პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, სულხანის იუბილეზე სანდრა და მიშა იყვნენ ჩვენთან, მიშამ ცოლი დატოვა და სადღაც წავიდა... კახურად შევუკურთხე" - რას იხსენებს მოლაშვილის მამა ექსპრეზიდენტზე?
"მახსოვს, სულხანის იუბილეზე სანდრა და მიშა იყვნენ ჩვენთან, მიშამ ცოლი დატოვა და სადღაც წავიდა... კახურად შევუკურთხე" - რას იხსენებს მოლაშვილის მამა ექსპრეზიდენტზე?

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი ერთი იმათ­გა­ნია, ვინც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსხვერ­პლთა რი­გებ­ში ჩა­ე­წე­რა. მა­მა­მი­სი, თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი, 16 წე­ლია იმე­ო­რებს, რომ მისი შვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი იყო და პრე­ზი­დენ­ტი მას "ნელი სიკ­ვდი­ლით კლავ­და". საქ­მე, რო­მე­ლიც სტრას­ბურ­გში გა­სა­ჩივ­რდა, დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა - აღ­სად­გე­ნი. რო­გორც თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რასთნ" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, გამ­წა­რე­ბულ მა­მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა არ გა­ხა­რე­ბია, რად­გან შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ სი­ხა­რუ­ლის შეგ­რძნე­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა ესი­ა­მოვ­ნა.

"მიშა ხომ ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ნი ცი­ხე­შიო, ჰოდა, ახლა ეგეც ცი­ხე­ში იყოს, ოღონდ ერთი პი­რო­ბით: ამ მთავ­რო­ბას ვთხოვ, ცი­ხი­დან ფეხი არ გა­მო­ად­გმე­ვი­ნოს. არ ვამ­ბობ, ესეც იმა­ვე დღე­ში ჩა­აგ­დონ-მეთ­ქი, რა დღე­შიც ჩემი შვი­ლი იყო, მაგ­რამ ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში ნუ ამ­ყო­ფე­ბენ".

შვილმკვდა­რი მამა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იმ პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა, რო­მე­ლიც 16 წლის წინ დადო.

- რომ გი­თხრათ, გა­მი­ხარ­და-მეთ­ქი, არ იქ­ნე­ბა მარ­თა­ლი, მაგ­რამ არ და­გი­მა­ლავთ, მე­სი­ა­მოვ­ნა, მიშა ცი­ხე­ში რომ ჩას­ვეს. სულ­ხა­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, სი­ხა­რუ­ლის შეგ­რძნე­ბა ჩემ­თვის აღარ არ­სე­ბობს. რა­ღაც ხმე­ბი მომ­დის, მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი არი­ან ერ­თმა­ნეთ­შიო, ასე იქ­ნე­ბა, ისე იქ­ნე­ბაო... ბო­ლოს და ბო­ლოს, არ უნდა და­ად­გეს სა­ქარ­თვე­ლო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გზას? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე­ე­ზო­ვემ და­ა­შა­ვა, პრე­ზი­დენ­ტმა თუ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ? და­ნა­შა­უ­ლი ვინც ჩა­ი­დი­ნა, კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რი უნდა იყოს და პა­სუ­ხი აგოს.

რო­გო­რი ღი­მი­ლით მი­დი­ო­და ბორ­კი­ლე­ბი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში. ვფიქ­რობ, "ვინ­ტი­კე­ბი" აქვს მოშ­ვე­ბუ­ლი. ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ერთი შე­ხედ­ვით და­უს­ვამ­და დი­აგ­ნოზს. ეს კაცი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არა­ნორ­მა­ლუ­რია. ახა­ლი ცოლი მო­იყ­ვა­ნაო... მახ­სოვს, სულ­ხა­ნის და­ბა­დე­ბის დღე იყო, სან­დრა და რუ­სუ­დან სე­ბის­კვე­რა­ძე იყ­ვნენ ჩვენ­თან სტუმ­რად, სულ­ხა­ნის ცო­ლის­და და რუ­სუ­და­ნი უკ­რავ­დნენ, მღე­როდ­ნენ, მე კი თა­მა­და ვი­ყა­ვი. სულ­ხა­ნი გვი­ან მო­ვი­და, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე. გა­ვი­ხე­დოთ და, ეს შო­ბელ­ძაღ­ლი მი­შაც მო­ვი­და, მაგ­რამ მოს­ვლა და წას­ვლა ერთი იყო. როცა მო­ვი­კი­თხე, სულ­ხან­მა მი­თხრა, წა­ვი­დაო. ცოლი და­ტო­ვა და თვი­თონ სა­დღაც წა­ვი­და. რომ აი­შალ­ნენ, სულ­ხან­მა მთხო­ვა, მამა, სან­დრა შინ წა­იყ­ვა­ნეო. არც ვა­ციე, არც ვა­ცხე­ლე და კა­ხუ­რად შე­ვუ­კურ­თხე მი­შას. შუ­ა­ღა­მით ქალი მარ­ტო რომ და­ტო­ვა, ეს იყო კა­ცო­ბა? მა­გას თა­ვი­დან­ვე ვა­ტყობ­დი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი რომ იყო სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც, სის­ხლის მოყ­ვა­რუ­ლიც. როცა სა­პყრო­ბი­ლე­ში სულ­ხანს ტან­ჯავ­დნენ, ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი მიჰ­ქონ­დათ მას­თან.

