სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?
"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში ე.წ. ვე­ტე­რა­ნებ­სა და ე.წ. შს თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­რიგ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში გა­და­ი­ზარ­და. თით­ქმის ერთი კვი­რაა, აფხა­ზე­თის "მთავ­რო­ბის" სახ­ლის წინ ე.წ. შს მი­ნის­ტრის, დმიტ­რი დბა­რის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ, რო­მე­ლიც ვე­ტე­რა­ნე­ბის ცნო­ბით, თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მათ ცე­მა­ში.

30 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზე­თის და­კარ­გვის 28 წლის­თავ­ზე, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს აფხა­ზი "ბო­ე­ვი­კე­ბი", რომ­ლებ­საც "ვე­ტე­რა­ნის" სტა­ტუ­სი აქვთ და აფხა­ზეთ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

"ქარ­თულ-ფხა­ზუ­რი ომის დროს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებს აფხა­ზე­ბი აჰ­ყავ­დათ ტყვედ, ან პი­რი­ქით, ჩვენ აგ­ვყავ­და ტყვედ ქარ­თვე­ლე­ბი, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ ფე­ხე­ბით შემ­დგა­რიყ­ვნენ ტყვე­ებ­ზე, არას­დროს ყო­ფი­ლა..." - ამ­ბობს აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე, ე.წ. ვე­ტე­რა­ნი გივი დო­პუა აფხა­ზურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

"55 წლის ვარ, 30 წლის ბიჭ­მა, რო­მე­ლიც მე­გო­ნა, რომ ჩემი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რის­თვი­საც მე და ჩემ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა სიკ­ვდი­ლამ­დე ვიბ­რძო­ლეთ, ზი­ზღით შე­მომ­ხე­და თვა­ლებ­ში და გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მცე­მა... ჩემ­ზე ხელი არა­ვის აღუ­მარ­თავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ის დღე და­მა­ვი­წყდეს. რას ვი­ფიქ­რებ­დით 30 წლის წინ, რომ ჩვენს მიერ სის­ხლით მო­პო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს, ასეთ წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას მოგ­ვა­ყე­ნებ­დნენ. ეს დღე არა­ვის უნდა შერ­ჩეს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი მათ­გა­ნი, სო­ხუ­მის ცენ­ტრში აქ­ცი­ა­ზე გა­მო­სუ­ლი ვე­ტე­რა­ნი ამ­რიკ ვო­უ­ბა.

სპეც­რაზმთან შე­ტა­კე­ბის დღეს ნა­ცე­მე­ბი არი­ან სო­ფელ აძი­უბ­ჟის მცხოვ­რებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ომის დროს ოჩამ­ჩი­რეს იცავ­დნენ. სწო­რედ ისი­ნი ქე­ი­ფობ­დნენ სო­ხუ­მის ერთ-ერთი რეს­ტო­რან­ში ორ დე­პუ­ტატ­თან, ალ­მას­ხან არ­ძინ­ბა­სა და გარი კო­კა­ი­ას­თან ერ­თად. სა­ღა­მოს, ქე­ი­ფის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ და რე­ვოლ­ვე­რი­დან და კა­ლაშ­ნი­კო­ვი­დან სრო­ლა ატე­ხეს, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად.

ცნო­ბი­ლი აფხა­ზი პუბ­ლი­ცის­ტი, და­ვით და­სა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ ორ­შა­ბა­თი­დან, ძა­ლო­ვან უწყე­ბას ახა­ლი მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰყავ­დეს.

"მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც ვე­ტე­რა­ნებ­ზე ხელი აწია, უნდა გა­დად­გეს" - ამ­ბობს ის.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ვე­ტე­რა­ნე­ბის მი­მართ აგ­რე­სია ახალ თა­ო­ბას მხო­ლოდ იმ დღეს არ გას­ჩე­ნია და ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზოგი მათ­გა­ნის უკი­დე­გა­ნო ამ­ბი­ცია და პრი­ვი­ლე­გია ცუ­დად აი­სა­ხე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ. ჩემი სკო­ლის ორი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობს აფხა­ზე­თის შსს სპეც­რაზმში, ამ ბოლო დროს სულ ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ და რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ა­ზე მი­დი­ან, ეს იქ­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბა თუ ია­რა­ღის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ნახ­ვა, აბა თუ მიხ­ვდე­ბით, ვის კვალ­ზე გა­დი­ან?.. დიახ, ჩვე­ნი "გმი­რი ვე­ტე­რა­ნე­ბის" და ათი­დან 6-7 შემ­თხვე­ვა, მხო­ლოდ სა­ქონ­ლის წარ­თმე­ვით (თუ ისევ უკან არ უბ­რუ­ნე­ბენ) სრულ­დე­ბა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ისი­ნი ქუ­ჩა­ში ასე უმი­სა­მარ­თოდ ის­ვრი­ან, სხვა დრო­საც არა­ერ­თხელ უს­ვრი­ათ, ძე­ო­ბებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ან უბ­რა­ლოდ შეკ­რე­ბა­ზე... რო­დე­საც მი­ლი­ცია მათ ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, იცით რა ხდე­ბა?.. ისი­ნი არც კი კად­რუ­ლო­ბენ რა­ი­მე სა­ხის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას, აგ­დე­ბით ელა­პა­რა­კე­ბი­ან სპეც­რაზ­მის ბი­ჭებს. დამ­ცი­ნა­ვად ეკი­თხე­ბი­ან მათ - რამ­დე­ნი ხა­ნია ია­რა­ღი გი­ჭი­რავ­თო" - წერს სო­ხუ­მე­ლი ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"ჩემი ქმა­რი მავ­რიკ ჯინ­ჯო­ლია, ნამ­დვი­ლი მე­ო­მა­რი და თა­ვი­სი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტია. 14 აგ­ვის­ტოს, მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერთდ დამ­ტო­ვა და ომში წა­ვი­და. ზამ­თარ­სა და უბე­დუ­რე­ბა­ში, დაჭ­რილ­მა ორ­ჯერ გა­და­ლა­ხა მდი­ნა­რე გუ­მის­თა, გუ­თა­უ­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაჭ­რი­ლებს და­რა­ჯობ­და, რომ არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნათ. ლეონ მე­ფის ორ­დე­ნით და მედ­ლით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ის არას­დროს წა­სუ­ლა ია­რა­ღით, მით უფრო ქე­იფ­ში, არც უტ­რა­ბა­ხია. ომის ინ­ვა­ლი­დია და ბევრ რა­მეს, მათ შო­რის, და­კარ­გულ ჯან­მრთე­ლო­ბას ნა­ნობს კი­დეც. ნუ შე­ა­ძუ­ლეთ ხალ­ხს თავი..." - წერს ნა­ტა­ლია გიც­ბა.

სხვე­ბის თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გმი­რე­ბის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვინ­მეს შერ­ჩეს. თუმ­ცა, პა­სუ­ხი უნდა აგონ დე­პუ­ტა­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ის­როდ­ნენ, მით უფრო, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

"შსს-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გამო... მე მეს­მის, რომ ვეტ­რა­ნე­ბი გმი­რე­ბი არი­ან და იბ­რძო­ლეს, მაგ­რამ ამის გამო, ქურ­დო­ბა და მკვლე­ლო­ბაც უნდა ეპა­ტი­ოთ, იმი­ტომ, რომ ვე­ტე­რა­ნე­ბი არი­ან? მხო­ლოდ იმ დღის გამო, კი, სულ ცოტა 10 დღით უნდა ჩას­ვან" - წერს ნანა ჯო­ნუა.

"თუმ­ცა, ესეც, რო­გორც ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის სხვა "გა­მოს­ვლე­ბი" უხ­მა­უ­როდ ჩა­ივ­ლი­და, რომ არა ერთი ამ­ბა­ვი - ქა­ლა­ქის სხვა რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფობ­და პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია, თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად. თვითმხილ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე შს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა კო­კა­ი­ა­სა და არ­ძინ­ბას მე­გო­ბა­რი, სულ ათამ­დე ვე­ტე­რა­ნი, უმე­ტე­სო­ბა სო­ფელ აძი­უბ­ჟე­ლე­ბი, მათ არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. შე­დე­გიც მი­ი­ღეს, მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ყვე­ლა მათ­განს სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, ზოგს ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი, ზოგს - თავი.

რამ­დე­ნი­მეს ნა­კე­რე­ბიც დას­ჭირ­და. დიახ, ძირს და­აგ­დეს და ფე­ხე­ბით შედგნენ. უნდა ვა­ღი­ა­რო, გა­მომ­სარ­ჩლებ­ლე­ბიც ცოტა ჰყავ­დათ, ვი­ნა­ი­დან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ უკი­დე­გა­ნო პრი­ვი­ლე­გი­ებს კარ­გი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის იბ­რძო­და. ამი­ტომ, ჩემ­თვის და სხვა ბევ­რის­თვი­საც სუ­ლაც არ არის წმინ­და­ნი და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი.

შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ იქვე ძა­ლი­ან ახ­ლოს, მე­ო­რე რეს­ტო­რან­ში ას­ლან ბჟა­ნია ცხინ­ვა­ლი­დან ჩა­მო­სულ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს მას­პინ­ძლობ­და, ამი­ტომ ამ საქ­მეს ასე ვერ და­ტო­ვებ­დნენ... ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მე­ო­რე დღეს ნა­ცე­მი დე­პუ­ტა­ტი ალ­მას­ხან არ­ძინ­ბა, სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ვი­და შს სა­მი­ნის­ტროს­თან და შე­ნო­ბა და­ცხრი­ლა... ახლა კი, აძი­უბ­ჟე­ლე­ბი მთავ­რო­ბის სახ­ლთან აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ, რო­გორ თუ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, გმი­რი ვე­ტე­რა­ნე­ბი გაგ­ვი­ლა­ხე­სო... ამი­ტომ, მი­ნის­ტრი უნდა გა­დად­გეს და ის ბი­ჭე­ბი უნდა და­ა­პა­ტიმ­რო­ნო, ცირ­კია!.." - წერს ამი­რა დუნ­დუა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი
1

ჯინჯოლია, კოკაია,დონდუა მე მეგრელები მეგონა კაცოო.

დაგელოცოთ მარჯვენაო ვერ ვიტყვი,ისე კარგი კი უქნიათ.რეპეტე რეპეტე.

Akaki
3

 სეპარატისტები ძალზე სამარცხვინოა რომ საკუთარ თანამემამულეებზე ვითომ გამარჯვებას ზეიმობენ. ისე გაკვეთილი მომეწონა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?

"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?

რამდენიმე დღის წინ, სოხუმში ე.წ. ვეტერანებსა და ე.წ. შს თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირება მორიგ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. თითქმის ერთი კვირაა, აფხაზეთის "მთავრობის" სახლის წინ ე.წ. შს მინისტრის, დმიტრი დბარის გადადგომას ითხოვენ, რომელიც ვეტერანების ცნობით, თავად მონაწილეობდა მათ ცემაში.

30 სექტემბერს, აფხაზეთის დაკარგვის 28 წლისთავზე, სოხუმის ცენტრში, სპეცრაზმის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს აფხაზი "ბოევიკები", რომლებსაც "ვეტერანის" სტატუსი აქვთ და აფხაზეთში პრივილეგიებით სარგებლობენ.

