მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი?
რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი?

ცნო­ბი­ლია, რომ "კო­ვიდ-19“-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი რის­კჯ­გუფს წარ­მო­ად­გე­ნენ. ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­დი­ან დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზოგ­ჯერ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძიმ­დე­ბათ.

რა და­ა­ვა­დე­ბაა დი­ა­ბე­ტი, რო­გორ გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა იმარ­თოს ის, ამა­ზე AMBEBI.GE-ს კლი­ნი­კა "ენ­მე­დი­ცის“ ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ხა­ბე­იშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა სის­ხლში გლუ­კო­ზის (ანუ შაქ­რის) დო­ნის მა­ტე­ბით. და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბიც ჰი­პერ­გლი­კე­მი­ას (სის­ხლში გლუ­კო­ზის მა­ტე­ბა) უკავ­შირ­დე­ბა, ის გა­მოვ­ლინ­დე­ბა ჩი­ვი­ლე­ბით: პი­რის სიმ­შრა­ლე, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წყურ­ვი­ლი, გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა, სი­სუს­ტე, მო­თენ­თი­ლო­ბა, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში წო­ნა­ში კლე­ბა. ხან­გრძლი­ვი ჰი­პერ­გლი­კე­მი­ას კი წლე­ბის შემ­დეგ მოყ­ვე­ბა დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის მხრივ, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნო­თა და ქსო­ვილ­თა მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით.

დი­ა­ბე­ტი­ან პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ან არ ას­რუ­ლებს მის მი­თი­თე­ბებს, შე­საძ­ლოა, გა­ნუ­ვი­თარ­დეს მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი ან ინ­სულ­ტი. ასე­ვე დი­ა­ბე­ტუ­რი ტერ­ფი, რო­მე­ლიც არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სრულ­დე­ბა ტერ­ფის ამ­პუ­ტა­ცი­ით; თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, რა­საც მივ­ყა­ვართ დი­ა­ლი­ზის სა­ჭი­რო­ე­ბამ­დე; თვა­ლის ბა­დუ­რა­ზე შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­საც არც თუ იშ­ვი­ა­თად მოყ­ვე­ბა სიბრმა­ვე; ასე­ვე ვი­თარ­დე­ბა დი­ა­ბე­ტუ­რი ნე­ი­რო­პა­თია, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს ქსო­ვი­ლე­ბის და ორ­გა­ნო­ე­ბის არა­მარ­ტო სის­ხლმო­მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბას, არა­მედ ინერ­ვა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­საც.

- და­ბე­ტის ორი ტიპი არ­სე­ბობს, რა სხვა­ო­ბაა მათ შო­რის? თუ შე­იძ­ლე­ბა, მათი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- მარ­თა­ლია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ორი ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს (არ­სე­ბობს სხვა ტი­პე­ბიც, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს. პირ­ველ რიგ­ში მოკ­ლედ უნდა ავ­ხსნათ, დი­ა­ბე­ტის დროს რა სა­ხის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. ორი­ვე ტი­პის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბა ჰორ­მონ ინ­სუ­ლინს, ის გა­მო­მუ­შავ­დე­ბა პანკრე­ა­სის (ანუ კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის) ბეტა უჯრე­დე­ბის მიერ. ინ­სუ­ლი­ნი ჰორ­მო­ნია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს გლუ­კო­ზის უჯრედ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას.

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 1 აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, სა­კუ­თა­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იწყებს ბრძო­ლას სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ, ეტა­პობ­რი­ვად მცირ­დე­ბა ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფა, სის­ხლში ინ­სუ­ლი­ნის შემ­ცი­რე­ბა კი იწ­ვევს სის­ხლში გლუ­კო­ზის დო­ნის მა­ტე­ბას, რად­გან ის ვე­ღარ შე­დის უჯრედ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს და იმას, შეგ­ვიძ­ლია თუ არა მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, პა­სუ­ხი ასე­თია - ზო­გა­დად აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის, თუმც ტიპი 1 დი­ა­ბეტს ხში­რად უკავ­ში­რე­ბენ გარ­კვე­ულ ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ტიპი 1-ის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ინ­სუ­ლი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ტიპი 2 დი­ა­ბე­ტის დროს სის­ხლში ინ­სუ­ლი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მის ფარ­გლებ­შია, ზოგ­ჯერ მო­მა­ტე­ბუ­ლიც კი არის, მაგ­რამ მისი აღ­ქმა ვერ ხდე­ბა რე­ცეპ­ტო­რე­ბის მიერ, რაც ისევ და ისევ იწ­ვევს სის­ხლში გლუ­კო­ზის დო­ნის მა­ტე­ბას, ვი­ნა­ი­დან ის ვე­ღარ აღ­წევს უჯრედ­ში­და სივ­რცეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2 გა­ცი­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და წლი­დან წლამ­დე ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი მა­ტუ­ლობს.

ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყლე­ბის (ტკბი­ლე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბი) დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, სტრე­სი და მემ­კვიდ­რუ­ლი გან­წყო­ბა - ეს ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის გან­ვი­თე­რე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია კვე­ბის კო­რექ­ცი­ით, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

- და მა­ინც რო­მე­ლი უფრო "ვე­რა­გია“?

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, არ მიყ­ვარს როცა შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს "ვე­რაგ“ და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ. ხში­რად სწო­რედ დი­ა­ბე­ტი აი­ძუ­ლებს ადა­მი­ანს შეც­ვა­ლოს ცხოვ­რე­ბის წესი: იკ­ვე­ბოს უფრო ჯან­სა­ღად, და­კავ­დეს სპორ­ტით და და­იკ­ლოს ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი. ასე რომ, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ის პი­რი­ქით ადა­მი­ანს უბიძ­გებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­კენ, რაც იწ­ვევს ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ცხოვ­რე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას. მაგ­რამ თუ პა­ცი­ენ­ტი ვერ ახერ­ხებს გლი­კე­მი­ე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გამო, ასეთ დროს, დი­ა­ბე­ტი ნამ­დვი­ლად აჩენს თა­ვის "ვე­რაგ“ სა­ხეს წლე­ბის შემ­დეგ.

ორი­ვე ტი­პის დი­ა­ბეტს აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მე­ო­რეს­თან შე­და­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, ტიპი 1 უფრო მწვა­ვედ იწყე­ბა, მაგ­რამ დი­აგ­ნო­ზის დას­მი­სას ვი­ცით, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და სის­ხლძარ­ღვე­ბი არ არის ხან­გრძლი­ვი ჰი­პერ­გლი­კე­მი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ინ­სუ­ლინ­თე­რა­პი­ის დრო­უ­ლი და­წყე­ბა და და­ა­ვა­დე­ბის სწო­რი მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს შე­საძ­ლოა, არას­დროს გა­ნუ­ვი­თარ­დეს დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ტიპი 2-ის შემ­თხვე­ვა­ში კი ხში­რად დი­აგ­ნო­ზის მო­მენ­ტში უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბი და ნერ­ვე­ბი, რად­გან ტიპი 2-ის დროს შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნელ-ნელა მა­ტუ­ლობს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აზი­ა­ნებს სის­ხლძარ­ღვებს. ტიპი 1-ის დროს ინ­სუ­ლინ­თე­რა­პი­ა­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი თუ კარ­გად ით­ვლის ნახ­შირ­წყლო­ვან ერ­თე­უ­ლებს, ნაკ­ლე­ბად იზღუ­დავს თავს კვე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ტიპი 2-ის უპი­რა­ტე­სო­ბას, ხში­რად მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რე­გუ­ლირ­დე­ბა შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სის­ხლში. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რა თქმა უნდა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფონ­ზე, ხში­რად საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად იძ­ლე­ვა გლი­კე­მი­ის (შაქ­რის) მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას სის­ხლში.

- "კო­ვიდ-19“-ის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მწვავ­დე­ბა, მათ შო­რის, დი­ა­ბე­ტიც. რა გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს კო­ვი­დი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში?

