მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"მათ­თვის, ვინც ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ამ ეტაპ­ზე იმა­ზე ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ბრძო­ლა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ვიდ­რე ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა. თუმ­ცა, რად­გა­ნაც ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს ნა­წი­ლიც ინ­ტე­რე­სის სფე­როა და არა­ერ­თი კი­თხვა და­ის­ვა ამ თე­მის გარ­შე­მო, მინ­და გი­პა­სუ­ხოთ - ჩემი ყვე­ლა წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

მე და ლი­ზამ დიდი ხნის წინ და­ვუ­კავ­ში­რეთ ერ­თმა­ნეთს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და უკვე მრა­ვა­ლი თვეა ერ­თად თა­ნავ­ცხოვ­რობთ, რო­გორც სრულ­ფა­სო­ვა­ნი პარტნი­ო­რე­ბი. ეს არის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ.

ასევე დაგაინტერესებთ
22:42 / 01-10-2021

ვინ არის 30 წლის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს

11:05 / 06-10-2021

"არ დაგიმალავთ,  რომ  ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი,  ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო" - რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა  იასკოს შესახებ

01:43 / 07-10-2021

"ან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ..." -  საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება

10:33 / 11-10-2021

ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა - რა არის თალასემია, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს აქვს?

20:49 / 13-10-2021

ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"

მე ვთხოვ ხალ­ხს, პა­ტი­ვი სცენ ჩვენს პი­რად ცხოვ­რე­ბას, ისე­ვე რო­გორც სან­დრას პი­რად ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც კე­თილ­გან­წყო­ბით, პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბი და მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.

ახლა სრუ­ლად ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ჩემს ბრძო­ლა­ზე. ვაგ­რძე­ლებ შიმ­ში­ლო­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს ეს საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ის და ლიზა იას­კო "ახალ ცხოვ­რე­ბას იწყე­ბენ".

"მე და ლი­ზამ გა­დავ­წყვი­ტეთ შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ყვე­ლას, რომ ჩვენ ვართ ერ­თად. ჩვენ ვი­წყებთ ახალ ცხოვ­რე­ბას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხ­და ისე, რომ მე მქონ­და ძა­ლი­ან მა­გა­რი ცხოვ­რე­ბაც, წარ­სუ­ლიც.

ისე გა­მო­ვი­და, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, რომ­ლის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ამა­ზე ვფიქ­რობ ბევ­რს, მაგ­რამ მე და ლიზა ვართ ერ­თად. ჩვენ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი ოჯა­ხი და გვინ­და, რომ ყვე­ლას უსურ­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა" - ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლიზა იას­კო უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" ერთ-ერთი ლი­დე­რია.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იასე
12

აქაც გაიძვერული პონტი გაუშვა. სანდრას თავისი ადგილი აქვს და შენ აღარავინ გეკითხება. ისე , ცნობისთვის , სანდრას მოპოვებული იყო ხმათა 50% იმ არჩევნების დროს, სანდრას ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული შენს გაპრეზიდენტებაში. მოთმინება სანდრას . ისე უნდა გიხაროდეს რომ წავიდა ეს ცეტი. მშვიდად მაინც იცხოვრებ. გილოცავ სანდრა, დაიკიდე!!!!!

vTR
72

ეს თავის სასიყვარულო ამბებსაც რო ყვება. იმედია ქოცებიც გადაგვიხსნიან გულის კარებს და მოყვებიან თავის ინტიმებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

"მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული.

ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია.

მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

მე ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის.

ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული ჩემს ბრძოლაზე. ვაგრძელებ შიმშილობას და გადაწყვეტილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინა საზოგადოებას, რომ ის და ლიზა იასკო "ახალ ცხოვრებას იწყებენ".

"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც.

ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება" - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

ცნობისთვის, ლიზა იასკო უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერია.