მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამლაგებლობიდან მილიონერობამდე - რა წერია "პანდორას ფაილებში" პუტინის საყვარელი ქალის შესახებ, რომელსაც "ღამის ცხოვრების დედოფლადაც" მოიხსენიებენ
დამლაგებლობიდან მილიონერობამდე - რა წერია "პანდორას ფაილებში" პუტინის საყვარელი ქალის შესახებ, რომელსაც "ღამის ცხოვრების დედოფლადაც" მოიხსენიებენ

გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უმ­მა (ICIJ ) რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა Pandora Papers-ის გა­ჟო­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის, მი­ლი­არ­დე­რე­ბის "და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბის" შე­სა­ხებ. ე.წ. პან­დო­რას დო­კუ­მენ­ტებ­ში ოფ­შო­რებ­ში და­მა­ლუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ არის მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ფა­ი­ლე­ბი შე­ი­ცავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და მისი ახლო გა­რე­მოც­ვის ოფ­შო­რებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტებ­საც. მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო დო­კუ­მენ­ტმა პუ­ტი­ნის "იდუ­მა­ლი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის" ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ.

პან­დო­რას ფა­ი­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­გო­რიხს, რო­მელ­საც უკვე დიდი ხა­ნია მე­დი­ა­ში პუ­ტი­ნის საყ­ვა­რელ ქალს უწო­დე­ბენ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფა­რუ­ლი ქო­ნე­ბა აქვს და ეს ქო­ნე­ბა ოფ­შო­რებ­შია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ფა­ი­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მისი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი­სა, ფლობს და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბას, მათ შო­რის, იახ­ტებს, მდიდ­რულ აპარ­ტა­მენ­ტებს და ა.შ.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 46 წლის სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­გო­რიხს უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და. ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს ჰყავს გო­გო­ნა, რომ­ლის მა­მაც, სა­ვა­რუ­დოდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტია.

"პან­დო­რას ფა­ი­ლე­ბით" ირ­კვე­ვა, რომ ქალი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლო ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, დღეს მი­ლი­ო­ნებს ფლობს, ქო­ნე­ბა კი ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­გო­რიხს, 2003 წელს სექ­ტემ­ბერ­ში ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ, სა­ხე­ლად Brockville Development, ქა­ლის­თვის იყი­და ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი მონ­ტე - კარ­ლო­ში. ასე­ვე შე­ი­ძი­ნეს მდიდ­რუ­ლი ბინა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და სხვა ქო­ნე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ "დე­ი­ლი მე­ი­ლის" ცნო­ბით, კრი­ვო­გო­რი­ხი ფლობს ერო­ტი­კუ­ლი შო­უ­ე­ბით გან­თქმულ ღა­მის კლუბს, პუ­ტინ­თან სა­ერ­თო შვი­ლი კი 17 წლი­საა.

ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და მის ახლო წრეს ოფ­შო­რებ­ში და­მა­ლუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი აქვთ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ამ დრო­ი­სათ­ვის უც­ნო­ბია, რა არის ეს ინ­ფორ­მა­ცია და რას შე­ე­ხე­ბა ის. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და მის ახლო წრეს გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა არ აქვთ“ - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
5

უკეთესი ვერავინ იპოვა 100 ლიმონად? )))

დგ
21

რითია სააკაშვილზე ნაკლები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დამლაგებლობიდან მილიონერობამდე - რა წერია "პანდორას ფაილებში" პუტინის საყვარელი ქალის შესახებ, რომელსაც "ღამის ცხოვრების დედოფლადაც" მოიხსენიებენ

დამლაგებლობიდან მილიონერობამდე - რა წერია "პანდორას ფაილებში" პუტინის საყვარელი ქალის შესახებ, რომელსაც "ღამის ცხოვრების დედოფლადაც" მოიხსენიებენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ ) რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა Pandora Papers-ის გაჟონილი დოკუმენტები, ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, მილიარდერების "დამალული ქონების" შესახებ. ე.წ. პანდორას დოკუმენტებში ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ არის მოცემული ინფორმაცია.

ფაილები შეიცავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის ოფშორებში დარეგისტრირებული ქონების შესახებ დოკუმენტებსაც. მედიის ყურადღება მიიპყრო დოკუმენტმა პუტინის "იდუმალი საყვარელი ქალის" ქონების შესახებ.

პანდორას ფაილებით ირკვევა, რომ სვეტლანა კრივოგორიხს, რომელსაც უკვე დიდი ხანია მედიაში პუტინის საყვარელ ქალს უწოდებენ, დიდი რაოდენობით ფარული ქონება აქვს და ეს ქონება ოფშორებშია დარეგისტრირებული. ფაილებით ირკვევა, რომ მიუხედავად მისი მოკრძალებული წარსულისა, ფლობს დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას, მათ შორის, იახტებს, მდიდრულ აპარტამენტებს და ა.შ.

მედიის ინფორმაციით, 46 წლის სვეტლანა კრივოგორიხს უკვე მრავალი წელია სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთ მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა. ასევე, არსებული ინფორმაციით, ქალს ჰყავს გოგონა, რომლის მამაც, სავარუდოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია.

"პანდორას ფაილებით" ირკვევა, რომ ქალი, რომელიც საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო, დღეს მილიონებს ფლობს, ქონება კი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, სვეტლანა კრივოგორიხს, 2003 წელს სექტემბერში ოფშორში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, სახელად Brockville Development, ქალისთვის იყიდა ოთხსართულიანი მდიდრული აპარტამენტი მონტე - კარლოში. ასევე შეიძინეს მდიდრული ბინა სანკტ-პეტერბურგში და სხვა ქონება.

საინტერესოა ისიც, რომ "დეილი მეილის" ცნობით, კრივოგორიხი ფლობს ეროტიკული შოუებით განთქმულ ღამის კლუბს, პუტინთან საერთო შვილი კი 17 წლისაა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს ოფშორებში დამალული აქტივები აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამ დროისათვის უცნობია, რა არის ეს ინფორმაცია და რას შეეხება ის. ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს გადამალული ქონება არ აქვთ“ - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.