თა­ვის დრო­ზე მიშა ხომ ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ნი ცი­ხე­შიო, ჰოდა, ახლა ეგეც ცი­ხე­ში იყოს, ოღონდ ერთი პი­რო­ბით: ამ მთავ­რო­ბას ვთხოვ, მი­შას ცი­ხი­დან ფეხი არ გა­მო­ად­გმე­ვი­ნოს. არ ვამ­ბობ, ესეც იმა­ვე დღე­ში ჩა­აგ­დონ-მეთ­ქი, მაგ­რამ მო­ლაშ­ვილს თუ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებ­დნენ, ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში მა­ინც ნუ ამ­ყო­ფე­ბენ, რომ არ იძა­ხოს, რა კარ­გია, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ვარო. გა­ა­ძღონ, აჭა­მონ, ას­ვან, ტე­ლე­ვი­ზო­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­უქ­მნან.

- ჯერ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იზო­ლა­ცი­ა­შია და რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით არ უნდა სარ­გებ­ლობ­დეს. აქამ­დე სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უმ­ში იყო და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის გად­მო­ცე­მით, ნარ­ზე სძი­ნავს, ლე­ი­ბი და სა­ბა­ნიც კი არ ჰქო­ნია...

- გა­ა­ნე­ბივ­რე­ბენ და ეგ უკვე მთავ­რო­ბის მი­ნუ­სი იქ­ნე­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტი აღარ ექ­ნე­ბა ჩემს თვალ­ში. თუ ასე არ გა­ა­კე­თე­ბენ, მა­შინ "ლა­ფათ­ქა­ზე" დას­ვა­მენ და ყვე­ლას გაყ­რი­ან. მი­ი­ღონ ისე­თი ზო­მე­ბი, რომ პა­ტი­მარ­მა მი­შამ ან სხვამ არ იჩივ­ლოს აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო. სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­ზე არ ამ­ბობ­დნენ, აუ­ტა­ნელ პი­რო­ბებ­ში­აო, მა­თი­ას იორშს გული წა­უ­ვი­და, სულ­ხა­ნი რომ ნახა სა­კან­ში და ამას თუ გა­ა­ძღე­ბენ, არ ვიცი.

- რას იტყვით, თქვენ­თვის აღ­დგა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა?

- ჯერ შევ­ხე­დავ, რო­გორ გა­ა­ტა­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში დროს და მერე გე­ტყვით, აღ­დგა თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ჩემი მუდ­მი­ვი ოც­ნე­ბა იყო, ჩემს შვილ­თან რომ წა­ვი­დო­დი, მე­ხა­რე­ბი­ნა, სა­მარ­თა­ლი აღ­დგა-მეთ­ქი. ეს მე მინ­და და ჩემ­ნა­ირ ხალ­ხს, ყვე­ლას კი არა. ესე­ნი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პი­რო­ბით მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და რომ ვუ­ყუ­რებ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა კი არა, მერე და მერე ბევ­რი და­ა­წი­ნა­უ­რეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან", ისი­ნი დღემ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან. ახლა იმა­ზე მწყდე­ბა გული, აქ­ცია რომ გა­მარ­თეს და "პო­ლიტ­პა­ტი­მარ" სა­ა­კაშ­ვილს თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დე­ბენ. ნე­ტავ მა­გათ ტვინ­ში ჩა­მა­ხე­და. კაც­მა ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ჰქვია? სულ­ხა­ნიც პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი იყო და მი­შაც? ხალ­ხმა მეხ­სი­ე­რე­ბა და აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და­კარ­გა თუ მო­თაფ­ლეს? ნე­ბის­მი­ერ­მა პი­როვ­ნე­ბამ, ვინც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, პა­სუ­ხი უნდა აგოს. მარ­ტო მე ხომ არ ვარ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ჟიმ­მა რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­ამ­წა­რა, რამ­დე­ნი და­ხო­ცა, ბიზ­ნე­სე­ბის დათ­რე­ვას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ. მიკ­ვირს, ასე­თი მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს ხალ­ხს?!

