საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­საც ვერ წა­არ­თმევ, ისაა, რომ აქვს დიდი უნა­რი მის­და­მი სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტე­რე­სის სა­ბა­ბი შექ­მნას. მო­რიგ და­ჭე­რა-და­კა­ვე­ბებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ახლა მან ინ­ტი­მით მი­ი­პყრო რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს მცხოვ­რებ­თა ყუ­რა­დღე­ბა.

კაც­მა რომ თქვას, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, პი­რა­დი და კერ­ძო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა ჩვენ­ში ჯერ კი­დევ გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ჩო­თი­როდ მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა დროს თა­ვი­სი მო­აქვს - დღეს პო­ლი­ტი­კო­სი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, ქო­ნე­ბა და ზნე­ობ­რივ-მო­რა­ლუ­რი მხა­რე გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს. თუ ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა სურს, იგი მზად უნდა იყო იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბით... გა­ვიხ­სე­ნოთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ნა­ცი­ო­ნა­ლურ-სო­ცი­ა­ლის­ტურ-კო­მუ­ნის­ტუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა - "სა­უ­კე­თე­სო მე­ო­ჯა­ხე“, "მო­რა­ლუ­რად მყა­რი“, "ზნე­ობ­რი­ვად - სა­მა­გა­ლი­თო“...

არა­ვის­თვის არაა და­მა­ლუ­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შუ­ა­გულ­ში ტრი­ა­ლებ­და, ან პი­რი­ქით, ქა­ლე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ მის ირ­გვლივ და ბუ­ზი­ვით ეხ­ვე­ოდ­ნენ. ასე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე ჰყავ­და, გვერ­დზეც ხში­რად იხე­დე­ბო­და ხოლ­მე), იგი­ვე მე­ორ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­შიც; ჯერ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტზე ქა­ლე­ბი კი­ე­ვი­დან და მოს­კო­ვი­დან "გა­მო­ი­წე­რა“, შემ­დეგ კი - უკვე კი­ევ­ში, პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­და და მის მზე­რა­ში მო­ექ­ცა ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) იას­კო.

  • ვინ არის ლიზა იას­კო?

ლიზა იას­კო 1990 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და კი­ევ­ში. ლი­ზას მამა ალექ­სი ან­დრე­ე­ვი­ჩი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა, ეროვ­ნუ­ლი ან­სამ­ბლის "კი­ე­ვის კა­მე­რა­ტას“ დი­რექ­ტო­რი, უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და მრა­ვა­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ლი­ზას დე­დის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა, დე­დის ვი­ნა­ო­ბა არ­ცერთ მის ოფი­ცი­ა­ლურ თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. შემ­თხვე­ვი­თია თუ არა ეს, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში ცნო­ბე­ბი მისი დედ-მა­მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რია. გარ­და ამი­სა, უც­ნო­ბია, ჰყავს თუ არა და-ძმე­ბი.

ლი­ზას მამა

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2019 წელს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ლიზა იას­კოს მა­მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში და წერ­და, რომ ის არის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფონ­დი­სა: "რუ­სუ­ლი მუ­სი­კა და კულ­ტუ­რა". ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას დე­პუ­ტატ­მა უპა­სუ­ხა, - ეს ფონ­დი მა­მა­მის­მა და­ა­არ­სა 2008 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ რუ­სე­თი ყი­რი­მის ანექ­სი­ას მო­ახ­დენ­დაო...

ლი­ზას კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც მღე­რის, რისი ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი იძებ­ნე­ბა.

ლიზა კი­ე­ვის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, რო­მე­ლიც პო­ლი­ტო­ლო­გის მა­გის­ტრის წო­დე­ბით და­ას­რუ­ლა. ბევ­რმა არ იცის, რომ იგი მოს­კო­ვის მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და ერთ-ერთი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით - 2013 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის ივ­ნი­სის ჩათ­ვლით.

