პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100  წლის ნაცისტის სასამართლო გერმანიაში,  რომელსაც ბრალად 3 500 ადამიანის მკვლელობა ედება - საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკე და სამართალი 76 წლის შემდეგ
100  წლის ნაცისტის სასამართლო გერმანიაში,  რომელსაც ბრალად 3 500 ადამიანის მკვლელობა ედება - საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკე და სამართალი 76 წლის შემდეგ

ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რომ­ლებ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სა­ტი­კე ჩა­ი­დი­ნეს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ხოც­ვა­ში, და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მო­უ­წი­ათ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგო­მა.

ახლა ერთ-ერთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე გიყ­ვე­ბით - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან 76 წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ბად­რაგს ასა­მარ­თლე­ბენ. მას ბერ­ლინ­თან ახ­ლოს, ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში 3 515 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბი­ან.

მე­დია არ ასა­ხე­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის გვარს და მას ჟო­ზეფ ს-დ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ამით კი იცა­ვენ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის კა­ნონს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბის დროს მოქ­მე­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­მა­კა­ცი 101 წელ­საა მიღ­წე­უ­ლი და ის არის ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კის­თვის ასა­მარ­თლე­ბენ.

რო­გორც BBC-ი წერს, ჟო­ზეფ ს-ს ბრა­ლად ედე­ბა საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბის დახ­ვრე­ტა და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის გა­გუდ­ვა მხუ­თა­ვი აი­რით.

მე­დი­ამ ჟო­ზეფ ს-სთვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნაც სა­სა­მარ­თლო­ზე მას სა­ხე­ზე ცის­ფე­რი ფა­ი­ლი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი, ისე რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის მისი სა­ხის აღ­ბეჭდ­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჟო­ზე­ფი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრან­დერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, პრო­ცეს­ზე მას არა­ფე­რი უთ­ქვამს, თუმ­ცა მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე აპი­რებს სა­უ­ბარს. ად­ვო­კა­ტი სტე­ფან უო­თერ­კამ­პი აცხა­დებს, რომ ჟო­ზე­ფი არ გა­ა­კე­თებს კო­მენ­ტარს წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე, თუმ­ცა ისა­უბ­რებს "პი­რად გა­რე­მო­ე­ბებ­ზე", რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და.

პრო­კუ­რორ კი­რილ კლე­მენ­ტის თქმით კი, ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბას 1941-1945 წლებ­ში ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზენ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. "ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი­ვეს მხარს უჭერ­და სა­კუ­თა­რი ნე­ბით და სურ­ვი­ლით. მან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, რას აკე­თებ­და. ის კარ­გად იყო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი "სას­ტიკ რე­ჟიმ­თან", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ჟო­ზე­ფი 21 წლის იყო, რო­დე­საც ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის ბად­რა­გი გახ­და. ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კი­დან ძა­ლი­ან გვი­ან, თუმ­ცა მა­ინც მო­უ­წევს სა­სა­მარ­თლოს­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ხან­გრძლივ სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბა. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნი - ად­გი­ლი სა­დაც სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი იყო

ცნო­ბის­თვის, ნა­ცის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი და ასო­ბით ადა­მი­ანს კლავ­დნენ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე არ წარმდგა­რა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
13

ჩამოდით საქართველოში, აქ გმირად გამოგაცხადებთ, ვიტყვით სამშობლოს განვითარებისა და კეთილდღეობისთვის სჩადიოდა ამ ყველაფერს. აპა რავა, ასე ვიცით ჩვენ:)))

ასფურცელა
19

ჯოზეფ ს? სოსელო შენ ხარ? :):):)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

100  წლის ნაცისტის სასამართლო გერმანიაში,  რომელსაც ბრალად 3 500 ადამიანის მკვლელობა ედება - საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკე და სამართალი 76 წლის შემდეგ

100  წლის ნაცისტის სასამართლო გერმანიაში,  რომელსაც ბრალად 3 500 ადამიანის მკვლელობა ედება - საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკე და სამართალი 76 წლის შემდეგ

ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოუდგენელი სისატიკე ჩაიდინეს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში სხვადასხვა ნიშნით დატყვევებული მოქალაქეების დახოცვაში, დაუსჯელი დარჩა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მოუწიათ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.

ახლა ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გიყვებით - მეორე მსოფლიო ომიდან 76 წლის შემდეგ, გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის ბადრაგს ასამართლებენ. მას ბერლინთან ახლოს, ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 3 515 ადამიანის მკვლელობაში დახმარების გაწევას ედავებიან.

მედია არ ასახელებს ბრალდებულის გვარს და მას ჟოზეფ ს-დ მოიხსენიებენ, ამით კი იცავენ კონფიდენციალობის კანონს, რომელიც გერმანიაში ამგვარი ბრალდების დროს მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი 101 წელსაა მიღწეული და ის არის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი სისასტიკისთვის ასამართლებენ.

როგორც BBC-ი წერს, ჟოზეფ ს-ს ბრალად ედება საბჭოთა ტყვეების დახვრეტა და ზოგიერთი მათგანის გაგუდვა მხუთავი აირით.

მედიამ ჟოზეფ ს-სთვის ფოტოს გადაღება ვერ შეძლო, რადგანაც სასამართლოზე მას სახეზე ცისფერი ფაილი ჰქონდა აფარებული, ისე რომ შეუძლებელი იყო ფოტოგრაფებისთვის მისი სახის აღბეჭდვა.

როგორც ცნობილია, ჟოზეფი წლების განმავლობაში ბრანდერბურგში ცხოვრობდა, ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პროცესზე მას არაფერი უთქვამს, თუმცა მომდევნო სხდომაზე აპირებს საუბარს. ადვოკატი სტეფან უოთერკამპი აცხადებს, რომ ჟოზეფი არ გააკეთებს კომენტარს წაყენებულ ბრალდებებზე, თუმცა ისაუბრებს "პირად გარემოებებზე", რომელიც იმ პერიოდში ჰქონდა.

პროკურორ კირილ კლემენტის თქმით კი, ადამიანების მკვლელობას 1941-1945 წლებში ზაქსენჰაუზენში სისტემატური ხასიათი ჰქონდა. "ბრალდებული ყოველივეს მხარს უჭერდა საკუთარი ნებით და სურვილით. მან შესანიშნავად იცოდა, რას აკეთებდა. ის კარგად იყო ინტეგრირებული "სასტიკ რეჟიმთან", - განაცხადა პროკურორმა.

ჟოზეფი 21 წლის იყო, როდესაც ზაქსენჰაუზენის ბადრაგი გახდა. ჩადენილი სისასტიკიდან ძალიან გვიან, თუმცა მაინც მოუწევს სასამართლოსთვის პასუხის გაცემა, ხანგრძლივ სხდომებზე დასწრება. მედიაში წერენ, რომ სასამართლო სავარაუდოდ, იანვრამდე გაგრძელდება.

ზაქსენჰაუზენი - ადგილი სადაც საკონცენტრაციო ბანაკი იყო

ცნობისთვის, ნაცისტების უმეტესობა, რომლებიც ადამიანების მკვლელობაში იყვნენ ჩართულნი და ასობით ადამიანს კლავდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, სასამართლოს წინაშე არ წარმდგარა.