მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტზე
"...ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტზე

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ონ­ლა­ინ­დის­კუ­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, არ­ჩევ­ნებ­მა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა და სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი არ ყო­ფი­ლა.

„ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. არ­ჩევ­ნებ­მა მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­რა და სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი არ ყო­ფი­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა იყო უფრო მა­ღა­ლი, ვიდ­რე წინა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის დროს, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ყვე­ლას ეკე­თა პირ­ბა­დე, თუმ­ცა ზო­გი­ერთ უბან­ში იყო ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი. ზო­გა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ხმის მი­ცე­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სა და და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზეც ისა­უბ­რა.

„რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მან და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად შე­მოს­ვლა­ზე. სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­უ­წო­და ასო­ბით ათას ადა­მი­ანს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მოს­ვლის­კენ და ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის­კენ, ხალ­ხმა ეს არ გა­ა­კე­თა. ჩემ­თვის ეს იყო სიგ­ნა­ლი, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­კარ­გა ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მას ქვე­ყა­ნა­ში მა­ნამ­დე ჰქონ­და.

ჩვენ რა თქმა უნდა და­ვაკ­ვირ­დე­ბით რა მოხ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, ჩვენ მის შიდა საქ­მე­ებ­ში არ ჩა­ვე­რე­ვით, თუმ­ცა და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რომ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა აღ­სრულ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rezi
9

ააა ნაცებოოო ესეც ბიძოოოააა თუუუ ქოციიი

სერიოზული არაფერი?
24

სერიოზული დარღვევები ვერ შეამჩნია? რა მთვარიდან აკვირდებოდა თუ ეძინა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"...ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტზე

"...ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტზე

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და სერიოზული ხარვეზები არ ყოფილა.

„ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და სერიოზული ხარვეზები არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად ამომრჩეველთა აქტივობა იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა ადგილობრივი არჩევნების დროს, საარჩევნო უბანზე ყველას ეკეთა პირბადე, თუმცა ზოგიერთ უბანში იყო ჭარბი რაოდენობის ხალხი. ზოგადი შთაბეჭდილება ხმის მიცემის დღესთან დაკავშირებით იყო საკმაოდ პოზიტიური“, - განაცხადა მან.

მარინა კალიურანდმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების ფაქტზეც ისაუბრა.

„როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.

ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით რა მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ მის შიდა საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა დავაკვირდებით, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს“, - განაცხადა მან.