კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, მოდელი რძლები, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - მილიონერი კობა ნაყოფიას ლაქშერული ცხოვრება
20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, მოდელი რძლები, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - მილიონერი კობა ნაყოფიას ლაქშერული ცხოვრება

კობა ნა­ყო­ფია ერთ-ერ­თია მი­ლი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში დიდი ბიზ­ნე­სი­დან მი­ვი­და. მისი სა­ხე­ლი წლე­ბია, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ასო­ცირ­დე­ბა და ყო­ველ­თვის აფი­ნან­სებს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც პარ­ტი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კობა ნა­ყო­ფია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ამ დღე­ებ­ში მე­ო­რედ მო­ექ­ცა. მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვით კო­დუ­ა­სა და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის წყვილ­ზე ალა­პა­რაკ­და და მათ შო­რის 20 წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა. გა­ახ­სენ­დათ კობა ნა­ყო­ფია, რო­მე­ლიც ასე­ვე ოცი წლით უმ­ცროს ქალ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

რე­ა­ლუ­რად კი ახა­ლი არა­ფე­რია, ნა­ყო­ფი­ას­თვის ეს მე­ო­რე ოჯა­ხია. წყვი­ლი უკვე ოთხი წე­ლია ერ­თად ცხოვ­რობს და 2017 წელს სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. მი­ლი­ო­ნე­რის რჩე­უ­ლი გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლია, ქალი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია UNDP-ს გუნდში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობს.

კობა ნა­ყო­ფი­ას სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ჭო­რა­ობ­დნენ. თუმ­ცა მას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან არა­სო­დეს უსა­უბ­რია. ამ­ბობ­დნენ, რომ დე­პუ­ტა­ტის ახა­ლი რჩე­უ­ლი მისი შვი­ლის, ნა­ტა­ლია ნა­ყო­ფი­ას მე­გო­ბა­რი იყო.

თუმ­ცა ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ რე­ა­ლუ­რად გვან­ცა, შვი­ლის კი არა, ყო­ფი­ლი რძლის, ხა­თუ­ნა სხირტლა­ძის მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. კობა ნა­ყო­ფია და გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არი­ან. 2021 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში პარ­ლა­მენ­ტარს ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ მე­სა­მე შვი­ლი, გი­ორ­გი ვა­სი­ლი ნა­ყო­ფია ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2017 წელს გვან­ცას­გან შე­ე­ძი­ნა.

ახლა კი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ... კობა ნა­ყო­ფია წლე­ბი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო ელგა სო­ფი­ა­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ორი შვი­ლი - ნი­კო­ლო­ზი და ნა­ტა­ლია შე­ე­ძი­ნა. ელგა გალ­ში გახ­ლავთ და­ბა­დე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კობა ნა­ყო­ფი­აც წარ­მო­შო­ბით გა­ლი­დან გახ­ლავთ. 2008 წელს, რო­დე­საც „მის სა­ქარ­თვე­ლოს“ ტი­ტუ­ლი ხა­თუ­ნა სხირტლა­ძემ (ნა­ყო­ფი­ას ყო­ფი­ლი რძა­ლი) მო­ი­პო­ვა, ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი ნა­ყო­ფი­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ელგა სო­ფია გახ­ლდათ.

ელგა სო­ფია

"რო­დე­საც „მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე“ გა­მოვ­დი­ო­დი, ნი­კას არ ვიც­ნობ­დი. მისი დედა იყო ჟი­უ­რის წევ­რი და რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან მოვ­წონ­დი. ჟი­უ­რის­თან შეხ­ვედ­რა რომ გვქონ­და, ისიც მკი­თხა, გა­თხო­ვე­ბას ხომ არ აპი­რე­ბო. შე­ვი­ცხა­დე – გა­მიკ­ვირ­და, რას მე­კი­თხე­ბა-მეთ­ქი. ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში კი მისი რძა­ლი გავ­ხდი...“- იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე, რო­მე­ლიც ნიკა ნა­ყო­ფი­ას მე­უღ­ლე გახ­და და მი­ლი­ო­ნერ­მა მა­მამ­თილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლიც გა­და­უ­ხა­და.

ალ­ბათ ბევ­რს უნა­ხავს ცნო­ბი­ლი ფოტო - ნა­ყო­ფი­ე­ბის ოჯა­ხი შე­რონ სთო­უნ­თან. წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ ვარ­სკვლავს, მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად კობა ნა­ყო­ფი­ა­მაც უმას­პინ­ძლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ვარ­სკვლა­ვის ვო­ი­ა­ჟის თან­ხა სრუ­ლად მან და­ფა­რა. მი­უ­ხე­და­ვად დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­სა, ხა­თუ­ნა სხირტლა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას წყვი­ლი და­შორ­და.

