მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო სააკაშვილის მშობლებს - მე ვიცი, რა დუღს გულში, როცა შვილი ციხეშია და ღამე არის კოშმარი" - ანზორ მელია
"მინდა მივმართო სააკაშვილის მშობლებს - მე ვიცი, რა დუღს გულში, როცა შვილი ციხეშია და ღამე არის კოშმარი" - ანზორ მელია

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მე მინ­და მივ­მარ­თო თქვენს მშობ­ლებს, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის და ბა­ტონ ნი­კას, მე ვიცი, გან­მიც­დია ის, როცა შვი­ლი ცი­ხე­ში გყავს, რა დუღს გულ­ში, რო­გორ ვე­რა­ფერს ვერ ამ­ბობ, გა­ნიც­დი და ღამე არის კოშ­მა­რი - ეს ტრი­ა­ლებს თქვენს გულ­ში, მაგ­რამ იცო­დეთ, სულ ცოტა დარ­ჩა, ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი გა­მო­ვა და ჩვენ­თან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბას იზე­ი­მებს, - ამის შე­სა­ხებ ზუგ­დიდ­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან სა­კუ­თარ სი­ტყვა­ში რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ასე­ვე ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა.

"ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და მი­ვე­სალ­მო ჩვენ გმირ პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­მაც თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჭა­ო­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო და შექ­მნა სა­ხელ­მწი­ფო. ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, მაგ­რად იყა­ვით, გა­მაგრდით, იმი­ტომ რომ იცი, ძა­ლი­ან მალე, ჩვენ ერ­თად ვი­ზე­ი­მებთ გა­მარ­ჯვე­ბას. ბა­ტონ­მა მი­შამ სა­პყრო­ბი­ლი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის გამო ზუგ­დიდ­ში, ჩემი ზუგ­დი­დე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით, მე მი­ხა­რია ეს და ვიგ­რძე­ნი, რომ ზუგ­დი­დე­ლი ვარ, მიყ­ვარს ჩემი ზუგ­დი­დი და ვუყ­ვარ­ვარ ჩემ ზუგ­დიდს. მე ზუგ­დიდს, ისე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, არას­დროს ვუ­ღა­ლა­ტებ, არ ვუ­ღა­ლა­ტებ ჩემ პრე­ზი­დენტს ბა­ტონ მი­ხე­ილს, რო­მელ­მაც მა­გა­ლი­თი გვიჩ­ვე­ნა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლის. ჩვენ ახლო მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ, რად­გან სხვა უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო, მოგ­მარ­თავ, ამ ხალ­ხის 80% თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი არ იყო? მათ შო­რის მეც და რა მწა­რედ მო­მა­ტყუე და შე­მაც­დი­ნე. არ ხე­დავ რა­ტომ და­ე­ცა შენი რე­ი­ტინ­გი ბო­ლომ­დე? ვინ გყავს პარ­ლა­მენ­ტში, ვინ გყავს მთავ­რო­ბა­ში, რა ზი­ზღის ენით, რა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, სი­ძულ­ვი­ლით სა­უბ­რო­ბენ მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­თავ­რებთ ამ „კლო­უ­ნა­დას“, შურს, ზი­ზღს, ურ­თერთ არ­გა­ტა­ნას და­ვამ­თავ­რებთ და სა­ხელ­მწი­ფოს ავაყ­ვა­ვებთ, ავაყ­ვა­ვებთ, როცა თქვენ წახ­ვალთ. რას აკე­თებთ ზუგ­დიდ­ში, ექიმ კაცს დას­დევთ, სუს-ი და­მი­ყე­ნეთ, ნარ­კო­მა­ნე­ბი მო­მი­სი­ეთ, მაგ­რამ ვერ გამ­ტე­ხეთ და ვერ გამ­ტე­ხავთ, იმი­ტომ რომ მე მიყ­ვარ­ხართ, მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მე მინ­და მივ­მარ­თო თქვენს მშობ­ლებს, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის და ბა­ტონ ნი­კას, რომ­ლებ­თა­ნაც დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს, მე ვიცი, გან­მიც­დია ის, როცა შვი­ლი ცი­ხე­ში გყავს, რა დუღს გულ­ში, რო­გორ ვე­რა­ფერს ვერ ამ­ბობ, გა­ნიც­დი და ღამე არის კოშ­მა­რი, ეს ტრი­ა­ლებს თქვენს გულ­ში, მაგ­რამ იცო­დეთ, სულ ცოტა დარ­ჩა, ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი გა­მო­ვა და ჩვენ­თან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბას იზე­ი­მებს. ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, ბედ­ნი­ე­რი კაცი ხართ, ნა­ხეთ რამ­დენ ადა­მი­ანს - ათა­სო­ბით ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხართ და ცრემ­ლე­ბი აქვთ თვალ­ზე მომ­დგა­რი, თქვენ ხართ გმი­რი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შევა, გა­მაგრდით ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თქვენ გვერ­დით არის“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
2

იმ მშობლებს საინტერესოა როგორ მიმართავ ვისი შვილებიც მიწაში განისვენებს.

ზურაბ
3

მიშას დროინდელ ციხეში რომ მჯდარიყო შენი შვილი, მაშინ გენახა მისი ვაჟკაცობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მინდა მივმართო სააკაშვილის მშობლებს - მე ვიცი, რა დუღს გულში, როცა შვილი ციხეშია და ღამე არის კოშმარი" - ანზორ მელია

"მინდა მივმართო სააკაშვილის მშობლებს - მე ვიცი, რა დუღს გულში, როცა შვილი ციხეშია და ღამე არის კოშმარი" - ანზორ მელია

ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა მივმართო თქვენს მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი - ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საკუთარ სიტყვაში როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

"ამ ტრიბუნიდან მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო. ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ იცი, ძალიან მალე, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ბატონმა მიშამ საპყრობილიდან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით, მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემ ზუგდიდს. მე ზუგდიდს, ისე როგორც საქართველოს, არასდროს ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს ბატონ მიხეილს, რომელმაც მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე? ვინ გყავს პარლამენტში, ვინ გყავს მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ „კლოუნადას“, შურს, ზიზღს, ურთერთ არგატანას დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ. რას აკეთებთ ზუგდიდში, ექიმ კაცს დასდევთ, სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხეთ და ვერ გამტეხავთ, იმიტომ რომ მე მიყვარხართ, მიყვარს ჩემი სამშობლო.

ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა მივმართო თქვენს მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი, ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს - ათასობით ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი, თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, გამაგრდით ბატონო პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის“, - განაცხადა მელიამ.