მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა... გეტყვით, რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება" - რას იხსენებს დავითაშვილის მეუღლე?
"კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა... გეტყვით, რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება" - რას იხსენებს დავითაშვილის მეუღლე?

2020 წლის ბოლო 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი. იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და იშ­ვი­ა­თი და მძი­მე სე­ნით, ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბით. ხან­გრძლი­ვი და უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ექი­მებ­მა ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი ძალ­ზე გვი­ან, 2017 წელს დას­ვეს, რის შემ­დე­გაც მისი სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნით, და­ა­ვა­დე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ გა­და­ი­ტა­ნა პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დით მხო­ლოდ მე­უღ­ლე, ინგა ბი­წა­ძე იყო.

სიკ­ვდი­ლის წინ გა­რე­მომ­ცველ სამ­ყა­როს­თან მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნი ინგა აკავ­ში­რებ­და. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რამ­დე­ნი­მე უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, მათ შო­რის - ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, არა­მედ მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო და­უ­პი­რის­პირ­და. ის მი­იჩ­ნევ­და, რომ ამ და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი იყო, შე­დე­გად კი არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კოს­მა, არა­მედ მის­მა მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯახ­მა არა­ერ­თი სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ინგა ბი­წა­ძეს ესა­უბ­რა:

- ჩემი ოჯა­ხის­თვის წარ­სუ­ლი უსა­შინ­ლე­სი იყო, თუმ­ცა, ვიცი, მას­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა არა­ერ­თხელ მოგ­ვი­წევს მე და ჩემს შვი­ლებს და ამას უნდა გა­ვუძ­ლოთ. ისე კი, ნელ-ნელა იმა­საც ვხვდე­ბი, რომ ის მო­რა­ლი და პა­ტი­ოს­ნე­ბა, რომ­ლი­თაც ჩემ­მა მე­უღ­ლემ იცხოვ­რა, სიმ­დიდ­რედ გვექ­ცა და მო­მა­ვალ­ში ჩემი შვი­ლე­ბის საყ­რდე­ნიც გახ­დე­ბა. კო­ბას არა­სო­დეს არც სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბის­თვის უზ­რუ­ნია და არც - თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. კომ­პრო­მი­სი რომ და­ეშ­ვა, შეჰ­გუ­ე­ბო­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არ უღირ­და. მას ერ­ჩივ­ნა, სი­ცო­ცხლეც კი ქვეყ­ნის­თვის შე­ე­წი­რა.

რა­ტომ და­ი­წყო სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ჩემი მე­უღ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა? მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო, რა­საც უამ­რა­ვი სი­ბინ­ძუ­რე და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მოჰ­ყვა. კობა გიჟ­დე­ბო­და, ქვეყ­ნის ასე­თი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­რწნა, კა­ცო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის და­ღუპ­ვა რო­გორ უნდა ავი­ტა­ნოო და შუბ­ლით ეჯა­ხე­ბო­და ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბას. ვინც კო­ბას კარ­გად იც­ნობ­და, იცის, რომ ჩემს ქმარს მუშ­ტი-კრი­ვი სძულ­და, მაგ­რამ სულ მუშ­ტი-კრივ­ში ყოფ­ნა უწევ­და, რად­გან სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით სულ მისი ცემა-ტყე­პის კად­რე­ბი ტრი­ა­ლებ­და.

- რო­გორ მოხ­და, რომ კობა ისეთ ადა­მი­ანს და­უ­მე­გობ­რდა, რო­მე­ლიც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით მის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბო­და? ეს კაცი თქვე­ნი ერთ-ერთი ვა­ჟის ნათ­ლი­აც კი გახ­და.

- პარ­ლა­მენ­ტში და­მე­გობ­რდნენ. მა­შინ ორი­ვე ერთი მიზ­ნის­თვის იბ­რძო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ დროს იდე­ე­ბით აღ­სავ­სე გახ­ლდათ და ძნე­ლი იყო იმის წარ­მოდ­გე­ნა, რო­გორ შეც­ვლი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა...თუმ­ცა ჩემი ქმრის გულ­ში ბზა­რი ჯერ კი­დევ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" გაჩ­ნდა, როცა ბა­თუმ­ში კო­ბას და მის რამ­დე­ნი­მე თა­ნა­პარ­ტი­ელს ას­ლან აბა­ში­ძის სპეც­რაზმმა და­სის­ხლი­ა­ნე­ბამ­დე სცე­მა, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არც გა­მო­ჩე­ნი­ლა. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და ბა­თუ­მი­დან - მი­შამ ეს რო­გორ გა­ა­კე­თა, სპეც­რაზმს სა­სიკ­ვდი­ლოდ რო­გორ შეგ­ვა­ტო­ვა, მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა დავ­კარ­გეო.

