Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი სიურპრიზი ელოდებათ, ყველა გაიგებს, რა მოხდა" - კოვიდით დაღუპული ფეხბურთელის მამა, ვაჟის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
"დიდი სიურპრიზი ელოდებათ, ყველა გაიგებს, რა მოხდა" - კოვიდით დაღუპული ფეხბურთელის მამა, ვაჟის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მამა, ად­ვო­კა­ტი გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნი მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჩარ­კვი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, მას არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ე­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­თან კავ­შირ­შია. მი­სი­ვე თქმით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შო­რის არის კლი­ნი­კი­დან შვი­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რო­გორც აუ­დიო ფა­ი­ლე­ბი, ასე­ვე წე­რი­ლე­ბი.

გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ყვე­ლას, ვი­საც კი მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან კავ­ში­რი აქვს, წინ „დიდი სი­ურპრი­ზი“ ელო­დე­ბა. ის ხვალ, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ირაკ­ლი შო­თა­ძეს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

„სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხვალ ბა­ტო­ნი ირაკ­ლი შო­თა­ძის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა შე­მაქვს, სა­დაც ვი­თხოვ 20 წლის ბი­ჭის, სპორ­ტსმე­ნის, ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას. ობი­ექ­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უნდა და­ად­გი­ნოს, თუ რა მი­ზე­ზით მოხ­და ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ფაქ­ტი მაქვს, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩემი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კი­თხვის დროს წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს, რათა ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ად­გი­ნოს ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. როცა და­ვი­კი­თხე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ცნოს ჩემი ოჯა­ხი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად.

ად­ვო­კატ­თა ჯგუ­ფია ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩარ­თუ­ლი, ისი­ნი გუნ­დუ­რი პრინ­ცი­პით მუ­შა­ო­ბენ, გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა დე­ტალს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში იქ­ნე­ბა ჩას­მუ­ლი, მუ­შა­ო­ბენ ასე­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სწორ დას­კვნებს გა­მო­ი­ტა­ნენ. როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს გა­მო­კი­თხა­ვენ, ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წარ­ვად­გენთ, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც მო­გაწ­ვდით. ვი­ნა­ი­დან, ამ ეტაპ­ზე და­კი­თხუ­ლი არ ვართ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­არსზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მე გახ­ლა­ვართ მოქ­მე­დი ად­ვო­კა­ტი, ჰა­ერ­ზე სი­ტყვებს არას­დროს ვამ­ბობ.

ზო­გი­ერ­თებს ძა­ლი­ან დიდ სი­ურპრიზს ვუმ­ზა­დებ, ისე, რომ წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ, თუ რა სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბათ, მათ შო­რის მათ, ვი­საც ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამე წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი. კონ­კრე­ტი­კის­გან თავს ვი­კა­ვებ, სა­მარ­თლებ­რი­ვი ჭრი­ლი­დან არ გა­მოვ­დი­ვარ, თუმ­ცა, ყვე­ლა გა­ი­გებს, რა მოხ­და“, - აცხა­დებს ჩარ­კვი­ა­ნი.

კი­თხვა­ზე, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მისი ეჭ­ვე­ბი ექი­მე­ბის მხრი­დან ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მი­მართ დაგ­ვი­ა­ნე­ბულ, ან არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას, გარ­დაც­ვლი­ლის მამა ამ­ბობს, რომ „ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც“.

„ვმუ­შა­ობთ, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში მო­ი­პო­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბი, რომ ვინც დამ­ნა­შა­ვეა, პა­სუ­ხი აგოს. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ჩა­ნა­წე­რი, უამ­რა­ვი ფა­ი­ლი, რო­გორც აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, ასე­ვე მი­მო­წე­რე­ბიც. მათ შო­რის, ჩემი შვი­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 10 სექ­ტემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
123

საღოლ, ამას თუ მაგის თავი აქვს

გოგა
35

დაემატა გვარამიას საქმე ,რომელი ექიმის ოცნებაა რომ პაციენტი დაიღუპოს მახსოვს მასთან იწვა საკმაოდ ცნობილი პიროვნება და თქვა ფილტვზე საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქსო ,დაველოდოთ გამოძიებას

ავტორი:

"დიდი სიურპრიზი ელოდებათ, ყველა გაიგებს, რა მოხდა" - კოვიდით დაღუპული ფეხბურთელის მამა, ვაჟის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

"დიდი სიურპრიზი ელოდებათ, ყველა გაიგებს, რა მოხდა" - კოვიდით დაღუპული ფეხბურთელის მამა, ვაჟის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩარკვიანმა განუცხადა, მას არაერთი მტკიცებულება მოეპოვება, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზებთან კავშირშია. მისივე თქმით, მტკიცებულებებს შორის არის კლინიკიდან შვილის მიერ გამოგზავნილი როგორც აუდიო ფაილები, ასევე წერილები.

გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ყველას, ვისაც კი მისი შვილის გარდაცვალებასთან კავშირი აქვს, წინ „დიდი სიურპრიზი“ ელოდება. ის ხვალ, გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხვალ ბატონი ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შემაქვს, სადაც ვითხოვ 20 წლის ბიჭის, სპორტსმენის, ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ობიექტურმა გამოძიებამ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს, თუ რა მიზეზით მოხდა ჩემი შვილის გარდაცვალება, უამრავი მტკიცებულება და ფაქტი მაქვს, რომელიც პროკურატურაში ჩემი და ოჯახის წევრების დაკითხვის დროს წარდგენილი იქნება. გამოძიებას ყველანაირად შევუწყობ ხელს, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს ჩემი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. როცა დავიკითხები, პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ ცნოს ჩემი ოჯახი დაზარალებულად.

ადვოკატთა ჯგუფია ჩემი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჩართული, ისინი გუნდური პრინციპით მუშაობენ, განვიხილავთ ყველა დეტალს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში იქნება ჩასმული, მუშაობენ ასევე დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სწორ დასკვნებს გამოიტანენ. როცა პროკურატურაში ჩემი ოჯახის წევრებს გამოკითხავენ, ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ, მედიის წარმომადგენლებსაც მოგაწვდით. ვინაიდან, ამ ეტაპზე დაკითხული არ ვართ, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი, ჰაერზე სიტყვებს არასდროს ვამბობ.

ზოგიერთებს ძალიან დიდ სიურპრიზს ვუმზადებ, ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა სიურპრიზი ელოდებათ, მათ შორის მათ, ვისაც ჩემი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამე წვლილი აქვთ შეტანილი. კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ, სამართლებრივი ჭრილიდან არ გამოვდივარ, თუმცა, ყველა გაიგებს, რა მოხდა“, - აცხადებს ჩარკვიანი.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი ეჭვები ექიმების მხრიდან ვახტანგ ჩარკვიანის მიმართ დაგვიანებულ, ან არასათანადო მკურნალობას, გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ „ყველა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის, ამ მიმართულებითაც“.

„ვმუშაობთ, როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე სამართლებრივი კუთხით. სისხლის სამართლის კოდექსში მოიპოვება შესაბამისი მუხლები, რომ ვინც დამნაშავეა, პასუხი აგოს. არსებობს უამრავი ჩანაწერი, უამრავი ფაილი, როგორც აუდიო ჩანაწერი, ასევე მიმოწერებიც. მათ შორის, ჩემი შვილის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.