მიშა რო­გორც კი წა­ეთ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი გა­და­აგ­დო და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ახლა ჩა­მო­დის აქ და კი­დევ გვებ­ლა­ტა­ვე­ბა, ღი­მი­ლით შე­დის ცი­ხე­ში და ამით ყვე­ლას მას­ხა­რად იგ­დებს. ნუ აწა­მე­ბენ, ეს ღი­მი­ლი მო­უს­პონ სა­ხი­დან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------
274

კახელებს გინების მეტი კარგი არაფერი იცით.

sss
36

როგორ არა მოკითხვაც ვიცით და თუ გაგიხარდება მოგიკითხავ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მახსოვს, სულხანის იუბილეზე სანდრა და მიშა იყვნენ ჩვენთან, მიშამ ცოლი დატოვა და სადღაც წავიდა... კახურად შევუკურთხე" - რას იხსენებს მოლაშვილის მამა ექსპრეზიდენტზე?

"მახსოვს, სულხანის იუბილეზე სანდრა და მიშა იყვნენ ჩვენთან, მიშამ ცოლი დატოვა და სადღაც წავიდა... კახურად შევუკურთხე" - რას იხსენებს მოლაშვილის მამა ექსპრეზიდენტზე?

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ერთი იმათგანია, ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლთა რიგებში ჩაეწერა. მამამისი, თამაზ მოლაშვილი, 16 წელია იმეორებს, რომ მისი შვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო და პრეზიდენტი მას "ნელი სიკვდილით კლავდა". საქმე, რომელიც სტრასბურგში გასაჩივრდა, დღემდე გამოუძიებელია და სამართლიანობა - აღსადგენი. როგორც თამაზ მოლაშვილი "კვირის პალიტრასთნ" საუბარში ამბობს, გამწარებულ მამას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არ გახარებია, რადგან შვილის გარდაცვალების შემდგომ სიხარულის შეგრძნება დაკარგა, თუმცა ესიამოვნა.

"მიშა ხომ ამბობდა, ყველანი ციხეშიო, ჰოდა, ახლა ეგეც ციხეში იყოს, ოღონდ ერთი პირობით: ამ მთავრობას ვთხოვ, ციხიდან ფეხი არ გამოადგმევინოს. არ ვამბობ, ესეც იმავე დღეში ჩააგდონ-მეთქი, რა დღეშიც ჩემი შვილი იყო, მაგრამ ფუფუნებასა და სასათბურე პირობებში ნუ ამყოფებენ".

შვილმკვდარი მამა მიხეილ სააკაშვილს იმ პირობის შესრულებას ჰპირდება, რომელიც 16 წლის წინ დადო.

- რომ გითხრათ, გამიხარდა-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ არ დაგიმალავთ, მესიამოვნა, მიშა ციხეში რომ ჩასვეს. სულხანის სიკვდილის შემდეგ, სიხარულის შეგრძნება ჩემთვის აღარ არსებობს. რაღაც ხმები მომდის, მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო, ასე იქნება, ისე იქნებაო... ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დაადგეს საქართველო სამართლიანობის გზას? რა მნიშვნელობა აქვს, მეეზოვემ დააშავა, პრეზიდენტმა თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ? დანაშაული ვინც ჩაიდინა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და პასუხი აგოს.

