პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობა" ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს, რომელსაც "ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენების შეცვლაში ადანაშაულებს პროკურატურაში უჩივის - რას პასუხობს ბრალდებებს მირანდა მესხი
"ნაცმოძრაობა" ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს, რომელსაც "ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენების შეცვლაში ადანაშაულებს პროკურატურაში უჩივის - რას პასუხობს ბრალდებებს მირანდა მესხი

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქოს თავ­მჯდო­მა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლეს. ისი­ნი მი­რან­და მესხს ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის კონ­ვერ­ტის უკა­ნო­ნოდ გახ­სნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ეჭვი აქვთ, რომ მან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი შეც­ვა­ლა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის იმე­დი არა მაქვს, იმი­ტომ, რომ ბევ­რი ასე­თი საქ­მე აქვთ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა ძა­ლი­ან მალე, ამა­ში ღრმად ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მომ­დევ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ძი­ებს ამ ფაქტს და მი­რან­და მესხს მო­უ­წევს ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა", - გა­ნა­ცხა­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ანა წით­ლი­ძემ.

მი­რან­და მეს­ხის გან­ცხა­დე­ბით კი, სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ზე და მას­ზე ორი დღეა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

რო­გორც მი­რან­და მეს­ხის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ის, რა­ზეც სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლა/გა­და­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აპე­ლი­რებს, სიც­რუ­ეა.

„ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ქმე­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პირ­ველ რიგ­ში კა­ნო­ნის­მი­ე­რი. ჩემ­ზე, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზე და ასე­ვე, სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ზე ვერც ერთი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბი გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

ის, რა­ზეც აპე­ლი­რე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლა/გა­და­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რბი­ლად რომ ვთქვათ არის სიც­რუე და პრე­ტენ­ზი­ე­ბი წარ­მო­ჩინ­და მხო­ლოდ მას მერე, რო­დე­საც ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დათ­ვლის შემ­დეგ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კონ­კრე­ტუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ე­მა­ტა.

ამა­ვე პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა პირ­ველ რიგ­ში მე­დი­ას შე­უ­შა­ლეს ხელი და არ მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ღოთ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის­გან დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­იწ­ვი­ეს სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად უშუ­ა­ლოდ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა. ასე­ვე და­ა­ზი­ა­ნეს სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის ინ­ვენ­ტა­რი. ჩვენ, წეს­რი­გის აღ­დგე­ნის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბაც მოგ­ვი­წია. მხო­ლოდ მათი ჩა­რე­ვის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა.

სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ასა­ხუ­ლია რო­გორც მე­დი­ის, ისე სხვა­დას­ხვა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ. ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას გამჭვირ­ვა­ლედ და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

მივ­მარ­თავ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს - ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს მი­ვა­წო­დო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია“ , - ნათ­ქვა­მია მი­რან­და მეს­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
28

ნაცები ჭკუას ვერ ხმარობენ... გაირანეთ თვალსაწიერიდან ხერხეულიძეები,ბოკუჩავები,აგერ ახალი ფრაუ წითლიძე გესტაპოსავით რომ უღრენს ყველას და ბევრი სხვა სახე თუ გინდათ ოდნავ სიკეთე!

5555
16

თუ ყველაფერში მართალი ხარ, შუაღამეს, მარტო შენ და ქოცები, თავზე საბან გადახურებულები რას ითვლიდით?! დაგეძახათ ნაცებისთვისაც და სანთელს მაინც დაგიკავებდნენ ხელში🤣🤣🤣🤣🤣. მერე გაგიკვირდებათ და გაოცებული სახეებით დაწყებთ, რატომ მოითხოვეს იმ სისხლის მსმელმა ნაცებმა რიგგარეშე არჩევნები, რისი სუნიც აშკარაა. დიახ, ქოცია თუ ნაცია, ვინც არჩევნებს აყალბებს, მთავრობაში ვერ უნდა მოვიდეს და თუ მაინც მოვა, " თავო ჩემო".... უნდა ამღერო ყოველ დღე და თან ისტორიის გაკვეთილებიც უნდა ჩაუტარო პარალელურად რომ, კარგად დააზეპირებინო , საქართველო არც აზერბაიჯანია, არც ყაზახისტანი და არც უზბეკისტანი .... ვეღარ გამოვიდნენ ამ კომუნისტური ჯურღმულიდან ეს ბნელები რა ..... 🥳🥳🥳🥳🥳

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაცმოძრაობა" ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს, რომელსაც "ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენების შეცვლაში ადანაშაულებს პროკურატურაში უჩივის - რას პასუხობს ბრალდებებს მირანდა მესხი

"ნაცმოძრაობა" ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს, რომელსაც "ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენების შეცვლაში ადანაშაულებს პროკურატურაში უჩივის - რას პასუხობს ბრალდებებს მირანდა მესხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს. ისინი მირანდა მესხს ბიულეტენების კონვერტის უკანონოდ გახსნაში ადანაშაულებენ და ეჭვი აქვთ, რომ მან „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენები შეცვალა.

„ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიების იმედი არა მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ასეთი საქმე აქვთ თაროზე შემოდებული, მაგრამ ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ამ ფაქტს და მირანდა მესხს მოუწევს ციხეში ჩაჯდომა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ.

მირანდა მესხის განცხადებით კი, საოლქო საარჩევნო კომისიაზე და მასზე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას.

როგორც მირანდა მესხის განცხადებაშია ნათქვამი, ის, რაზეც საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით აპელირებს, სიცრუეა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი. ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრებები გავლენას ვერ მოახდენს.

ის, რაზეც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და პრეტენზიები წარმოჩინდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა.

ამავე პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში მედიას შეუშალეს ხელი და არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოიწვიეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის და შესაბამისად უშუალოდ კომისიის მუშაობის პარალიზება. ასევე დააზიანეს საოლქო კომისიის ინვენტარი. ჩვენ, წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავების გამოძახებაც მოგვიწია. მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი საოლქო კომისიის საქმიანობის აღდგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული ქმედება ხორციელდება ჩართული მხარეების დეტალური დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საქმიანობა ასახულია როგორც მედიის, ისე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია და მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია“ , - ნათქვამია მირანდა მესხის განცხადებაში.