სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი?
"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი?

დიდი ხანი არ არის, რაც და­ნი­ამ ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნა და ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და. იყო ეჭ­ვე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა გა­ა­მარ­თლებ­და თუ არა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა და ხალ­ხს პირ­ბა­დის არ­სე­ბო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­ვი­წყდა.

იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ონ­კო­ლო­გი ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე გვე­სა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ზაზა, და­ნია იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მო­იხ­სნა... რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ?

- დიახ, ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა... და­ნი­ა­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­სად აღარ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სურ­ვი­ლი თუ ვინ­მეს აქვს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­უძ­ლია ატა­როს... ერ­თა­დერ­თი - პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რჩე­ბა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში, რად­გან აე­რო­პორ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცეა და ათა­სი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირე­ვა...ამას წი­ნათ აე­რო­პორ­ტში მოვ­ხვდი და გა­მიკ­ვირ­და, ყვე­ლას რომ პირ­ბა­დე ეკე­თა, მერე გა­მახ­სენ­და, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო. უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე პირ­ბა­დის გა­რე­შე გა­ვი­ა­რე და შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცი­ათ. იმ­დე­ნად და­მა­ვი­წყდა პირ­ბა­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სხვებს რომ ეკე­თათ, მიკ­ვირ­და...

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, ერ­თმა­ნეთ­თან ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი, სა­სურ­ვე­ლია... არა­და და­ნი­ე­ლე­ბი თბი­ლი ხალ­ხია, უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ერი­დე­ბა... ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თო­რემ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ნაგ­რძობს ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას. არც ტეს­ტი გჭირ­დე­ბა არ­სად და არც არა­ფე­რი... ეს კი არა, უკვე სა­უ­ბა­რია, რომ აც­რილს თუ კო­ვი­დის სიპ­ტო­მე­ბი აქვს, მას ტეს­ტიც კი არ სჭირ­დე­ბა, რად­გან გა­დამ­დე­ბი აღარ არი­სო. თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე დის­კუ­სია მი­დის...

სრუ­ლი­ად და­ვუბ­რუნ­დით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბის, 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან აც­რი­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლია და რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნა, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა სულ ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა... ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

მე უკვე მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა, რომ მე­სა­მე აცრა ჩა­ვი­ტა­რო და ძლივს ვი­პო­ვე ად­გი­ლი, იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა იყო... ორ კვი­რა­ში იყო პირ­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩა­ვე­წე­რე... პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­დათ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ებს და მედ­პერ­სო­ნალს. მე, რო­გორც მედ­პერ­სო­ნა­ლი, ადრე გა­მო­მი­ძა­ხეს... ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლას ეტა­პობ­რი­ვად მო­უ­წევს...

- ის­რა­ელ­მაც აცრა მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ იქ ისევ იფეთ­ქა...

- ის­რა­ელ­ში არ იყო აც­რილ­თა რი­ცხვი ასე მა­ღა­ლი. იქ მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენ­ტამ­დე იყო აც­რი­ლი და და­ნი­ა­ში ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბი 90 პრო­ცენ­ტამ­დეა...

- ვიცი, რომ მუდ­მი­ვად თვალს ადევ­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ვი­თა­რე­ბაა და რას იტყო­დით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ! მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა, მთა­ვა­რი აც­რაა! სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ბო­ლომ­დე რე­გუ­ლა­ცი­ებ­საც ვე­ღარ გან­კარ­გავ! მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბის გამო კი არა, ხალ­ხსაც მო­ბე­ზღრდა უკვე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა... თა­ვად შე­ვეს­წა­რი მა­ღა­ზი­ა­ში, დაც­ვის წევ­რმა ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნად შე­ნიშ­ვნა მის­ცა ერთ კაცს, პირ­ბა­დე გა­ეს­წო­რე­ბი­ნა და მან არა­თუ შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო, აქეთ შე­მო­ე­და­ვა... მერე ვი­თომ გა­ის­წო­რა და რო­გორც იქა­უ­რო­ბას გას­ცდა, იქვე ჩა­მო­ი­წია... ეს უკვე ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რის სა­კი­თხია...

