სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "იმედის" საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისი იყო სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დასაწყებად - პროკურორი
ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "იმედის" საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისი იყო სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დასაწყებად - პროკურორი

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის, გაფ­ლან­გვი­სა და „ტე­ლე­ი­მე­დის“ საქ­მე­ებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­და საკ­მა­რის სტან­დარტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად. ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ლაშა ცქვი­ტა­რი­ამ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ საქ­მე­ებ­ზე ექ­სპერ­ტე­ბის რან­გში მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ აშშ-ს იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და რე­კე­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პოლ კოფი, ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რო­რი მოშე ლა­დო­რი და იუ­გოს­ლა­ვი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის ტრი­ბუ­ნა­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე სერ ჯეფ­რი ნა­ი­სი, რო­მე­ლიც ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალ­ში იუ­გოს­ლა­ვი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სლო­ბო­დან მი­ლო­შე­ვი­ჩის საქ­მეს უძღვე­ბო­და და ასე­ვე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის ად­ვო­კა­ტია.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ებ­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვა გა­ნა­პი­რო­ბა მა­ღალ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ინ­ტე­რეს­მა რო­გორც ქვეყ­ნის შიდა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

„პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, რო­გორც სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ნე­იტ­რა­ლუ­რი გა­რან­ტის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო უდი­დე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, მათი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნე­ბი სა­მი­ვე საქ­მე­ზე ცალ-ცალ­კე გა­ი­ცა. მათი შე­ფა­სე­ბი­თაც სა­მი­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა საკ­მა­რის სტან­დარტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და სხვა პირ­თა მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად და, რაც მთა­ვა­რია, საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სად­გე­ნად. ექ­სპერტთა მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­გეგ­მა არა­ერ­თი ვი­ზი­ტი. 2014-15 წლებ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნენ ყვე­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლას. ამ მა­სა­ლებ­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით გას­ცეს ის დას­კვნა, რო­მელ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ“, - გა­ნუ­ცხა­და ცქვი­ტა­რი­ამ „კვი­რის პა­ლიტ­რას“.

მისი მტკი­ცე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად.

„მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა იყო ნე­იტ­რა­ლუ­რი და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას. მათ პირ­და­პირ ჩა­წე­რეს სა­კუ­თარ დას­კვნებ­ში, რომ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა გულ­წრფელ­მა და პა­ტი­ო­სან­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ მო­ახ­დი­ნა მათ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. შე­ის­წავ­ლეს რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და სწო­რედ ამ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით სა­მი­ვე საქ­მე­ზე მოგ­ვცეს რე­კო­მენ­და­ცია. ეს ბრალ­დე­ბე­ბი იყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დას­კვნა, რაც გაფ­ლან­გვის ნა­წილ­ში წა­ყე­ნე­ბულ ბრალს ეხე­ბა, სა­დაც 9 მი­ლი­ონ­ზე ვსა­უბ­რობთ. ამ ექ­სპერ­ტებ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სქე­მას, შე­ნიღბვის იმ გზას, რა­საც ის სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მი­მარ­თავ­და, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი უწო­დეს”, - გა­ნუ­ცხა­და ლაშა ცქვი­ტა­რი­ამ „კვი­რის პა­ლიტ­რას“.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბის პრო­კუ­რორ­თან ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა „კვი­რის პა­ლიტ­რის“ 11 ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
44

ქართული ოცნების მიერ ---არჩევნების გაყალბება, მასიური მოსმენები, კორუფცია, ნეპოტიზმი, საგარეო ვალების (26 მილიარდი) გაქრობა, ფარცხალაძის დანაშაულობების კასკადი, ქონებებისა და ბიზნესის წართმევები .. ადამიანის უფლებების იგნორირება.. , კონსტიტუციის იგნორირება , შერჩევითი სამართალი.. ახალგაზრდების ტერორი ( სიუჟეტები გაიხსენეთ ) ახალგაზრდების განათლების დაბლოკვა ( სტატუსების შეჩერება).....ქვეყნის საგარეო კურსის შებრუნება რუსეთისაკენ ....მოსახლეობის გაწირვებაში ჩაგდება და ფაქტიურად განდევნა საძღვარგარეთ .... ესაა მცირე სია დანაშაულობების რა ქვია ამას ....ამაზე უარესი ალბათ ხალხის ჩამოხჩობაა პირდაპირ.. 

gio
9

ძირს ტირანია! ძირს დიქტატურა ! ძირს მონობა !ძირს ძალადობა ! გაუმარჯოს დემოკრატიას ! გაუმარჯოს დასავლეთს ! გაუმარჯოს ახალგზრდობის პერსპექტივებს ! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს ცისკარას რომელიც იხსნის საქრთველოს !!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "იმედის" საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისი იყო სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დასაწყებად - პროკურორი

ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "იმედის" საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისი იყო სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დასაწყებად - პროკურორი

ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და „ტელეიმედის“ საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ლაშა ცქვიტარიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ექსპერტების რანგში მოწვეულები იყვნენ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.

მისი ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივ საქმეებში უცხოელი ექსპერტების ჩართვა განაპირობა მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„პროკურატურისთვის, როგორც სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ნეიტრალური გარანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების შეფასება მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათი თვალით დანახული პერიპეტიები. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები სამივე საქმეზე ცალ-ცალკე გაიცა. მათი შეფასებითაც სამივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა მტკიცებულებათა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად და, რაც მთავარია, საქმის სასამართლოში წარსადგენად. ექსპერტთა მიერ საქართველოში დაიგეგმა არაერთი ვიზიტი. 2014-15 წლებში ხსენებული ექსპერტები დეტალურად გაეცნენ ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალას. ამ მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასცეს ის დასკვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განუცხადა ცქვიტარიამ „კვირის პალიტრას“.

მისი მტკიცებით, ექსპერტების შეფასებით გამოძიება ჩატარდა უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე და კეთილსინდისიერად.

„მათივე შეფასებით გამოძიება იყო ნეიტრალური და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას. მათ პირდაპირ ჩაწერეს საკუთარ დასკვნებში, რომ საქმის გამომძიებელთა გულწრფელმა და პატიოსანმა თანამშრომლობამ მოახდინა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება. შეისწავლეს როგორც მტკიცებულებები, ასევე გააანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა და სწორედ ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით სამივე საქმეზე მოგვცეს რეკომენდაცია. ეს ბრალდებები იყო მტკიცებულებებით გაჯერებული, საქმე სასამართლოში გაგრძელებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია დასკვნა, რაც გაფლანგვის ნაწილში წაყენებულ ბრალს ეხება, სადაც 9 მილიონზე ვსაუბრობთ. ამ ექსპერტებმა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სქემას, შენიღბვის იმ გზას, რასაც ის საკუთარი კეთილდღეობისთვის მიმართავდა, კორუმპირებული და დანაშაულებრივი უწოდეს”, - განუცხადა ლაშა ცქვიტარიამ „კვირის პალიტრას“.

მიხეილ სააკაშვილის საქმეების პროკურორთან ინტერვიუს სრულ ვერსია გამოქვეყნდება „კვირის პალიტრის“ 11 ოქტომბრის ნომერში.