საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია...თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი,  მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად" - რას წერს თეა წულუკიანი სააკაშვილზე
"ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია...თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი,  მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად" - რას წერს თეა წულუკიანი სააკაშვილზე

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა, რო­გორც პარ­ტია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ბევ­რად მეტი ხმა აქვს, ვიდ­რე ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი და გა­რე­დან ბე­ჭედ­დას­მუ­ლი 43 პრო­ცენ­ტი იყო; - შე­სა­ბა­მი­სად, რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ მოხ­სნი­ლია დღის წეს­რი­გი­დან;

- არე­უ­ლო­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის სცე­ნა­რი ჩაფ­ლა­ვე­ბუ­ლია; დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის დამ­ნა­შა­ვე ბე­ლა­დი ცი­ხე­შია, რუს­თა­ველ­ზე რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის ნაც­ვლად;

- უფრო მე­ტიც, ცი­ხე­ში მყო­ფი ფი­უ­რე­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, რომ ზო­გი­ერთ ად­გი­ლას მა­ინც ოპო­ზი­ცია მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვი­და და სის­ხლი­ა­ნი რე­ვო­ლუ­ცია ჩაფ­ლავ­და (უც­ნა­უ­რია მის­გან, მაგ­რამ ასე გვა­უ­წყე­ბენ მისი მე­გობ­რე­ბი).

დღეს დი­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და არ ჩა­ნან რა­ღაც. ოც­ნე­ბის გუ­შინ­დე­ლი პარ­ტი­უ­ლი შე­დე­გი (აღა­რა­ფე­რი რომ არ ვთქვათ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე­რე­ბი­სა და მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ოდე­ნო­ბა­ზე), აჩ­ვე­ნებს, რომ შარ­შან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სი­ყალ­ბე­ზე სა­უ­ბა­რი იყო უცხო­ე­ლე­ბის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი მითი. მოკ­ლედ... ეხლა ბი­დო­ნი აი­ღეთ და იბ­რძო­ლეთ მე­ო­რე ტუ­რებ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბით. ეს შე­მო­გით­ვა­ლათ გუ­შინ იმ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა კაც­მა ცი­ხი­დან, რომ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­ზეც იდე­ქით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

და­ნებ­დი­თო? ჰოდა, კარ­გი­აო, გი­თხრათ.

PS ბე­ლად­მა, მომ­წონს აქა­უ­რო­ბაო, კარ­გად უმუ­შა­ვია ქარ­თულ ოც­ნე­ბას ცი­ხე­ებ­ში პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლა­დო და დუ­ბინ­კე­ბით კი არ მო­მი­წყვეს დე­რე­ფან­ში ე.წ. მი­ღე­ბა, არა­მედ სელ­ფი გა­და­ი­ღეს ჩემ­თან ერ­თა­დო (რავა მო­უხ­და სამ­შობ­ლოს ჰავა, რაც ჩა­მო­ვი­და, სუ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და გა­ღი­მე­ბუ­ლია). ჰოდა, ახლა ორი კი­თხვა:

1. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ შექ­მნილ ქარ­თულ ცი­ხე­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი ფუ­ფუ­ნე­ბა არაა, ყვე­ლას აქვს. პა­ტი­მარ­მა თა­ვად უნდა შე­ი­ტა­ნოს თა­ვის სა­კან­ში, რო­გო­რიც უნდა ისე­თი და როცა სახ­ლში წავა, თან წა­ი­ღებს (ვგუ­ლის­ხმობ, რომ მი­შას­ნა­ი­რებს მი­აქვთ ხოლ­მე). და უყი­დეთ? შე­უგ­ზავ­ნეთ? ჯერ არა? აჰ. გა­სა­გე­ბია, გირ­ჩევ­ნი­ათ, რომ თქვენ მიერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბის მი­ხედ­ვით არე­გუ­ლი­როთ მისი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა. ასე ჯობს მარ­თლაც, მის­თვი­საც და თქვენ­თვი­საც.

2. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ შექ­მნილ ქარ­თულ ცი­ხე­ში ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის ქონა, თუ და­ა­სა­ბუ­თებს, რომ სჭირ­დე­ბა (მე­მუ­ა­რე­ბის წერა თუ გა­და­წყვი­ტა, მა­გა­ლი­თად), მაგ­რამ მკაც­რად აკ­რძა­ლუ­ლია ინ­ტერ­ნე­ტი და ტე­ლე­ფო­ნი. მაშ, ვინ წერს ამ პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბე­ლა­დის სა­ხე­ლით? თქვენ­ვე წერთ? თუ, გი­კარ­ნა­ხებთ ხოლ­მე შეხ­ვედ­რი­სას აზრს და მერე ლა­მაზ ფორ­მუ­ლი­რე­ბებ­სა და შე­ძა­ხი­ლებს თქვენ არე­გუ­ლი­რებთ?