- "კო­ვიდ-19“-ის დროს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს, ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ძვრე­ბი იწ­ვევს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის "გამ­წვა­ვე­ბას“ ანუ შაქ­რის დო­ნის მო­მა­ტე­ბას. ზოგ­ჯერ შა­ქარ­თან ერ­თად, სის­ხლში მა­ტუ­ლობს კე­ტოს­ხე­უ­ლე­ბის (ანუ აცე­ტო­ნის) რა­ო­დე­ნო­ბა, ყა­ლიბ­დე­ბა მან­კი­ე­რი წრე: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გამ­წვა­ვე­ბა იწ­ვევს კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამ­წვა­ვე­ბას და პი­რი­ქით.

- თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ის არც გამ­წვავ­დეს და რა არის ამის მი­ზე­ზი?

- დიახ, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ საქ­მე გვაქვს კო­ვი­დის მსუ­ბუქ ფორ­მას­თან, რო­მე­ლიც არ იწ­ვევს ან­თე­ბით ძვრებს ორ­გა­ნიზ­მში, ან პა­ცი­ენტს ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და იდე­ა­ლუ­რად და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი გლი­კე­მი­ე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ კარ­გად მარ­თუ­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ნაკ­ლე­ბია კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დგომ დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი?

- დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად უნდა და­უ­კავ­შირ­დეს მკუ­რალ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სა­წყის ეტაპ­ზე­ვე მოხ­დეს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის მიერ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად მოხ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ში. დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის დროს სა­ჭი­რო­ებს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას.

- ე.ი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც და­ა­ვა­დე­ბის სწო­რად მარ­თვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- რა თქმა უნდა, დიდი წილი სწო­რედ და­ა­ვა­დე­ბის სწორ მარ­თვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი, თუ შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი (გლი­კე­მი­ე­ბი) ნორ­მის ფარ­გლებ­ში აქვს, არ თვლის სა­ჭი­როდ და­უ­კავ­შირ­დეს ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი გლი­კე­მი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა. ამ­რი­გად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა­ში სა­წყის ეტაპ­ზე­ვე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი იყოს ჩარ­თუ­ლი.

- რა პრობ­ლე­მე­ბით გა­კი­თხა­ვენ პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ოდ­ში ამ კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- პოს­ტკო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბი­სას ჩი­ვი­ლე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ იყო მარ­თუ­ლი დი­ა­ბე­ტი კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში, უმე­ტე­სად პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­ვმარ­თა­ვენ ჰი­პერ­გლი­კე­მი­ის ჩი­ვი­ლე­ბით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა შაქ­რის ნორ­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ცი­ენ­ტებს აწუ­ხებთ აუხ­სნე­ლი სი­სუს­ტე, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბა. ასეთ დროს გარ­და დი­ა­ბეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზე­ბი­სა, ვა­კონ­ტრო­ლებთ: ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ას, დ. ვი­ტა­მინს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ა­საც.

- რა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ენიშ­ნე­ბათ? ანუ რო­გორ მკურ­ნა­ლობთ მათ?

- მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რა ცვლი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ ანა­ლი­ზე­ბით. თუ არის დარ­ღვე­უ­ლი გლი­კე­მი­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში ვახ­დენთ მის ნორ­მა­ლი­ზე­ბას. თუ გვაქვს ცვლი­ლე­ბე­ბი სხვა ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრივ, ვმკურ­ნა­ლობთ მი­ღე­ბულ დარ­ღვე­ვას.

- რო­გო­რია ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვეა: მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, პე­რი­ო­დუ­ლად იკონ­ტრო­ლონ გლი­კე­მი­ე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თონ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს და შე­ას­რუ­ლონ მისი მი­თი­თე­ბე­ბი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, სა­სურ­ვე­ლია, გლუ­კო­ზას­თან ერ­თად, გა­ი­კონ­ტრო­ლონ სის­ხლში კე­ტოს­ხე­უ­ლე­ბი, თუ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე გლი­კე­მი­ე­ბი რჩე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ან ქვე­ით­დე­ბა, ეს ყო­ველ­თვის კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ არის. დი­ა­ბე­ტი­ან­მა პა­ცი­ენ­ტმა უნდა იცო­დეს, რომ თირკმლის და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა იწ­ვევს შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას ან დაქ­ვე­ი­თე­ბა­საც კი. ვი­სურ­ვებ­დით, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ზარ­დოს ცნო­ბი­ე­რე­ბა ამ კუ­თხით და უფრო მეტი კარ­გად მარ­თუ­ლი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი გვყავ­დეს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­და ჯან­დაც­ვის კუ­თხით ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი?

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი?

ცნობილია, რომ "კოვიდ-19“-ით დაინფიცირებისას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები რისკჯგუფს წარმოადგენენ. ამ კატეგორიაში შედიან დიაბეტის მქონე ადამიანები, რომელთაც დაინფიცირების შემთხვევაში ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმდებათ.

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება, რა გართულებები ახასიათებს მას და კოვიდის შემთხვევაში როგორ უნდა იმართოს ის, ამაზე AMBEBI.GE-ს კლინიკა "ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი ესაუბრება.

- შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის (ანუ შაქრის) დონის მატებით. დაავადების სიმპტომებიც ჰიპერგლიკემიას (სისხლში გლუკოზის მატება) უკავშირდება, ის გამოვლინდება ჩივილებით: პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, სისუსტე, მოთენთილობა, გარკვეულ შემთხვევებში წონაში კლება. ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიას კი წლების შემდეგ მოყვება დიაბეტის გართულებები სხვადასხვა სისტემის მხრივ, რაც განპირობებულია დროთა განმავლობაში ორგანოთა და ქსოვილთა მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით.

დიაბეტიან პაციენტს, რომელიც წლების განმავლობაში არ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ან არ ასრულებს მის მითითებებს, შესაძლოა, განუვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. ასევე დიაბეტური ტერფი, რომელიც არცთუ იშვიათად სრულდება ტერფის ამპუტაციით; თირკმლის უკმარისობა, რასაც მივყავართ დიალიზის საჭიროებამდე; თვალის ბადურაზე შეუქცევადი ცვლილებები, რასაც არც თუ იშვიათად მოყვება სიბრმავე; ასევე ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია, ეს განაპირობებს ქსოვილების და ორგანოების არამარტო სისხლმომარაგების შემცირებას, არამედ ინერვაციის შემცირებასაც.

- დაბეტის ორი ტიპი არსებობს, რა სხვაობაა მათ შორის? თუ შეიძლება, მათი თავიდან აცილება?

- მართალია, შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს (არსებობს სხვა ტიპებიც, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. პირველ რიგში მოკლედ უნდა ავხსნათ, დიაბეტის დროს რა სახის ჰორმონალური დარღვევასთან გვაქვს საქმე. ორივე ტიპის შემთხვევაში საქმე ეხება ჰორმონ ინსულინს, ის გამომუშავდება პანკრეასის (ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის) ბეტა უჯრედების მიერ. ინსულინი ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის უჯრედში ტრანსპორტირებას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა, საკუთარი იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ორგანოს წინააღმდეგ, ეტაპობრივად მცირდება ინსულინის გამოყოფა, სისხლში ინსულინის შემცირება კი იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, რადგან ის ვეღარ შედის უჯრედში. რაც შეეხება მის გამომწვევ მიზეზებს და იმას, შეგვიძლია თუ არა მისი თავიდან აცილება, პასუხი ასეთია - ზოგადად აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის, თუმც ტიპი 1 დიაბეტს ხშირად უკავშირებენ გარკვეულ ვირუსულ ინფექციას, აღნიშნული დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია. ტიპი 1-ის მკურნალობა ხდება მხოლოდ ინსულინის საშუალებით.

ტიპი 2 დიაბეტის დროს სისხლში ინსულინის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია, ზოგჯერ მომატებულიც კი არის, მაგრამ მისი აღქმა ვერ ხდება რეცეპტორების მიერ, რაც ისევ და ისევ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, ვინაიდან ის ვეღარ აღწევს უჯრედშიდა სივრცეს. მნიშვნელოვანია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 გაცილებით გავრცელებულია მოსახლეობაში და წლიდან წლამდე ამ პაციენტების რიცხვი მატულობს.

