სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს  უფასო მოსამზადებელ ონლაინ  კურსებს  სთავაზობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს  უფასო მოსამზადებელ ონლაინ  კურსებს  სთავაზობს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, ნი­ჭი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდაა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს STEM საგ­ნებ­ში მო­სამ­ზა­დე­ბელ, უფა­სო ონ­ლა­ინ კუს­რებს სთა­ვა­ზობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ორი მო­დუ­ლის მი­ხედ­ვით მომ­ზა­დე­ბას: „მა­თე­მა­ტი­კა + ფი­ზი­კა“ ან „მა­თე­მა­ტი­კა + ქი­მია“. ორი­ვე მო­დულ­ში წამ­ყვა­ნი სა­გა­ნი მა­თე­მა­ტი­კაა, თუმ­ცა მას­თან ერ­თად სტუ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს STEM-ის კი­დევ ერთი საგ­ნის, ფი­ზი­კის ან ქი­მი­ის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ამ ორი და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­ნი­დან, რო­მელს შე­ის­წავ­ლის აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მის არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ ეს კურ­სე­ბი STEM საგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით შე­იქ­მნა. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა, ამი­ტომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ვე­ცა­დოთ, ეს უფ­ლე­ბა არც ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ არ და­კარ­გოს. ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის STEM საგ­ნე­ბი არის ძი­რი­თა­დი, ამი­ტომ მათი კარ­გად ცოდ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტებს ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა გა­უ­მარ­ტივ­დე­ბათ.“- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

მსურ­ვე­ლე­ბი უფა­სო მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ა­სა და სა­სურ­ვე­ლი მო­დუ­ლის არ­ჩე­ვას 1-დან 10 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლთ შეძ­ლე­ბენ. ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ე­ბი კვი­რა­ში ორ­ჯერ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ელექტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პლატ­ფორ­მა­ზე - elearning.gtu.ge ჩა­ტარ­დე­ბა და თი­თო­ე­ი­ლი ლექ­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა 2 სა­ა­თი იქ­ნე­ბა.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ტე­გო­რია „აბი­ტუ­რი­ენ­ტში“ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ი­აზ­რებს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი (XI – XII) კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს. ასე­ვე, 20 წლის ჩათ­ვლით სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც არ სწავ­ლო­ბენ უმაღ­ლეს სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
5

მადლიერების მეტი რა უნდა გამოხატოს ადამიანმა ამ საშვილიშვილო წამოწყებისათვის, განათლების სამინისტროს,როცა რეპეტიტორობა კორუფციად რომ გამოაცხადა,ხომ უნდა ჩაენაცვლებინა აბიტურენტთა მომზადების, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებული მეთოდით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს  უფასო მოსამზადებელ ონლაინ  კურსებს  სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს  უფასო მოსამზადებელ ონლაინ  კურსებს  სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში მცხოვრებ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კუსრებს სთავაზობს.

აღნიშნული კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით მომზადებას: „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

„ ეს კურსები STEM საგნების პოპულარიზაციისა და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. განათლების მიღება არის ფუნდამენტური უფლება, ამიტომ საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ადამიანები უნდა ვეცადოთ, ეს უფლება არც ერთმა ახალგაზრდამ არ დაკარგოს. ტექნიკური უნივერსიტეტისათვის STEM საგნები არის ძირითადი, ამიტომ მათი კარგად ცოდნის შემთხვევაში, სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა გაუმარტივდებათ.“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

მსურველები უფასო მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციასა და სასურველი მოდულის არჩევას 1-დან 10 ნოემბრის ჩათვლთ შეძლებენ. ონლაინ ლექციები კვირაში ორჯერ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge ჩატარდება და თითოეილი ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი იქნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი (XI – XII) კლასების მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

NS