გმად­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. თქვე­ნი სა­თა­მა­შო რომ გახ­და ეს ამო­ტო­ლა ბე­ლა­დი, მარ­ტო ეგ გე­ყო­ფათ სა­ბო­ლოო კრა­ხად", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
67

გავიგეთ რომ მიშა ნაძირალაა, მაგრამ აი თქვენ? ფიქრობთ, რომ ნაკლაბი ნაძირალა ბრძანდებით? მე გეტყვით ,რომ არა ნაკლები და თანაც ბოღმით სავსე. თქვენი მსგავსი არსებები კი კულტურისგან შორს უნდა იდგენ. სახეზე გადევთ რაც ხართ.

თინა
91

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ღირსეული პოლიტიკოსი და ღირსეული ქალბატონი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია...თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი,  მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად" - რას წერს თეა წულუკიანი სააკაშვილზე

"ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია...თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი,  მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად" - რას წერს თეა წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს და შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

"ქართული ოცნება, როგორც პარტია, გამარჯვებულია და ბევრად მეტი ხმა აქვს, ვიდრე ოპოზიციის მიერ გამოგონილი და გარედან ბეჭედდასმული 43 პროცენტი იყო; - შესაბამისად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი საბოლოოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან;

- არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია; დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი ციხეშია, რუსთაველზე რევოლუციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზატორობის ნაცვლად;

- უფრო მეტიც, ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში გადავიდა და სისხლიანი რევოლუცია ჩაფლავდა (უცნაურია მისგან, მაგრამ ასე გვაუწყებენ მისი მეგობრები).

დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც. ოცნების გუშინდელი პარტიული შედეგი (აღარაფერი რომ არ ვთქვათ გამარჯვებული მერებისა და მაჟორიტარების ოდენობაზე), აჩვენებს, რომ შარშანდელი არჩევნების სიყალბეზე საუბარი იყო უცხოელების თავის მოსაწონებლად ოპოზიციის მიერ გამოგონილი მითი. მოკლედ... ეხლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად, სადაც აუცილებლად დამარცხდებით. ეს შემოგითვალათ გუშინ იმ აღფრთოვანებულმა კაცმა ციხიდან, რომლის დანაშაულებზეც იდექით მთელი ცხოვრება.

დანებდითო? ჰოდა, კარგიაო, გითხრათ.

PS ბელადმა, მომწონს აქაურობაო, კარგად უმუშავია ქართულ ოცნებას ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლადო და დუბინკებით კი არ მომიწყვეს დერეფანში ე.წ. მიღება, არამედ სელფი გადაიღეს ჩემთან ერთადო (რავა მოუხდა სამშობლოს ჰავა, რაც ჩამოვიდა, სუ აღფრთოვანებული და გაღიმებულია). ჰოდა, ახლა ორი კითხვა:

1. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ტელევიზორი ფუფუნება არაა, ყველას აქვს. პატიმარმა თავად უნდა შეიტანოს თავის საკანში, როგორიც უნდა ისეთი და როცა სახლში წავა, თან წაიღებს (ვგულისხმობ, რომ მიშასნაირებს მიაქვთ ხოლმე). და უყიდეთ? შეუგზავნეთ? ჯერ არა? აჰ. გასაგებია, გირჩევნიათ, რომ თქვენ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არეგულიროთ მისი აღფრთოვანება. ასე ჯობს მართლაც, მისთვისაც და თქვენთვისაც.

2. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ასევე შეიძლება კომპიუტერის ქონა, თუ დაასაბუთებს, რომ სჭირდება (მემუარების წერა თუ გადაწყვიტა, მაგალითად), მაგრამ მკაცრად აკრძალულია ინტერნეტი და ტელეფონი. მაშ, ვინ წერს ამ პოსტებს სოციალურ ქსელებში ბელადის სახელით? თქვენვე წერთ? თუ, გიკარნახებთ ხოლმე შეხვედრისას აზრს და მერე ლამაზ ფორმულირებებსა და შეძახილებს თქვენ არეგულირებთ?

გმადლობთ, ყველაფერი გასაგებია. თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი, მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად", - წერს თეა წულუკიანი.