საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ის "მთავარ ბუღალტრად" წოდებული, ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს -  ვინ არის სამი ჯასირი და რატომ  მიიჩნევა მისი დაკავება "ისლამური სახელმწიფოსთვის" უდიდეს დარტყმად?
ISIS-ის "მთავარ ბუღალტრად" წოდებული, ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს -  ვინ არის სამი ჯასირი და რატომ  მიიჩნევა მისი დაკავება "ისლამური სახელმწიფოსთვის" უდიდეს დარტყმად?

ერაყ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ა­კა­ვეს. სა­უ­ბა­რია სამი ჯა­სიმ ალ-ჯა­ბუ­რი­ზე, რო­მე­ლიც დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რებს შო­რის იერ­არ­ქი­ით მე­სა­მე ადა­მი­ა­ნია. გა­მო­ცე­მა წერს, რომ სამი ჯა­სი­მი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ფი­ნან­სებს გა­ნა­გებ­და და მას ხში­რად "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მთა­ვარ ბუ­ღალ­ტრა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის "უცხო­ეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის" შე­დე­გად და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ სად და­ა­კა­ვეს, არ ვრცელ­დე­ბა. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბით კი, ის თურ­ქეთ­ში აიყ­ვა­ნეს.

"სამი ჯა­სიმ ალ-ჯა­ბუ­რი "სა­გა­რეო ოპე­რა­ცი­ის“ ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს ერა­ყის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა", - წერს ერა­ყის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი "ტვი­ტერ­ში."

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სამი ჯა­სიმ ალ-ჯა­ბუ­რი ცნო­ბი­ლია ასე­ვე რო­გორც ჰაჯი ჰა­მი­დი და ის მუ­შა­ობ­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დე­რის, აბუ-ბაქრ ალ-ბაღ­და­დის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ს 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სამი ჯა­სიმ­ზე მი­აწ­ვდი­და ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რის და­კა­ვე­ბას შეძ­ლებ­დნენ.

ერა­ყის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჯა­სი­მის და­კა­ვე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ეს არის უდი­დე­სი დარ­ტყმა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე," ვი­ნა­ი­დან, ის ფლობ­და სტრა­ტე­გი­უ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­ნა­გებ­და დაჯ­გუ­ფე­ბის მთელ ფი­ნან­სებს და ანა­წი­ლებ­და ბი­უ­ჯეტს ტე­რაქ­ტე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
6

არ გამოვრიცხავ შავ ბუღალტერიას აწარმოებდა და ალახს გადასახადებს უმალავდა, ალბათ მაგიტომ დაიჭირეს.

თაზო
6

ვინ შექმნა ეს ეგრედწოდებული ისლამური სახემწიფო ეს დაწერეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ISIS-ის "მთავარ ბუღალტრად" წოდებული, ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს -  ვინ არის სამი ჯასირი და რატომ  მიიჩნევა მისი დაკავება "ისლამური სახელმწიფოსთვის" უდიდეს დარტყმად?

ISIS-ის "მთავარ ბუღალტრად" წოდებული, ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს -  ვინ არის სამი ჯასირი და რატომ  მიიჩნევა მისი დაკავება "ისლამური სახელმწიფოსთვის" უდიდეს დარტყმად?

ერაყში აცხადებენ, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. საუბარია სამი ჯასიმ ალ-ჯაბურიზე, რომელიც დაჯგუფების ლიდერებს შორის იერარქიით მესამე ადამიანია. გამოცემა წერს, რომ სამი ჯასიმი "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსებს განაგებდა და მას ხშირად "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ ბუღალტრადაც" მოიხსენიებენ.

როგორც ცნობილია, ის "უცხოეთში ჩატარებული სპეცოპერაციის" შედეგად დააკავეს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დააკავეს, არ ვრცელდება. დაუდასტურებელი ცნობებით კი, ის თურქეთში აიყვანეს.

"სამი ჯასიმ ალ-ჯაბური "საგარეო ოპერაციის“ ფარგლებში დააკავეს ერაყის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა", - წერს ერაყის პრემიერ-მინისტრი "ტვიტერში."

მისივე განმარტებით, სამი ჯასიმ ალ-ჯაბური ცნობილია ასევე როგორც ჰაჯი ჰამიდი და ის მუშაობდა "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის დაქვემდებარებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული იმ ადამიანზე, რომელიც სამართალდამცველებს სამი ჯასიმზე მიაწვდიდა ისეთ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც, დაჯგუფების ლიდერის დაკავებას შეძლებდნენ.

ერაყის მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჯასიმის დაკავება უმნიშვნელოვანესია და ეს არის უდიდესი დარტყმა "ისლამურ სახელმწიფოზე," ვინაიდან, ის ფლობდა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, განაგებდა დაჯგუფების მთელ ფინანსებს და ანაწილებდა ბიუჯეტს ტერაქტებისთვის.