სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის  "დამალული ქონება" - რა წერია "პანდორას ფაილებში"  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებზე
ბიძინა ივანიშვილის  "დამალული ქონება" - რა წერია "პანდორას ფაილებში"  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებზე

გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უმ­მა (ICIJ ) გა­მო­აქ­ვეყ­ნა Pandora Papers-ის გა­ჟო­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის, მი­ლი­არ­დე­რე­ბის "და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბის" შე­სა­ხებ. ე.წ. პან­დო­რას დო­კუ­მენ­ტებ­ში ოფ­შო­რებ­ში და­მა­ლუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ არის მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

"პან­დო­რას ფა­ი­ლებ­ში" ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე ივა­ნიშ­ვილს 12 კომ­პა­ნია აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მო­ქა­ლა­ქე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რი რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს გახ­და, სა­დაც მუ­შა­ობ­და რკი­ნის სა­ბა­დოს წარ­მო­ე­ბა­ში, ფო­ლა­დის ქარ­ხნებ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და სა­ბან­კო სფე­რო­ში, თა­ვის ქვე­ყა­ნას კი ორი ათე­უ­ლი წლის წინ და­უბ­რუნ­და.

ის 2012 წელს გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­დე­საც კო­ა­ლი­ცი­ამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მან­და­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის მი­დი­ო­და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კი­დან და გა­და­წყვი­ტა და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით, ასე­ვე, პი­რო­ბა დადო, რომ "ქარ­თუ ფონდს" გა­და­უ­რი­ცხავ­და ქო­ნე­ბის დიდ ნა­წილს და ის და მისი ცოლი მხო­ლოდ 200 მი­ლი­ონ დო­ლარს და­ი­ტო­ვებ­დნენ.

  • 1998 და 2016 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში ივა­ნიშ­ვილ­მა 12 კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

დო­კუ­მენ­ტებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა მისი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ე­ბი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ერთ-ერთი კომ­პა­ნია Silverpot Holdings შე­იქ­მნა “საბ­რო­კე­რო ან­გა­რი­შით სა­ჯა­როდ აღ­ნუს­ხუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის” გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით.

კი­დევ ერთი კომ­პა­ნი­ის, Brighton Corporate-ის მი­ზა­ნი კი არის “ვა­ლად აღე­ბუ­ლი სა­აქ­ციო კა­პი­ტა­ლით და­ა­ფი­ნან­სოს” სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და ა.შ", - ნათ­ქვა­მია "პან­დო­რას დო­კუ­მენ­ტებ­ში."

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფი­ნან­სურ­მა რე­გუ­ლა­ტორ­მა წე­რი­ლით მი­მარ­თა 2011 წელს Alcogal-ს კომ­პა­ნია Finseck-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით ( ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ე­ბი A;cogal-მა და­ა­რე­გის­ტრი­რა ). პა­სუ­ხი კი იყო, რომ კომ­პა­ნია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერთ-ერთ იმ ფონდთან, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის "შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის" არის შექ­მნი­ლი.

დო­კუ­მენ­ტებ­ში არ არის აღ­წე­რი­ლი თუ რა­ტომ გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი Finseck-თან და­კავ­ში­რე­ბით.

ცნო­ბის­თვის, სა­ერ­თო ჯამ­ში, Pandora Papers-ის გა­ჟო­ნილ დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­უ­ბა­რია 90-ზე მეტი ქვეყ­ნი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის 300-ზე მეტ პო­ლი­ტი­კოს­სა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზე. ის მო­ი­ცავს 11.9 მი­ლი­ონ­ზე მეტ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ ფა­ილს. დო­კუ­მენ­ტე­ბის "გა­დი­ნე­ბა“ მოხ­და იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე, პა­ნა­მა­ში, ბე­ლიზ­ში, სინ­გა­პურ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არა­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. ფა­ი­ლებ­ში სა­უ­ბა­რია ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის, ზე­ლენ­სკის, ალი­ე­ვის და სხვა ლი­დე­რე­ბის და­მა­ლულ ქო­ნე­ბა­ზე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "პან­დო­რას" დო­სიე: მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ქო­ნე­ბა - რა წე­რია პუ­ტი­ნის, ალი­ე­ვის, ზე­ლენ­სკი­სა და სხვა­თა უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბებ­ზე მე­დი­ა­ში "გა­ჟო­ნილ" ოფ­შო­რულ დო­კუ­მენ­ტებ­ში?

