სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია" - სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი
"მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია" - სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, მათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია.

ამის შე­სა­ხებ მან "ტვ პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და.

"რომ შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში, იმ წუ­თი­დან გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ისე­თი ღო­ნის­ძე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ აცი­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მსხვერ­პლი, აჟი­ო­ტა­ჟი და ასე შემ­დეგ. ასე რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ნად დას­რულ­და" - აღ­ნიშ­ნა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ, სან­ზო­ნა­ში და­ა­კა­ვა. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია იმ ბი­ნის მე­პატ­რო­ნეც, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცოტა ხნის წინ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე სამი ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნით დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი და ძებ­ნი­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­გეგ­მეს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, ძებ­ნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­საძ­ლო ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა, ხოლო მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შერ­ჩე­უ­ლი იქნა ზუს­ტი და ეფექ­ტუ­რი დრო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იგი თბი­ლის­ში, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვით ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა სა­ჭი­რო საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აგ­რეთ­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მე­პატ­რო­ნე 1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლია შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში" - აღ­ნიშ­ნა­ვენ შსს-ში.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდორადო
1

გამოხვედი შენც ალექსი ინაური

 

Omg
20

რა ინფორმაცია გქონდათ თქვენ მოატყუეთ ბიძინა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია" - სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი

"მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია" - სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის პირველივე წუთიდან ჰქონდათ ინფორმაცია.

ამის შესახებ მან "ტვ პირველს" განუცხადა.

"რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო მსხვერპლი, აჟიოტაჟი და ასე შემდეგ. ასე რომ ყველაფერი მშვიდობინად დასრულდა" - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, პოლიციამ გუშინ, სანზონაში დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია იმ ბინის მეპატრონეც, სადაც ექსპრეზიდენტი იმყოფებოდა.

სპეცოპერაციის შესახებ დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები.

აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში" - აღნიშნავენ შსს-ში.