მათ სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლოზ ჯუ­ნი­ო­რი ჰყავთ, ხა­თუ­ნა სხირტლა­ძემ კი და­შო­რე­ბი­დან მალე მე­ო­რედ იქორ­წი­ნა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­აც, რომ­ლის რჩე­უ­ლიც ამ­ჯე­რად ისევ მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გახ­და. ნა­ნუ­კამ, გარ­და იმი­სა, რომ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლია, 2009 წელს პირ­ვე­ლი ვიცე-მის სა­ქარ­თვე­ლოს ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბი­ლი არ არის, იყო თუ არა იმ წელ­საც ჟი­უ­რი­ში მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლი. კობა ნა­ყო­ფი­ას კი­დევ ერთი შვი­ლი ნა­ტა­ლია ნა­ყო­ფი­აა. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რია კობა ნა­ყო­ფი­ას პირ­ვე­ლი ცოლი ელგა სო­ფია, ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­და­ღე­ბულ და ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს, ოღონდ წლე­ბია კობა ნა­ყო­ფი­ას გა­რე­შე...

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ყო­ფე­ბის ქო­ნე­ბას

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ნა­ყო­ფია ფლობს: 55 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას მოს­კოვ­ში, რო­მე­ლიც 1995 წელს 56 000 აშშ დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი; 360 კვ.მ ბი­ნას და 1200 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს გალ­ში, რო­მე­ლიც 2005 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა. ასე­ვე, 198 კვ.მ ბი­ნას თბი­ლის­ში, რა­შიც 2005 წელს 150 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და; 300 კვ.მ ბი­ნას ეს­პა­ნეთ­ში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც 1995 წელს 50 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

2013 წელს აქვს შეძ­ნი­ლი 223,3 კვ.მ ბინა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 500 000 აშშ დო­ლა­რია და ავ­ტო­ფა­რე­ხი, რა­შიც 20 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

გარ­და ამი­სა, კობა ნა­ყო­ფია უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს გო­ნი­ო­შიც. კერ­ძოდ, 836 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს და 400 კვ.მ მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს, რომ­ლის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 აშშ დო­ლა­რია.

დე­პუ­ტა­ტის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Mercedes Benz GL 500, 2010, #ELG007, რა­შიც 2010 წელს 95 000 ევრო გა­და­ი­ხა­და და ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ორი ფერ­წე­რუ­ლი ტილო, რომ­ლის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 000 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში კობა ნა­ყო­ფია ფლობ­და: „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­ბა­რა­თე­ზე - 36 896 ლარს, „ვი­თი­ბი ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე­ზე - 46 562 ლარს, „უკრსიბ ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე­ზე - 15 460 უკ­რა­ი­ნულ გრივ­ნას და 1 998 დო­ლარს. ხოლო, და­ნა­ზო­გის სა­ხით - 10 000 ლარს.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, დე­პუ­ტატ­მა 2019 წელს პარ­ლა­მენ­ტში ხელ­ფა­სის სა­ხით 47 778 ლარი აიღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კობა ნა­ყო­ფია აგ­რეთ­ვე არის შპს Bioneli limited LTD-ის და შპს „გოლ­დინ­ვეს­ტის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
13

რუსეთის სამხედრო კომისარიატიდან ომში გაწვეა არ მოუვიდა ნაყოფიას?

ქეთი
23

როგორ უხდება ნაყოფიას სიტყვა "ლაქშერული"😂

ავტორი:

20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, მოდელი რძლები, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - მილიონერი კობა ნაყოფიას ლაქშერული ცხოვრება

20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, მოდელი რძლები, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - მილიონერი კობა ნაყოფიას ლაქშერული ცხოვრება

კობა ნაყოფია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის, რომელიც პარლამენტში დიდი ბიზნესიდან მივიდა. მისი სახელი წლებია, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება და ყოველთვის აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც პარტიასთან არის დაკავშირებული. კობა ნაყოფია ყურადღების ცენტრში ამ დღეებში მეორედ მოექცა. მას შემდეგ, რაც საზოგადოება დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილზე ალაპარაკდა და მათ შორის 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის შესახებ დაიწერა. გაახსენდათ კობა ნაყოფია, რომელიც ასევე ოცი წლით უმცროს ქალზეა დაქორწინებული.

რეალურად კი ახალი არაფერია, ნაყოფიასთვის ეს მეორე ოჯახია. წყვილი უკვე ოთხი წელია ერთად ცხოვრობს და 2017 წელს საერთო შვილი შეეძინათ. მილიონერის რჩეული გვანცა ბიწკინაშვილია, ქალი არასამთავრობო ორგანიზაცია UNDP-ს გუნდში ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს.

კობა ნაყოფიას სკანდალური ქორწინების შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ ჭორაობდნენ. თუმცა მას პირად ცხოვრებაზე მედიასთან არასოდეს უსაუბრია. ამბობდნენ, რომ დეპუტატის ახალი რჩეული მისი შვილის, ნატალია ნაყოფიას მეგობარი იყო.

