პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)
"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ გუ­შინ 20 წლით უფ­რო­სი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი გა­მო­ა­ჩი­ნა. ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა უკვე ერთი წე­ლია, რაც მო­დელ­თან და ტე­ლე­სა­ხეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ალექ­სან­დრამ გა­ნა­ცხა­და.

სკან­და­ლუ­რი "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ. ალექ­სან­დრა ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რია და "ინ­სტაგ­რამ­ზე" 220 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს. რო­გორც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, მისი და კო­დუ­ას ფო­ტო­ე­ბი, სთო­რი­ში 200 ათას­მა ადა­მი­ან­მა ნახა. წყვი­ლი ნო­ემ­ბერ­ში სა­ერ­თო შვილს, გო­გო­ნას ელო­დე­ბა.

Ambebi.ge-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ტე­ლე­სა­ხე ამ­ბობს, რომ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა პრობ­ლე­მას არ უქ­მნის და მალე ქორ­წილ­საც და­ა­ა­ნონ­სებს.

- ალექ­სან­დრა, დიდ­ხანს მა­ლავ­დით საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, მალე ბავ­შვს ელო­დე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც გა­მო­უ­ჩი­ნეთ...

- ფაქ­ტის სა­ხით მე ვავ­რცე­ლებ­დი, რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ვარ! 1 წე­ლია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. 2 წე­ლია ერ­თად ვართ. ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია, ღირ­სე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის, ადა­მი­ა­ნო­ბის, სულ­გრე­ლო­ბის და კე­თი­ლი გეგ­მე­ბის გამო. ასე­ვე იმი­ტომ რომ უდი­დე­სი სტი­მუ­ლი მომ­ცა, მისი დეპ­რე­სი­უ­ლი და სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მე­ლა­მა­ზე­ბი­ნა და გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა, ადა­მი­ა­ნის ტრანსფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და სიყ­ვა­რულ­ში ამის კე­თე­ბა ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი ყო­ფი­ლა. 50 წლის ასაკ­ში ასე­თი სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ­მა ინატ­როს…

მი­თუ­მე­ტეს ასეთ და­კონ­სერ­ვე­ბულ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე ჭო­რა­ობს, ქი­ლი­კობს და სე­ირს უყუ­რებს. მე ვიცი, რომ ყვე­ლა სტე­რე­ო­ტიპს და­ვამ­სხვრევ რაც ჩვენ ცნო­ბი­ერ­ში ჩა­ბეჭ­და წლებ­მა. ამას გუ­ლით ვგრძნობ, რომ ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი და­ვიმ­სა­ხუ­რე და ჩემს გვერ­დით უფრო ძლი­ე­რი გახ­დე­ბა. ვგიჟ­დე­ბი მის ენერ­გე­ტი­კა­ზე და ემო­ცი­ურ ასაკ­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­სას ემ­თხვე­ვა!

- ფო­ტო­ებ­ზე, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნე, და­წე­რე მი­სის და მის­ტერ კო­დუა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლის გვარ­ზე ხომ არ აპი­რებ გა­დას­ვლას?

- კი, კი, ქორ­წი­ნე­ბას და თეთრ კა­ბა­საც და­ვა­ა­ნონ­სებთ მალე. გვარ­ზე არ გა­და­ვალ, მაგ­რამ მი­ვი­წერ სი­ა­მოვ­ნე­ბით - პა­ი­ჭა­ძე-კო­დუა ვიქ­ნე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 147 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ყველას ბედნიერებას ვუსურვებ.

ერთი რჩევა კოდუას, ხელშეკრულება გააფორმეთ, რომ განქორწინების შემთხვევაში მეუღლეს რაიმე ქონებრივი პრეტენზია არ ექნება...

......
1

თეთრი აუცილებლად უბიწოების და სიწმინდის სიმბოლო!!!

ავტორი:

"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

ალექსანდრა პაიჭაძემ გუშინ 20 წლით უფროსი საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა. ბიზნესმენი დავით კოდუა უკვე ერთი წელია, რაც მოდელთან და ტელესახესთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ალექსანდრამ განაცხადა.

სკანდალური "ლავსთორის" შესახებ მეორე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ. ალექსანდრა ასევე წარმატებული ინფლუენსერია და "ინსტაგრამზე" 220 ათასი გამომწერი ჰყავს. როგორც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, მისი და კოდუას ფოტოები, სთორიში 200 ათასმა ადამიანმა ნახა. წყვილი ნოემბერში საერთო შვილს, გოგონას ელოდება.

Ambebi.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელესახე ამბობს, რომ ასაკობრივი სხვაობა პრობლემას არ უქმნის და მალე ქორწილსაც დააანონსებს.

- ალექსანდრა, დიდხანს მალავდით საყვარელ მამაკაცს, მალე ბავშვს ელოდებით და საზოგადოებას უკვე თქვენი მეორე ნახევარიც გამოუჩინეთ...

- ფაქტის სახით მე ვავრცელებდი, როგორი შეყვარებულიც ვარ! 1 წელია, ერთად ვცხოვრობთ. 2 წელია ერთად ვართ. ჩემთვის ნომერ პირველი მამაკაცია, ღირსეული თვისებების, ადამიანობის, სულგრელობის და კეთილი გეგმების გამო. ასევე იმიტომ რომ უდიდესი სტიმული მომცა, მისი დეპრესიული და სტრესული ცხოვრება გამელამაზებინა და გამეხალისებინა, ადამიანის ტრანსფორმაცია ყოველთვის მაინტერესებდა და სიყვარულში ამის კეთება ნამდვილი სასწაული ყოფილა. 50 წლის ასაკში ასეთი საოცარი გამოცდილება ნებისმიერმა ინატროს…

მითუმეტეს ასეთ დაკონსერვებულ ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთზე ჭორაობს, ქილიკობს და სეირს უყურებს. მე ვიცი, რომ ყველა სტერეოტიპს დავამსხვრევ რაც ჩვენ ცნობიერში ჩაბეჭდა წლებმა. ამას გულით ვგრძნობ, რომ ძლიერი მამაკაცი დავიმსახურე და ჩემს გვერდით უფრო ძლიერი გახდება. ვგიჟდები მის ენერგეტიკაზე და ემოციურ ასაკზე, რომელიც ჩემსას ემთხვევა!

- ფოტოებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნე, დაწერე მისის და მისტერ კოდუა, ოფიციალურად დაოჯახების შემდეგ, მეუღლის გვარზე ხომ არ აპირებ გადასვლას?

- კი, კი, ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ მალე. გვარზე არ გადავალ, მაგრამ მივიწერ სიამოვნებით - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები.