მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები" ცენტრალურ აფრიკას უტევენ - მალიში რუსეთისა და საფრანგეთის ინტერესები გადაიკვეთა
პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები" ცენტრალურ აფრიკას უტევენ - მალიში რუსეთისა და საფრანგეთის ინტერესები გადაიკვეთა

მა­ლის "გარ­და­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" გა­ნი­ხი­ლავს რუ­სე­თის შე­თა­ვა­ზე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში "ვაგ­ნე­რე­ბის", იგი­ვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ. "ეს კი, შე­საძ­ლოა აფ­რი­კა­ში, რუ­სეთ­სა და საფ­რან­გეთს შო­რის, ახა­ლი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი გახ­დეს", - წერს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა Novayagazeta.ru.

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს სერ­გეი ლავ­როვს, რო­მე­ლიც აფ­რი­კის ხუნ­ტას სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში შეხ­ვდა, ამის შემ­დეგ კი, პი­რის­პირ ესა­უბ­რა საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს დე დრი­ა­ნის. მან რუსი კო­ლე­გა გა­აფრ­თხი­ლა, რომ მა­ლი­ში "ვაგ­ნე­რე­ბის" გა­მო­ჩე­ნას "სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი" მოჰ­ყვე­ბო­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, საფ­რან­გეთს სურს, მა­ლი­ში თა­ვი­სი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი შე­ამ­ცი­როს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ტე­რო­რის­ტებს ებ­რძვის.

"თუმ­ცა, ლავ­რო­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ საფ­რან­გეთს მა­ლი­ში არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და და ტე­რო­რის­ტე­ბი იქა­უ­რო­ბას დღემ­დე მარ­თა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა, "ვაგ­ნე­რებს", ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მარ­თა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ რუ­სე­თი, აფ­რი­კა­ში თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, სწო­რედ ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა... "გარ­და­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", იგი­ვე ხუნ­ტა რუ­სე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. დრო­ე­ბი­თი "პრე­ზი­დენ­ტი", პოლ­კოვ­ნი­კი ასი­მი გო­ი­ტაც, რო­მე­ლიც ხუნ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სა­დიო კა­მა­რის­თან ერ­თად, რუ­სეთ­ში გა­დი­ო­და სამ­ხედ­რო წვრთნებს, ისე­ვე, რო­გორც "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი" შო­გელ კო­კა­ლა. მიმ­დი­ნა­რე წელს მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ "რუ­სე­თის არ­მი­ის დღე­ებს" ეს­წრე­ბო­და სა­დიო კა­მა­რი, რო­მე­ლიც მე­დი­ას თავს არი­დებ­და. ფრან­გუ­ლი Jeune Afrique-ს ცნო­ბით, მა­ლის სამ­ხედ­რო წყა­რო­ე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ ისი­ნი 2020 წლის იან­ვრი­დან აგ­ვის­ტომ­დე მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ოდ­ნენ. ამის შემ­დეგ კი სამ­შობ­ლო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­სა­წყო­ბად დაბ­რუნ­დნენ და პრე­ზი­დენტ იბ­რა­ჰიმ ბუ­მა­კარ კე­ი­ტას მმარ­თვე­ლო­ბა და­ამ­ხეს", - წერს Novayagazeta.ru.

ფრან­გულ მე­დი­ა­ში დიდი ხა­ნია რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რე­ბის" შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, რო­გორც "რუ­სე­თის სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რა­ზე, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც კრემლთან აქვს კავ­ში­რი და არც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მათი ბრძა­ნე­ბით მოქ­მე­დე­ბებს".

Le Monde-ს ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რე­ბი" ეკუთ­ვნის რუს ოლი­გარ­ქს, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელს, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს, იგი­ვე "პუ­ტი­ნის მზა­რე­ულს", რომ­ლის გარ­შე­მო ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­საც არა­ერ­თხელ აუ­ტე­ხავს სკან­და­ლი, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი გავ­ლე­ნე­ბი და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი სუ­ლაც არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. ის რუსი მი­ლი­არ­დე­რე­ბის სი­ა­ში შე­დის, აქვს არა­ერ­თი მე­დია გა­მო­ცე­მა.

"მისი კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც... საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ის ჯე­რაც არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბა­ტო­ნი პრი­გო­ჟი­ნი არ­ჩევ­ნებ­ში ასე­თი ფორ­მით ჩა­რე­ვა­ზე წა­ვი­დო­და, მაგ­რამ იცით, მას "პუ­ტი­ნის მზა­რე­ულს" უწო­დე­ბენ". ლე დრი­ა­ნი კო­რექ­ტუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც აშ­კა­რად სა­უბ­რობს, "ვაგ­ნე­რე­ბის" როლ­ზე სი­რი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში, რო­მელ­თა სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბა და სი­სას­ტი­კე", - წერს გა­მო­ცე­მა.

ფრან­გუ­ლი მე­დია წერს, რომ საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "კო­რექ­ტუ­ლი, თუმ­ცა, კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით" მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, "ვაგ­ნე­რებ­მა" თავი შე­ი­კა­ვონ საფ­რან­გე­თის კონ­ტრო­ლის ქვეშ მყოფ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ი­მე სა­ხის მოქ­მე­დე­ბის­გან. თუმ­ცა მა­ლის ხუნ­ტამ თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რა და თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცია გა­მარ­თა, ლო­ზუნ­გით - "პუ­ტინ, დაგ­ვეხ­მა­რეთ, გთხოვთ!".

"პუ­ტი­ნის "დახ­მა­რე­ბა­მაც" არ და­ა­ყოვ­ნა და ბა­მა­კო­ში თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გაგ­ზავ­ნა. უკვე ერთი თვეა, ბა­მა­კო­ში 50 რუსი ექ­სპერ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას სწავ­ლო­ბენ და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ომის დას­რუ­ლე­ბა­სა და "ჯი­ჰა­დის­გან" წა­მო­სუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის აღ­მო­ფხვრას ექვს თვე­ში ჰპირ­დე­ბი­ან. აფ­რი­კე­ლი სამ­ხედ­როს ცნო­ბით, ამის გა­სა­კე­თებ­ლად იქ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რე­ბი" ჩა­ვი­დოდ­ნენ და ასი­მეტ­რი­ულ ბრძო­ლებს გა­მარ­თავ­დნენ", - წერს Novayagazeta.ru.

პუ­ტი­ნი, ცხა­დია, უარ­ყოფს ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუ­სე­თი მა­ლის "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას" აპი­რებს, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოკ­ლუ­ლი სამი რუსი რე­პორ­ტი­ო­რის საქ­მე, რომ­ლე­ბიც "რუ­სუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი­სა და სამ­თო-მო­პო­ვე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის საქ­მეს იძი­ებ­დნენ".

რე­პორ­ტი­ო­რე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. მა­შინ რამ­დე­ნი­მე მე­დია ჰოლ­დინ­გის, მათ შო­რის, "გა­მო­ძი­ე­ბის კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის" მფლო­ბე­ლი მი­ხა­ილ ხა­დარ­კოვ­სკი ამ­ბობ­და, რომ ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ექტთან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ და რუსი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ამ­ბავს იძი­ებ­დნენ. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნათ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოქ­მე­დი რუ­სუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის საქ­მის­თვის ისე­ვე, რო­გორც სხვა რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, რო­გო­რე­ბი­ცაა ოქ­როს, ალ­მა­სი­სა და ურა­ნის მო­პო­ვე­ბის ინ­დუსტრი­ე­ბი. ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ სწო­რედ ამ ინ­დუსტრი­ებ­ზე უჭი­რავს თვა­ლი რუ­სეთს.

რუ­სულ და უცხო­ურ მე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" სა­ხე­ლიც, რო­მე­ლიც პე­ტერ­ბურ­გელ მე­წარ­მეს, ევ­გე­ნი რი­გო­ჟინს უკავ­შირ­დე­ბა. რი­გო­ჟინს, კრემლთან მისი ახლო კავ­ში­რე­ბის გამო, პუ­ტი­ნის "შეფ-მზა­რე­ულ­საც" უწო­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლინა
0

ვაა, ლავროვს სიცილიც სცოდნია. რაც მახსოვს, სულ იბღვირება.

ხოხ
4

ფრანგებს დაავიწყდათ რომ მაკრონი პუტინის თაყვანისმცემელია.კარგია კიდე უფრო ჩაეხუტეთ და უკეთესი შედეგები გექნებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები" ცენტრალურ აფრიკას უტევენ - მალიში რუსეთისა და საფრანგეთის ინტერესები გადაიკვეთა

პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები" ცენტრალურ აფრიკას უტევენ - მალიში რუსეთისა და საფრანგეთის ინტერესები გადაიკვეთა

მალის "გარდამავალი ხელისუფლება" განიხილავს რუსეთის შეთავაზებას, ქვეყანაში "ვაგნერების", იგივე დაქირავებული რუსი სამხედროების ოფიციალურად დარჩენის შესახებ. "ეს კი, შესაძლოა აფრიკაში, რუსეთსა და საფრანგეთს შორის, ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდეს", - წერს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Novayagazeta.ru.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც აფრიკის ხუნტას საიდუმლო ვითარებაში შეხვდა, ამის შემდეგ კი, პირისპირ ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დე დრიანის. მან რუსი კოლეგა გააფრთხილა, რომ მალიში "ვაგნერების" გამოჩენას "სერიოზული პროცესები" მოჰყვებოდა", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, საფრანგეთს სურს, მალიში თავისი სამხედრო კონტიგენტი შეამციროს, რომელიც ადგილობრივ ტერორისტებს ებრძვის.

"თუმცა, ლავროვი ირწმუნება, რომ საფრანგეთს მალიში არაფერი გამოუვიდა და ტერორისტები იქაურობას დღემდე მართავენ. რაც შეეხება, "ვაგნერებს", ისინი ჯერჯერობით ვერ მართავენ სიტუაციას, მაგრამ რუსეთი, აფრიკაში თავის მხარდამჭერებთან ერთად, სწორედ ამისთვის ემზადება... "გარდამავალი ხელისუფლება", იგივე ხუნტა რუსების დაქვემდებარებაშია. დროებითი "პრეზიდენტი", პოლკოვნიკი ასიმი გოიტაც, რომელიც ხუნტის წარმომადგენელია, ე.წ. თავდაცვის მინისტრ სადიო კამარისთან ერთად, რუსეთში გადიოდა სამხედრო წვრთნებს, ისევე, როგორც "პრემიერ-მინისტრი" შოგელ კოკალა. მიმდინარე წელს მოსკოვში გამართულ "რუსეთის არმიის დღეებს" ესწრებოდა სადიო კამარი, რომელიც მედიას თავს არიდებდა. ფრანგული Jeune Afrique-ს ცნობით, მალის სამხედრო წყაროები იუწყებიან, რომ ისინი 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე მოსკოვში სამხედრო მომზადებას გადიოდნენ. ამის შემდეგ კი სამშობლოში გადატრიალების მოსაწყობად დაბრუნდნენ და პრეზიდენტ იბრაჰიმ ბუმაკარ კეიტას მმართველობა დაამხეს", - წერს Novayagazeta.ru.

ფრანგულ მედიაში დიდი ხანია რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერების" შესახებ საუბრობენ, როგორც "რუსეთის საიდუმლო სამხედრო სტრუქტურაზე, რომელსაც ოფიციალურად არც კრემლთან აქვს კავშირი და არც თავდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ სინამდვილეში მათი ბრძანებით მოქმედებებს".

Le Monde-ს ცნობით, "ვაგნერები" ეკუთვნის რუს ოლიგარქს, ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელს, ევგენი პრიგოჟინს, იგივე "პუტინის მზარეულს", რომლის გარშემო ადგილობრივ მედიასაც არაერთხელ აუტეხავს სკანდალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი გავლენები და ფინანსური შემოსავლები სულაც არ შემცირებულა. ის რუსი მილიარდერების სიაში შედის, აქვს არაერთი მედია გამოცემა.

"მისი კვალი აღმოაჩინეს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც... საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ჯერაც არ არის დარწმუნებული, რომ ბატონი პრიგოჟინი არჩევნებში ასეთი ფორმით ჩარევაზე წავიდოდა, მაგრამ იცით, მას "პუტინის მზარეულს" უწოდებენ". ლე დრიანი კორექტულად, მაგრამ მაინც აშკარად საუბრობს, "ვაგნერების" როლზე სირიასა და ცენტრალურ აფრიკაში, რომელთა სახელსაც უკავშირდება ძალადობა და სისასტიკე", - წერს გამოცემა.

ფრანგული მედია წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება "კორექტული, თუმცა, კატეგორიული ტონით" მოუწოდებს რუსეთს, "ვაგნერებმა" თავი შეიკავონ საფრანგეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე რაიმე სახის მოქმედებისგან. თუმცა მალის ხუნტამ თადარიგი დაიჭირა და თავისი მომხრეების ორგანიზებით აქცია გამართა, ლოზუნგით - "პუტინ, დაგვეხმარეთ, გთხოვთ!".

"პუტინის "დახმარებამაც" არ დააყოვნა და ბამაკოში თავისი წარმომადგენლობა გაგზავნა. უკვე ერთი თვეა, ბამაკოში 50 რუსი ექსპერტი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციას სწავლობენ და ადგილობრივ მოსახლეობას ომის დასრულებასა და "ჯიჰადისგან" წამოსული საფრთხეების აღმოფხვრას ექვს თვეში ჰპირდებიან. აფრიკელი სამხედროს ცნობით, ამის გასაკეთებლად იქ რუსი სამხედროები, კონკრეტულად, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერები" ჩავიდოდნენ და ასიმეტრიულ ბრძოლებს გამართავდნენ", - წერს Novayagazeta.ru.

პუტინი, ცხადია, უარყოფს ფრანგული გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი მალის "გათავისუფლებას" აპირებს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ახსოვს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული სამი რუსი რეპორტიორის საქმე, რომლებიც "რუსული კერძო სამხედრო კონტრაქტორებისა და სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის საქმეს იძიებდნენ".

რეპორტიორები მოულოდნელი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. მაშინ რამდენიმე მედია ჰოლდინგის, მათ შორის, "გამოძიების კონტროლის ცენტრის" მფლობელი მიხაილ ხადარკოვსკი ამბობდა, რომ ის ჟურნალისტები მის საგამოძიებო პროექტთან თანამშრომლობდნენ და რუსი დაქირავებული სამხედროების ამბავს იძიებდნენ. ისინი ცდილობდნენ ნათელი მოეფინათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმისთვის ისევე, როგორც სხვა რუსული ინტერესებისთვის, როგორებიცაა ოქროს, ალმასისა და ურანის მოპოვების ინდუსტრიები. ფრანგული გამოცემები წერენ, რომ სწორედ ამ ინდუსტრიებზე უჭირავს თვალი რუსეთს.

რუსულ და უცხოურ მედიაში მუდმივად ვრცელდება სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სახელიც, რომელიც პეტერბურგელ მეწარმეს, ევგენი რიგოჟინს უკავშირდება. რიგოჟინს, კრემლთან მისი ახლო კავშირების გამო, პუტინის "შეფ-მზარეულსაც" უწოდებენ.