თუმცა ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ რეალურად გვანცა, შვილის კი არა, ყოფილი რძლის, ხათუნა სხირტლაძის მეგობარი გახლდათ. კობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ არიან. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში პარლამენტარს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მესამე შვილი, გიორგი ვასილი ნაყოფია ჰყავს მითითებული, რომელიც 2017 წელს გვანცასგან შეეძინა.

ახლა კი წარსულის შესახებ... კობა ნაყოფია წლები დაოჯახებული იყო ელგა სოფიაზე, რომლისგანაც ორი შვილი - ნიკოლოზი და ნატალია შეეძინა. ელგა გალში გახლავთ დაბადებული.

შეგახსენებთ, რომ კობა ნაყოფიაც წარმოშობით გალიდან გახლავთ. 2008 წელს, როდესაც „მის საქართველოს“ ტიტული ხათუნა სხირტლაძემ (ნაყოფიას ყოფილი რძალი) მოიპოვა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნაყოფიას პირველი მეუღლე ელგა სოფია გახლდათ.

ელგა სოფია

"როდესაც „მის საქართველოზე“ გამოვდიოდი, ნიკას არ ვიცნობდი. მისი დედა იყო ჟიურის წევრი და როგორც ვიცი, ძალიან მოვწონდი. ჟიურისთან შეხვედრა რომ გვქონდა, ისიც მკითხა, გათხოვებას ხომ არ აპირებო. შევიცხადე – გამიკვირდა, რას მეკითხება-მეთქი. ნახევარ წელიწადში კი მისი რძალი გავხდი...“- იხსენებდა მოგვიანებით ხათუნა სხირტლაძე, რომელიც ნიკა ნაყოფიას მეუღლე გახდა და მილიონერმა მამამთილმა გრანდიოზული ქორწილიც გადაუხადა.

ალბათ ბევრს უნახავს ცნობილი ფოტო - ნაყოფიების ოჯახი შერონ სთოუნთან. წლების წინ საქართველოში ჩამოსულ ვარსკვლავს, მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად კობა ნაყოფიამაც უმასპინძლა. ამბობდნენ, რომ ვარსკვლავის ვოიაჟის თანხა სრულად მან დაფარა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და გრანდიოზული ქორწილისა, ხათუნა სხირტლაძისა და ნიკოლოზ ნაყოფიას წყვილი დაშორდა.

მათ საერთო შვილი ნიკოლოზ ჯუნიორი ჰყავთ, ხათუნა სხირტლაძემ კი დაშორებიდან მალე მეორედ იქორწინა. მეორე ქორწინებაშია ნიკოლოზ ნაყოფიაც, რომლის რჩეულიც ამჯერად ისევ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გახდა. ნანუკამ, გარდა იმისა, რომ ცნობილი ოჯახის შვილია, 2009 წელს პირველი ვიცე-მის საქართველოს ტიტული მოიპოვა.

ცნობილი არ არის, იყო თუ არა იმ წელსაც ჟიურიში მომავალი დედამთილი. კობა ნაყოფიას კიდევ ერთი შვილი ნატალია ნაყოფიაა. მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს... სოციალურ ქსელში აქტიურია კობა ნაყოფიას პირველი ცოლი ელგა სოფია, ის ხშირად აქვეყნებს მოგზაურობის დროს გადაღებულ და ოჯახურ ფოტოებს, ოღონდ წლებია კობა ნაყოფიას გარეშე...

რაც შეეხება ნაყოფების ქონებას

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნაყოფია ფლობს: 55 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 1995 წელს 56 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; 360 კვ.მ ბინას და 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს გალში, რომელიც 2005 წელს მემკვიდრეობით გადაეცა. ასევე, 198 კვ.მ ბინას თბილისში, რაშიც 2005 წელს 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა; 300 კვ.მ ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელიც 1995 წელს 50 000 აშშ დოლარად შეიძინა.

2013 წელს აქვს შეძნილი 223,3 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომლის ღირებულება 500 000 აშშ დოლარია და ავტოფარეხი, რაშიც 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, კობა ნაყოფია უძრავ ქონებას ფლობს გონიოშიც. კერძოდ, 836 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 400 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს, რომლის ჯამური ღირებულება 200 000 აშშ დოლარია.

დეპუტატის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz GL 500, 2010, #ELG007, რაშიც 2010 წელს 95 000 ევრო გადაიხადა და ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო, რომლის ჯამური ღირებულება 50 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ნაყოფია ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათეზე - 36 896 ლარს, „ვითიბი ბანკის“ მიმდინარეზე - 46 562 ლარს, „უკრსიბ ბანკის“ მიმდინარეზე - 15 460 უკრაინულ გრივნას და 1 998 დოლარს. ხოლო, დანაზოგის სახით - 10 000 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატმა 2019 წელს პარლამენტში ხელფასის სახით 47 778 ლარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ კობა ნაყოფია აგრეთვე არის შპს Bioneli limited LTD-ის და შპს „გოლდინვესტის“ 100%-იანი წილის მფლობელი.