პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებთ როგორც არასამართლიანს და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია - გახარია
2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებთ როგორც არასამართლიანს და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია - გახარია

არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს ჩვენ ვი­ხი­ლეთ უგა­სა­ოც­რე­სი მას­კა­რა­დი, ეს მოხ­და სიმ­ბო­ლუ­რად პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე. ეს იყო წარ­სუ­ლის ორი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი ერ­თობ­ლი­ვი სპეც­ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო შეც­დო­მა­ში შე­ეყ­ვა­ნათ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამ „მას­კა­რა­დის მო­წყო­ბით“, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ცო­ცხლა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რომ­ლის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა სულ უფრო და უფრო და­კარ­გუ­ლი იყო.

ამას­თა­ნა­ვე, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნდო­ბის­თვის, სიმ­ტკი­ცის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის და თავ­და­დე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მათ „გა­უ­გო­ნა­რი წნე­ხის“ მი­უ­ხე­და­ვად გა­მო­ი­ჩი­ნეს.

„მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, მად­ლო­ბა ნდო­ბის­თვის, სიმ­ტკი­ცის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის და შე­მიძ­ლია ვთქვა, თავ­და­დე­ბის­თვის, იმი­ტომ, რომ ასე­თი გა­უ­გო­ნა­რი წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე, უბ­ნებ­ზე და მის­ცეს ხმა. მის­ცეს ხმა ქვეყ­ნის გა­ნახ­ლე­ბა­სა და წინსვლას. რა მოხ­და ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე - ბოლო 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის, მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სის­ტე­მუ­რად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად, ღიად ამომ­რჩევ­ლე­ბის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, ზე­წო­ლას ახ­დენ­და ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე. ასე­თი ფორ­მე­ბი იყო ძა­ლი­ან ბევ­რი, მა­გა­ლი­თად, და­ში­ნე­ბა, ზე­წო­ლა ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ბინ­ძუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი და ღია ბლო­კი ზო­გი­ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე, თა­ვის მარ­თლე­ბის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვაც, მა­შინ, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, იყო შე­ზღუდ­ვა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს კი ჩვენ ვი­ხი­ლეთ უგა­სა­ოც­რე­სი მას­კა­რა­დი, ჩვენ­თვის ნამ­დვი­ლად არ აქვს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მელ­მა ერ­თპი­როვ­ნულ­მა მმარ­თველ­მა და­გეგ­მა და ვინ იყო ამ სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, მაგ­რამ შე­დე­გი არის ისე­თი რო­გო­რიც არის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ მას­კა­რა­დის მო­წყო­ბით „ოც­ნე­ბამ“, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ცო­ცხლა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რომ­ლის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა სულ უფრო და უფრო და­კარ­გუ­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვას, ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას, სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და “კა­რუ­სე­ლებს”.

„ამი­ტომ, ორი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს ჩვენ ვა­ფა­სებთ რო­გორც არა­სა­მარ­თლი­ანს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში და ეს ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით და დღე­საც გა­ვი­მე­ო­რებთ, რომ ჩვენ­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლა. ჩვენ არას­დროს დაგ­ვი­ყე­ნე­ბია და არ და­ვა­ყე­ნებთ პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა. ამი­ტომ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

რე­ა­ლო­ბა არის შემ­დე­გი - ბოლო 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა კონ­კრე­ტუ­ლი ბერ­კე­ტი, რომ­ლი­თაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვებ­რძო­ლოთ და და­ვა­მარ­ცხოთ ორ­პარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მელ­საც აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ. რის­თვი­საც თი­თო­ე­ულ ჩვენს ამომ­რჩე­ველს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო არის ის, რომ თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის დო­ნე­ზე ვიქ­ნე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და ამი­ტომ, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რის ხმის დაც­ვას. მინ­და ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ანს, რო­მე­ლიც მე­ო­რე ტურ­ში გა­ვი­და ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რა­ზე და ასე­ვე, ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თი­თო­ე­უ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნი­ლია ჩვე­ნი პარ­ტი­ი­დან მე­ო­რე ტუ­რებ­ში, ჩვენ მათ მხარს და­ვუ­ჭერთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ გამოვა ბლეფი!
13

გახარია არავითარი ოპოზიციონერი არ არის,არავინ მოტყუვდეს.ეგ არის ოცნება 2, რომელიც თავად არის გარიგებული ოცნება 1 თან თვითოეული ნაბიჯით. დღეს ეს ფაქტი თავისი გამოსვლით დაადასტურა.არავინ მოტყუვდეს, სახეზეა უმაღლესი დონის თაღლითური პოლიტიკური სპექტაკლი ბიძინას ხელმძღვანელობით!

ქართველი
0

ვარ 72 წლის დედა და ბებია და გეკითხები: ლომონოსოვში საკუთარი ნიჭითა და შრომით მოწყობილსა და მის კურსდამთავრებულს რა გაგიჭირდა იმისთანა მაგ დღეში რომ ხარ??? პურის ფული გაქვს და მიხედე საკუთარ საქმიანობას,ჩვენ მაინც ვერ გვიშველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებთ როგორც არასამართლიანს და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია - გახარია

2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებთ როგორც არასამართლიანს და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია - გახარია

არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ უგასაოცრესი მასკარადი, ეს მოხდა სიმბოლურად პირველ ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანი იყო შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩევლები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამ „მასკარადის მოწყობით“, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა სულ უფრო და უფრო დაკარგული იყო.

ამასთანავე, გიორგი გახარიამ საკუთარ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, სიმტკიცისთვის, ერთგულებისთვის და თავდადებისთვის, რომლებიც მათ „გაუგონარი წნეხის“ მიუხედავად გამოიჩინეს.

„მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ნდობისთვის, სიმტკიცისთვის, ერთგულებისთვის და შემიძლია ვთქვა, თავდადებისთვის, იმიტომ, რომ ასეთი გაუგონარი წნეხის მიუხედავად, ისინი მოვიდნენ არჩევნებზე, უბნებზე და მისცეს ხმა. მისცეს ხმა ქვეყნის განახლებასა და წინსვლას. რა მოხდა ჩვენი შეფასებით, 2021 წლის არჩევნებზე - ბოლო 4 თვის განმავლობაში, მმართველი პარტია სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალების გამოყენებით, სისტემურად, თანმიმდევრულად, ღიად ამომრჩევლების დაშინების მიზნით, ზეწოლას ახდენდა ჩვენს მხარდამჭერებზე. ასეთი ფორმები იყო ძალიან ბევრი, მაგალითად, დაშინება, ზეწოლა ოჯახის წევრებზე, ბინძური ბრალდებები, პროპაგანდისტული ცილისმწამებლური კამპანიები და ღია ბლოკი ზოგიერთ ტელევიზიებზე, თავის მართლების უფლების წართმევაც, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო შეზღუდვა ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

არჩევნების წინა დღეს კი ჩვენ ვიხილეთ უგასაოცრესი მასკარადი, ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელმა ერთპიროვნულმა მმართველმა დაგეგმა და ვინ იყო ამ სცენარის ავტორი, მაგრამ შედეგი არის ისეთი როგორიც არის. სამწუხაროა, რომ ამ მასკარადის მოწყობით „ოცნებამ“, ფაქტობრივად, გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა სულ უფრო და უფრო დაკარგული იყო“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, სისტემური ხასიათი ჰქონდა “კარუსელებს”.

„ამიტომ, ორი ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია და არ დავაყენებთ პარტიულ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამიტომ, თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება განპირობებული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

რეალობა არის შემდეგი - ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა, რომელსაც აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. რისთვისაც თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო არის ის, რომ თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოების დონეზე ვიქნებით წარმოდგენილები და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმის დაცვას. მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც მეორე ტურში გავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატურაზე და ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მაჟორიტარის, რომელიც წარდგენილია ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა,“- განაცხადა გახარიამ.