ჭარბი წონა, სიმსუქნე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მარტივი ნახშირწყლების (ტკბილეული, განსაკუთრებით ტკბილი სასმელები) დიდი რაოდენობით მიღება, სტრესი და მემკვიდრული განწყობა - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც წლების განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითერებამდე მივყავართ. აღნიშნული ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება შესაძლებელია კვების კორექციით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური აქტივობით.

- და მაინც რომელი უფრო "ვერაგია“?

- რთული სათქმელია, არ მიყვარს როცა შაქრიან დიაბეტს "ვერაგ“ დაავადებას უწოდებენ. ხშირად სწორედ დიაბეტი აიძულებს ადამიანს შეცვალოს ცხოვრების წესი: იკვებოს უფრო ჯანსაღად, დაკავდეს სპორტით და დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები. ასე რომ, გარკვეულ შემთხვევებში ის პირიქით ადამიანს უბიძგებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ცხოვრების გახანგრძლივებას. მაგრამ თუ პაციენტი ვერ ახერხებს გლიკემიების დარეგულირებას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთ დროს, დიაბეტი ნამდვილად აჩენს თავის "ვერაგ“ სახეს წლების შემდეგ.

ორივე ტიპის დიაბეტს აქვს გარკვეული უპირატესობა მეორესთან შედარებით. მაგალითად, ტიპი 1 უფრო მწვავედ იწყება, მაგრამ დიაგნოზის დასმისას ვიცით, რომ ცვლილებები ახალი დაწყებულია და სისხლძარღვები არ არის ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიის შედეგად დაზიანებული, ინსულინთერაპიის დროული დაწყება და დაავადების სწორი მართვის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა, არასდროს განუვითარდეს დიაბეტის გართულებები. ტიპი 2-ის შემთხვევაში კი ხშირად დიაგნოზის მომენტში უკვე დაზიანებულია სისხლძარღვები და ნერვები, რადგან ტიპი 2-ის დროს შაქრის მაჩვენებელი ნელ-ნელა მატულობს და წლების განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს. ტიპი 1-ის დროს ინსულინთერაპიაზე მყოფი პაციენტი თუ კარგად ითვლის ნახშირწყლოვან ერთეულებს, ნაკლებად იზღუდავს თავს კვების თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება ტიპი 2-ის უპირატესობას, ხშირად მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით მნიშვნელოვნად რეგულირდება შაქრის მაჩვენებლები სისხლში. ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნული მედიკამენტების ფონზე, ხშირად საკმაოდ მარტივად იძლევა გლიკემიის (შაქრის) მაჩვენებლების ნორმალიზებას სისხლში.

- "კოვიდ-19“-ის შემთხვევაში ყველა ქრონიკული დაავადება მწვავდება, მათ შორის, დიაბეტიც. რა გართულებას იწვევს კოვიდი დიაბეტის მქონე პაციენტებში?

- "კოვიდ-19“-ის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, ორგანიზმში მიმდინარე ძვრები იწვევს შაქრიანი დიაბეტის "გამწვავებას“ ანუ შაქრის დონის მომატებას. ზოგჯერ შაქართან ერთად, სისხლში მატულობს კეტოსხეულების (ანუ აცეტონის) რაოდენობა, ყალიბდება მანკიერი წრე: შაქრიანი დიაბეტის გამწვავება იწვევს კოვიდის მიმდინარეობის გამწვავებას და პირიქით.

- თუმცა შესაძლოა, ის არც გამწვავდეს და რა არის ამის მიზეზი?

- დიახ, სავსებით შესაძლებელია, თუ საქმე გვაქვს კოვიდის მსუბუქ ფორმასთან, რომელიც არ იწვევს ანთებით ძვრებს ორგანიზმში, ან პაციენტს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა იდეალურად დარეგულირებული გლიკემიები. ცნობილია, რომ კარგად მართული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ნაკლებია კოვიდის მიმდინარეობის დამძიმების ალბათობა.

