პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება"- კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
"ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება"-  კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მე­ზე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ელ­გუ­ჯა ჩხა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. ად­ვო­კა­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ერ­თად შე­ვი­და.

„გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მო­ი­თხო­ვა ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ეს არის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩა­ა­ტა­რებს. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას ვეს­წრე­ბი. მე პი­რა­დად მა­ინ­ტე­რე­სებს ის აპა­რა­ტუ­რა, რო­მელ­ზეც გარ­დაც­ვლი­ლი შე­ერ­თე­ბუ­ლი იყო და ასე­ვე ხომ არ იკ­ვე­თე­ბა ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბა და გულ­გრი­ლო­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად ვართ მო­სუ­ლე­ბი." - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ელ­გუ­ჯა ჩხა­ი­ძის თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ექი­მე­ბის გულ­გრი­ლო­ბა და და­უ­დევ­რო­ბა იკ­ვე­თე­ბა.

"კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ვერ მი­ვა­ნი­ჭებთ, ეს ჩვე­ნი ვა­რა­უ­დია, გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნით მე­გობ­რებს, რო­მელ­თაც შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, ვი­დე­ობს უგ­ზავ­ნი­და, მე­გო­ბარს წერ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და აქე­დან გაყ­ვა­ნას ითხოვ­და. თუმ­ცა, გარ­დაც­ვლი­ლის მთე­ლი ოჯა­ხი - მშობ­ლე­ბი, და, ბე­ბია - კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ. თვი­თონ ვახ­ტან­გიც კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში იყო და მერე გად­მო­იყ­ვა­ნეს ბე­ბი­ას­თან ერ­თად აქ, ორი­ვე მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის წევ­რებ­მა ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­აქ­ცი­ეს, რად­გან თა­ვა­დაც ცუ­დად იყ­ვნენ და ძლივს გა­დარ­ჩნენ", - გა­ნა­ცხა­და ელ­გუ­ჯა ჩხა­ი­ძემ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს და­ეს­წრე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მაც გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნიც.

„ეჭ­ვე­ბი ის არის, რომ ჩემი შვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით არ გარ­დაც­ვლი­ლა და არა­მედ მოკ­ლეს და ხელი შე­უ­წყვეს მის სიკ­ვდილს",- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
0

ყოველდღე 40-45 ის ფარგლებშია გარდაცვლილთა რიცხვი?? არაფერია საეჭვო? თითქოს გეგმა აქვთ მოცემული. ღმერთო მაპატიე მაგრამ კაცი გაგიჟდება, სომხებს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ, იმათგან რატომ იღებენ გამოცდილებას.?

ნენო
4

ახალგაზრდა სპორტსმენი გარდაიცვალა კოვიდით!.. რა კომენტარი გავაკეთო, რომ კოვიდი კლავს? აბა ამდენი მოხუცი როგორ უმკლავდება ამ ინფექციას? არ ჰქონდა 20 წლის ბიჭს იმუნიტეტი და 80 წლის კაცს ჰქონდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება"- კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

"ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება"-  კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ განუცხადა. ადვოკატი საავადმყოფოში გამომძიებელთან ერთად შევიდა.

„გამომძიებელმა მოითხოვა ადგილის დათვალიერება, ეს არის საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც გამომძიებელი ჩაატარებს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ვესწრები. მე პირადად მაინტერესებს ის აპარატურა, რომელზეც გარდაცვლილი შეერთებული იყო და ასევე ხომ არ იკვეთება ექიმების დაუდევრობა და გულგრილობა, ამის გასარკვევად ვართ მოსულები." - ამბობს ადვოკატი.

ელგუჯა ჩხაიძის თქმით, საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება.

"კვალიფიკაციას ვერ მივანიჭებთ, ეს ჩვენი ვარაუდია, გამოძიება არ დასრულებულა. გარდაცვლილი ეკონტაქტებოდა თავისი ტელეფონით მეგობრებს, რომელთაც შეტყობინებებს, ვიდეობს უგზავნიდა, მეგობარს წერდა, რომ საავადმყოფოში ყოფნით უკმაყოფილო იყო და აქედან გაყვანას ითხოვდა. თუმცა, გარდაცვლილის მთელი ოჯახი - მშობლები, და, ბებია - კოვიდსასტუმროში იყვნენ. თვითონ ვახტანგიც კოვიდსასტუმროში იყო და მერე გადმოიყვანეს ბებიასთან ერთად აქ, ორივე მათგანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა ყურადღება ვერ მიაქციეს, რადგან თავადაც ცუდად იყვნენ და ძლივს გადარჩნენ", - განაცხადა ელგუჯა ჩხაიძემ.

საგამოძიებო მოქმედებებს დაესწრება გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაც გაიოზ ჩარკვიანიც.

„ეჭვები ის არის, რომ ჩემი შვილი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა და არამედ მოკლეს და ხელი შეუწყვეს მის სიკვდილს",- განაცხადა ჩარკვიანმა.