სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კავშირში ვარ კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან... ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები" - ბუსა ჟვანია
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კავშირში ვარ კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან... ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები" - ბუსა ჟვანია

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია ნიკა კა­ვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან კავ­შირს უარ­ყოფს. ის აღ­ნიშ­ნუ­ლით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მი­მალ­ვა­შია, ბუსა ჟვა­ნია აცხა­დებს, რომ ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა.

"უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, მე ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო მომ­ხდა­რის გამო. მინ­და აქვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გან­ვა­ცხა­დო, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე - მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია.

მეტი სი­ზუს­ტის­თვის, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ­ჟა­მად სა­ზღვარ­გა­რეთ ვიმ­ყო­ფე­ბი ჩემს პრო­ფე­სი­ულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, მალე დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმედს ვი­ტო­ვებ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, დამ­თავ­რდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აცხა­დებს ჟვა­ნია.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბუსა ჟვა­ნია ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან კავ­შირ­შია და მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
6

ეს დაჭერილი არ იყო? საზღვარგარეთ რა უნდა?

მანჩო
18

შენი და ღარიბაშვილის მაგრად გვჯერა! )))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კავშირში ვარ კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან... ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები" - ბუსა ჟვანია

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კავშირში ვარ კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან... ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები" - ბუსა ჟვანია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ნიკა კავარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ის აღნიშნულით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მიმალვაშია, ბუსა ჟვანია აცხადებს, რომ ის საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ იმყოფება.

"უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან.

პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე - მე არავინ დამკავშირებია.

მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მალე დავბრუნდები საქართველოში. იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით", - აცხადებს ჟვანია.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან კავშირშია და მიმალვაში იმყოფება.