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gega
36

მიშას გადამალულ მილიონებზე არ გამოჟონა ინფორმაციამ?

ლექსი
32

სააკაშვილის დამალულ 19 მილიარდზე რატო არაფერს ამბობთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის  "დამალული ქონება" - რა წერია "პანდორას ფაილებში"  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებზე

ბიძინა ივანიშვილის  "დამალული ქონება" - რა წერია "პანდორას ფაილებში"  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებზე

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ ) გამოაქვეყნა Pandora Papers-ის გაჟონილი დოკუმენტები, ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, მილიარდერების "დამალული ქონების" შესახებ. ე.წ. პანდორას დოკუმენტებში ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ არის მოცემული ინფორმაცია.

"პანდორას ფაილებში" ერთ-ერთი დოკუმენტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შესახებაა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილს 12 კომპანია აქვს დარეგისტრირებული.

"საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი რუსეთში ცხოვრების დროს გახდა, სადაც მუშაობდა რკინის საბადოს წარმოებაში, ფოლადის ქარხნებში, უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროში, თავის ქვეყანას კი ორი ათეული წლის წინ დაუბრუნდა.

ის 2012 წელს გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როდესაც კოალიციამ "ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდიოდა საჯარო პოლიტიკიდან და გადაწყვიტა დაკავებულიყო საქველმოქმედო საქმიანობით, ასევე, პირობა დადო, რომ "ქართუ ფონდს" გადაურიცხავდა ქონების დიდ ნაწილს და ის და მისი ცოლი მხოლოდ 200 მილიონ დოლარს დაიტოვებდნენ.

  • 1998 და 2016 წლების პერიოდში ივანიშვილმა 12 კომპანია დაარეგისტრირა ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე.

დოკუმენტებში შეზღუდული ინფორმაციაა მისი კომპანიების აქციებისა და ოპერაციების შესახებ. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings შეიქმნა “საბროკერო ანგარიშით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების” გაკონტროლების მიზნით.

კიდევ ერთი კომპანიის, Brighton Corporate-ის მიზანი კი არის “ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დააფინანსოს” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტები, ისეთები, როგორებიცაა ჰიდროელექტროსადგურები, სასტუმროები და ა.შ", - ნათქვამია "პანდორას დოკუმენტებში."

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსურმა რეგულატორმა წერილით მიმართა 2011 წელს Alcogal-ს კომპანია Finseck-თან დაკავშირებული კითხვებით ( ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე ივანიშვილის კომპანიები A;cogal-მა დაარეგისტრირა ). პასუხი კი იყო, რომ კომპანია დაკავშირებულია ერთ-ერთ იმ ფონდთან, რომელიც ივანიშვილის "შვილების კეთილდღეობისთვის" არის შექმნილი.

დოკუმენტებში არ არის აღწერილი თუ რატომ გაჩნდა კითხვები Finseck-თან დაკავშირებით.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, Pandora Papers-ის გაჟონილ დოკუმენტებში საუბარია 90-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის 300-ზე მეტ პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეზე. ის მოიცავს 11.9 მილიონზე მეტ კონფიდენციალურ ფაილს. დოკუმენტების "გადინება“ მოხდა იმ კომპანიებიდან, რომლებიც არსებობენ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბელიზში, სინგაპურში, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში და შვეიცარიაში. ფაილებში საუბარია ვლადიმერ პუტინის, ზელენსკის, ალიევის და სხვა ლიდერების დამალულ ქონებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: "პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში?