მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო? - ხათუნა ზახაშვილი განმარტება
ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო? - ხათუნა ზახაშვილი განმარტება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა ნა­წი­ლის­თვის იქ­ნე­ბა გრი­პის ვაქ­ცი­ნა უფა­სო.

რო­გორც ზა­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, წელს სა­ხელ­მწი­ფომ გრი­პის 200 000 დოზა ვაქ­ცი­ნა შე­ის­ყი­და. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღე­ი­დან გრი­პის ვაქ­ცი­ნა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

„მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის­თვის სა­ხელ­მწი­ფომ გრი­პის 4-ვა­ლენ­ტი­ა­ნი 200 000 დოზა ვაქ­ცი­ნა შე­ის­ყი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის და მათ ეს ვაქ­ცი­ნა წელს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, უფა­სოდ მი­ე­წო­დე­ბათ. ეს ჯგუ­ფე­ბია: ორ­სუ­ლე­ბი, დი­ა­ლეზ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, მო­ხუც­თა სახ­ლე­ბი­სა და ბავ­შვთა სახ­ლე­ბის ბი­ნად­რე­ბი და მათი მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლი, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბი, ასე­ვე ვე­ტე­რი­ნა­რი­ის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და 60 წელს ზე­ვით ასა­კის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი.

წელს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. მათ შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა იმ პუნ­ქტს მი­მარ­თონ, სა­დაც გრი­პის ვაქ­ცი­ნე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი და მი­ი­ღონ ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გრი­პის ვაქ­ცი­ნა ყვე­ლა იმ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სა­დაც ზო­გა­დად, ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა.

„გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ერ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლად ატა­რებს ვაქ­ცი­ნას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს გან­სხვავ­დე­ბა კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის­გან და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სპე­ცი­ფი­უ­რი რი­გე­ბის­გან სის­ტე­მა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იასე
0

დღეს უარი მითხრეს მე19 პოლიკლინიკაში, 70 წელს გადაცილებული ვარ, მითხრეს ფასიანიაო თქვენთვისო, ორსულებისთვის უფასოო.

21
1

ქალბატონო ხათუნა, პოლიკლინიკამ უარი გვითხრა 69 წლის ადამიანს უფასო ვაქცინაზე. ვეკუას ქუჩაზე. ვეღარ გავიგე რა ვქნა პენსიონერმა, როგორ გადავიხადო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო? - ხათუნა ზახაშვილი განმარტება

ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო? - ხათუნა ზახაშვილი განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, საზოგადოების რა ნაწილისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო.

როგორც ზახაშვილი აღნიშნავს, წელს სახელმწიფომ გრიპის 200 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა. მისივე განცხადებით, დღეიდან გრიპის ვაქცინა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

„მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ გრიპის 4-ვალენტიანი 200 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათ ეს ვაქცინა წელს, ტრადიციულად, უფასოდ მიეწოდებათ. ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალეზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ასევე ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზევით ასაკის ნებისმიერი ადამიანი.

წელს ამ ადამიანებისთვის ვაქცინა იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. მათ შეუძლიათ ყველა იმ პუნქტს მიმართონ, სადაც გრიპის ვაქცინებია განლაგებული და მიიღონ ეს მომსახურება“,- განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველა იმ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, სადაც ზოგადად, ვაქცინაცია ტარდება.

„გრიპის ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ პოლიკლინიკაში, რომელიც სტანდარტულად ატარებს ვაქცინას. ხშირ შემთხვევაში ეს განსხვავდება კოვიდ ვაქცინაციის ცენტრებისგან და ვიმედოვნებთ, რომ სპეციფიური რიგებისგან სისტემა დაცული იქნება“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.