ ერ­თმა­ნეთს და ვე­ტყვით, რომ 30 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვია - გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ნგრე­ვას შო­რის, სი­ძულ­ვი­ლის ენა­სა და საქ­მის კე­თე­ბას შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ლელო
0

Ზარქუა კი არა.... Კობახიძე - მდინარაძისა 

gaga
1

მერიებში, საკრებულოებში,სამინისტროებში და საარჩევნო უბნებზე ხელისუფლებას სულ მცირე დასქმებული ყავს 120 ათასი კაცი. დირექტორმა რომ თათბირი დანიშნოს ცხადია ყველა თანამშრომელი ვალდებულია მივიდეს თათბირზე. ასე რომ სულ მცირე ყოველი მეორე დასაქმებული რომ გამოგზავნონ ხელისუფლების მიტინგზე, სულ მცირე 60 ათასი კაცი უნდა შეიკრიბოს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რა საჭიროა ამის გადამოწმება გაურკვეველია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რეჟიმის დროს ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი -  ხვალ თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა

"რეჟიმის დროს ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი -  ხვალ თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა

ჩვენ არ ვითვლით არც თავებს და არც იმას, ვინ, რამდენი მოვა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ხვალინდელი შეკრება ოპოზიციისთვის იმის დემონსტრირება, თუ რამდენი ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, მსგავსი შეკრება ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაანონსა.

„წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი შემაჯამებელი აქცია იქნებოდა მეორე ტურამდე და სწორედ ეს არის. ასე იყო რამდენიმე წლის წინაც, როდესაც მეორე ტური გვქონდა. ბევრი ვართ, შევხვდებით, კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს, რომ მარტივია არჩევანის გაკეთება განვითარებასა და ნგრევას შორის. მარტივია არჩევანის გაკეთება შუღლსა და სიცოცხლით სავსე ქალაქს შორის. მარტივია არჩევანის გაკეთება სკოლების, ბაღების გაყიდვასა და პირიქით, რეაბილიტაცია-აშენებას შორის. არავინ არავის წინაღმდეგ არ არის. პირიქით, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ძალიან ბევრი ვართ. ჩვენ ვართ აქცენტირებული განვითარებასა და დედაქალაქის წარმატებაზე, ეს არის ჩვენი ხელწერა“,- განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, სწორედ ერთიანობით მოიპოვებს 30 ოქტომბერს ყველა ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებას პარტია „ქართული ოცნება“.

მან ასევე განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ხვალინდელ აქციაზე იძულებით გამოჰყავს ხელისუფლებას საჯარო მოხელეები. ზარქუას თქმით, მსგავსი ფაქტები წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

„ეს რეჟიმის დროს იყო, ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი და ძალით აკრევინებდნენ ტაშს. გახსოვთ წაგებული ომის შემდეგ კონცერტით და სიმღერით რომ ართობდა მოსახლეობას, ეს იყო რეალობა და ფაქტი. ხვალ თავისუფალი ადამიანები კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს და ვეტყვით, რომ 30 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება მარტივია - განვითარებასა და ნგრევას შორის, სიძულვილის ენასა და საქმის კეთებას შორის“, - განაცხადა ზარქუამ.