სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 33 წლის უკრაინელი დეპუტატი,  რომელიც ტაქსიში გარდაცვლილი ნახეს - "ის თავდაცვის სექტორში  კორუფციის  საქმეს იძიებდა"
ვინ იყო 33 წლის უკრაინელი დეპუტატი,  რომელიც ტაქსიში გარდაცვლილი ნახეს - "ის თავდაცვის სექტორში  კორუფციის  საქმეს იძიებდა"

33 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი, ან­ტონ პო­ლი­ა­კო­ვი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სექ­ტორ­ში კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლო არ­სე­ბო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, დე­პუ­ტატ­მა ტაქ­სი­ში თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო, ად­გილ­ზე მი­სულ­მა ექი­მებ­მა კი მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ა­კო­ვი უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, რო­დე­საც ტაქ­სი, რომ­ლი­თაც ის გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის დარ­ღვე­ვის გამო გა­ა­ჩე­რეს.

ტაქ­სის მძღო­ლის თქმით, მგზავ­რი მის ავ­ტო­მო­ბილ­ში კი­ე­ვის ცენ­ტრში ჩაჯ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შე­უძ­ლოდ გახ­და და აცხა­დებ­და, რომ გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა ჰქონ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტაქ­სის მძღო­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­კი­თხეს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ა­კო­ვი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ყო­ფი­ლი წევ­რია.

ის 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რი­დან“ გა­რი­ცხეს, რად­გან არ ეთან­ხმე­ბო­და მმარ­თვე­ლი გუნ­დის რამ­დე­ნი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას. 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში კი დე­პუ­ტატ­მა პარ­ტი­აც და­ტო­ვა. 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში პო­ლი­ა­კოვს თავს და­ესხნენ. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა უც­ნო­ბი, რო­მელ­თა­ნაც მას კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
3

პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა და ვიზიარებ. 

ახლა წარმოვიდგინოთ ქართველი დეპუტატი ტაქსით და თან ქვეყანაზე დარდმა ინფარქტი რომ დამართოს. ხომ წარმოუდგენელია და ესეც ძალიან სამწუხაროა

!
0

უკრაინა კორუფციაში იძირება, ქვეყანას რეალურად მაფიოზური კლანები აკონტროლებენ. თავად ზელენსკიც კოლომოისკის თოჯინაა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვინ იყო 33 წლის უკრაინელი დეპუტატი,  რომელიც ტაქსიში გარდაცვლილი ნახეს - "ის თავდაცვის სექტორში  კორუფციის  საქმეს იძიებდა"

ვინ იყო 33 წლის უკრაინელი დეპუტატი,  რომელიც ტაქსიში გარდაცვლილი ნახეს - "ის თავდაცვის სექტორში  კორუფციის  საქმეს იძიებდა"

33 წლის უკრაინელი დეპუტატი, ანტონ პოლიაკოვი, რომელიც თავდაცვის სექტორში კორუფციის შესაძლო არსებობის საქმის გამოძიებაში იყო ჩართული, დღეს დილით გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დეპუტატმა ტაქსიში თავი შეუძლოდ იგრძნო, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიაკოვი უკანა სავარძელზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, როდესაც ტაქსი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის დარღვევის გამო გააჩერეს.

ტაქსის მძღოლის თქმით, მგზავრი მის ავტომობილში კიევის ცენტრში ჩაჯდა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა და აცხადებდა, რომ გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი გამომძიებლებმა დაკითხეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიაკოვი მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრია.

ის 2019 წლის ნოემბერში საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურიდან“ გარიცხეს, რადგან არ ეთანხმებოდა მმართველი გუნდის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას. 2019 წლის დეკემბერში კი დეპუტატმა პარტიაც დატოვა. 2020 წლის სექტემბერში პოლიაკოვს თავს დაესხნენ. ეჭვმიტანილი აღმოჩნდა უცნობი, რომელთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა.