პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა, მაგრამ არ არის..." - რა ვალდებულება აქვს დღეს სახელმწიფოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?
"სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა,  მაგრამ არ არის..." - რა ვალდებულება აქვს დღეს სახელმწიფოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვი­სას ცხრა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის იყო სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ნგრე­ვას გა­და­ურ­ჩა და მძი­მედ და­შავ­და 37 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა მე­დი­კოს­თა თქმით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნგრე­ვის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­იჩ­ნი­ეს და მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სამი პირი და­ა­კა­ვეს: პირ­ველ სარ­თულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ნის მე­სა­კუთ­რე ზაურ ბუ­და­გო­ვი და მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ორი მუშა, მამა-შვი­ლი ჰუ­სე­ინ და გი­ორ­გი სურ­მა­ნი­ძე­ები. სა­მი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მათ ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით ედე­ბათ, რაც მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, შიდა პა­ტიმ­რო­ბას ან ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. დაც­ვის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­თა წრე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

ზაურ ბუ­და­გო­ვის ად­ვო­კა­ტის, რა­მინ პა­პი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდეს პირი, რო­მელ­მაც ტრა­გე­დი­ი­სას ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა.

თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვად, ის­მის კი­თხვე­ბი:

  • მხო­ლოდ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა მომ­ხდარ­ში?
  • რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აქვს მსგავ­სი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს სა­ხელ­მწი­ფოს?
  • გვე­ვა­ლე­ბა თუ არა ნე­ბარ­თვის აღე­ბა და ვინ უნდა გას­წი­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა?

გა­დავ­წყვი­ტეთ, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ჭრილ­ში გვე­პო­ვა ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, თუმ­ცა ეს არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ხელ­მწი­ფო მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დიდ­წი­ლად თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია...

  • რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას?

26 მა­ი­სის ქუ­ჩის 13 ნო­მერ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი 1978 წელს აშენ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბა 5 - სარ­თუ­ლი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა მშე­ნებ­ლო­ბის დროს­ვე პრო­ექტს მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი და­ა­მა­ტეს. 2000-იან წლებ­ში კი სახ­ლს კი­დევ ერთი სარ­თუ­ლი და­ა­შე­ნეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­დარ­ბა­ზოს ლიფ­ტის კონ­სტრუქ­ცი­აც მი­ად­გეს. შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე ზაურ ბუ­და­გო­ვი მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ორი ფარ­თო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნით სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და. ეს, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ით, იყო სარ­და­ფი და ბინა. ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ საქ­მე არა სარ­დაფს, არამ­დე პირ­ველ სარ­თულ­ზე ორი ბი­ნის ერთ სივ­რცედ გა­დაქ­ცე­ვას შე­ე­ხე­ბო­და. ბუ­და­გო­ვი ამ­ბობს, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის გა­კე­თე­ბა სურ­და.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ბუ­და­გო­ვის ად­ვო­კა­ტი გვე­უბ­ნე­ბა, კორ­პუ­სის სი­ახ­ლო­ვეს მუ­შა­ობ­და მძი­მე ტექ­ნი­კა, რის გა­მოც მცხოვ­რებ­ლებს ვიბ­რა­ცია აწუ­ხებ­დათ.

"იქვე ახ­ლოს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გზის სა­ფა­რის და­გე­ბა და კორ­პუ­სის უკან ეზო­ში აშე­ნებ­დნენ შე­ნო­ბას", - ამ­ბობს რა­მინ პა­პი­ძე.

  • ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მომ­ხდარ­ზე?

ის, რომ ამ მას­შტა­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე პი­რის და­კა­ვე­ბით ვერ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, იმ­თა­ვით­ვე გა­მო­იკ­ვე­თა. ამ დრო­ის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მა­სა­ლე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და საკ­მა­ოდ ბევ­რს, ვი­საც შე­ეძ­ლო ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა და ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა.

  • რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ა­ზე

26 მა­ი­სის 13 ნო­მერ­ში მცხოვ­რე­ბი პირი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ეუბ­ნე­ბა, რომ მე­ზობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, თუ რაც ხდე­ბო­და პირ­ველ სარ­თულ­ზე, მე­ტიც, ამის გამო ბუ­და­გოვ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბაც კი მო­უ­ვი­დათ. ნგრე­ვი­სას გარ­დაც­ვლი­ლი 43 წლის მაია შო­მა­ხი­ას ოჯა­ხის წევ­რი კი აცხა­დებს:

"რომ ვუ­რე­კავ­დი, ჩემი რძა­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, გა­მო­ა­ცა­ლეს ყვე­ლა­ფე­რი, დაგ­ვემ­ხო­ბა სახ­ლი, ჩავ­ვარ­დე­ბით ქვე­ვი­თო და ასეც მოხ­და".