- და­ნი­ის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და შეგ­ვეძ­ლო ვირუ­სის მარ­თვა? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

- აქ იჩი­ნა თავი, თუ რა­ო­დენ ცუ­დია ზო­გა­დად დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლო­ბა და არა-ერ­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როა, სუს­ტად წა­რი­მარ­თა პრო­პა­გან­და, თუ რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა! არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რებ­მა, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რებ­მა აც­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყეს. ვე­რა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი მათ ვერ გა­უ­წი­ეს... ამე­რი­კა­შიც ძა­ლი­ან დი­დია ან­ტი­ვაქ­სერ­თა რი­ცხვი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და შეგ­ვეძ­ლო კარ­გად და­წყე­ბუ­ლი საქ­მე კარ­გად გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ძა­ლი­ან დიდი ბრა­ლი მი­უ­ძღვით იმ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც აც­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­დი­ან. პა­ცი­ენ­ტებს მო­უ­წო­დე­ბენ, არ აიც­რა­თო და რაღა უნდა გა­კეთ­დეს ამის მერე, მე აღარ ვიცი!

მგო­ნია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ში­შე­ბი ინერ­გე­ბო­და რე­ლი­გი­ის მხრი­და­ნაც, თით­ქოს აცრა სა­ში­ნელ სუ­ლის წა­წყმე­დას იწ­ვევ­დეს. ძნე­ლია ამას რამე ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტით უპა­სუ­ხო. თუმ­ცა გა­ვი­გე, რომ ეკ­ლე­სია ახლა უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­დის და ხალ­ხს აც­რას მო­უ­წო­დებს, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ უკვე ბევ­რი რამ და­ი­კარ­გა ამ ბრძო­ლა­ში. ვიცი, რომ იგი­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში ბევ­რი იც­რე­ბა, სხვებ­საც მო­უ­წო­დებს და ასე შეგ­ნე­ბუ­ლად უნდა მო­იქ­ცეს ყვე­ლა!

თქვენ კი­თხვა­ზე, თუ მე რას გა­ვა­კე­თებ­დი, პა­სუხზე თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ჩემ პა­სუხს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ფაქ­ტია, რომ პან­დე­მია 2022 წელ­შიც მძლავ­რად იქ­ნე­ბა, ამი­ტომ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა ხერ­ხი, რო­მელ­თა შო­რის უმ­თავ­რე­სია აც­რე­ბი. ვთხოვ ყვე­ლას - მთავ­რო­ბას, ექი­მებს, ეკ­ლე­სი­ას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვი­ტა­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცია აც­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმე­დი მაქვს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა აც­რე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი?

"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი?

დიდი ხანი არ არის, რაც დანიამ ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა და ქვეყანა ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდა. იყო ეჭვები შეზღუდვების მოხსნა გაამართლებდა თუ არა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან გაამართლა და ხალხს პირბადის არსებობა, ფაქტობრივად, დაავიწყდა.

იქ არსებულ სიტუაციაზე, ასევე საქართველოში შექმნილ უმძიმეს ეპიდვითარებაზე დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე გვესაუბრა...

- ბატონო ზაზა, დანია იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა... რამდენად გაამართლა შეზღუდვების მოხსნამ?

- დიახ, ძალიან გაამართლა... დანიაში პირბადის გამოყენება არსად აღარ არის სავალდებულო. სურვილი თუ ვინმეს აქვს, რასაკვირველია, შეუძლია ატაროს... ერთადერთი - პირბადის გამოყენების ვალდებულება რჩება მხოლოდ აეროპორტში, რადგან აეროპორტი საერთაშორისო სივრცეა და ათასი ქვეყნის წარმომადგენელი ირევა...ამას წინათ აეროპორტში მოვხვდი და გამიკვირდა, ყველას რომ პირბადე ეკეთა, მერე გამახსენდა, რომ სავალდებულო იყო. უზარმაზარი სივრცე პირბადის გარეშე გავიარე და შენიშვნა არ მოუციათ. იმდენად დამავიწყდა პირბადის აუცილებლობა, სხვებს რომ ეკეთათ, მიკვირდა...

საავადმყოფოში ხელების ჰიგიენა, ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი, სასურველია... არადა დანიელები თბილი ხალხია, უყვართ ერთმანეთის ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ახლა ყველა ერიდება... ეს საავადმყოფოში, თორემ მოსახლეობა ჩვეულებრივ განაგრძობს ბედნიერ ცხოვრებას. არც ტესტი გჭირდება არსად და არც არაფერი... ეს კი არა, უკვე საუბარია, რომ აცრილს თუ კოვიდის სიპტომები აქვს, მას ტესტიც კი არ სჭირდება, რადგან გადამდები აღარ არისო. თუმცა ამ საკითხზე დისკუსია მიდის...