შემ­დეგ ლი­ზამ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა და­სავ­ლეთ­შიც მო­ი­სურ­ვა და ბედი ერ­თდრო­უ­ლად მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ სამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სცა­და - დო­კუ­მენ­ტე­ბი გაგ­ზავ­ნა კემ­ბრი­ჯში, ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა­ში და ოქსფორდში. სა­ბო­ლო­ოდ ოქსფორ­დი აირ­ჩია - მისი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო მა­ღა­ლი დო­ნის ცოდ­ნის მი­ღე­ბა. სწავ­ლა, რა თქმა უნდა, ოქსფორდში იაფი არ იყო (80 ათა­სი დო­ლა­რი წე­ლი­წად­ში), მაგ­რამ ლი­ზას ეს ნაკ­ლე­ბად ადარ­დებ­და - ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის სწავ­ლას უკ­რა­ი­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი­სა და ფი­ლანტრო­პის ვიქ­ტორ პინ­ჩუ­კის ფონ­დი აფი­ნან­სებ­და.

მოკ­ლედ, ლი­ზას მშვე­ნი­ე­რი პორ­ტფო­ლიო აქვს - იგი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში ლიზა იას­კომ ოქსფორდში თვი­თონ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა იმ სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფი, რომ­ლებ­საც უკ­რა­ი­ნი­სად­მი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სურ­დათ. სწო­რედ იმ დროს გა­მო­ავ­ლი­ნა მან კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.

ლიზა მო­ნა­წი­ლე­ობ­და "მა­იდ­ნის“ მოვ­ლე­ნებ­შიც - პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ფო­ტო­სუ­რა­თი, როცა სა­ხალ­ხო გა­მოს­ვლე­ბის დროს იგი მო­ე­დან­ზე, სცე­ნა­ზე დად­გმულ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და.

"ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ პარ­ტი­ა­ში იგი 2019 წელს მოხ­ვდა, ხოლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და დე­და­მი­სი პი­რა­დად 2020 წელს გა­იც­ნო.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი: ლიზა, სან­დრა და მიშა

ლიზა იას­კო სამი წლის იყო, როცა მიშა და სან­დრა შე­უღლდნენ. ბევ­რმა შე­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი "საყ­ვა­რე­ლი თუ მე­გო­ბა­რი ქალი“ ლიზა იას­კო რა­ღა­ცით ჰგავს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის კა­ნო­ნი­ერ ცოლს სან­დრა რუ­ლოვსს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ლი­ზას და სან­დრას გზე­ბი პირ­ვე­ლად ნი­დერ­ლან­დებ­ში (ჰო­ლან­დი­ა­ში) "გა­და­იკ­ვე­თა“, სა­დაც იგი კო­ორ­დი­ნი­რებ­და უკ­რა­ი­ნის კამ­პა­ნი­ას სა­ხელ­წო­დე­ბით Hop Nederland Hop და მულ­ტი­მე­დი­აპ­რო­ექტს UN Hundred-ს. არა­ვინ იცის, გა­იც­ნეს თუ არა მათ მა­შინ ერ­თმა­ნე­თი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ამ­ჟა­მინ­დელ უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტატ ქალ­ზე 23 წლით უფ­რო­სია, მაგ­რამ იმ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლოს ექსლი­დე­რი მიშა და "ვერ­ხოვ­ნა რა­დას" წევ­რი ლიზა თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებნ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მე­ტიც, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, - ლი­ზას­თან ერთდ ახალ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას ვი­წყე­ბო...

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლიზა იას­კო­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ეჭ­ვოდ და­ახ­ლო­ე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მა­ს­მე­დი­ი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა. ხმე­ბი ჯერ გა­სულ წელს გავ­რცელ­და, როცა ლი­ზამ მი­ხე­ი­ლის სახ­ლში სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო. უკ­რა­ი­ნის ში­და­სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­ა­რუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ლი­ზას ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგ ალექ­სი ჩერ­ნის­თან, თა­ნაც იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი იყო მათი სი­ახ­ლო­ვე, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ზეც ფიქ­რობ­დნენ. მაგ­რამ, შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ლი­ზას თავ­ბრუ და­ახ­ვია და მა­ნაც მიშა აირ­ჩია. ლი­ზას შე­იძ­ლე­ბა გა­ვუ­გოთ: მიშა, მარ­თა­ლია, ყო­ფი­ლია, მაგ­რამ ის მა­ინც პრე­ზი­დენ­ტი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, მას უფრო მეტი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგს.

  • მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კო­სი და მისი ქო­ნე­ბა

ლიზა იას­კო ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტია, არის მრა­ვა­ლი ჯგუ­ფი­სა და კო­მი­სი­ის წევ­რი, 2019 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2021 წლის 11 იან­ვრამ­დე იყო უკ­რა­ი­ნის მუდ­მი­ვი დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში.

რად­გა­ნაც იგი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად გა­მო­დის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, წერს სტა­ტი­ებ­საც. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია მისი პუბ­ლი­კა­ცია აშშ-ის "ატ­ლან­ტუ­რი საბ­ჭოს“ (Atlantic Council) ვებგ­ვერ­დზე, 2021 წლის 11 მა­ი­სით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, სა­თა­უ­რით: "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­კა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბაა“. ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ლიზა ამე­რი­კას მო­უ­წო­დებს, რომ უკ­რა­ი­ნას მეტი ია­რა­ღი მის­ცეს რუ­სეთ­თან "თავ­დაც­ვი­თი ომის“ სა­წარ­მო­ებ­ლად. მისი აზ­რით, რუ­სეთს - რო­გორც აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნას - უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის მთე­ლი სამ­ხრე­თის წარ­თმე­ვა შე­უძ­ლია.

ელექტრო­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია შე­მო­სავ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ლიზა იას­კომ 2021 წლის 7 აპ­რილს წა­რად­გი­ნა.

მას­ში დე­პუ­ტატ­მა მი­უ­თი­თა, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ვორ­ზელ­ში, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. ვორ­ზელ­ში სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატს აქვს 38,8 კვ.მეტ­რის ფარ­თო­ბის ბინა, რო­მე­ლიც 145 455 გრივ­ნად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. კი­ევ­ში ლი­ზას ასე­ვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აქვს 147 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ბინა. სხვა­თა შო­რის, ბინა ეკუთ­ვნის გრი­გო­რი სმი­ტი­უკს, რომ­ლის სა­ხე­ლი, გვა­რი და მა­მის სა­ხე­ლი მთლი­ა­ნად ემ­თხვე­ვა ვერ­ხოვ­ნა რა­დას მე-5 და მე-6 მოწ­ვე­ვის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხელს. ეს ადა­მი­ა­ნი ცნო­ბი­ლია იმით, რომ 2013 წლის 15 დე­კემ­ბრის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მი­ტინგზე მო­უ­წო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ლიზა იას­კოს რა­ი­მე კავ­ში­რი ბი­ნის მფლო­ბელ "ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თან“.

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ლიზა იას­კოს სა­კუთ­რე­ბა­ში აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლი SUZUKI VITARA, 470 ათას გრივ­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი. "ვერ­ხოვ­ნა რა­და­ში" ერთი წლის მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლიზა იას­კომ ხელ­ფა­სის სა­ხით 477 808 გრივ­ნა აიღო, კი­დევ 504 480 გრივ­ნა - დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ხოლო 90 ათა­სი გრივ­ნა - "უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის“.

ლიზა იას­კოს ნარღდი ფუ­ლის სა­ხით დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას ჰქონ­და 5 ათას დო­ლა­რი, 2660 ევრო და 40 ათას გრივ­ნა. აქვს რამ­დე­ნი­მე ან­გა­რი­ში უკ­რა­ი­ნის "პრი­ვატ­ბან­კში“, რომ­ლებ­ზეც იმ­ჟა­მად ერი­ცხე­ბო­და: 40 557 გრივ­ნა, 1414 ევრო და 4109 დო­ლა­რი. აღე­ბუ­ლი აქვს კრე­დი­ტი 2 მი­ლი­ონ 23 ათა­სი გრივ­ნის ოდე­ნო­ბით.

ლი­ზას პორ­ტრე­ტის შტრი­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა ასე და­ვას­რუ­ლოთ: თუ რვა წლის წინ, 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იზო­ლა­ტორ­თან სან­დრა ელო­დე­ბო­და, ახლა თბი­ლის­ში იგი­ვეს ლიზა აკე­თებს.

"დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლი­ზამ კი­თხვა­ზე: - რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გახ­მა­უ­რე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის წინ? - ასე უპა­სუ­ხა: "თუ ადა­მი­ანს მხარს უჭერ, თუ მას იცავ რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს და თა­ნამ­ზრახ­ველს, რო­გორც მე­გო­ბარს და ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, მა­შინ სხვაგ­ვა­რად ვერ მო­იქ­ცე­ვი. ეს ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და თუ კი­დევ რა­ი­მე მოხ­დე­ბა, ჩვენ ამ ფაქტსაც ყვე­ლას ვაც­ნო­ბებთ".წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

ავ­ტო­რი: ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
14

მიუჩინა აგენტი რუსეთის ფსბ- მ მიშას!

მერე რა
39

მერე რა, ქოცებსაც ყავთ უკრაინელი ცოლები. მარტო ნაცები ნუ ამაყობთ ლამაზი ცოლებით

მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?

მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?

მიხეილ სააკაშვილს რასაც ვერ წაართმევ, ისაა, რომ აქვს დიდი უნარი მისდამი საინფორმაციო ინტერესის საბაბი შექმნას. მორიგ დაჭერა-დაკავებებს რომ თავი დავანებოთ, ახლა მან ინტიმით მიიპყრო როგორც უკრაინელების, ასევე ისტორიული სამშობლოს - საქართველოს მცხოვრებთა ყურადღება.

კაცმა რომ თქვას, ქალისა და მამაკაცის არასამსახურებრივი, პირადი და კერძო ურთიერთობების თემა ჩვენში ჯერ კიდევ გარკვეულწილად საჩოთიროდ მიიჩნევა, თუმცა დროს თავისი მოაქვს - დღეს პოლიტიკოსისა და თანამდებობის პირის ოჯახური ცხოვრება, ქონება და ზნეობრივ-მორალური მხარე გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა სურს, იგი მზად უნდა იყო იმისათვის, რომ საზოგადოება აუცილებლად დაინტერესდება ცნობილი ადამიანის სახელთან დაკავშირებული ამბებით... გავიხსენოთ თანამდებობის პირის ნაციონალურ-სოციალისტურ-კომუნისტური დახასიათება - "საუკეთესო მეოჯახე“, "მორალურად მყარი“, "ზნეობრივად - სამაგალითო“...

არავისთვის არაა დამალული, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ქალბატონების შუაგულში ტრიალებდა, ან პირიქით, ქალები ტრიალებდნენ მის ირგვლივ და ბუზივით ეხვეოდნენ. ასე იყო საქართველოში, მისი პრეზიდენტობის დროს (მიუხედავად იმისა, რომ მას კანონიერი მეუღლე ჰყავდა, გვერდზეც ხშირად იხედებოდა ხოლმე), იგივე მეორდება უკრაინაშიც; ჯერ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე ქალები კიევიდან და მოსკოვიდან "გამოიწერა“, შემდეგ კი - უკვე კიევში, პოლიტიკურ ელიტაში მიიხედ-მოიხედა და მის მზერაში მოექცა ახალგაზრდა დეპუტატი ელიზავეტა (ლიზა) იასკო.

  • ვინ არის ლიზა იასკო?

ლიზა იასკო 1990 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა კიევში. ლიზას მამა ალექსი ანდრეევიჩი ცნობილი უკრაინელი მევიოლინეა, ეროვნული ანსამბლის "კიევის კამერატას“ დირექტორი, უკრაინის სახალხო არტისტი და მრავალი პრემიის ლაურეატი. საინტერესოა, რომ ლიზას დედის შესახებ მასალები თითქმის არ მოიპოვება, დედის ვინაობა არცერთ მის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის. შემთხვევითია თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში ცნობები მისი დედ-მამის შესახებ ძალიან მწირია. გარდა ამისა, უცნობია, ჰყავს თუ არა და-ძმები.

ლიზას მამა

საინტერესოა, რომ 2019 წელს უკრაინული მედია ლიზა იასკოს მამას ადანაშაულებდა რუსეთთან კავშირში და წერდა, რომ ის არის დამფუძნებელი ფონდისა: "რუსული მუსიკა და კულტურა". ამ თემაზე დასმულ შეკითხვას დეპუტატმა უპასუხა, - ეს ფონდი მამამისმა დააარსა 2008 წელს, როდესაც უკრაინაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდაო...

ლიზას კარგი მუსიკალური განათლება აქვს მიღებული და საკმაოდ კარგადაც მღერის, რისი ამსახველი არაერთი ვიდეოჩანაწერი იძებნება.