კობა ყა­ლი­ჩა­ვა

"თუკი კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რა საფრ­თხეც ელო­დათ, მაშ, რა­ტომ არ გა­მო­ი­ჩი­ნეს უფრო მეტი სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა?! რა­ტომ არ ატე­ხეს გან­გა­ში ?! „ეს იყო ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფოს სა­ი­დან უნდა გა­ე­გო ეს, თუ ვინ­მემ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. პირ­ველ რიგ­ში, ეს მე­სა­კუთ­რეს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლებს. თუ მათ იცოდ­ნენ, არ უნდა წა­ეყ­რუ­ე­ბი­ნათ ამ პრობ­ლე­მის­თვის", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი კობა ყა­ლი­ჩა­ვა.

  • რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სარ­და­ფი­სა და ბი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ზაურ ბუ­და­გოვ­მა სა­ჯა­რო რე­ესტრს მი­მარ­თა და 26 მა­ი­სის ქუ­ჩის 13 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სარ­და­ფის, რო­გორც უძ­რა­ვი ნივ­თის რე­გის­ტრი­რე­ბულ უფ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია მო­ი­თხო­ვა. სა­ჯა­რო რე­ესტრმა სა­რე­გის­ტრა­ციო წარ­მო­ე­ბა 8 ოქ­ტომ­ბერს, 18:33 სა­ათ­ზე, ანუ მას შემ­დეგ შე­ა­ჩე­რა, როცა კორ­პუ­სი უკვე ჩა­მონ­გრე­უ­ლი იყო. უწყე­ბამ ბუ­და­ტოვს კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნი­სა და სარ­და­ფის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შიდა აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზი მოს­თხო­ვა.

გარ­და ამი­სა, სა­ჯა­რო რე­ესტრი მი­უ­თი­თებს ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე და ამ­ბობს, რომ ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რე­ბის სა­ერ­თო ქო­ნე­ბის ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცვლის ამ ქო­ნე­ბას და გავ­ლე­ნას ახ­დენს სხვა ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­თა მიერ სა­ერ­თო ქო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბის ყვე­ლა წევ­რის მიერ ერ­თხმად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. რო­გორც ჩანს, ბუ­და­გოვს ყვე­ლას თან­ხმო­ბა არ ჰქონ­და.

ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­დარ­ბა­ზოს მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ­თა მო­ნა­ყო­ლით ირ­კვე­ვა, რომ 13 ნო­მერ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­მონ­გრე­ვამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რით ადრე და­ი­წყო. სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აცხა­დებს, რომ არ და­ურ­ღვე­ვია გა­ნა­ცხა­დის გან­ხილ­ვის­თვის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ვადა, ხოლო ფარ­თე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა მისი კომ­პე­ტენ­ცია არ არის.

ამ­გვა­რად, სა­ჯა­რო რე­ესტრის პო­ზი­ცი­ით, უწყე­ბას მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ეკის­რე­ბა.

სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს კობა ყა­ლი­ჩა­ვა. მისი შე­ფა­სე­ბით, უწყე­ბას ტრა­გე­დი­ა­ზე პირ­და­პი­რი თუ არა, ირი­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ინც ეკის­რე­ბა.

"მარ­თა­ლია, სა­ჯა­რო რე­ესტრი ამ შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბარ­თვის გამ­ცე­მი ორ­გა­ნო არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში შე­დის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მას ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ, უწყე­ბამ ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­და­აგ­ზავ­ნოს სხვა უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნო­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლობ­რივ თვით­მარ­თვე­ლო­ბა­ში. ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გვი­წე­რია", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge- ს კობა ყა­ლი­ჩა­ვა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

მისი თქმით, 2018 წელს, რო­დე­საც სამ­შე­ნებ­ლო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დი­ო­და, წარ­დგე­ნი­ლი იყო კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ნო­ბა­ში შიდა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე ნე­ბარ­თვის აღე­ბა უნდა გამ­ხდა­რი­ყო სა­ჭი­რო. თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, პარ­ლა­მენ­ტმა ეს ცვლი­ლე­ბა არ და­ამ­ტკი­ცა.

