პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის "წინასწარმეტყველება" და უნიკალური ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა
"ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის "წინასწარმეტყველება" და უნიკალური ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ 9 ადა­მი­ანს შო­რის სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი, მათ შო­რის 12 წლის დათა შო­მა­ხია იყო. ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა ასე­ვე მო­ზარ­დის დედა მაია შო­მა­ხია. ბავ­შვის მამა შემ­თხვე­ვის დროს მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"რო­გორ აფე­რა­დებ­დი ფუნ­ჯე­ბით სამ­ყა­როს და ერთ წამ­ში გა­მუქ­და ყვე­ლა­ფე­რი. ეს მცი­რე ნა­წი­ლია შენი ნა­მუ­შევ­რე­ბის, ჩემო ნი­ჭი­ე­რო დათა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლიკა ბოლ­ქვა­ძე და გარ­დაც­ვლი­ლი დათა შო­მა­ხი­ას ნა­ხა­ტებს აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­ფე­ნა გვაქვს. გვინ­და გა­გაც­ნოთ 12 წლის ბა­თუ­მე­ლი დათა შო­მა­ხია. ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი, სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ით. ბიჭი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ტკი­ვი­ლი გახ­და. იგი ერთ-ერ­თია, ვინც 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. დე­დას­თან ერ­თად სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და ეს­წრე­ბო­და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ამ ავ­ბე­დით დღეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი აკა­დე­მია უსამ­ძიმ­რებს და­თას ოჯახს, მე­გობ­რებს, კლა­სე­ლებს. სი­ტყვე­ბით ვერ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის მწუ­ხა­რე­ბა, რა­საც მომ­ხდა­რის გამო გა­ნიც­დის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კვი­რა­ში და­გეგ­მი­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი არ გვექ­ნე­ბა.

და­ვით-დათა შო­მა­ხია. 12 წლის. და­ი­ბა­და 2009 წლის 15 აპ­რილს ქ.ბა­თუმ­ში. 2015 წლი­დან სწავ­ლობ­და ქ. ბა­თუ­მის N3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. დათა მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი იყო. და­დი­ო­და სტუ­დია "ან­და­მატ­ში", სა­დაც ეუფ­ლე­ბო­და ხატ­ვას და ძერ­წვას. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­მო­ფე­ნებ­ში. და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ცურ­ვით და სწავ­ლობ­და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას. 2017 წლი­დან სწავ­ლობ­და ინ­გლი­სუ­რი ენის ცენ­ტრში. არა­ერთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტურ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აღე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო და სერ­ტი­ფი­კა­ტი.

დათა იყო ღი­მი­ლი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი, კე­თი­ლი და იუ­მო­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "Georgian Junior Academy • სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი აკა­დე­მი­ის" წე­რილ­ში.

"ასე წა­ვი­და დე­დი­კოს­თან ერ­თად" - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მისი ბოლო ნა­ხა­ტის შე­სა­ხებ.

ბა­თუმ­ში, 8 ოქ­ტომ­ბერს, კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 3 ბავ­შვი. 11 ოქ­ტომ­ბე­რი ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღედ ცხად­დე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკო
17

წინასწარმეტყველური საოცარი სურათები... ასე მეყსეულად აშკარად ღმერთს მიჰყავს სასუფეველში ასეთი ადამიანები, ეს ქვეყანა აღარ არის მათი ღირსი...

ლალი
0

ეს ბავშვი გენიოსია. გენიოსები არ კვდებიან. მისი ტილოები უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ, განსაკუთრებით მომეწონა რელსებზე მდგარი ორი ბავშვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის "წინასწარმეტყველება" და უნიკალური ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა

"ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის "წინასწარმეტყველება" და უნიკალური ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ 9 ადამიანს შორის სამი არასრულწლოვანი, მათ შორის 12 წლის დათა შომახია იყო. ტრაგედიას ემსხვერპლა ასევე მოზარდის დედა მაია შომახია. ბავშვის მამა შემთხვევის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.

"როგორ აფერადებდი ფუნჯებით სამყაროს და ერთ წამში გამუქდა ყველაფერი. ეს მცირე ნაწილია შენი ნამუშევრების, ჩემო ნიჭიერო დათა", - წერს სოციალურ ქსელში ლიკა ბოლქვაძე და გარდაცვლილი დათა შომახიას ნახატებს აქვეყნებს.

"დღეს უჩვეულო გამოფენა გვაქვს. გვინდა გაგაცნოთ 12 წლის ბათუმელი დათა შომახია. ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო ბიოგრაფიით. ბიჭი, რომელიც ყველა ჩვენგანის ტკივილი გახდა. იგი ერთ-ერთია, ვინც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა. დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს.

საქართველოს ახალგაზრდული აკადემია უსამძიმრებს დათას ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს. სიტყვებით ვერ გამოიხატება ის მწუხარება, რასაც მომხდარის გამო განიცდის მთელი საქართველო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კვირაში დაგეგმილი გამოფენები არ გვექნება.

დავით-დათა შომახია. 12 წლის. დაიბადა 2009 წლის 15 აპრილს ქ.ბათუმში. 2015 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის N3 საჯარო სკოლაში. დათა მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. დადიოდა სტუდია "ანდამატში", სადაც ეუფლებოდა ხატვას და ძერწვას. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. დაკავებული იყო ცურვით და სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. 2017 წლიდან სწავლობდა ინგლისური ენის ცენტრში. არაერთ საგანმანათლებლო ტურში იღებდა მონაწილეობას. აღებული აქვს უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი.

დათა იყო ღიმილიანი, ნიჭიერი, კეთილი და იუმორით გამორჩეული ბიჭი", - აღნიშნულია "Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის" წერილში.

"ასე წავიდა დედიკოსთან ერთად" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები, მისი ბოლო ნახატის შესახებ.

ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.