საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფულის "გასაკეთებლად" ყველაფერზეა წამსვლელი, თან მხდალია, ასეთი ტიპები არ მიყვარს" - როგორ ახასიათებს გიალო ნებიერიძეს ჩცდ-ს ახალი მსახიობი და რას ჰყვება საკუთარ ცხოვრებაზე
"ფულის "გასაკეთებლად" ყველაფერზეა წამსვლელი, თან მხდალია, ასეთი ტიპები არ მიყვარს" - როგორ ახასიათებს გიალო ნებიერიძეს ჩცდ-ს ახალი მსახიობი და რას ჰყვება საკუთარ ცხოვრებაზე

„მე ხმას ვაძ­ლევ გრძნო­ბას, სიყ­ვა­რულს, იმე­რე­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ ბუ­ნე­ბას, ცას, მთას, ბარს, სი­მინდს, კეჟე­რა ფხალს“ - ეს დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის გი­ა­ლო ნე­ბი­ე­რი­ძის კო­მენ­ტა­რია „ჩცდ“-დან. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას - ხმას ვის აძ­ლევ­თო, რომ უპა­სუ­ხა. გი­ა­ლო ნე­ბი­ე­რი­ძე სე­რი­ალ­ში პირ­ვე­ლად ახლა, მე-18 სე­ზონ­ზე გა­მოჩ­ნდა. ის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტია და ხა­რა­გა­ულ­ში ბიზ­ნეს­მენ ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის კონ­კუ­რენ­ტი. ორი­ვე ისე­თი პერ­სო­ნაა, არჩვე­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის უკან არა­ფერ­ზე რომ არ და­ი­ხევს. რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ამას მომ­დევ­ნო სე­რი­ებ­ში ვი­ხი­ლავთ, მა­ნამ­დე კი ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დევი დე­ვი­ძე ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ.

- მე და ამ სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუ­ფის წევ­რე­ბი წლე­ბია, ერ­თად მოვ­დი­ვართ - ვძმა­კა­ცობთ, ვახ­ლობ­ლობთ, მათ­თან რა­ღაც პრო­ექ­ტებ­შიც ხში­რად ვყო­ფილ­ვარ. მერე ყვე­ლა­ფე­რი აირ-და­ი­ა­რია და ჩვენ-ჩვე­ნი გზით წა­ვე­დით, მაგ­რამ კარ­გი გა­მარ­ჯო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი გვქო­ნია. ცოტა ხნის წინ ეკა მჟავ­ნა­ძემ ცნო­ბილ­მა ქას­თინ­გმე­ნე­ჯერ­მა მთხო­ვა, - პა­ტა­რა „ქას­თი“ ჩაგ­ვი­წე­რეო. ჩავ­წე­რეთ. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­თხრეს, - დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარო. მე­გო­ნა, პა­ტა­რა როლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რომ გა­ვი­გე, რაში იყო საქ­მე, მაგ­რად „გა­მის­წორ­და“. მოკ­ლედ, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მა­ყუ­რე­ბე­ლი ცოტა ხანი კი­დევ შე­ვა­წუ­ხო.

- მგო­ნი, როლს თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყა­ვი. მე­გო­ნა, მარ­თლაც დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ლა­პა­რა­კობ­და. არა­და, რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ხარ...

- „სა­სოფ­ლო“ მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ელექტრი­კოს-ავ­ტო­მა­ტი­კო­სი ვარ. უბ­რა­ლოდ ის იყო, რომ „სა­სოფ­ლოს“ თე­ტა­რი ჰქონ­და და რომ ჩა­ვა­ბა­რე, სა­ნამ აუ­დი­ტო­რი­ა­ში შე­ვი­დო­დი, თე­ატ­რის­კენ „შე­ვუხ­ვიე“. მე და გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და კი­დევ ბევ­რნი ვი­ყა­ვით იქ. „კა­ვე­ენ­საც“ ვთა­მა­შობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბიც ვართ... მერე ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა... ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა როლს, ხალ­ხი პო­ლი­ტი­კა­ში ისე ვართ ჩარ­თუ­ლი, რომ მგო­ნი, ჩვენც, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გავ­ხდით. ამი­ტომ, როლ­ში შეს­ვლა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. უამ­რავ სა­ხეს, დე­პუ­ტატრს, პო­ლი­ტი­კოს ვუ­ყუ­რებთ, მათი ხა­სი­ა­თის და­ჭე­რა ამის მი­ხედ­ვით არ არის რთუ­ლი. კარ­გია, თუ გა­მო­მი­ვი­და, მი­ხა­რია. ქუ­ჩა­ში უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც რა­ღაც თბი­ლი სი­ტყვე­ბი მი­თხრეს, მო­მე­ფერ­ნენ...

- სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა?

- ძა­ლი­ან... ბევრ პრო­ექ­ტზე მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ასეთ პრო­ექ­ტზე - არა. სა­ო­ცა­რი სე­რი­ა­ლია - 9 წე­ლია, მი­დის და მა­ყუ­რე­ველს არ კარ­გავს... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სცე­ნა­რისტს ქეთი დევ­და­რი­ანს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­თვის მა­ო­ცებ­და მისი აზ­როვ­ნე­ბით. აქვე ვი­ტყვი ხუმ­რო­ბით, რომ ორი­ვეს გვა­რის ფუძე „დე­ვია“...

- და შენი სა­ხე­ლიც დე­ვია...

- (იცი­ნის)... კი და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა­ი­მე ისე არ იყოს, რო­გორც სა­ჭი­როა... ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ყუ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე. ვი­ღა­ცებს თურ­მე ჩემი ად­რე­უ­ლი წლე­ბის ნა­მუშ­ვრე­ბიც ახ­სოვსთ. ესეც გა­მი­ხარ­და. 2003 წლი­დან „202“-ში ვი­ყა­ვი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ მოვხდი და გა­ვი­გე, რამ­ხე­ლა რამ არის სა­ერ­თოდ ტე­ლე­ვი­ზია. ეს არხი მა­შინ ბომ­ბი­ვით იყო. პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­ლდათ. იმ პე­რი­ოდ­ში მოვ­ხვდი სე­რი­ალ­ში „მუს­კუ­ლე­ბი,“ რო­მელ­შიც ბევ­რი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მერე „ფორ­მუ­ლას“ ჰქონ­და სე­რი­ა­ლი „სა­პო­ნი“ და იყო კი­დევ სხვა პრო­ექ­ტე­ბი... კინო ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და და სახ­ლში ჩემ­თვის რა­ღა­ცებს „ვჩა­ლი­ჩობ­დი“. 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს „თე­ატ­რა­ლურ­ში“ კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ვე­ღარ და­ვამ­თავ­რე, რად­გან ტე­ლე­ვი­ზია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მაგ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა. პრაქ­ტი­კა ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ვი­ღე... მერე კა­მე­რის უკა­ნაც ვმუ­შა­ობ­დი. ბოლო 10 წე­ლია, რე­ჟი­სუ­რა­ში ვარ, ჩემი პრო­ექ­ტე­ბი მქონ­და. ერთ-ერთი „ანეკ­დო­ტე­ბი“ იყო, „კო­მე­დი­არხზე“ გა­დი­ო­და. ექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც ვა­ტა­რებ­დი, რა­ღა­ცე­ბი გა­მო­დი­ო­და, მა­ყუ­რე­ბელ­საც მოს­წონ­და. ჩემი ოც­ნე­ბა კი­ნოა და ალ­ბათ პა­ტა­რა კი­ნო­საც გა­მოვკრავ ხელს!

- თუ შენს პერ­სო­ნაჟს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, - რო­გო­რი ტი­პია გი­ა­ლო ნე­ბი­ე­რი­ძე?

- ასე­თი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ბევ­რია. მომ­ხვე­ჭე­ლო­ბა რომ ამოძ­რა­ვებს, თა­ვის­თვის რომ ცდი­ლობს, რო­გორ „გა­ა­კე­თოს“ ფული და ალ­ბათ ამა­საც ეს ჩა­ნა­ფიქ­რი აქვს! ასე­თი ტი­პია და ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი. ამას­თა­ნა­ვე მხდა­ლია, მში­შა­რა, გა­ურ­კვე­ვე­ლი­ცაა, მაგ­რამ მი­ზა­ნი აქვს და­სა­ხუ­ლი და რაც არ უნდა მოხ­დეს, უნდა, რომ მი­აღ­წი­ოს. ასე­თი ტი­პე­ბი არ მიყ­ვარს.

- ბოლო წლე­ბია, მარ­თლაც პო­ლი­ტი­კით ვართ ყვე­ლა­ნი გაჟ­ღენ­თი­ლე­ბი. გვინ­და თუ არა, დიდი დო­ზით შე­მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ოდეს­მე რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტა­ტი ახ­ლოს თუ ყო­ფი­ლა შენს გე­მოვ­ნე­ბას­თან?

- კი­თხვა­ზე პა­სუხს ასე და­ვი­წყებ - ისე­თი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­გო­რიც ჩემი გმი­რია, არ უნდა იყ­ვნენ. იმი­ტომ, რომ ისი­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლი­ან. რა უნდა გა­ა­კე­თოს ახლა გი­ა­ლო ნე­ბი­ე­რი­ძემ სხვა, თუ არა ის, რომ ვი­ღა­ცე­ბის „დაკ­რულ­ზე ითა­მა­შოს?“ ასე­თი დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან და მინ­და, რომ აღარ იყ­ვენ და ამას ვცდი­ლობ, ჩემი რო­ლით, რომ ხალ­ხს ეს და­ვა­ნა­ხო. მე­ტად გა­ნათ­ლე­ბულ, საქ­მის მცოდ­ნე­ებს ვი­სურ­ვებ­დი... ხალ­ხის წი­ნა­შე უდი­დე­სი პა­სუხმგებ­ლო­ბა აქვთ. თუმ­ცა არი­ან კარ­გე­ბიც, ისე­თე­ბიც, რო­მელ­ბიც მომ­წონს, მაგ­რამ ამა­ზე ახლა არ ვი­ლა­პა­რა­კებ. ამას­თან, მე­გობ­რებ­ში ბევ­რი მყავს ყო­ფი­ლი თუ მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი. მთა­ვა­რი კი არის, რომ პო­ლი­ტი­კა არ არის ჩემი საქ­მე.

- სე­რი­ალ­ში არც გი­ლოს კონ­კუ­რენ­ტი ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძეა და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვის...

- ეს როლი რომ მომ­ცეს, სახ­ლში ჩემ­მა შვილ­მა ლუ­კამ მკი­თხა, - რა როლი გაქ­ვსო? რომ ვუ­თხა­რი, - მი­თხრა - არც იცი, ვის­თან გაქვს საქ­მე? ისე­თი ტი­პია, ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვე­ლე­ლი, წინა სე­ზონ­ზე მა­გან თა­ვის კონ­კუ­რენტს ცუდი საქ­მე გა­უ­კე­თა, ნე­ტავ, შენ რას გი­პი­რებ­სო? ცოტა არ იყოს და­ვი­ძა­ბე.

- რამ­ხე­ლაა ლუკა?

- 21 წლის, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა უნდა, დი­პო­ლო­მა­ტია-პო­ლი­ტი­კა იტა­ცებს... ადრე სე­რი­ა­ლებ­ში რომ მი­ღებ­დნენ, პა­ტა­რა იყო და იმას შე­სა­ბა­მი­სად ვერ აფა­სებ­და. გო­გო­ნას ტა­სოს კი სა­ერ­თოდ არ აქვს ის ნა­მუ­შე­ვე­ბი ნა­ნა­ხი, 13 წლი­საა, იმის შე­სა­ხებ გად­მო­ცე­მით იცის. ახლა რომ გა­ი­გო, ამ სე­რი­ალ­ში მი­ღე­ბენ, გა­უ­ხარ­და. ხან­და­ხან მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე - რო­დის გაქვს გა­და­ღე­ბაო?

- მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვი, რო­მელ­მაც მი­გი­ღო და მო­ე­წო­ნა შენ მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი?

- გა­ნაგ­რძოს აუ­ცი­ლებ­ლად სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბა. სე­რი­ა­ლის ავ­ტო­რებს და მის მსა­ხი­ო­ბებს ბევ­რი კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა გვინ­და... არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია კი ხელს გვიშ­ლის ამ სი­კე­თე­ე­ბის კე­თე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, დიდი აგ­რე­სი­ის ფონ­ზე გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. ამას ვე­უბ­ნე­ბი არა მარ­ტო მა­ყუ­ბე­ელს, პო­ლი­ტი­კო­სებ­საც. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბი ლუკ­მა-პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში გა­იყ­ვა­ნა, ასე ვართ ყვე­ლა, რა­საც ემა­ტე­ბა ის, რომ პო­ლი­ტი­კამ ადა­მა­ი­ნე­ბი (ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძმა­კა­ცე­ბი) ერ­თმა­ნეთს და­ა­პი­რის­პი­რა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვა­გო­როთ, დავ­წყნარ­დეთ და დავ­ლაგ­დეთ. ამის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ცეპ­ტია, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბაა. ყვე­ლას გვინ­და სი­კე­თე და სი­ხა­რუ­ლი და ამის­თვის ყვე­ლამ რა­ღაც უნდა გა­ვა­კე­თოთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
9

ვა დევი! 

კ ო მ ბ ლ ე
0

ფულის გულისთვის ყველაფერზე არის წამსვლელი,

თან მშიშარაა, კურდღელი და პატრონის მონა,

ხომ არ გეცნობათ? ყველა ნაცი და ყველა ქოცი, 

ჩინოვნიკები, ათ შაურად რომ იყიდი კონას,

წმინდაო ზებრა!

შენ გამოზარდე ეს მათხოჯები?

თუ ეს „პაროდაც“ ბუნებამ შექმნა, როგორც ობობა?

ამძიმებს ქალაქს! ლუკმას ყლაპავენ ხალხისას არამს,

ამრავლებ მარაზმს, ჩვენ კი, მხარს ვუჭერტ ჩომბეს, თუ კალას,

ვერ ვძლიეთ მარაზმს, 

სამაგიეროდ მხარს ვუჭერთ და არ ვმარგლავთ ყანას, 

არ ვმარგლავთ ყანას და არცა ვცდილობთ ვებრძოლოთ მარაზმ, 

დიდება მარაზმს, მხარს ვუჭერთ ჭამას! ეს სულ ერთია ოცნებაა,

ფანტაზია, თუ ხმათა მპარავს, 

დიდება, დიდება, დიდება მარად!

როგორ ხარ სეროჟ? ვარ კამაც კამაც.. ხან მშიერი ვარ, ხან კი, ხორცსა ვჭამ,

ქელეხზე ჰამაც, ბა ვინცეს კამაც,.

იქნება მითხრათ, მხარს უჭერთ ამას?.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ფულის "გასაკეთებლად" ყველაფერზეა წამსვლელი, თან მხდალია, ასეთი ტიპები არ მიყვარს" - როგორ ახასიათებს გიალო ნებიერიძეს ჩცდ-ს ახალი მსახიობი და რას ჰყვება საკუთარ ცხოვრებაზე

"ფულის "გასაკეთებლად" ყველაფერზეა წამსვლელი, თან მხდალია, ასეთი ტიპები არ მიყვარს" - როგორ ახასიათებს გიალო ნებიერიძეს ჩცდ-ს ახალი მსახიობი და რას ჰყვება საკუთარ ცხოვრებაზე

„მე ხმას ვაძლევ გრძნობას, სიყვარულს, იმერეთის განსაკუთრებულ ბუნებას, ცას, მთას, ბარს, სიმინდს, კეჟერა ფხალს“ - ეს დეპუტატობის კანდიდატის გიალო ნებიერიძის კომენტარია „ჩცდ“-დან. არჩევნების დღეს ჟურნალისტების კითხვას - ხმას ვის აძლევთო, რომ უპასუხა. გიალო ნებიერიძე სერიალში პირველად ახლა, მე-18 სეზონზე გამოჩნდა. ის დეპუტატობის კანდიდატია და ხარაგაულში ბიზნესმენ ბაქარ ორჯონიკიძის კონკურენტი. ორივე ისეთი პერსონაა, არჩვენებში გამარჯვებისთვის უკან არაფერზე რომ არ დაიხევს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომდევნო სერიებში ვიხილავთ, მანამდე კი ამ როლის შემსრულებელი დევი დევიძე ახლოს გავიცნოთ.

- მე და ამ სერიალის შემოქმედებით ჯგუფის წევრები წლებია, ერთად მოვდივართ - ვძმაკაცობთ, ვახლობლობთ, მათთან რაღაც პროექტებშიც ხშირად ვყოფილვარ. მერე ყველაფერი აირ-დაიარია და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით, მაგრამ კარგი გამარჯობა და სიყვარულის გარდა არაფერი გვქონია. ცოტა ხნის წინ ეკა მჟავნაძემ ცნობილმა ქასთინგმენეჯერმა მთხოვა, - პატარა „ქასთი“ ჩაგვიწერეო. ჩავწერეთ. ნახევარ საათში მითხრეს, - დამტკიცებული ხარო. მეგონა, პატარა როლი იქნებოდა, მაგრამ რომ გავიგე, რაში იყო საქმე, მაგრად „გამისწორდა“. მოკლედ, საშუალება მომეცა, მაყურებელი ცოტა ხანი კიდევ შევაწუხო.