"მე გახ­ლდით სწო­რედ იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი, რომ­ლი­თაც სა­ჯა­რო რე­ესტრის შე­სა­ხებ პრი­მა მუხ­ლი უნდა შექ­მნი­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თუ შე­ნო­ბა­ში მოხ­დე­ბო­და ერთი პი­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, შიდა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამა­ზე ნე­ბარ­თვა სა­ჯა­რო რე­ესტრს უნდა გა­ე­ცა. ეს ცვლი­ლე­ბა რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო, ალ­ბათ დღეს ასე­თი შე­დე­გი არ იქ­ნე­ბო­და“, - გვე­უბ­ნე­ბა კობა ყა­ლი­ჩა­ვა. რო­გო­რია ამ­ხა­ნა­გო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - რო­გორც კობა ყა­ლი­ჩა­ვა გვიხ­სნის, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა (კა­ნო­ნი ამ­ხა­ნა­გო­ბი­სა და ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ) კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბას რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს არ აკის­რებს. სპე­ცი­ა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, ამ­ხა­ნა­გო­ბის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი უფრო ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს, ვიდ­რე ქმე­დითს.

"ჩვენ არ გვყავს ძლი­ე­რი ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბი, ეს ინ­სტი­ტუ­ცია მყი­ფეა და მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას თუ შევ­ხე­დავთ, იქ ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და თვითმყო­ფა­დად, ფუნ­ქცი­უ­რად, გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს", - ამ­ბობს ყა­ლი­ჩა­ვა.

  • რო­გო­რია ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

ბა­თუ­მის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­მონ­გრე­უ­ლი კორ­პუ­სის მდგრა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­რი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა არ შე­მო­სუ­ლა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პუ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი იყო. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს, მათ­თვის ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ვის მი­უ­წო­დე­ბია.

მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე

"ის, რომ მე­რი­ას ასე­თი ფუნ­ქცია არ გა­აჩ­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს არ ათა­ვი­სუფ­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან - გვე­უბ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რის დოქ­ტო­რი მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე.

"ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, ეს სა­ხელ­მწი­ფოს პრობ­ლე­მაა. ხომ შე­იძ­ლე­ბა უცო­დინ­რო­ბით მო­უ­ვი­დეს ადა­მი­ანს და შე­ე­ხოს მზიდ და საყ­რდენ კედ­ლებს?! ასეთ დროს სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა იყოს მე­რი­ის­გან ნე­ბარ­თვა, რათა უწყე­ბამ შე­ა­ფა­სოს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, მი­ვი­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი და ად­გილ­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­როს რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ის, რა­საც მო­ქა­ლა­ქე გეგ­მავს... მოკ­ლედ, ნე­ბარ­თვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა იყოს, მაგ­რამ არ არის..." - ამ­ბობს სა­ლუქ­ვა­ძე.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იგეგ­მე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პი­რო­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბა.

"ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი", - ფიქ­რობს მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტის გან­მარ­ტე­ბით, გა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი რე­ფორ­მე­ბი, რათა სა­ხელ­მწი­ფომ ტრა­გე­დი­ე­ბის პრე­ვენ­ცია შეძ­ლოს და მხო­ლოდ შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ით არ იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ევროაში, რუსეთში და განვითარებულ ქვეყნებში კედლის დამგრევა ბინაში, თუგინდ ფანჯრის გაჭრა აკრძალულია! მხოდოდ ბევრი კონტროლის, მკაცრი შემოწმების შემდეგ შეიძლება მისცენ უფლება გადააკეთონ ბინა თუ ფართი! 

მაგრამ საქართველო ბანანის ქვეყანაა და ყველა მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობს! 

gaga
5

ეს ხალხი სულ გაგიჟდა! ნებართვის აღება ისედაც სულელურად მკაცრია და რაღა გამკაცრება უნდა! პირიქით მეორე და მესამე კლასის შენობებზე არსებული ზოგიერთი სულელური მოთხოვნების გაუქმებაა საჭირო! მეორე კლასის შენობებზე გეოლოგიური დასკვნის საჭიროება და კონსტრუქციულ პროექტზე ექსპერტის დასკვნის აუცილებლობა უნდა გაუქმდეს. რაც ამ სისულელეში ფული და ენერგია იხარჯება ამას მესაკუთრე შენობის მდგრადობის ამაღლებას მოახმარს. ბათუმში შენობის ჩამონგრევა მშენებლობის ნებართვის წესების ბრალი კი არ იყო, არამედ ამ წესების შეუსრულებლობა. მზიდი კონსტრუქციის დემონტაჟს აუცილებლად სჭირდება სათანადო პროექტი და ნებართვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

"სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა, მაგრამ არ არის..." - რა ვალდებულება აქვს დღეს სახელმწიფოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?

"სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა,  მაგრამ არ არის..." - რა ვალდებულება აქვს დღეს სახელმწიფოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. ნგრევას გადაურჩა და მძიმედ დაშავდა 37 წლის მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მედიკოსთა თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცავებმა ნგრევის სავარაუდო მიზეზად კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მიიჩნიეს და მომხდარიდან რამდენიმე საათში სამი პირი დააკავეს: პირველ სართულზე არსებული ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეები. სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც მოსამართლის განმარტებით, შიდა პატიმრობას ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულთა წრე, სავარაუდოდ, გაფართოვდება.

ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს პირი, რომელმაც ტრაგედიისას ოჯახის წევრი დაკარგა.

თუმცა, ბუნებრივად, ისმის კითხვები:

  • მხოლოდ რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობა იკვეთება მომხდარში?
  • რა რეგულაციები აქვს მსგავსი სამშენებლო სამუშაოების დროს სახელმწიფოს?
  • გვევალება თუ არა ნებართვის აღება და ვინ უნდა გასწიოს ზედამხედველობა?

გადავწყვიტეთ, მომხდარი ტრაგედიის ჭრილში გვეპოვა ამ კითხვებზე პასუხი, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სახელმწიფო მსგავს ვითარებაში, როგორც აღმოჩნდა, დიდწილად თამაშგარე მდგომარეობაშია...

  • რა სამუშაოები მიმდინარეობდა ტრაგედიის ადგილას?

26 მაისის ქუჩის 13 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი 1978 წელს აშენდა. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, შენობა 5 - სართულიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა მშენებლობის დროსვე პროექტს მეექვსე სართული დაამატეს. 2000-იან წლებში კი სახლს კიდევ ერთი სართული დააშენეს. რამდენიმე წლის წინ სადარბაზოს ლიფტის კონსტრუქციაც მიადგეს. შენობის პირველ სართულზე არსებული ბინების მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი მის საკუთრებაში არსებული ორი ფართობის გაერთიანების მიზნით სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. ეს, სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, იყო სარდაფი და ბინა. ხოლო ბრალდებული ამბობს, რომ საქმე არა სარდაფს, არამდე პირველ სართულზე ორი ბინის ერთ სივრცედ გადაქცევას შეეხებოდა. ბუდაგოვი ამბობს, რომ კომერციული ფართის გაკეთება სურდა.

გარდა ამისა, როგორც ბუდაგოვის ადვოკატი გვეუბნება, კორპუსის სიახლოვეს მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რის გამოც მცხოვრებლებს ვიბრაცია აწუხებდათ.

"იქვე ახლოს მიმდინარეობდა გზის საფარის დაგება და კორპუსის უკან ეზოში აშენებდნენ შენობას", - ამბობს რამინ პაპიძე.

  • ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე?

ის, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიაზე სამართლის აღსრულება რამდენიმე პირის დაკავებით ვერ შემოიფარგლება, იმთავითვე გამოიკვეთა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მასალებიდან იკვეთება, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა საკმაოდ ბევრს, ვისაც შეეძლო ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა და ტრაგედიის თავიდან აცილებაში გარკვეული წვლილი შეეტანა.

  • როგორია საზოგადოების პასუხისმგებლობა ბათუმის ტრაგედიაზე

26 მაისის 13 ნომერში მცხოვრები პირი "რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ მეზობლებმა იცოდნენ, თუ რაც ხდებოდა პირველ სართულზე, მეტიც, ამის გამო ბუდაგოვთან შელაპარაკებაც კი მოუვიდათ. ნგრევისას გარდაცვლილი 43 წლის მაია შომახიას ოჯახის წევრი კი აცხადებს:

"რომ ვურეკავდი, ჩემი რძალი მეუბნებოდა, გამოაცალეს ყველაფერი, დაგვემხობა სახლი, ჩავვარდებით ქვევითო და ასეც მოხდა".

კობა ყალიჩავა

"თუკი კორპუსის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რა საფრთხეც ელოდათ, მაშ, რატომ არ გამოიჩინეს უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულება?! რატომ არ ატეხეს განგაში ?! „ეს იყო ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ამ შემთხვევაში ინფორმაციის ნაკადი შეზღუდული იქნებოდა. სახელმწიფოს საიდან უნდა გაეგო ეს, თუ ვინმემ არ შეატყობინა. პირველ რიგში, ეს მესაკუთრეს უნდა გაეკეთებინა, შემდეგ კი მეზობლებს. თუ მათ იცოდნენ, არ უნდა წაეყრუებინათ ამ პრობლემისთვის", - ეუბნება ambebi.ge -ს სამართლის დოქტორი კობა ყალიჩავა.

  • როგორია სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა?

