სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო პიკის დროს მოსული" - სოზარ სუბარი "ნაცმოძრაობის" აქციაზე
"რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო პიკის დროს მოსული" - სოზარ სუბარი "ნაცმოძრაობის" აქციაზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და მის­მა ლი­დერ­მა მო­იკ­ლეს თავი, ყვე­ლა, ვინც კი შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­სუ­ლი­ყო, რომ გა­მო­ეყ­ვა­ნათ და რა­საც მე მე­უბ­ნე­ბი­ან, 13 000 ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო დღეს პი­კის დროს მო­სუ­ლი , - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, სო­ზარ სუ­ბარ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე მო­უხ­დის სას­ჯელს სა­პა­ტიმ­რო­ში.

რო­გორც სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, ახლა შე­საძ­ლოა უკვე 13 000-ზე ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი იყოს.

მისი თქმით, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ვე­ღარ შეძ­ლებლს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას და ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბა.

„აქ­ცია პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ტარ­დე­ბა ხოლ­მე, ეს სი­ახ­ლე არ არის. სი­ახ­ლე არის ის, რომ მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის შემ­ქმნე­ლი ზის ცი­ხე­ში და იჯ­დე­ბა მა­ნამ სა­ნამ, ბო­ლომ­დე არ მო­იხ­დის იმ სას­ჯელს, რო­მე­ლიც მას მი­უ­სა­ჯა სა­მარ­თლი­ან­მა და და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­სა­მარ­თლომ.

რამ­დენ­ჯე­რაც ციფრს ვი­ტყვით, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თა­ვებს ნუ ით­ვლით, არ მოს­წონთ. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და მის­მა ლი­დერ­მა მო­იკ­ლეს თავი, ყვე­ლა, ვინც კი შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­სუ­ლი­ყო, რომ გა­მო­ეყ­ვა­ნათ და რა­საც მე მე­უბ­ნე­ბი­ან, 13 000 ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო დღეს პი­კის დროს მი­სუ­ლი. ვი­ღაც იტყვის 130 000-ს ამა­ზე მეტს თუ არ იტყვი­ან „ნა­ცე­ბი,“ მარ­თლა 13 000 ყო­ფი­ლა. რო­გორც წესი, ერთ ნოლს ამა­ტე­ბენ ხოლ­მე. მე და­ვი­ნა­ხე, რომ ერთი რი­გი­თი მი­ტინ­გი იყო. 2013 წლი­დან ამას ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი არ არის და ქუ­ჩა­ში ხალ­ხს კი არ ხო­ცავს, არა­მედ არის ქუ­ჩა­ში, ეს ამ ქვეყ­ნის­თვის კარ­გია და ასე დარ­ჩე­ბი­ან მუ­დამ, ვე­რას­დროს ეღირ­სე­ბი­ან, რომ დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. სა­მარ­თა­ლი ურ­მით და­დის, ნელა და­დის, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად და­დის და დღეს სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის ორი მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო, ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბით გან­თქმუ­ლი მე­გის ქარ­და­ვა და ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უშა­უ­ლოდ გას­ცემ­და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ბრძა­ნე­ბებს, კი არ და­ი­ჭი­როთ, დახ­ვრი­ტეთ ადა­მი­ა­ნე­ბიო - ეს ორი ადა­მი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თდრო­უ­ლად მოხ­ვდა ცი­ხე­ში. დარ­ჩა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად მოვხდე­ბი­ან ცი­ხე­ში.

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ბოლო ორ არ­ჩევ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა ხმა, და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ერ­თად, თით­ქმის ერ­თმა ამ­დენ­მა და რა­ტომ გიკ­ვირთ, რომ 13 000 ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სუ­ლი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?! - 13 000 იყო და ახლა იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი. რა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბიც არ უნდა და­გეგ­მონ ხვალ, ზეგ - ეს რი­ცხვი იქ­ნე­ბა გა­მე­ა­თე­დე­ბუ­ლი. ხალ­ხის გან­წყო­ბას ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ 30 ოქ­ტომ­ბერს, როცა ყველ­გან, სა­დაც არის მე­ო­რე ტური, და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 102 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მასწავლებელი ჩქარა!
29

სასწრაფოდ,სოზარს და ცეესკოს არითმეტიკის მასწავლებელი მიუყვანეთ, თორემ შეარცხვინეს ქვეყანა უცოდინრობით.ამ ასაკში არითმეტიკა რომ არ ეცოდინება კაცს,იმას ხელისუფლებაში რა უნდა?

კაიზერ სოზე
24

თავს იმშვიდებ(თ)?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო პიკის დროს მოსული" - სოზარ სუბარი "ნაცმოძრაობის" აქციაზე

"რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო პიკის დროს მოსული" - სოზარ სუბარი "ნაცმოძრაობის" აქციაზე

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მოიკლეს თავი, ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ გამოეყვანათ და რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო დღეს პიკის დროს მოსული , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე მოუხდის სასჯელს საპატიმროში.

როგორც სუბარმა აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ახლა შესაძლოა უკვე 13 000-ზე ნაკლები ადამიანი იყოს.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ შეძლებლს ხელისუფლებაში მოსვლას და ქუჩაში დარჩება.

„აქცია პერმანენტულად ტარდება ხოლმე, ეს სიახლე არ არის. სიახლე არის ის, რომ მთავარი დამნაშავე და დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი ზის ციხეში და იჯდება მანამ სანამ, ბოლომდე არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას მიუსაჯა სამართლიანმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ.

რამდენჯერაც ციფრს ვიტყვით, გვეუბნებიან, რომ თავებს ნუ ითვლით, არ მოსწონთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მოიკლეს თავი, ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ გამოეყვანათ და რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო დღეს პიკის დროს მისული. ვიღაც იტყვის 130 000-ს ამაზე მეტს თუ არ იტყვიან „ნაცები,“ მართლა 13 000 ყოფილა. როგორც წესი, ერთ ნოლს ამატებენ ხოლმე. მე დავინახე, რომ ერთი რიგითი მიტინგი იყო. 2013 წლიდან ამას ვამბობ, რომ როდესაც დანაშაულებრივი რეჟიმი ხელისუფლებაში კი არ არის და ქუჩაში ხალხს კი არ ხოცავს, არამედ არის ქუჩაში, ეს ამ ქვეყნისთვის კარგია და ასე დარჩებიან მუდამ, ვერასდროს ეღირსებიან, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სამართალი ურმით დადის, ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად დადის და დღეს სიმბოლური იყო, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ორი მთავარი სიმბოლო, ადამიანის წამებით განთქმული მეგის ქარდავა და ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უშაულოდ გასცემდა ხშირ შემთხვევაში ბრძანებებს, კი არ დაიჭიროთ, დახვრიტეთ ადამიანებიო - ეს ორი ადამიანი დაახლოებით ერთდროულად მოხვდა ციხეში. დარჩა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ასევე აუცილებლად მოვხდებიან ციხეში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო ორ არჩევნებში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთად, თითქმის ერთმა ამდენმა და რატომ გიკვირთ, რომ 13 000 ადამიანი შეიძლება გამოსულიყო მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში?! - 13 000 იყო და ახლა იქნება გაცილებით ნაკლები. რა პერმანენტული აქციებიც არ უნდა დაგეგმონ ხვალ, ზეგ - ეს რიცხვი იქნება გამეათედებული. ხალხის განწყობას ჩვენ დავინახავთ 30 ოქტომბერს, როცა ყველგან, სადაც არის მეორე ტური, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.