საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი" - კახა კალაძე
"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი" - კახა კალაძე

სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ველ ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა, ეს ტრა­გე­დია ნამ­დვი­ლად არ არის, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა და მოქ­მედ­მა მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს და მხა­რი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და­უ­ჭი­რეს.

„2 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ მო­ვი­გეთ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, ამას­თან ერ­თად, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ მო­ვი­გეთ ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი. ამომ­რჩევ­ლის 47%-მა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქემ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ნდო­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ჩვე­ნი გუნ­დი სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბით, 29 წევ­რით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მი­ვი­ღოთ სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არ შე­ვა­ფერ­ხოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ჩვენს ქა­ლაქს. ეს არ­ჩევ­ნე­ბი და ე.წ.რე­ფე­რენ­დუ­მი 30 ოქ­ტომ­ბერს ბო­ლომ­დეა მი­საყ­ვა­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­ჩე­ვანს ქა­ოს­სა და გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის თბი­ლი­სე­ლე­ბი ამ­ჯე­რა­დაც გან­ვი­თა­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის ის მად­ლო­ბას არ ითხოვს, თუმ­ცა სჯე­რა, რომ გა­უ­კე­თე­ბელ­სა და გა­კე­თე­ბულს შო­რის, და­ზი­ა­ნე­ბულ­სა და აღ­დგე­ნილს შო­რის, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა­სა და რე­ვან­შზე ორი­ენ­ტი­რე­ბას შო­რის, მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა­სა და წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შო­რის არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე არ დას­ვამს ტო­ლო­ბის ნი­შანს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთელ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ამ ისე ჩა­ი­ა­რა, რომ დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ერთი წუ­თი­თაც კი არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა. ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბას ელოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ჩემ­მა გუნ­დმა მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი ჩავ­დეთ იმის­თვის, რომ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნუხ­რე­ლად გაგ­რძელ­დეს.

თბი­ლი­სე­ლე­ბი ხე­და­ვენ, რამ­ხე­ლა შრო­მა ჩა­ი­დო იმა­ში, რომ დღეს თუნ­დაც, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, სუფ­თა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტენ­დე­რი უნდა დას­რულ­დეს, რამ­დე­ნი­მე უნდა გა­მო­ცხად­დეს და თბი­ლისს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ესეც ჩვე­ნი ერთ-ერთი და­პი­რე­ბა იყო.

სა­ნამ ოპო­ზი­ცია და მათი სა­ტე­ლი­ტი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლო თი­თის გაშ­ვე­რით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, შევ­ძე­ლით და 1000-ზე მეტი ქუჩა მო­ვა­წეს­რი­გეთ, მათ შო­რის ისე­თე­ბი, სა­დაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­თუ რამე გა­უ­კე­თე­ბია, არც კი შე­უვ­ლია. ამა­ვე დროს, არ მა­ვი­წყდე­ბა, რომ თბი­ლის­ში რჩე­ბა ქუ­ჩე­ბი, რო­მელ­თა მო­წეს­რი­გე­ბა ჯერ კი­დევ ვერ შევ­ძე­ლით.

დიახ, ოთხ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მას ვერ გავ­წვდით, მაგ­რამ თა­ვა­დაც ხე­დავთ, რომ ქა­ლაქ­ში მას­შტა­ბუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, არ გა­დაგ­ვი­დია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი გვერ­დით. ბევ­რი და­სახ­ლე­ბა მო­წეს­რიგ­და და მე ვგრძნობ ამ ხალ­ხის მად­ლი­ე­რე­ბას, რაც ყვე­ლა­ზე და­სა­ფა­სე­ბე­ლია ჩემ­თვის.

შე­ვე­ჭი­დეთ ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის თუ და­უ­კა­ნო­ნე­ბე­ლი ფარ­თე­ბის წლო­ბით მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მებს, მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბამ დაგ­ვი­ტო­ვა და დავ­დეთ შე­დე­გი - და­ვი­წყეთ საქ­მე, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ვიხ­სე­ნით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ათე­უ­ლო­ბით უკა­ნო­ნოდ გას­ხვი­სე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც სკვე­რე­ბი მო­ე­წყო ან ეწყო­ბა.

1000-ზე მეტი მიგ­დე­ბუ­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე აღ­ვად­გი­ნეთ და და­ვუბ­რუ­ნეთ თა­ვი­სი ფუნ­ქცია. პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვებს, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას და­ვუბ­რუ­ნეთ ისი­ნი. სწო­რედ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა ბაგა-ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. 4 ოქ­ტომ­ბერს ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წა­ვი­და ისეთ ბა­ღებ­ში, რომ­ლე­ბიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა არ­ცერ­თი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ბაღს კე­თილ­მო­წყო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის თუ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

კი­დევ რამ­დე­ნი რამ გვეთ­ქმის, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლა­ქის მერ­მა უნდა გა­ა­კე­თოს, თუ ის გულ­წრფე­ლად იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ქა­ლა­ქის მარ­თვა­ზე. ამის­თვის მე არ ვი­თხოვ მად­ლო­ბას, ეს ჩემი და ჩემი გუნ­დის მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, მაგ­რამ მინ­და მჯე­რო­დეს, რომ გა­უ­კე­თე­ბელ­სა და გა­კე­თე­ბულს შო­რის, და­ზი­ა­ნე­ბულ­სა და აღ­დგე­ნილს შო­რის, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა­სა და რე­ვან­შზე ორი­ენ­ტი­რე­ბას შო­რის, მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა­სა და წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შო­რის არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე არ დას­ვამს ტო­ლო­ბის ნი­შანს.

სწო­რედ იმ და­წყე­ბუ­ლი და გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის გამო, იმ და­გეგ­მი­ლი და ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის გამო, რომ­ლი­თაც ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის გული გა­ვა­ხა­რეთ, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის გამო - ვი­საც ვე­ი­მე­დე­ბი, მზად ვარ, კი­დევ ერთხელ ავი­ღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თბი­ლი­სის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ახლა ყვე­ლამ ერ­თად უნდა მი­ხე­დოს თბი­ლისს და ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც სჭირ­დე­ბა დე­და­ქა­ლაქს და ქვე­ყა­ნას არის სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტალურით !!!სამარცხვინოა!
10

ეგრე ბაბუაჩემი ვარლამაც მოიგებდა! მილიონობით ლარი მოსყიდვებში დაიხარჯა.ხალხის დაშინება სამსახურის დაკარგვით,კარუსელები, გადსწორებული ოქმები და ბალანსის დარღვევა 40% ში.კრიმინალების და ძველი ბიჭების თარეშით ამომრჩევლებზე ზემოქმედება. ეუთო ოდირის დასკვნაში უფრო ვრცლად წერია.ხომ წაიკითხე? აბა კიდევ ტრაბახობ???

ხვიჩა
12

მეორესაც მოვიგებთ,ნუ ნერვიულობ კახა.აბა ნაცების მოსაგები სად არის?მე მიკვირს ქუთაისში რომ ხატია დეკანოიძე ლიდერობს.ერთი რამე თუიცის ქუთაისზე,ან მის მოქალაქეებზე.ეგეც იმის ბრალია რომ ოცნებან გაასრაკა და ხალხიც გაბრაზებულია.ასე რომ ცოტა გონს მოდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი" - კახა კალაძე

"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი" - კახა კალაძე

სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს.

„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, განხორციელებული პროექტებისთვის ის მადლობას არ ითხოვს, თუმცა სჯერა, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დაზიანებულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს.

„მოგეხსენებათ, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიური მუშაობა ერთი წუთითაც კი არ შეფერხებულა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულებას ელოდნენ მოქალაქეები, დასრულებულია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება განუხრელად გაგრძელდეს.

თბილისელები ხედავენ, რამხელა შრომა ჩაიდო იმაში, რომ დღეს თუნდაც, მოწესრიგებული, სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ტენდერი უნდა დასრულდეს, რამდენიმე უნდა გამოცხადდეს და თბილისს გარანტირებულად ექნება მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო.

სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიასაშუალებები უსაფუძვლო თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთები, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რამე გაუკეთებია, არც კი შეუვლია. ამავე დროს, არ მავიწყდება, რომ თბილისში რჩება ქუჩები, რომელთა მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ შევძელით.

დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი არ გაჩერებულა, არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით. ბევრი დასახლება მოწესრიგდა და მე ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე დასაფასებელია ჩემთვის.

შევეჭიდეთ ბინათმშენებლობებით დაზარალებულების, დაუსრულებელი მშენებლობების თუ დაუკანონებელი ფართების წლობით მოუგვარებელ პრობლემებს, მძიმე მემკვიდრეობას, რაც წინა ხელისუფლების მმართველობამ დაგვიტოვა და დავდეთ შედეგი - დავიწყეთ საქმე, რომელიც ათასობით ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის პარალელურად, დავიხსენით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ათეულობით უკანონოდ გასხვისებული მუნიციპალური ტერიტორია, სადაც სკვერები მოეწყო ან ეწყობა.

1000-ზე მეტი მიგდებული, მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე აღვადგინეთ და დავუბრუნეთ თავისი ფუნქცია. პირველ რიგში, ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას დავუბრუნეთ ისინი. სწორედ ჩვენი შვილებისთვის, 4 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 4 ოქტომბერს ბავშვების უმრავლესობა წავიდა ისეთ ბაღებში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება არცერთი ევროპული ქვეყნის ბაღს კეთილმოწყობის, უსაფრთხოების თუ აღჭურვილობის თვალსაზრისით.

კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ამისთვის მე არ ვითხოვ მადლობას, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დაზიანებულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს.

სწორედ იმ დაწყებული და გასაგრძელებელი პროექტების გამო, იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი მოქალაქის გული გავახარეთ, თითოეული თქვენგანის გამო - ვისაც ვეიმედები, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განაცხადა, ახლა ყველამ ერთად უნდა მიხედოს თბილისს და ყველაზე მეტად, რაც სჭირდება დედაქალაქს და ქვეყანას არის სიმშვიდე და სტაბილურობა.