2021 წლის 4 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების მოთხოვნით ზაურ ბუდაგოვმა საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება 8 ოქტომბერს, 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ შეაჩერა, როცა კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. უწყებამ ბუდატოვს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი მოსთხოვა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონზე და ამბობს, რომ ამხანაგობის წევრების საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ბუდაგოვს ყველას თანხმობა არ ჰქონდა.

ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად მცხოვრებთა მონაყოლით ირკვევა, რომ 13 ნომერში სარემონტო სამუშაოები ჩამონგრევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არ დაურღვევია განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა, ხოლო ფართების გაერთიანების სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა მისი კომპეტენცია არ არის.

ამგვარად, საჯარო რეესტრის პოზიციით, უწყებას მომხდარზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

სხვაგვარად ფიქრობს კობა ყალიჩავა. მისი შეფასებით, უწყებას ტრაგედიაზე პირდაპირი თუ არა, ირიბი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება.

"მართალია, საჯარო რეესტრი ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ორგანო არ არის, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უწყებაში შედის განცხადება, რომელიც მას ინფორმაციას აწვდის გარკვეული საფრთხისშემცველი სამშენებლო სამუშაოების შესახებ, უწყებამ ეს ინფორმაცია უნდა გადააგზავნოს სხვა უფლებამოსილ ორგანოში, ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმართველობაში. ეს კანონმდებლობაში გვიწერია", - ეუბნება ambebi.ge- ს კობა ყალიჩავა. ჩვენი რესპონდენტი კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, 2018 წელს, როდესაც სამშენებლო კოდექსში ცვლილებები შედიოდა, წარდგენილი იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შენობაში შიდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვის აღება უნდა გამხდარიყო საჭირო. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, პარლამენტმა ეს ცვლილება არ დაამტკიცა.

"მე გახლდით სწორედ იმ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, რომლითაც საჯარო რეესტრის შესახებ პრიმა მუხლი უნდა შექმნილიყო. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, თუ შენობაში მოხდებოდა ერთი პირის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გაერთიანება, შიდა სამშენებლო სამუშაოები, ამაზე ნებართვა საჯარო რეესტრს უნდა გაეცა. ეს ცვლილება რომ დამტკიცებულიყო, ალბათ დღეს ასეთი შედეგი არ იქნებოდა“, - გვეუბნება კობა ყალიჩავა. როგორია ამხანაგობის პასუხისმგებლობა - როგორც კობა ყალიჩავა გვიხსნის, მოქმედი კანონმდებლობა (კანონი ამხანაგობისა და ბინათმესაკუთრეობის შესახებ) კორპუსის ამხანაგობას რაიმე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებს არ აკისრებს. სპეციალისტის შეფასებით, ამხანაგობის ფუნქცია-მოვალეობები უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ქმედითს.

"ჩვენ არ გვყავს ძლიერი ამხანაგობები, ეს ინსტიტუცია მყიფეა და მხოლოდ ფორმალური ფუნქციებით შემოიფარგლება. ევროპულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, იქ ამხანაგობების ინსტიტუტი ძალიან ძლიერია და თვითმყოფადად, ფუნქციურად, გამართულად მუშაობს", - ამბობს ყალიჩავა.

  • როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა?

ბათუმის მერიის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მერიაში განცხადება არ შემოსულა. უწყების ინფორმაციით, კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო. ხოლო რაც შეეხება, პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებს, მათთვის ამის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

მამუკა სალუქვაძე

"ის, რომ მერიას ასეთი ფუნქცია არ გააჩნია, სახელმწიფოს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან - გვეუბნება არქიტექტურის დოქტორი მამუკა სალუქვაძე.

"ეს მოქალაქეების პრობლემა არ არის, ეს სახელმწიფოს პრობლემაა. ხომ შეიძლება უცოდინრობით მოუვიდეს ადამიანს და შეეხოს მზიდ და საყრდენ კედლებს?! ასეთ დროს სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა, რათა უწყებამ შეაფასოს უსაფრთხოების ნორმები. მაგალითად, მივიდეს უფლებამოსილი პირი და ადგილზე დაათვალიეროს რამდენად უსაფრთხოა ის, რასაც მოქალაქე გეგმავს... მოკლედ, ნებართვა სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ არ არის..." - ამბობს სალუქვაძე.

მომხდარის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობების გამკაცრება.

"ეს ძალიან კარგია, მაგრამ არასაკმარისი", - ფიქრობს მამუკა სალუქვაძე.

სპეციალისტის განმარტებით, გასატარებელია მთელი რიგი რეფორმები, რათა სახელმწიფომ ტრაგედიების პრევენცია შეძლოს და მხოლოდ შედეგების ლიკვიდაციით არ იყოს დაკავებული.