მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა "კალმარის თამაშებიდან" - ვინ არის სამხრეთ კორეელი მსახიობი,  რომელსაც სერიალმა მილიონობით ფანი შესძინა
გოგონა "კალმარის თამაშებიდან" - ვინ არის სამხრეთ კორეელი მსახიობი,  რომელსაც სერიალმა მილიონობით ფანი შესძინა

"კალ­მა­რის თა­მა­შე­ბი“ - ასე ჰქვია Netflix-ის კო­რე­ულ პრო­დუქტს, სე­რი­ალს, რო­მე­ლიც სენ­სა­ცი­ად იქცა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. შე­საძ­ლოა, სე­რი­ა­ლი არ გქონ­დეთ ნა­ნა­ხი, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­კრავ­დით თვალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ა­ლის გან­ხილ­ვას, მისი გმი­რე­ბის ფო­ტო­ებს, მი­მებს და სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ სტა­ტი­ა­ში არ ვი­სა­უბ­რებთ სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟეტ­ზე და იქ გან­ხი­ლულ თე­მებ­ზე. მის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირ­ზე, ჰო­ი­ონ ჩონ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, მსა­ხი­ობ­ზე, რო­მელ­საც "კალ­მა­რის თა­მა­შე­ბის" სი­ლა­მა­ზეს უწო­დე­ბენ.

27 წლის ჰო­ი­ონ ჩონს სე­რი­ალ­მა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა და აღი­ა­რე­ბა. ჩონი სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბია. სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­უ­ლის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მო­დი­ო­და. 2013 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში - Korea's Next Top Model, სა­დაც ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა.

კა­რი­ე­რის გამო, მან სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და 2016 წელს უკვე ნიუ-იორ­კის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მოჩ­ნდა და ამით მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დის სამ­ყა­რო­ში. მას შემ­დეგ იყო ისე­თი ბრენ­დე­ბის სახე, რო­გო­რე­ბი­ცაა Adidas, Chanel, Bottega Veneta და ა.შ.

"კალ­მა­რის თა­მა­შე­ბი“ მის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შე­ვა­რია. აღ­ნიშ­ნულ­მა სე­რი­ალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სამ­ხრეთ კო­რე­ელ მსა­ხი­ო­ბად აქ­ცია და აღ­ნიშ­ნულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩო­ნის გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 19 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლამ­დე მსა­ხი­ობს 5 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და.

ახ­ლა­ხანს პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დის , louis vuitton-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ელჩი გახ­და და სა­ა­თებ­სა და სამ­კა­ულს წა­რად­გენს. ჩონი ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე მის­თვის მსა­ხი­ო­ბის კა­ე­რი­ე­რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, შე­უძ­ლია ბევ­რი საქ­მე ერ­თად აკე­თოს და თა­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლად, ამი­ტო­მაც არ აპი­რებს ისეთ შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უა­რის თქმას, რო­მე­ლიც მო­დე­ლის კა­რი­ე­რას უკავ­შირ­დე­ბა.

ჩონი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ის 2016 წლი­დან ურ­თი­ერ­თო­ბა­შია სამ­ხრეთ კო­რე­ელ მსა­ხი­ობ ლი დონგთან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
2

썬비키 ssunbiki-ს ვერ ჯობია, მაგრამ საყვარელია.

ტტტტ
4

პოზიტიური აურა მოდის ამ გოგოდან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გოგონა "კალმარის თამაშებიდან" - ვინ არის სამხრეთ კორეელი მსახიობი,  რომელსაც სერიალმა მილიონობით ფანი შესძინა

გოგონა "კალმარის თამაშებიდან" - ვინ არის სამხრეთ კორეელი მსახიობი,  რომელსაც სერიალმა მილიონობით ფანი შესძინა

"კალმარის თამაშები“ - ასე ჰქვია Netflix-ის კორეულ პროდუქტს, სერიალს, რომელიც სენსაციად იქცა და წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. შესაძლოა, სერიალი არ გქონდეთ ნანახი, თუმცა აუცილებლად მოჰკრავდით თვალს სოციალურ ქსელში სერიალის განხილვას, მისი გმირების ფოტოებს, მიმებს და სხვა ინფორმაციას.

ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ სერიალის სიუჟეტზე და იქ განხილულ თემებზე. მის ერთ-ერთ მთავარ გმირზე, ჰოიონ ჩონზე მოგიყვებით, მსახიობზე, რომელსაც "კალმარის თამაშების" სილამაზეს უწოდებენ.

27 წლის ჰოიონ ჩონს სერიალმა მსოფლიოს მასშტაბით მოუტანა პოპულარობა და აღიარება. ჩონი სამხრეთ კორეელი მოდელი და მსახიობია. სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, ორი წლის განმავლობაში სეულის მოდის კვირეულზე გამოდიოდა. 2013 წელს მონაწილეობდა კონკურსში - Korea's Next Top Model, სადაც ფინალისტებს შორის მოხვდა.

კარიერის გამო, მან სამშობლო დატოვა და 2016 წელს უკვე ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა და ამით მისი დებიუტი შედგა საერთაშორისო მოდის სამყაროში. მას შემდეგ იყო ისეთი ბრენდების სახე, როგორებიცაა Adidas, Chanel, Bottega Veneta და ა.შ.

"კალმარის თამაშები“ მის სამსახიობო კარიერაში სადებიუტო ნამუშევარია. აღნიშნულმა სერიალმა "ინსტაგრამზე" ყველაზე პოპულარულ სამხრეთ კორეელ მსახიობად აქცია და აღნიშნულ სოციალურ ქსელში ჩონის გამომწერების რაოდენობა უკვე 19 მილიონს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ სერიალამდე მსახიობს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

ახლახანს პოპულარული ბრენდის , louis vuitton-ის საერთაშორისო ელჩი გახდა და საათებსა და სამკაულს წარადგენს. ჩონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის მსახიობის კაერიერა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, შეუძლია ბევრი საქმე ერთად აკეთოს და თანაც წარმატებულად, ამიტომაც არ აპირებს ისეთ შეთავაზებებზე უარის თქმას, რომელიც მოდელის კარიერას უკავშირდება.

ჩონი შეყვარებულია და ის 2016 წლიდან ურთიერთობაშია სამხრეთ კორეელ მსახიობ ლი დონგთან.