ლიზა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც პოლიტოლოგის მაგისტრის წოდებით დაასრულა. ბევრმა არ იცის, რომ იგი მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობდა ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამით - 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით.

შემდეგ ლიზამ სწავლის გაგრძელება დასავლეთშიც მოისურვა და ბედი ერთდროულად მსოფლიოში ცნობილ სამ უმაღლეს სასწავლებელში სცადა - დოკუმენტები გაგზავნა კემბრიჯში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და ოქსფორდში. საბოლოოდ ოქსფორდი აირჩია - მისი პრიორიტეტი იყო მაღალი დონის ცოდნის მიღება. სწავლა, რა თქმა უნდა, ოქსფორდში იაფი არ იყო (80 ათასი დოლარი წელიწადში), მაგრამ ლიზას ეს ნაკლებად ადარდებდა - ოქსფორდის უნივერსიტეტში პირველი უკრაინელი ქალიშვილის სწავლას უკრაინელი მილიარდერისა და ფილანტროპის ვიქტორ პინჩუკის ფონდი აფინანსებდა.

მოკლედ, ლიზას მშვენიერი პორტფოლიო აქვს - იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ ყველა ახალგაზრდულ ღონისძიებებში. 2013 წლის ნოემბერში ლიზა იასკომ ოქსფორდში თვითონ ჩამოაყალიბა იმ სტუდენტთა ჯგუფი, რომლებსაც უკრაინისადმი დახმარების გაწევა სურდათ. სწორედ იმ დროს გამოავლინა მან კარგი ორგანიზატორული თვისებები.

ლიზა მონაწილეობდა "მაიდნის“ მოვლენებშიც - პოპულარული გახდა ფოტოსურათი, როცა სახალხო გამოსვლების დროს იგი მოედანზე, სცენაზე დადგმულ ფორტეპიანოზე უკრავდა.

"ხალხის მსახურის“ პარტიაში იგი 2019 წელს მოხვდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და დედამისი პირადად 2020 წელს გაიცნო.

  • სასიყვარულო სამკუთხედი: ლიზა, სანდრა და მიშა

ლიზა იასკო სამი წლის იყო, როცა მიშა და სანდრა შეუღლდნენ. ბევრმა შენიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი "საყვარელი თუ მეგობარი ქალი“ ლიზა იასკო რაღაცით ჰგავს ექსპრეზიდენტის კანონიერ ცოლს სანდრა რულოვსს ახალგაზრდობაში.

შეიძლება ითქვას, რომ ლიზას და სანდრას გზები პირველად ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში) "გადაიკვეთა“, სადაც იგი კოორდინირებდა უკრაინის კამპანიას სახელწოდებით Hop Nederland Hop და მულტიმედიაპროექტს UN Hundred-ს. არავინ იცის, გაიცნეს თუ არა მათ მაშინ ერთმანეთი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელ უკრაინელ დეპუტატ ქალზე 23 წლით უფროსია, მაგრამ იმ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გამოქვეყნდა, საქართველოს ექსლიდერი მიშა და "ვერხოვნა რადას" წევრი ლიზა თანაცხოვრების შესახებ ავრცელებნ ინფორმაციას, მეტიც, სააკაშვილი ამბობს, - ლიზასთან ერთდ ახალ ოჯახურ ცხოვრებას ვიწყებო...

რასაკვირველია, ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის საეჭვოდ დაახლოება უკრაინული მასმედიისა და პოლიტიკოსებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ხმები ჯერ გასულ წელს გავრცელდა, როცა ლიზამ მიხეილის სახლში სიარული დაიწყო. უკრაინის შიდასაპარლამენტო მოარული ხმების თანახმად, ლიზას ურთიერთობა ჰქონდა პარტია "ხალხის მსახურის“ პოლიტტექნოლოგ ალექსი ჩერნისთან, თანაც იმდენად სერიოზული იყო მათი სიახლოვე, რომ ქორწინებაზეც ფიქრობდნენ. მაგრამ, შემდეგ გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, ლიზას თავბრუ დაახვია და მანაც მიშა აირჩია. ლიზას შეიძლება გავუგოთ: მიშა, მართალია, ყოფილია, მაგრამ ის მაინც პრეზიდენტი იყო და შესაბამისად, მას უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ახალგაზრდა პოლიტტექნოლოგს.

