სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის... ახალგაზრდობაში დაუწერია" - რა გაიხსენა ხატია დეკანოიძემ აქციაზე გამოსვლისას?
"ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის... ახალგაზრდობაში დაუწერია" - რა გაიხსენა ხატია დეკანოიძემ აქციაზე გამოსვლისას?

ჩემს მე­გო­ბარს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს მინ­და ვუ­თხრა, რომ მისი თავ­გან­წირ­ვა, მისი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, რა თქმა უნდა, დარ­ჩე­ბა, და­ი­ლე­ქე­ბა მთე­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე და დღეს ვინც ის­ტო­რი­ის ნა­თელ მხა­რეს დად­გე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მას­თან ერ­თად შევა ის­ტო­რი­ა­ში,- ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უნდა დამ­თავ­რდეს სი­ძულ­ვი­ლი და და­პი­რის­პი­რე­ბა და დღეს ერ­თი­ა­ნო­ბაა სა­ჭი­რო.

„სა­ა­კაშ­ვი­ლის თავ­გან­წირ­ვა­ზე როცა სა­უბ­რო­ბენ, ბევ­რი ამ­ბობს, რა­ტომ, რის­თვის, რისი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით და ყვე­ლა ხვდე­ბა, ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტიც, რომ ეს იყო თავ­გან­წირ­ვა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა გა­მუდ­მე­ბით ზი­ზღში და სი­ძულ­ვილ­ში ცხოვ­რე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა გა­მუდ­მე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბა, ჩვენ დღეს გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა ისე, რო­გორც არას­დროს და გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე უზე­ნა­ე­სია ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ყვე­ლას ერ­თად ხომ გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა? ჰოდა ასე უყ­ვარს იმ კაც­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ამი­ტომ შე­წი­რა თავი და ამი­ტომ უნდა ვიბ­რძო­ლოთ თავ­გან­წირ­ვით, რომ ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­მო­ვი­დეს და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გა­დარ­ჩეს.

მე, რო­გორც ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც თქვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი, რო­გორც მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი, თავს დავ­დებ იმის­თვის, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ვი­ზე­ი­მოთ მე­ო­რე ტურ­ში. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა­თუ და­იხ­ლი­ჩოს, არა­მედ უფრო გა­ერ­თი­ან­დეს, იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერთი დიდი გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი გვქონ­დეს და ეს არის ჩვე­ნი სამ­შობ­ლო. ბო­ლოს, როცა მიშა მო­ვი­ნა­ხუ­ლე სა­პყრო­ბი­ლე­ში, მან მი­თხრა, რომ ეს თავ­გან­წირ­ვა მის­თვის არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რად­გან ეს თავ­გან­წირ­ვა არის სამ­შობ­ლოს­თვის, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის თავ­გან­წირ­ვა არის სამ­შობ­ლოს­თვის, ამი­ტომ ჩვენ სამ­შობ­ლოს­თვის ვიბ­რძვით, არ ვიბ­რძვით ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის, სამ­შობ­ლოა ჩვენ­თვის უზე­ნა­ე­სი და ეს უნდა გა­ი­გო ყვე­ლამ ოპო­ნენ­ტმაც, პარტნი­ორ­მაც. თა­ვის და­დე­ბა ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლია, იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავ­გან­წირ­ვით სამ­შობ­ლოს­თვის თა­ვის სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს აბა­რებს, ჩვენ ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვი­ცით გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რებ­მა, როცა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია დევ­ნი­ლი, უამ­რა­ვია სა­პყრო­ბი­ლე­ში, უამ­რა­ვი და­კი­თხეს, უამ­რა­ვი იყო, ვინც უსა­მარ­თლო­ბა გა­მოს­ცა­და, მაგ­რამ მე არ ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, არც თქვენ არ უნდა იყოთ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რად­გან ამას ჩვენ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის ვა­კე­თებ­დით.

ერთი სი­ტყვე­ბი მინ­და წა­გი­კი­თხოთ, მი­შას ეკუთ­ვნის, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­უ­წე­რია - „ნუ და­ყოვ­ნდე­ბით, არის მთა­ვა­რი, დღეს ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვი­წყებთ თა­ვი­დან!“ გა­მარ­ჯვე­ბა მე­ო­რე ტურ­ში ჩვე­ნი ყვე­ლა­სი საზ­რუ­ნა­ვია, მე პი­რო­ბას ვაძ­ლევ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, ჩემს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც სა­პყრო­ბი­ლე­შია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე დიდი ბრძო­ლით მე მო­ვი­პო­ვებ და ჩვენ მო­ვი­პო­ვებთ ამ გა­მარ­ჯვე­ბას,“- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლერი
13

ეს ქალი ისე მევასება მაგარი მომწონხარ მარა აი შენი პოლიტიკური არჩევანი ძაან უგემოვნოა და გოიმური. ამ მაჯლაჯუნასთან ერთად რომ დგახარ ფასს გიგდებს ძაან.