"ქართულ-ფხაზური ომის დროს, როდესაც ქართველებს აფხაზები აჰყავდათ ტყვედ, ან პირიქით, ჩვენ აგვყავდა ტყვედ ქართველები, მსგავსი შემთხვევა, რომ ფეხებით შემდგარიყვნენ ტყვეებზე, არასდროს ყოფილა..." - ამბობს აფხაზეთის ომის მონაწილე, ე.წ. ვეტერანი გივი დოპუა აფხაზურ მედიასთან საუბარში.

"55 წლის ვარ, 30 წლის ბიჭმა, რომელიც მეგონა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც მე და ჩემმა თანატოლებმა სიკვდილამდე ვიბრძოლეთ, ზიზღით შემომხედა თვალებში და გონების დაკარგვამდე მცემა... ჩემზე ხელი არავის აღუმართავს. როგორ შეიძლება, ის დღე დამავიწყდეს. რას ვიფიქრებდით 30 წლის წინ, რომ ჩვენს მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლების დღეს, ასეთ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას მოგვაყენებდნენ. ეს დღე არავის უნდა შერჩეს" - ამბობს კიდევ ერთი მათგანი, სოხუმის ცენტრში აქციაზე გამოსული ვეტერანი ამრიკ ვოუბა.

სპეცრაზმთან შეტაკების დღეს ნაცემები არიან სოფელ აძიუბჟის მცხოვრებლებიც, რომლებიც ომის დროს ოჩამჩირეს იცავდნენ. სწორედ ისინი ქეიფობდნენ სოხუმის ერთ-ერთი რესტორანში ორ დეპუტატთან, ალმასხან არძინბასა და გარი კოკაიასთან ერთად. საღამოს, ქეიფის შემდეგ, ქუჩაში გამოვიდნენ და რევოლვერიდან და კალაშნიკოვიდან სროლა ატეხეს, როგორც ამბობენ, გამარჯვების სიხარულის გამოსახატად.

ცნობილი აფხაზი პუბლიცისტი, დავით დასანია მიიჩნევს, რომ ორშაბათიდან, ძალოვან უწყებას ახალი მინისტრი აუცილებლად უნდა ჰყავდეს.

"მინისტრი, რომელმაც ვეტერანებზე ხელი აწია, უნდა გადადგეს" - ამბობს ის.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვეტერანების მიმართ აგრესია ახალ თაობას მხოლოდ იმ დღეს არ გასჩენია და ეს ყველაფერი მათ ხელთ არსებული პრივილეგიების დამსახურებაა.

"წლების განმავლობაში, ზოგი მათგანის უკიდეგანო ამბიცია და პრივილეგია ცუდად აისახებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე და არცთუ უსაფუძვლოდ. ჩემი სკოლის ორი მეგობარი მუშაობს აფხაზეთის შსს სპეცრაზმში, ამ ბოლო დროს სულ ნარკოტიკების მიმართულებით მუშაობენ და როდესაც ოპერაციაზე მიდიან, ეს იქნება ნარკოტიკების შენახვა-გასაღება თუ იარაღის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შენახვა, აბა თუ მიხვდებით, ვის კვალზე გადიან?.. დიახ, ჩვენი "გმირი ვეტერანების" და ათიდან 6-7 შემთხვევა, მხოლოდ საქონლის წართმევით (თუ ისევ უკან არ უბრუნებენ) სრულდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი ქუჩაში ასე უმისამართოდ ისვრიან, სხვა დროსაც არაერთხელ უსვრიათ, ძეობებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე ან უბრალოდ შეკრებაზე... როდესაც მილიცია მათ იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს, იცით რა ხდება?.. ისინი არც კი კადრულობენ რაიმე სახის ახსნა-განმარტებას, აგდებით ელაპარაკებიან სპეცრაზმის ბიჭებს. დამცინავად ეკითხებიან მათ - რამდენი ხანია იარაღი გიჭირავთო" - წერს სოხუმელი ირაკლი სუხუმსკი.