იყო მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, კერ­ძოდ, ას­ლან აბა­ში­ძის პრობ­ლე­მა, რა­შიც კობა სა­ა­კაშ­ვილს სრუ­ლად ეთან­ხმე­ბო­და. რად­გან ჩემს მე­უღ­ლეს აჭა­რა­ში სის­ხლის ღვრის და­წყე­ბის ძა­ლი­ან ეში­ნო­და, სა­ა­კაშ­ვილს აბა­ში­ძის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ აყ­ვა­ნის გეგ­მაც კი შეს­თა­ვა­ზა. მა­შინ აბა­ში­ძე უცხო­ეთ­ში იყო და კო­ბას უნ­დო­და, ის დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, აე­რო­პორ­ტში უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ აეყ­ვა­ნათ. ამ გეგ­მამ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, ამას გიგა ბო­კე­რია და ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი შე­ეს­წრნენ. მაგ­რამ იმა­ვე წამს მი­შამ უც­ნა­უ­რი რამ ჩა­ი­დი­ნა - ტე­ლე­ფო­ნი აიღო და ას­ლან აბა­ში­ძეს და­უ­რე­კა, რო­გორც კი ჩა­მოხ­ვალ, აე­რო­პორ­ტში­ვე და­გი­ჭერ­თო!

- და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ აბა­ში­ძე თვი­თონ­ვე გა­აფრ­თხი­ლა?

- დიახ. კო­ბას მუ­დამ უკ­ვირ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს, უც­ნა­უ­რი ქცე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, უამ­რა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და. ამ­ბობ­და, ეს კაცი გა­მუდ­მე­ბით ტყუ­ის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი მიმ­დე­ვა­რი ჰყავ­დე­სო! კობა ოჯახს არ ეკუთ­ვნო­და, სულ გა­რეთ იყო, სულ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, მე კი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა­გან ვკვდე­ბო­დი, რაც ბავ­შვებ­ზეც მოქ­მე­დებ­და.

ჯერ კი­დევ 2004 წელს მო­უ­წყვეს აჭა­რა­ში პირ­ვე­ლი ტე­რაქ­ტი: ბა­თუმ­ში სა­მუხ­რუ­ჭე ღვე­დე­ბი გა­და­უჭ­რეს. ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩემი ძმის იყო, რის გა­მოც კობა გულ­დას­მით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ხოლ­მე და ამან გა­და­არ­ჩი­ნა: მა­ში­ნაც ჩემს ძმას და­უ­რე­კა, რა­ღაც მან­ქა­ნა არ მომ­წონ­სო. ჩემ­მა ძმამ უთხრა, ნელა იარე და გახ­სოვ­დეს, მუხ­რუ­ჭი არ იხ­მა­როო. ქუ­თა­ის­ში ჩა­მოყ­ვა­ნილ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში უკვე ჩემ­მა ძმამ ნახა, რომ სა­მუხ­რუ­ჭე ღვე­დე­ბი იყო გა­დაჭ­რი­ლი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
<<<<<<
70

ჟვანია გამოიგლოვეს, დავითაშვილს გლოვობენ, გელაშვილს ამზადებენ! იგლიჯეთ თმები ზემოთ-ქვემოთ, არ წაიღეთ ტვინი))

ავრორა
10

იყო დრო კეზერაშვილს რუპორის დამჭერის ფუნქცია ქონდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა... გეტყვით, რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება" - რას იხსენებს დავითაშვილის მეუღლე?

"კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა... გეტყვით, რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება" - რას იხსენებს დავითაშვილის მეუღლე?

2020 წლის ბოლო 49 წლის ასაკში გარდაიცვალა კობა დავითაშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი. იგი წლების განმავლობაში იტანჯებოდა იშვიათი და მძიმე სენით, ბეხტერევის დაავადებით. ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის შემდეგ ექიმებმა ამ დაავადების დიაგნოზი ძალზე გვიან, 2017 წელს დასვეს, რის შემდეგაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება ვეღარ მოხერხდა. სამედიცინო დასკვნით, დაავადების მაპროვოცირებელი კობა დავითაშვილის ფიზიკური ტრავმები გახდა, რომლებიც არაერთხელ გადაიტანა პოლიტიკურ ბრძოლაში. წლების განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი პოლიტიკოსის გვერდით მხოლოდ მეუღლე, ინგა ბიწაძე იყო.

სიკვდილის წინ გარემომცველ სამყაროსთან მხოლოდ ქალბატონი ინგა აკავშირებდა. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი პოლიტიკოსი რამდენიმე უახლოეს მეგობარს, მათ შორის - ექსპრეზიდენტ სააკაშვილს არა მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების, არამედ მორალური ღირებულებების გამო დაუპირისპირდა. ის მიიჩნევდა, რომ ამ დაპირისპირების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესები იყო, შედეგად კი არა მხოლოდ პოლიტიკოსმა, არამედ მისმა მრავალშვილიანმა ოჯახმა არაერთი სტრესი გადაიტანა.