სრულიად დავუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას. ძალიან პატარების, 12 წლამდე ბავშვების ჯგუფი, რომლებიც არ არიან აცრილი, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია და რადგან ყველაფერი გაიხსნა, დადებითობის მაჩვენებელმა სულ ოდნავ მოიმატა... ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.

მე უკვე მივიღე მოწვევა, რომ მესამე აცრა ჩავიტარო და ძლივს ვიპოვე ადგილი, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო... ორ კვირაში იყო პირველი თავისუფალი ადგილი და რასაკვირველია, დაუფიქრებლად ჩავეწერე... პრიორიტეტი ჰქონდათ ქრონიკული დაავადების მქონეებს და მედპერსონალს. მე, როგორც მედპერსონალი, ადრე გამომიძახეს... ჯგუფების მიხედვით ყველას ეტაპობრივად მოუწევს...

- ისრაელმაც აცრა მოსახლეობა, მაგრამ იქ ისევ იფეთქა...

- ისრაელში არ იყო აცრილთა რიცხვი ასე მაღალი. იქ მოსახლეობის 60 პროცენტამდე იყო აცრილი და დანიაში ორჯერ აცრილები 90 პროცენტამდეა...

- ვიცი, რომ მუდმივად თვალს ადევნებთ საქართველოში რა ვითარებაა და რას იტყოდით?

- ძალიან რთული სიტუაციაა და ძალიან ვწუხვარ! მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის აცრა, მთავარი აცრაა! საქართველოში იმდენად რთული სიტუაციაა, ბოლომდე რეგულაციებსაც ვეღარ განკარგავ! მხოლოდ პოლიტიკური ამბების გამო კი არა, ხალხსაც მობეზღრდა უკვე რეგულაციების დაცვა... თავად შევესწარი მაღაზიაში, დაცვის წევრმა ძალიან თავაზიანად შენიშვნა მისცა ერთ კაცს, პირბადე გაესწორებინა და მან არათუ შენიშვნა მიიღო, აქეთ შემოედავა... მერე ვითომ გაისწორა და როგორც იქაურობას გასცდა, იქვე ჩამოიწია... ეს უკვე შინაგანი კულტურის საკითხია...

- დანიის მსგავსად საქართველო პატარა ქვეყანაა და შეგვეძლო ვირუსის მართვა? თქვენ როგორ ფიქრობთ?

- აქ იჩინა თავი, თუ რაოდენ ცუდია ზოგადად დეცენტრალიზებულობა და არა-ერთობა. სამწუხაროა, სუსტად წარიმართა პროპაგანდა, თუ რამდენად აუცილებელია აცრა! არაკომპეტენტურებმა, არაკვალიფიციურებმა აცრების საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყეს. ვერანაირი კონტროლი მათ ვერ გაუწიეს... ამერიკაშიც ძალიან დიდია ანტივაქსერთა რიცხვი, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და შეგვეძლო კარგად დაწყებული საქმე კარგად გაგვეგრძელებინა.

ძალიან დიდი ბრალი მიუძღვით იმ არაკვალიფიციურ ექიმებს, რომლებიც აცრების საწინააღმდეგოდ გამოდიან. პაციენტებს მოუწოდებენ, არ აიცრათო და რაღა უნდა გაკეთდეს ამის მერე, მე აღარ ვიცი!

მგონია, რომ სერიოზული შიშები ინერგებოდა რელიგიის მხრიდანაც, თითქოს აცრა საშინელ სულის წაწყმედას იწვევდეს. ძნელია ამას რამე ლოგიკური არგუმენტით უპასუხო. თუმცა გავიგე, რომ ეკლესია ახლა უფრო აქტიურად გამოდის და ხალხს აცრას მოუწოდებს, რაც მისასალმებელია, მაგრამ უკვე ბევრი რამ დაიკარგა ამ ბრძოლაში. ვიცი, რომ იგივე ეკლესიაში ბევრი იცრება, სხვებსაც მოუწოდებს და ასე შეგნებულად უნდა მოიქცეს ყველა!

თქვენ კითხვაზე, თუ მე რას გავაკეთებდი, პასუხზე თავს შევიკავებ, რადგან ჩემ პასუხს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ პანდემია 2022 წელშიც მძლავრად იქნება, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხერხი, რომელთა შორის უმთავრესია აცრები. ვთხოვ ყველას - მთავრობას, ექიმებს, ეკლესიას, რომ მაქსიმალურად მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია აცრის აუცილებლობის შესახებ, ასევე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება აცრების მზარდი რაოდენობით.