სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში" - მამუკა მდინარაძე
"სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში" - მამუკა მდინარაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აცხა­დებს, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნა­ში, კუ­რორტ ტრუს­კა­ვეც­ში იმ­ყო­ფე­ბა, ამის შე­სა­ხებ მდი­ნა­რა­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ის იმ­ყო­ფე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, კუ­რორტ ტრუს­კა­ვეც­ში. ის იმ­ყო­ფე­ბო­და ღამე სას­ტუმ­რო "რიქ­სოს­ში", ვი­თომ ვი­დე­ოს რომ დებ­და ბა­თუ­მი­დან.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა და­ი­მა­ლოს, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­ი­მა­ლე­ბა, ამ კაც­მა და­ამ­თავ­რა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ბო­ლო­ოდ, ამ მოქ­მე­დე­ბით, ამ ბინ­ძუ­რი ფე­ი­კით, რო­მე­ლიც დღეს გა­მო­ამ­ზე­უ­რა, და­ამ­თავ­რა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" სა­ერ­თოდ.

ეს ერთი მხრივ, არის ძა­ლი­ან კარ­გი, იმი­ტომ რომ ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­რა­ლუ­რი ძალა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, წა­ვი­და ვა ბანკზე და ამ ვა ბან­კის შე­დე­გად მი­ი­ღო ის, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბა დღეს დას­რულ­და“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს, პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს დი­ლით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბა. შსს-ს ცნო­ბით კი, ექ­სპრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი არ გად­მო­უკ­ვე­თავს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
5

გულისთვისაა კარგი, მამუჯან, ჩააკითხე!

დგ
8

კარგი საქმე გააკეთა ამ ავანტიურისტმა და კურდღელმა ნაციონალები ხვალ 02 ოქტომბერს აგებეენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში" - მამუკა მდინარაძე

"სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება, ამის შესახებ მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ის იმყოფებოდა ღამე სასტუმრო "რიქსოსში", ვითომ ვიდეოს რომ დებდა ბათუმიდან.

ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ შეიძლება დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება, ამ კაცმა დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ, ამ მოქმედებით, ამ ბინძური ფეიკით, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრა "ნაცმოძრაობა" საერთოდ.

ეს ერთი მხრივ, არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო, წავიდა ვა ბანკზე და ამ ვა ბანკის შედეგად მიიღო ის, რომ ნაცმოძრაობა დღეს დასრულდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეოები, სადაც მისივე მტკიცებით, ბათუმში იმყოფება. შსს-ს ცნობით კი, ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.