კკ
10

მე უკეთესი სიტყვები მახსოვს, რომელმაც აღმაფრთოვანა და მიშა ამარჩევინა ეს სიტყვები მის პროგრამაში ეწერა -პრეზიდენტობა მინდა იმიტომ , რომ ციხე, სადაც ვნახე საშინელება, შეიცვალოს და უმოკლეს დროში მოწინავე ქვეყნების ციხეს დაემსგავსოსო. ამ სიტყვების პატრონი ჩემთვის იყო სახარების მოყვარული ადამიანი და რატომ გადაიქცა ეს ციხე საკონცენტრაციო ბანაკად პატიმრების და მათი პატრონებისთვის ,ამ კითხვაზე პასუხი ალბათ არასდროს მექნება

ავტორი:

"ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის... ახალგაზრდობაში დაუწერია" - რა გაიხსენა ხატია დეკანოიძემ აქციაზე გამოსვლისას?

"ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის... ახალგაზრდობაში დაუწერია" - რა გაიხსენა ხატია დეკანოიძემ აქციაზე გამოსვლისას?

ჩემს მეგობარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მინდა ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექება მთელი ისტორიის მანძილზე და დღეს ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დამთავრდეს სიძულვილი და დაპირისპირება და დღეს ერთიანობაა საჭირო.

„სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვიცით და ყველა ხვდება, ჩვენი ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული. არ შეიძლება გამუდმებით ზიზღში და სიძულვილში ცხოვრება, არ შეიძლება გამუდმებით დაპირისპირება, ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს და გვჭირდება ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება. თავისუფლება ყველაზე უზენაესია ამ ქვეყანაზე. ყველას ერთად ხომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა? ჰოდა ასე უყვარს იმ კაცსაც ჩვენი ქვეყანა, ამიტომ შეწირა თავი და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირვით, რომ ის თავისუფლებაზე გამოვიდეს და ჩვენი სამშობლო გადარჩეს.

მე, როგორც ერთი ადამიანი, როგორც თქვენი თანამებრძოლი, როგორც მისი თანამებრძოლი, თავს დავდებ იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ მეორე ტურში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი საზოგადოება არათუ დაიხლიჩოს, არამედ უფრო გაერთიანდეს, იმისთვის, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთი დიდი გადაკვეთის წერტილი გვქონდეს და ეს არის ჩვენი სამშობლო. ბოლოს, როცა მიშა მოვინახულე საპყრობილეში, მან მითხრა, რომ ეს თავგანწირვა მისთვის არის ბედნიერება, რადგან ეს თავგანწირვა არის სამშობლოსთვის, თითოეული თქვენგანის თავგანწირვა არის სამშობლოსთვის, ამიტომ ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძვით, არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, სამშობლოა ჩვენთვის უზენაესი და ეს უნდა გაიგო ყველამ ოპონენტმაც, პარტნიორმაც. თავის დადება ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია, იშვიათია ადამიანი, რომელიც თავგანწირვით სამშობლოსთვის თავის საკუთარ სიცოცხლეს აბარებს, ჩვენ ეს ყველაზე კარგად ვიცით განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებმა, როცა უამრავი ადამიანია დევნილი, უამრავია საპყრობილეში, უამრავი დაკითხეს, უამრავი იყო, ვინც უსამართლობა გამოსცადა, მაგრამ მე არ ვარ გაბრაზებული, არც თქვენ არ უნდა იყოთ გაბრაზებული, რადგან ამას ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებდით.

ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის, ახალგაზრდობაში დაუწერია - „ნუ დაყოვნდებით, არის მთავარი, დღეს ჩვენ ყველაფერს ვიწყებთ თავიდან!“ გამარჯვება მეორე ტურში ჩვენი ყველასი საზრუნავია, მე პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩემს მეგობარს, რომელიც საპყრობილეშია, რომ აუცილებლად ბოლომდე დიდი ბრძოლით მე მოვიპოვებ და ჩვენ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას,“- განაცხადა დეკანოიძემ.