პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის  სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის  სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

კომ­პა­ნია არემ­ჯიმ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე, ინო­ვა­ცი­უ­რი, სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი გახ­სნა.

სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არემ­ჯის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა თორ­ნი­კე ლი­პარ­ტი­ამ და სტუ-ს რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში გა­ნახ­ლე­ბულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას მო­ა­წე­რეს ხელი. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გეგ­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თორ­ნი­კე ლი­პარ­ტია არემ­ჯის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სტუ­დენ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის CSR-პროგ­რა­მის ერ­თერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ის სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­თვის სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ას აერ­თი­ა­ნებს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ახა­ლი სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი ღია იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, ად­გილ­ზე გან­სხვა­ვე­ბულ და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს შე­ის­წავ­ლი­ან.“

არემ­ჯის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მაა. ცენ­ტრი ბა­კა­ლავ­რის სა­ფე­ხუ­რის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტებს, მა­გის­ტრან­ტებ­სა და დოქ­ტო­რან­ტებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბა­ზა­ზე იმუ­შა­ონ სა­კურ­სო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მებ­ზე. ასე­ვე ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი მძლავ­რი პროგ­რა­მუ­ლი ბაზა სტუ­დენ­ტებს მის­ცემს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, ვორკშო­ფებ­სა და ვე­ბი­ნა­რებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

და­ვით გურ­გე­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი: „დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და არემ­ჯის ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვამ­ტკი­ცეთ ურ­თი­ერთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი წე­ლია ერ­თად ვემ­სა­ხუ­რე­ბით. სწო­რედ სამ­თო ფა­კულ­ტე­ტის აღ­ზრდი­ლე­ბი არი­ან, ის ინ­ჟინ­რე­ბი, ტექ­ნო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დარ­გს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ახალ­გაზ­რდე­ბი, დამ­საქ­მებ­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ერ­თად ეწე­ვი­ან იმ შრო­მას, რო­მელ­საც შემ­დგომ­ში მათ და­ა­ყე­ნებს იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ჰქვია ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.“

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრში პე­რი­ო­დუ­ლად ლექ­ცი­ებს და სე­მი­ნა­რებს გა­მარ­თა­ვენ არემ­ჯის მე­ნე­ჯე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ასე­ვე მოწ­ვე­უ­ლი ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი, არემ­ჯი­სა და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია და ის სა­ქარ­თველ­ში სამ­თო-გე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის  სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის  სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

კომპანია არემჯიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, ინოვაციური, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა.

საზეიმო ღონისძიებაზე არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს.

თორნიკე ლიპარტია არემჯის აღმასრულებელი დირექტორი: „განათლების ხელშეწყობა და სტუდენტური მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის CSR-პროგრამის ერთერთი პრიორიტეტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვფიქრობ, რომ სწორედ ის სასწავლებელია, რომელიც ყველა ჩვენთვის საჭირო პროფესიას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ახალი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი ღია იქნება სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, ადგილზე განსხვავებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან.“

არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი სრულიად ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე. ასევე ცენტრში არსებული მძლავრი პროგრამული ბაზა სტუდენტებს მისცემს საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებსა და ვებინარებში წარმატებული პოზიციონირების შესაძლებლობას.

დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და არემჯის ცხოვრებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ურთიერთ თანამშრომლობა, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვემსახურებით. სწორედ სამთო ფაკულტეტის აღზრდილები არიან, ის ინჟინრები, ტექნოლოგები, რომლებიც ამ დარგს ემსახურებიან. ახალგაზრდები, დამსაქმებლები, უნივერსიტეტები ერთად ეწევიან იმ შრომას, რომელსაც შემდგომში მათ დააყენებს იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია ქვეყნების განვითარება.“

ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად ლექციებს და სემინარებს გამართავენ არემჯის მენეჯერები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად.

NS