მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" სპიკერების გამბედაობას რომ ვიცნობ, ერთმანეთს გაასწრებენ, გაიქცევიან - ეკა ბესელია
"ოცნების" სპიკერების გამბედაობას რომ ვიცნობ, ერთმანეთს გაასწრებენ, გაიქცევიან - ეკა ბესელია

ერ­თმა­ნეთს გა­ას­წრე­ბენ, რომ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას და მათი გამ­ბე­და­ო­ბის მას­შტაბს, ვგუ­ლის­ხმობ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სპი­კე­რებს - ისი­ნი გა­იქ­ცე­ვი­ან, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი და ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში ვი­თა­რე­ბაა და ამ ფონ­ზე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

„სა­სა­ცი­ლოდ რომ გვქონ­დეს საქ­მე, რა სჯობს, დავ­დგეთ და ვი­ხა­ლი­სოთ, მაგ­რამ არ გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხა­ლი­სოდ საქ­მე. ქვე­ყა­ნა­ში არის ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი და ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში. მე არ ვიცი, სად და­სე­ირ­ნობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ბულ­ვარ­ში, ბულ­ვარს მიღ­მა, თუ რა სი­ურპრი­ზებს უმ­ზა­დებს. მო­დით თავ­სა­ტე­ხი ჰქონ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, რომ­ლე­ბიც ვერ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან კარ­გად, არ გვაქვს ჩვენ ასე­თი მყა­რი სის­ტე­მა.

ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მო­ფიქ­რა­ლი, წე­სით მო­და­რა­ჯე უწყე­ბე­ბი, არ გვაქვს ჩვენ მყა­რი და ის დღეს არის დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი. დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, რად­გან იმის ნაც­ვლად, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა მუ­შა­ობ­დეს საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ზე, მარ­თლა, რამ­დენ­ჯერ გა­დაბ­რუნ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი ძი­ლის წინ და ძი­ლის შემ­დეგ, ამას ამოწ­მე­ბენ და მთე­ლი რე­სურ­სი ამა­ზე მი­დის და ეს დე­მო­რა­ლი­ზე­ბას უკე­თებს წე­სი­ერ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს.

ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი კრა­ხი, ერ­თმა­ნეთს გა­ას­წრე­ბენ, რომ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას და მათი გამ­ბე­და­ო­ბის მას­შტაბს, ვგუ­ლის­ხმობ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სპი­კე­რებს. ისი­ნი გა­იქ­ცე­ვი­ან. ეს ის ხალ­ხია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ჩუმი და ლა­ტენ­ტუ­რი დამ­ხმა­რე რომ იყო ღიად თუ ფა­რუ­ლად და შემ­დეგ იპო­ვეს გზე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ მო­სას­ვლე­ლად,“ - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
5

ეჰჰჰჰ ეკუნია ეკუნია

რიონისპირელი
5

ცალ-ცალი კალოშით მოსული ხელისუფლებაში ვინც ჩააცვა და დაბანა იმათ აკრიკიტებს, როცა მათთან იყო რატომ არ ამბობდა საყვედურებს? როცა გამოაპანღურეს მერე დაიწყო, ახლა ფული უნდა ბაბაია ფული. ფოთი ხომ შეჭამა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოცნების" სპიკერების გამბედაობას რომ ვიცნობ, ერთმანეთს გაასწრებენ, გაიქცევიან - ეკა ბესელია

"ოცნების" სპიკერების გამბედაობას რომ ვიცნობ, ერთმანეთს გაასწრებენ, გაიქცევიან - ეკა ბესელია

ერთმანეთს გაასწრებენ, რომ ვიცნობ ამ ადამიანების შინაგან მდგომარეობას და მათი გამბედაობის მასშტაბს, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ სპიკერებს - ისინი გაიქცევიან, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში უკიდურესად რთული და ფეთქებადსაშიში ვითარებაა და ამ ფონზე ძალოვანი სტრუქტურები აბსოლუტურად დემორალიზებულები არიან.

„სასაცილოდ რომ გვქონდეს საქმე, რა სჯობს, დავდგეთ და ვიხალისოთ, მაგრამ არ გვაქვს, სამწუხაროდ, სახალისოდ საქმე. ქვეყანაში არის ვითარება უკიდურესად რთული და ფეთქებადსაშიში. მე არ ვიცი, სად დასეირნობს მიხეილ სააკაშვილი, ბულვარში, ბულვარს მიღმა, თუ რა სიურპრიზებს უმზადებს. მოდით თავსატეხი ჰქონდეთ საქართველოს ძალოვან უწყებებს, რომლებიც ვერ გამოიყურებიან კარგად, არ გვაქვს ჩვენ ასეთი მყარი სისტემა.

ძალოვანი უწყებები, განსაკუთრებით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე მოფიქრალი, წესით მოდარაჯე უწყებები, არ გვაქვს ჩვენ მყარი და ის დღეს არის დემორალიზებული. დემორალიზებულია, რადგან იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხოების სისტემა მუშაობდეს საფრთხეების განეიტრალებაზე, მართლა, რამდენჯერ გადაბრუნდება ადამიანი ძილის წინ და ძილის შემდეგ, ამას ამოწმებენ და მთელი რესურსი ამაზე მიდის და ეს დემორალიზებას უკეთებს წესიერ საჯარო მოხელეებს.

ეს იქნება აბსოლუტური კრახი, ერთმანეთს გაასწრებენ, რომ ვიცნობ ამ ადამიანების შინაგან მდგომარეობას და მათი გამბედაობის მასშტაბს, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ სპიკერებს. ისინი გაიქცევიან. ეს ის ხალხია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩუმი და ლატენტური დამხმარე რომ იყო ღიად თუ ფარულად და შემდეგ იპოვეს გზები „ქართულ ოცნებაში“ მოსასვლელად,“ - განაცხადა ბესელიამ.