"კვირის პალიტრა" ინგა ბიწაძეს ესაუბრა:

- ჩემი ოჯახისთვის წარსული უსაშინლესი იყო, თუმცა, ვიცი, მასთან პირისპირ დარჩენა არაერთხელ მოგვიწევს მე და ჩემს შვილებს და ამას უნდა გავუძლოთ. ისე კი, ნელ-ნელა იმასაც ვხვდები, რომ ის მორალი და პატიოსნება, რომლითაც ჩემმა მეუღლემ იცხოვრა, სიმდიდრედ გვექცა და მომავალში ჩემი შვილების საყრდენიც გახდება. კობას არასოდეს არც სიმდიდრის დაგროვებისთვის უზრუნია და არც - თანამდებობისთვის. კომპრომისი რომ დაეშვა, შეჰგუებოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ყველაფერი ექნებოდა, მაგრამ არ უღირდა. მას ერჩივნა, სიცოცხლეც კი ქვეყნისთვის შეეწირა.

რატომ დაიწყო სააკაშვილისა და ჩემი მეუღლის დაპირისპირება? მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილმა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო, რასაც უამრავი სიბინძურე და არაერთი ადამიანის განადგურება მოჰყვა. კობა გიჟდებოდა, ქვეყნის ასეთი მიზანმიმართული გახრწნა, კაცობის განადგურება და შვილების მომავლის დაღუპვა როგორ უნდა ავიტანოო და შუბლით ეჯახებოდა ამხელა უსამართლობას. ვინც კობას კარგად იცნობდა, იცის, რომ ჩემს ქმარს მუშტი-კრივი სძულდა, მაგრამ სულ მუშტი-კრივში ყოფნა უწევდა, რადგან სხვანაირად შეუძლებელი გახდა. ტელევიზიებით სულ მისი ცემა-ტყეპის კადრები ტრიალებდა.

- როგორ მოხდა, რომ კობა ისეთ ადამიანს დაუმეგობრდა, რომელიც ღირებულებებით მისგან სრულიად განსხვავდებოდა? ეს კაცი თქვენი ერთ-ერთი ვაჟის ნათლიაც კი გახდა.

- პარლამენტში დამეგობრდნენ. მაშინ ორივე ერთი მიზნისთვის იბრძოდა. სააკაშვილი ამ დროს იდეებით აღსავსე გახლდათ და ძნელი იყო იმის წარმოდგენა, როგორ შეცვლიდა ხელისუფლება...თუმცა ჩემი ქმრის გულში ბზარი ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" გაჩნდა, როცა ბათუმში კობას და მის რამდენიმე თანაპარტიელს ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა დასისხლიანებამდე სცემა, სააკაშვილი კი არც გამოჩენილა. გაოგნებული დაბრუნდა ბათუმიდან - მიშამ ეს როგორ გააკეთა, სპეცრაზმს სასიკვდილოდ როგორ შეგვატოვა, მასზე წარმოდგენა დავკარგეო.

იყო მხოლოდ ერთადერთი საკითხი, კერძოდ, ასლან აბაშიძის პრობლემა, რაშიც კობა სააკაშვილს სრულად ეთანხმებოდა. რადგან ჩემს მეუღლეს აჭარაში სისხლის ღვრის დაწყების ძალიან ეშინოდა, სააკაშვილს აბაშიძის უმტკივნეულოდ აყვანის გეგმაც კი შესთავაზა. მაშინ აბაშიძე უცხოეთში იყო და კობას უნდოდა, ის დაბრუნებისთანავე, აეროპორტში უმტკივნეულოდ აეყვანათ. ამ გეგმამ სააკაშვილი აღაფრთოვანა. სხვათა შორის, ამას გიგა ბოკერია და ზვიად ძიძიგური შეესწრნენ. მაგრამ იმავე წამს მიშამ უცნაური რამ ჩაიდინა - ტელეფონი აიღო და ასლან აბაშიძეს დაურეკა, როგორც კი ჩამოხვალ, აეროპორტშივე დაგიჭერთო!

- დაპატიმრების შესახებ აბაშიძე თვითონვე გააფრთხილა?

- დიახ. კობას მუდამ უკვირდა, რომ სააკაშვილს, უცნაური ქცევის მიუხედავად, უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა. ამბობდა, ეს კაცი გამუდმებით ტყუის და როგორ შეიძლება, ამდენი მიმდევარი ჰყავდესო! კობა ოჯახს არ ეკუთვნოდა, სულ გარეთ იყო, სულ საფრთხე ემუქრებოდა, მე კი დაძაბულობისაგან ვკვდებოდი, რაც ბავშვებზეც მოქმედებდა.

ჯერ კიდევ 2004 წელს მოუწყვეს აჭარაში პირველი ტერაქტი: ბათუმში სამუხრუჭე ღვედები გადაუჭრეს. ავტომანქანა ჩემი ძმის იყო, რის გამოც კობა გულდასმით ათვალიერებდა ხოლმე და ამან გადაარჩინა: მაშინაც ჩემს ძმას დაურეკა, რაღაც მანქანა არ მომწონსო. ჩემმა ძმამ უთხრა, ნელა იარე და გახსოვდეს, მუხრუჭი არ იხმაროო. ქუთაისში ჩამოყვანილ ავტომანქანაში უკვე ჩემმა ძმამ ნახა, რომ სამუხრუჭე ღვედები იყო გადაჭრილი....წაიკითხეთ სრულად