- როგორ უნდა მოიქცეს დაინფიცირების შემდგომ დიაბეტის მქონე პაციენტი?

- დიაბეტის მქონე პაციენტი დაინფიცირების შემთხვევაში დროულად უნდა დაუკავშირდეს მკურალ ენდოკრინოლოგს. რეკომენდებულია საწყის ეტაპზევე მოხდეს ენდოკრინოლოგის მიერ შაქრიანი დიაბეტის მხრივ მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს ცვლილებების შეტანა მკურნალობის სქემაში. დიაბეტიანი პაციენტი კოვიდინფექციის დროს საჭიროებს ენდოკრინოლოგის აქტიურ მეთვალყურეობას.

- ე.ი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი მაინც დაავადების სწორად მართვაზეა დამოკიდებული?

- რა თქმა უნდა, დიდი წილი სწორედ დაავადების სწორ მართვაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ დიაბეტიანი პაციენტი, თუ შაქრის მაჩვენებლები (გლიკემიები) ნორმის ფარგლებში აქვს, არ თვლის საჭიროდ დაუკავშირდეს ენდოკრინოლოგს. აღსანიშნავია, რომ დარეგულირებული გლიკემიების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის სქემა. ამრიგად, მნიშვნელოვანია, კოვიდინფიცირებული დიაბეტიანი პაციენტის მართვაში საწყის ეტაპზევე ენდოკრინოლოგი იყოს ჩართული.

- რა პრობლემებით გაკითხავენ პოსტკოვიდურ პერიოდში ამ კატეგორიის პაციენტები?

- პოსტკოვიდის პერიოდში მომართვიანობისას ჩივილები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყო მართული დიაბეტი კოვიდის პერიოდში, უმეტესად პაციენტები მოგვმართავენ ჰიპერგლიკემიის ჩივილებით. არის შემთხვევები, როცა შაქრის ნორმალური მაჩვენებლების მიუხედავად, პაციენტებს აწუხებთ აუხსნელი სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ჰაერის უკმარისობა, არტერიული წნევის მატება. ასეთ დროს გარდა დიაბეტთან დაკავშირებული ანალიზებისა, ვაკონტროლებთ: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, დ. ვიტამინს და საჭიროების შემთხვევაში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციასაც.

- რა მკურნალობის კურსი ენიშნებათ? ანუ როგორ მკურნალობთ მათ?

- მკურნალობის კურსი ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ცვლილებებს მივიღებთ ანალიზებით. თუ არის დარღვეული გლიკემიები, პირველ რიგში ვახდენთ მის ნორმალიზებას. თუ გვაქვს ცვლილებები სხვა ენდოკრინული ორგანოების მხრივ, ვმკურნალობთ მიღებულ დარღვევას.

- როგორია ზოგადი რეკომენდაციები?

- ზოგადი რეკომენდაციები დიაბეტიანი პაციენტებისთვის ყოველთვის ერთი და იგივეა: მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, პერიოდულად იკონტროლონ გლიკემიები, რეგულარულად მიმართონ ენდოკრინოლოგს და შეასრულონ მისი მითითებები. დაინფიცირების შემთხვევაში დროულად დაუკავშირდნენ ენდოკრინოლოგს, სასურველია, გლუკოზასთან ერთად, გაიკონტროლონ სისხლში კეტოსხეულები, თუ მაღალი ტემპერატურის ფონზე გლიკემიები რჩება ნორმალური ან ქვეითდება, ეს ყოველთვის კარგის მომასწავებელი არ არის. დიაბეტიანმა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება იწვევს შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზებას ან დაქვეითებასაც კი. ვისურვებდით, რომ ჩვენ ქვეყანაში გაიზარდოს ცნობიერება ამ კუთხით და უფრო მეტი კარგად მართული დიაბეტიანი პაციენტი გვყავდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ჯანდაცვის კუთხით ქვეყნის მდგომარეობას.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fenmedic%2Fvideos%2F422071272348469%2F&show- text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R