როგორი ღიმილით მიდიოდა ბორკილებიანი სააკაშვილი ციხეში. ვფიქრობ, "ვინტიკები" აქვს მოშვებული. ავლიპ ზურაბაშვილი ცოცხალი რომ იყოს, ერთი შეხედვით დაუსვამდა დიაგნოზს. ეს კაცი არაადეკვატური და არანორმალურია. ახალი ცოლი მოიყვანაო... მახსოვს, სულხანის დაბადების დღე იყო, სანდრა და რუსუდან სებისკვერაძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად, სულხანის ცოლისდა და რუსუდანი უკრავდნენ, მღეროდნენ, მე კი თამადა ვიყავი. სულხანი გვიან მოვიდა, ღამის პირველ საათზე. გავიხედოთ და, ეს შობელძაღლი მიშაც მოვიდა, მაგრამ მოსვლა და წასვლა ერთი იყო. როცა მოვიკითხე, სულხანმა მითხრა, წავიდაო. ცოლი დატოვა და თვითონ სადღაც წავიდა. რომ აიშალნენ, სულხანმა მთხოვა, მამა, სანდრა შინ წაიყვანეო. არც ვაციე, არც ვაცხელე და კახურად შევუკურთხე მიშას. შუაღამით ქალი მარტო რომ დატოვა, ეს იყო კაცობა? მაგას თავიდანვე ვატყობდი, არასერიოზული რომ იყო სახლშიც და სამსახურშიც, სისხლის მოყვარულიც. როცა საპყრობილეში სულხანს ტანჯავდნენ, ამის ამსახველი ფოტოები მიჰქონდათ მასთან.

თავის დროზე მიშა ხომ ამბობდა, ყველანი ციხეშიო, ჰოდა, ახლა ეგეც ციხეში იყოს, ოღონდ ერთი პირობით: ამ მთავრობას ვთხოვ, მიშას ციხიდან ფეხი არ გამოადგმევინოს. არ ვამბობ, ესეც იმავე დღეში ჩააგდონ-მეთქი, მაგრამ მოლაშვილს თუ გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, ამას მაინცდამაინც ფუფუნებასა და სასათბურე პირობებში მაინც ნუ ამყოფებენ, რომ არ იძახოს, რა კარგია, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვარო. გააძღონ, აჭამონ, ასვან, ტელევიზორი და ყველანაირი პირობა შეუქმნან.

- ჯერ ექსპრეზიდენტი იზოლაციაშია და როგორც ამბობენ, დიდი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს. აქამდე საინფორმაციო ვაკუუმში იყო და მისი ადვოკატების გადმოცემით, ნარზე სძინავს, ლეიბი და საბანიც კი არ ჰქონია...

- გაანებივრებენ და ეგ უკვე მთავრობის მინუსი იქნება, ავტორიტეტი აღარ ექნება ჩემს თვალში. თუ ასე არ გააკეთებენ, მაშინ "ლაფათქაზე" დასვამენ და ყველას გაყრიან. მიიღონ ისეთი ზომები, რომ პატიმარმა მიშამ ან სხვამ არ იჩივლოს აუტანელი პირობების გამო. სულხან მოლაშვილზე არ ამბობდნენ, აუტანელ პირობებშიაო, მათიას იორშს გული წაუვიდა, სულხანი რომ ნახა საკანში და ამას თუ გააძღებენ, არ ვიცი.

- რას იტყვით, თქვენთვის აღდგა სამართლიანობა?

- ჯერ შევხედავ, როგორ გაატარებს სააკაშვილი ციხეში დროს და მერე გეტყვით, აღდგა თუ არა სამართლიანობა. ჩემი მუდმივი ოცნება იყო, ჩემს შვილთან რომ წავიდოდი, მეხარებინა, სამართალი აღდგა-მეთქი. ეს მე მინდა და ჩემნაირ ხალხს, ყველას კი არა. ესენი სამართლიანობის აღსრულების პირობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ ვუყურებ, სამართლიანობა კი არა, მერე და მერე ბევრი დააწინაურეს "ნაციონალებიდან", ისინი დღემდე თანამდებობებზე არიან. ახლა იმაზე მწყდება გული, აქცია რომ გამართეს და "პოლიტპატიმარ" სააკაშვილს თანაგრძნობას უცხადებენ. ნეტავ მაგათ ტვინში ჩამახედა. კაცმა ამდენი დანაშაული ჩაიდინა და პოლიტპატიმარი ჰქვია? სულხანიც პოლიტპატიმარი იყო და მიშაც? ხალხმა მეხსიერება და აზროვნების უნარი დაკარგა თუ მოთაფლეს? ნებისმიერმა პიროვნებამ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. მარტო მე ხომ არ ვარ, "ნაციონალების" რეჟიმმა რამდენი ოჯახი გაამწარა, რამდენი დახოცა, ბიზნესების დათრევას რომ თავი დავანებოთ. მიკვირს, ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს?!

მიშა როგორც კი წაეთრა, საქართველოს პასპორტი გადააგდო და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ახლა ჩამოდის აქ და კიდევ გვებლატავება, ღიმილით შედის ციხეში და ამით ყველას მასხარად იგდებს. ნუ აწამებენ, ეს ღიმილი მოუსპონ სახიდან...წაიკითხეთ სრულად