  • მოაზროვნე პოლიტიკოსი და მისი ქონება

ლიზა იასკო ამჟამად უკრაინის პარლამენტის აქტიური დეპუტატია, არის მრავალი ჯგუფისა და კომისიის წევრი, 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე იყო უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

რადგანაც იგი განათლებული და აქტიური ადამიანია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წერს სტატიებსაც. მაგალითად, ცნობილია მისი პუბლიკაცია აშშ-ის "ატლანტური საბჭოს“ (Atlantic Council) ვებგვერდზე, 2021 წლის 11 მაისით დათარიღებული, სათაურით: "ვლადიმერ პუტინის შეკავების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღებაა“. ახალგაზრდა დეპუტატი ლიზა ამერიკას მოუწოდებს, რომ უკრაინას მეტი იარაღი მისცეს რუსეთთან "თავდაცვითი ომის“ საწარმოებლად. მისი აზრით, რუსეთს - როგორც აგრესორ ქვეყანას - უკრაინისათვის მთელი სამხრეთის წართმევა შეუძლია.

ელექტრონული დეკლარაცია შემოსავლების თაობაზე ლიზა იასკომ 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა.

მასში დეპუტატმა მიუთითა, რომ დარეგისტრირებულია კიევის ოლქის ქალაქ ვორზელში, მაგრამ დედაქალაქში ცხოვრობს. ვორზელში სახალხო დეპუტატს აქვს 38,8 კვ.მეტრის ფართობის ბინა, რომელიც 145 455 გრივნად არის შეფასებული. კიევში ლიზას ასევე დაქირავებული აქვს 147 კვადრატული მეტრის ბინა. სხვათა შორის, ბინა ეკუთვნის გრიგორი სმიტიუკს, რომლის სახელი, გვარი და მამის სახელი მთლიანად ემთხვევა ვერხოვნა რადას მე-5 და მე-6 მოწვევის ყოფილი დეპუტატის, რეგიონების პარტიის წარმომადგენლის სახელს. ეს ადამიანი ცნობილია იმით, რომ 2013 წლის 15 დეკემბრის სახელისუფლებო მიტინგზე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ უკრაინისთვის დახმარება გაეწია. ჯერჯერობით დაუდგენელია "ხალხის მსახურის“ ლიზა იასკოს რაიმე კავშირი ბინის მფლობელ "ოპოზიციონერთან“.

როგორც დეკლარაციაშია ნაჩვენები, ლიზა იასკოს საკუთრებაში აქვს ავტომობილი SUZUKI VITARA, 470 ათას გრივნად შეფასებული. "ვერხოვნა რადაში" ერთი წლის მუშაობის განმავლობაში ლიზა იასკომ ხელფასის სახით 477 808 გრივნა აიღო, კიდევ 504 480 გრივნა - დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის, ხოლო 90 ათასი გრივნა - "უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის“.

ლიზა იასკოს ნარღდი ფულის სახით დეკლარაციის შევსებისას ჰქონდა 5 ათას დოლარი, 2660 ევრო და 40 ათას გრივნა. აქვს რამდენიმე ანგარიში უკრაინის "პრივატბანკში“, რომლებზეც იმჟამად ერიცხებოდა: 40 557 გრივნა, 1414 ევრო და 4109 დოლარი. აღებული აქვს კრედიტი 2 მილიონ 23 ათასი გრივნის ოდენობით.

ლიზას პორტრეტის შტრიხები შეიძლება ასე დავასრულოთ: თუ რვა წლის წინ, 2017 წლის დეკემბერში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს იზოლატორთან სანდრა ელოდებოდა, ახლა თბილისში იგივეს ლიზა აკეთებს.

"დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლიზამ კითხვაზე: - რატომ გადაწყვიტეთ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის გახმაურება მისი საქართველოში დაბრუნების წინ? - ასე უპასუხა: "თუ ადამიანს მხარს უჭერ, თუ მას იცავ როგორც პოლიტიკოსს და თანამზრახველს, როგორც მეგობარს და ძალიან ახლობელ ადამიანს, მაშინ სხვაგვარად ვერ მოიქცევი. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და თუ კიდევ რაიმე მოხდება, ჩვენ ამ ფაქტსაც ყველას ვაცნობებთ". წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

ავტორი: ანა გიორგაძე