"ჩემი ქმარი მავრიკ ჯინჯოლია, ნამდვილი მეომარი და თავისი ქვეყნის პატრიოტია. 14 აგვისტოს, მცირეწლოვან შვილთან ერთდ დამტოვა და ომში წავიდა. ზამთარსა და უბედურებაში, დაჭრილმა ორჯერ გადალახა მდინარე გუმისთა, გუთაუდის საავადმყოფოში დაჭრილებს დარაჯობდა, რომ არაფერი დაეშავებინათ. ლეონ მეფის ორდენით და მედლით არის დაჯილდოებული. ის არასდროს წასულა იარაღით, მით უფრო ქეიფში, არც უტრაბახია. ომის ინვალიდია და ბევრ რამეს, მათ შორის, დაკარგულ ჯანმრთელობას ნანობს კიდეც. ნუ შეაძულეთ ხალხს თავი..." - წერს ნატალია გიცბა.

სხვების თქმით, წარმოუდგენელია გმირების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ვინმეს შერჩეს. თუმცა, პასუხი უნდა აგონ დეპუტატებმა, რომლებიც ქუჩაში ისროდნენ, მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა.

"შსს-ს ყველა თანამშრომელი უნდა დაისაჯოს, გადამეტებული უფლებამოსილების გამო... მე მესმის, რომ ვეტრანები გმირები არიან და იბრძოლეს, მაგრამ ამის გამო, ქურდობა და მკვლელობაც უნდა ეპატიოთ, იმიტომ, რომ ვეტერანები არიან? მხოლოდ იმ დღის გამო, კი, სულ ცოტა 10 დღით უნდა ჩასვან" - წერს ნანა ჯონუა.

"თუმცა, ესეც, როგორც ომის ვეტერანების სხვა "გამოსვლები" უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა ერთი ამბავი - ქალაქის სხვა რესტორანში ქეიფობდა პრეზიდენტი ასლან ბჟანია, თავის მეგობრებთან ერთად. თვითმხილველებმა ადგილზე შს თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა კოკაიასა და არძინბას მეგობარი, სულ ათამდე ვეტერანი, უმეტესობა სოფელ აძიუბჟელები, მათ არ დაემორჩილნენ და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. შედეგიც მიიღეს, მოთმინებიდან გამოსული სპეცრაზმელები ყველა მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ, ზოგს ცხვირი აქვს გატეხილი, ზოგს - თავი.

რამდენიმეს ნაკერებიც დასჭირდა. დიახ, ძირს დააგდეს და ფეხებით შედგნენ. უნდა ვაღიარო, გამომსარჩლებლებიც ცოტა ჰყავდათ, ვინაიდან, წლების განმავლობაში, მათ უკიდეგანო პრივილეგიებს კარგი არაფერი მოუტანია. აღმოჩნდა, რომ ბევრი საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძოდა. ამიტომ, ჩემთვის და სხვა ბევრისთვისაც სულაც არ არის წმინდანი და ხელშეუხებელი.

შესაძლოა, ყველაფერი ძველებურად მიჩუმათებულიყო, მაგრამ იქვე ძალიან ახლოს, მეორე რესტორანში ასლან ბჟანია ცხინვალიდან ჩამოსულ ანატოლი ბიბილოვს მასპინძლობდა, ამიტომ ამ საქმეს ასე ვერ დატოვებდნენ... ყველაფერი ამით არ დასრულებულა, მეორე დღეს ნაცემი დეპუტატი ალმასხან არძინბა, სამსახურის ავტომანქანით მივიდა შს სამინისტროსთან და შენობა დაცხრილა... ახლა კი, აძიუბჟელები მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ, როგორ თუ თანასოფლელები, გმირი ვეტერანები გაგვილახესო... ამიტომ, მინისტრი უნდა გადადგეს და ის ბიჭები უნდა დააპატიმრონო, ცირკია!.." - წერს ამირა დუნდუა.