- მგონი, როლს თავი მშვენივრად გაართვი, დამაჯერებელი იყავი. მეგონა, მართლაც დეპუტატობის კანდიდატი ლაპარაკობდა. არადა, როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხარ...

- „სასოფლო“ მაქვს დამთავრებული, აგრარული უნივერსიტეტი, ელექტრიკოს-ავტომატიკოსი ვარ. უბრალოდ ის იყო, რომ „სასოფლოს“ თეტარი ჰქონდა და რომ ჩავაბარე, სანამ აუდიტორიაში შევიდოდი, თეატრისკენ „შევუხვიე“. მე და გიორგი გოგიჩაიშვილი და კიდევ ბევრნი ვიყავით იქ. „კავეენსაც“ ვთამაშობდი საქართველოს ჩემპიონებიც ვართ... მერე ბევრი რამ შეიცვალა... ახლა, რაც შეეხება როლს, ხალხი პოლიტიკაში ისე ვართ ჩართული, რომ მგონი, ჩვენც, ჩვეულებრივი მოქალაქეები პოლიტიკოსები გავხდით. ამიტომ, როლში შესვლა არ გამჭირვებია. უამრავ სახეს, დეპუტატრს, პოლიტიკოს ვუყურებთ, მათი ხასიათის დაჭერა ამის მიხედვით არ არის რთული. კარგია, თუ გამომივიდა, მიხარია. ქუჩაში უცნობმა ადამიანებმაც რაღაც თბილი სიტყვები მითხრეს, მომეფერნენ...

- საინტერესო სამუშაოა?

- ძალიან... ბევრ პროექტზე მიმუშავია, მაგრამ ასეთ პროექტზე - არა. საოცარი სერიალია - 9 წელია, მიდის და მაყურეველს არ კარგავს... პროფესიონალები მუშაობენ. სცენარისტს ქეთი დევდარიანს დიდი ხანია ვიცნობ, ნიჭიერი ადამიანია, ყოველთვის მაოცებდა მისი აზროვნებით. აქვე ვიტყვი ხუმრობით, რომ ორივეს გვარის ფუძე „დევია“...

- და შენი სახელიც დევია...

- (იცინის)... კი და შეუძლებელია, რაიმე ისე არ იყოს, როგორც საჭიროა... ჩემთან დაკავშირებით მაყურებლის კომენტარები წავიკითხე. ვიღაცებს თურმე ჩემი ადრეული წლების ნამუშვრებიც ახსოვსთ. ესეც გამიხარდა. 2003 წლიდან „202“-ში ვიყავი, ტელევიზიაში პირველად მაშინ მოვხდი და გავიგე, რამხელა რამ არის საერთოდ ტელევიზია. ეს არხი მაშინ ბომბივით იყო. პოპულარული გახლდათ. იმ პერიოდში მოვხვდი სერიალში „მუსკულები,“ რომელშიც ბევრი ჩვენი მეგობარი მონაწილეობდა. მერე „ფორმულას“ ჰქონდა სერიალი „საპონი“ და იყო კიდევ სხვა პროექტები... კინო ბავშვობიდან მიყვარდა და სახლში ჩემთვის რაღაცებს „ვჩალიჩობდი“. 90-იანების ბოლოს „თეატრალურში“ კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე, მაგრამ ვეღარ დავამთავრე, რადგან ტელევიზია ჩემს ცხოვრებაში მაგ პერიოდში გამოჩნდა. პრაქტიკა ძირითადად ტელევიზიაში მივიღე... მერე კამერის უკანაც ვმუშაობდი. ბოლო 10 წელია, რეჟისურაში ვარ, ჩემი პროექტები მქონდა. ერთ-ერთი „ანეკდოტები“ იყო, „კომედიარხზე“ გადიოდა. ექსპერიმენტებსაც ვატარებდი, რაღაცები გამოდიოდა, მაყურებელსაც მოსწონდა. ჩემი ოცნება კინოა და ალბათ პატარა კინოსაც გამოვკრავ ხელს!

- თუ შენს პერსონაჟს დავუბრუნდებით, - როგორი ტიპია გიალო ნებიერიძე?

- ასეთი დეპუტატობის კანდიდატი ბევრია. მომხვეჭელობა რომ ამოძრავებს, თავისთვის რომ ცდილობს, როგორ „გააკეთოს“ ფული და ალბათ ამასაც ეს ჩანაფიქრი აქვს! ასეთი ტიპია და ყველაფერზეა წამსვლელი. ამასთანავე მხდალია, მშიშარა, გაურკვეველიცაა, მაგრამ მიზანი აქვს დასახული და რაც არ უნდა მოხდეს, უნდა, რომ მიაღწიოს. ასეთი ტიპები არ მიყვარს.

- ბოლო წლებია, მართლაც პოლიტიკით ვართ ყველანი გაჟღენთილები. გვინდა თუ არა, დიდი დოზით შემოდის ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. ოდესმე რომელიმე დეპუტატი ახლოს თუ ყოფილა შენს გემოვნებასთან?

- კითხვაზე პასუხს ასე დავიწყებ - ისეთი დეპუტატები, როგორიც ჩემი გმირია, არ უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ ისინი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან. რა უნდა გააკეთოს ახლა გიალო ნებიერიძემ სხვა, თუ არა ის, რომ ვიღაცების „დაკრულზე ითამაშოს?“ ასეთი დეპუტატები არიან და მინდა, რომ აღარ იყვენ და ამას ვცდილობ, ჩემი როლით, რომ ხალხს ეს დავანახო. მეტად განათლებულ, საქმის მცოდნეებს ვისურვებდი... ხალხის წინაშე უდიდესი პასუხმგებლობა აქვთ. თუმცა არიან კარგებიც, ისეთებიც, რომელბიც მომწონს, მაგრამ ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ. ამასთან, მეგობრებში ბევრი მყავს ყოფილი თუ მოქმედი დეპუტატი. მთავარი კი არის, რომ პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე.

- სერიალში არც გილოს კონკურენტი ბაქარ ორჯონიკიძეა დადებითი პერსონა, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძვის...

- ეს როლი რომ მომცეს, სახლში ჩემმა შვილმა ლუკამ მკითხა, - რა როლი გაქვსო? რომ ვუთხარი, - მითხრა - არც იცი, ვისთან გაქვს საქმე? ისეთი ტიპია, ყველაფერზეა წამსველელი, წინა სეზონზე მაგან თავის კონკურენტს ცუდი საქმე გაუკეთა, ნეტავ, შენ რას გიპირებსო? ცოტა არ იყოს დავიძაბე.

- რამხელაა ლუკა?

- 21 წლის, პოლიტიკოსობა უნდა, დიპოლომატია-პოლიტიკა იტაცებს... ადრე სერიალებში რომ მიღებდნენ, პატარა იყო და იმას შესაბამისად ვერ აფასებდა. გოგონას ტასოს კი საერთოდ არ აქვს ის ნამუშევები ნანახი, 13 წლისაა, იმის შესახებ გადმოცემით იცის. ახლა რომ გაიგო, ამ სერიალში მიღებენ, გაუხარდა. ხანდახან მეკითხება ხოლმე - როდის გაქვს გადაღებაო?

- მაყურებელს რას ეტყვი, რომელმაც მიგიღო და მოეწონა შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი?

- განაგრძოს აუცილებლად სერიალის ყურება. სერიალის ავტორებს და მის მსახიობებს ბევრი კარგი საქმის კეთება გვინდა... არსებული პოლიტიკური სიტუაცია კი ხელს გვიშლის ამ სიკეთეების კეთებაში. გარდა ამისა, დიდი აგრესიის ფონზე გვიწევს ცხოვრება. ამას ვეუბნები არა მარტო მაყუბეელს, პოლიტიკოსებსაც. მძიმე მდგომარეობამ ადამიანები ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩაში გაიყვანა, ასე ვართ ყველა, რასაც ემატება ის, რომ პოლიტიკამ ადამაინები (ოჯახის წევრები, მეგობრები, ძმაკაცები) ერთმანეთს დააპირისპირა. ეს არჩევნები მშვიდობიანად გადავაგოროთ, დავწყნარდეთ და დავლაგდეთ. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი რეცეპტია, საკუთარ თავზე მუშაობაა. ყველას გვინდა სიკეთე და სიხარული და ამისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ.